↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
შემოწიოკდით"სკვითებში",ნახეთ უშატა რა დგეშია!
კომისიას ითხოვს და გავხსნათ ვიდეო ტვალიო!=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯიჯილალა,მოვრბივარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დავით აღმაშენებელი

არ ვიცით, სხვა როგორა ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.

უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან-რა, თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მომქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი - საკუთარის ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინა. ისინი ცხოველი მაგალითებია მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდ-ბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდ-ბუნებოვნება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლეობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედითა, და თაყვანს-სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.

„ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო“.

ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისთვის. მისი მიცვალების დღე 26 იანვარია (ახალი სტილით 8 თებერვალი). ხოლო საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ, ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებლის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად. ამ მართლა-და დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, - ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს. დიდება სახელსა მისსა!..

ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელისა ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდ-ბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლად-შემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების კაცისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნებისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!

...ყოველივე ეს დიდსულოვნება და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდ-ბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.

აი ეს დიდებული მეფე - რა დიდებულ კაცურ-კაცის სახესაც მოგვივლენს თვალ-წინ და რა თავმოსაწონებელს საბუთს გვაძლევს ხელთა. აი ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არ-ხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ერსა, რომელმაც იგი ჰშვა და თავის ძუძუთი გამოჰზარდა. ჩვენმა დამცველმა ეკლესიამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც 26 იანვარი დაგვინიშნა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავიხსენოთ ეს ქართველთათვის თავმოსაწონებელი დიდებული მეფე, დიდებული კაცი.

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ტუჩებს ტუჩებზე დამადებდა ხოლმე, მეტი არაფერი, არ მკოცნიდა.
მაშინ მოდიოდა და მიდიოდა, როცა უნდოდა.
-მიყვარხარ - ყურზე ნაზად მკბენდა.
ჟრუანტელი მივლიდა.
ბედნიერი იყო.
-მოგენატრე? - მეორე ყურზე მკბენდა.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი.
-მატყუარა - იბუტებოდა.

მართალი იყო. არ მენატრებოდა, როცა დავინახავდი, მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა.

-არ გატყუებ - ვსუნთქავდი.
-უშენოდ მოვკვდები - ჩურჩულებდა.
-მიყვარხარ, მუზა- ჩემსკენ ვიზიდავდი.
-მუზას ნუ მეძახი - იცინოდა.
-აბა ვინ ხარ- თმებში ხელებს ვუცურებდი.
უფრო ხმამაღლა იცინოდა.

მხოლოდ ის უნდოდა, რასაც მკარნახობდა, ჩამეწერა და გამომექვეყნებინა.
- შენ დიდი მწერალი გახდები - მკერდს მკერდზე მადებდა.

ყოველ მოსვლაზე რწმუნდებოდა, რომ არც ჩამწერი ვიყავი და მითუმეტეს, არც გამომქვეყნებელი. ბრაზობდა, ახლოს არ მიკარებდა, ზოგჯერ პირიქით, ზომაზე მეტად მეფერებოდა და ასე ცდილობდა ჩემს დაყოლიებას.

-მუზა, არ შეიძლება, სხვასთან მიხვიდე და დააწერინო?- მკერდს ვუკოცნიდი.

-რა სულელი ხარ, სამსონ, მე ხომ შენ მიყვარხარ, სხვა როგორ დაწერს? - თვალებში ეშმაკუნები უხტოდნენ

ბოლოს იმას მიაღწია, ყველაფერს ვიწერდი. ეს იყო რაღაც გაუგებარი ამბები გამოგონილ ქალაქზე, ომზე, შიმშილზე და სხვა სისულეები. ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, ამით ვინ უნდა დაინტერესებულიყო, ან ვის უნდა წაეკითხა.

-სულ არ გაინტერესებს - ზურგს მაქცევდა.
-კარგი რა, რა არის ამაში საინტერესო- ზურგზე ვეკვროდი.
ცრემლით ივსებოდა.
-კარგი რა, მუზა, არ შეიძლება ისე, უბრალოდ იყო ჩემთან, რა აუცილებელია ვწერო - ჩემსკენ ვაბრუნებდი
- როგორ არ გესმის - ზლუქუნებდა
- კარგი, კარგი, დავწერ - ცრემლებს ვუშრობდი.

არ მინდოდა მისი წყენინება. იმ რვეულს ვუჩვენებდი, სადაც ყველაფერს ვიწერდი.

-არც კი კითხულობ - თვალებში მიყურებდა.
-მომენატრე- ყურზე ვკბენდი.
-მატყუარა- ბრაზობდა.

***
ყველა სანის მეძახდა, მაგრამ ჩემი ნამდვილი სახელი, „სამსონი“ მაინც აკეთებდა თავის საქმეს - გულ-მუცელს მიღრღნიდა. სამსონს მხოლოდ კიტი მეძახდა. ის ერთადერთი იყო, ვისაც ამის უფლებას ვაძლევდი.

მე და კიტი ერთ კლასში ვსწავლობდით და ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, ორივე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, ერთმანეთის პირდაპირ. ყოველ დილით ვხვდებოდი სადარბაზოსთან და სკოლაში ერთად მივდიოდით. სკოლის მერე კი სახლში ვაცილებდი.
კიტისთან მუდამ ბევრი ხალხი იკრიბებოდა. საღამოობით ვხედავდი როგორ მოდიოდნენ მის მშობლებთან სტუმრები და მათი ფანჯრებიდან დილამდე მესმოდა ხმამაღალი სიცილი. კიტის მშობლები ცნობილი მხატვრები იყვნენ, როგორც დედაჩემი და ჩვენი მეზობლები ამბობდნენ, თავისუფლად ცხოვრობდნენ, ყოველგვარი ნორმებისა და წესების გარეშე და ქალიშვილსაც არაფერში ზღუდავდნენ.

კიტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უცნაური, გამომწვევი (ამასაც დედაჩემი და მეზობლის ქალები ამბობდნენ) ჩაცმულობით, გრძელი წითელი თმითა და გაღვივებული ნაპერწკლით თვალებში.

ჩვენთვის, ბავშვებისთვის უცნაური ის იყო, რომ კიტი ყურადღებას არ აქცევდა მასწავლებლის შენიშვნებს. ყველაზე მეტად კი ის გვაკვირვებდა, რომ თუ სხვა მოსწავლეების მშობლებისა და მასწავლებლების შეხვედრა ხშირ შემთხვევაში ბავშვების დასჯით მთავრდებოდა, კიტის მშობლებისა და მასწავლებლების შეხვედრას ბავშვთა თავისუფლებასა და უფლებებზე ცხარე კამათი მოყვებოდა ხოლმე.

მაღალ კლასებში რომ გადავედით კიტი თითქოს ყველას იზიდავდა და ატყვევებდა. სკოლაში თითქმის ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული. გოგონები მასთან დამეგობრებას ცდილობდნენ, თუმცა, ცოტათი (და ზოგს ბევრად) შურდათ კიდეც მისი. იმ დროს კიტი უკვე თავად მართავდა წვეულებებს თავისი მეგობრებისთვის და ჩვენი პატარა ქალაქის ყველა მისი თანატოლი იქ მოხვედრაზე ოცნებობდა.

მე იშვიათად დავდიოდი კიტის წვეულებებზე. თუ მივიდოდი, ჩუმად ვიჯექი კუთხეში და დაბოღმილი ვადევნებდი თვალს, როგორ ცდილობდნენ კიტის მოხიბლვას სხვა ბიჭები.

საღამოობით ჩემი ოთახის ფანჯრიდან მის სახლს ვუყურებდი. ყოველთვის ვიცოდი, ვინ იყო მასთან სტუმრად.

საშინლად ვეჭვიანობდი.

***

იმ წელს, როცა სკოლას ვამთავრებდით, საშობაოდ ჩვენი სკოლის თეატრში „სამსონი და დალილა“ დადგეს. დალილას როლი კიტიმ ითამაშა.

არც ერთი რეპეტიცია არ გამიმიტოვებია. დარბაზის ბნელ კუთხეში ვიჯექი და მონუსხულივით ვუყურებდი კიტის სცენაზე. განსაკუთრებით ის სცენა მაგიჟებდა, როცა დალილა სამსონს საწოლში იტყუებს და კულულს აჭრის. ამ დროს მთელი სხეული მიბუჟდებოდა და ოფლი მასხამდა.

პრემიერამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. გაზეთები კიტიზე წერდნენ, ზოგი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ზოგი კი მას როგორც უკვე ჩამოყალიბებულ მსახიობს, ისე განიხილავდა.

ამ როლის შემდეგ სახელს არავინ ეძახდა, კიტი დალილა გახდა.
ჩემთვის კი ის ისევ კიტი იყო, მხოლოდ კიტი.

პრემიერის შემდეგ კიტის მშობლებმა განსაკუთრებული წვეულება გამართეს და მთელი ქალაქი მიიწვიეს. მე არ წავსულვარ. ჩემი ოთახიდან ვაკვირდებოდი კიტის სახლს.

დავინახე, როგორ გამოვიდა კიტი სახლიდან, ჩემი ფანჯრის წინ დადგა და სახეში მომაჩერდა. ერთ წამში მის წინ ვიდექი. გიჟივით ვეხვეოდი და გაუგებარ სიტყვებს ვამბობდი. მერე ჩემს ოთახში ამოვედით. სინათლე არ აგვინთია, საწოლზე ვიჯექით. კიტი მკოცნიდა და „ჰო, სამსონ“ დაუსრულებლად იმეორებდა.

იმ ღამის მერე კიტი თითქმის ყოველ ღამეს ჩემთან ატარებდა, დღისით კი ჩვეულებრივად, ისევ ერთად დავდიოდით სკოლაში და სკოლიდან სახლში.

სკოლა რომ დავამთავრეთ, ცოტა ხანში ქალაქში ხმა გავრცელდა, კიტი დედაქალაქში მიდის, მსახიობი უნდა გახდესო. მე ამ ჭორს ყურადღებას არ ვაქცევდი. ამაზე არც კი ვფიქრობდი.

ერთ დილით, როცა თვალები გავახილე, კიტი თავთან მეჯდა.
- მივდივარ, სამსონ - ჩუმად თქვა.

უცნაურად მომჩერებოდა - თავისი თვალები თითქოს ჩემს თვალებში ჩაყარაო.
- არაფერს მეტყვი? - ისევ ჩუმად თქვა.

რაღაცას ელოდა ჩემგან. არ ვიცოდი, რას. დავიბენი. ყველა სიტყვა ერთბაშად დამავიწყდა.
-ჰო, კიტი - ძლივს ამოვთქვი და თვალი ავარიდე.

გული გამიჩერდა.

წავიდა.
დრო გადიოდა.
კიტი აღარ მინახავს.

****

ომი რომ დაიწყო, ჩემი ცოლ-შვილი და მშობლები უკვე გადასულები იყვნენ დედაქალაქში. მე სახლში დავრჩი. ვიდრე ტელეფონები მუშაობდა, დედაჩემი და ჩემი ცოლი ყოველდღე მირეკავდნენ და ქალაქის დატოვებას მთხოვდნენ, მაგრამ ვერ დამიყოლიეს.

თავიდან ქალაქი თითქმის ყოველდღე იბომბებოდა. დიდი პანიკა იყო. ხალხი სარდაფებში და თავშესაფრებში ათენ-აღამებდა. მერე თანდათან საჭმლის მარაგი გაუთავდათ, ბომბები უფრო და უფრო იშვიათად ვარდებოდა და ხალხიც თითქოს შეეჩვია ახალ სიტუაციას.

ქალაქი ჯარისკაცებით, ვირთხებითა და მაწანწალა ძაღლებით აივსო. ქალაქი არაოფიციალურად, მაგრამ მაინც ჩაიკეტა.
დრო კი ისე გადიოდა, რომ ვერც კი ვგრძნობდით. უბრალოდ, ხან ციოდა, ხანაც ცხელოდა.

კიტი ომის პირველივე დღეს დაბრუნდა.

მისი მშობლები ამერიკაში გაემგზავრნენ. ქალიშვილი ვერაფრით ვერ დაითანხმეს თან გაყოლოდათ. ძალა არ დაუტანებიათ, შენს არჩევანს პატივს ვცემთო, მხოლოდ უთხრეს.

ვიცოდი, რომ კიტიმ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა სანიტრად. ვხედავდი, როგორ მოდიოდა გვიან ღამით დაქანცული.
პირისპირ შეხვედრას ვერიდებოდი.
ორივე ისე ვიქცეოდით, თითქოს ერთმანეთს არც კი ვიცნობდით.

საშინლად მიჭირდა, მაგრამ ქალაქიდან წასვლას არც კი ვფიქრობდი.

***
ომმა ყველა და ყველაფერი შეცვალა. ერთადერთი, რაც არ იცვლებოდა, მუზა იყო.

მის მოსვლას ჩემს ტუჩებზე მისი ტუჩების შეხებით ვიგებდი.
ისევ როცა უნდოდა, მაშინ მოდიოდა და მიდიოდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მაგნებდა.

ხმამაღლა კისკისებდა, ბედნიერი იყო.
-მოგენატრე?- მეკითხებოდა.

თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, თუმცა როცა დავინახავდი, მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა.

მათბობდა.
ერთადერთი იყო, ვინც ყველაფერს მავიწყებდა.
ისევ სჯეროდა, რომ დიდი მწერალი გავხდებოდი.
ახლა სინდისის ქეჯნა აღარ მაწუხებდა, ომში ვის ეცალა კითხვისთვის.
აღარ ვეწინააღმდეგებოდი - ერთადერთი სურვილი მქონდა, რაც შეიძლება დიდი ხანი დარჩენილიყო ჩემთან.

მაინც იგივეს მოითხოვდა.

-ვის რაში სჭირდება ლექსები და მოთხრობები, ომია, მუზა, ომი- ყელს ვულოკავდი - ადამიანებს უჭირთ ომში აი, მუზებისთვის კი სულ ერთია.

- ადამიანებს უყვართ ომი -ჯიუტად იმეორებდა.
თვალები უქრებოდა.

მეღიმებოდა.
არაფერი ესმოდა.
ის ხომ მუზა იყო.
სულ უფრო და უფრო სევდიანი მუზა.

***

რაღაც პერიოდი ქალაქის განაპირას წყალსაქაჩის დარაჯად ვმუშაობდი. მთელ დროს დარაჯის პატარა კაბინაში ვატარებდი და საშინელი სიცივითა და შიმშილით ვიტანჯებოდი.

ამის მერე საველე საზარეულოში დავიწყე მუშაობა - ცხელ სადილს ვასხამდი. საველე სამზარეულოები დადგეს ქალაქში და სადილზე უზარმაზარი რიგები დგებოდა ხოლმე.
ახალ სამსახურში ცოტა სული მოვითქვი - შიმშილი აღარ მემუქრებოდა, თუმცა იმდენად ვიღლებოდი, რომ ხშირად ჭამა მავიწყდებოდა და გულის წასვლამდე მივდიოდი.

კიტი ერთ დღეს უზარმაზარი რიგის ბოლოს დავინახე, - მზერაგაშტერებული იდგა. რაც დარაჯად ვმუშაობდი, კიტი არც მენახა და არც რამე გამეგო მასზე.

ძველი მხოლოდ იერი ჰქონდა შერჩენილი. თვალები ჩაცვენილი ქონდა, ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. შემეშინდა, მეგონა სადაც იყო, წაიქცეოდა. ჯამი წვნიანით ავავსე და მისკენ წავედი.

ამაზე ხალხი აყაყანდა, ვიღაცამ ხელიც კი წამავლო და ძალით უნდოდა ჩემი ადგილზე დაბრუნება, ვიღაცამ - ჯამის წართმევა სცადა. ყურადღება არავისთვის არ მიმიქცევია.
კიტის მივუახლოვდი. არაფერი ესმოდა, ისევ ისე იდგა, გაქვავებული.

ხელზე ხელი მოვკიდე. შემომხედა, წამით ვერ მიცნო, მერე კი- „ჰო, სამსონ“ ძლივს გასაგონად თქვა . ჯამს დახედა, სუპის ოხშივარმა სახე აულეწა, მსხვილი ნერწყვი გადაყლაპა, სუპის სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვალებში შემომხედა.

- შენთვის მოვიტანე - თვალები ისევ ისეთი ლურჯი ჰქონდა.
- ჰო, სამსონ - წყნარად მითხრა
- მოდი - ხელი ჩავავლე და იქვე ახლოს ბეტონის ბლოკებთან გავიყვანე.

ხარბად შეუდგა ჭამას. პურს დიდი ლუკმებით კბეჩდა, მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, ალბათ პირდაპირ ჯამიდან შეხვრეპდა. ზედ არ მიყურებდა, სუპი რომ დაამთავრა, მზერა ოდნავ დაუთბა, ლოყა შეუვარდისფრდა, ხელებზე სილურჯემაც გადაუარა.

- ჰო, სამსონ - ისევ თვალებში შემომხედა.
სპირტის სუნი ასდიოდა.
- დამელოდე - ვუთხარი - უცებ დავამთავრებ ჩემს საქმეს და სახლში გაგაცილებ, სუპს კიდევ მოგიტან.
- ჰო, სამსონ - თქვა ისევ და გამიღიმა და უცებ დააყოლა:
- აფთიაქში ვმუშაობ, იქ კარგია.

გამეხარდა, რომ ჰოსპიტალს თავი დააღწია.

ამასობაში ხალხი უფრო მეტად აღელდა. თავზე თვითმფრინავმა გადაგვიფრინა. ზოგს ყურადღება არც კი მიუქცევია, იქვე მყოფი ბავშვები დედებს მიაჩერდნენ - ნიშანს ელოდნენ , თავშესაფარში ჩასვლა საჭირო იყო თუ არა.
კიტის მაღლა არ აუხედია. ქალებმა წყევლით გააცილეს თვითმფრინავი, კაცებმა გინებით.

გავიქეცი და სუპის დასხმა განვაგრძე. თან ისე ვიდექი, რომ კიტი მხედველობის არეში მრჩებოდა - იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ზოგჯერ ბავშვებს გახედავდა და იღიმებოდა. „კიტი,კიტი“ დაუსრულებლად ვიმეორებდი ჩემთვის.
როგორც იქნა, სუპი გათავდა. ბოლო ჯამი დავასხი თუ არა, კიტისთან გავქანდი. არსად იყო.

მას მერე სულ ველოდებოდი. დაძაბული ვუყურებდი ხოლმე მთელს რიგს და ყველა ახალ მოსულ ადამიანს ვამჩნევდი.
აღარ გამოჩენილა.

***

კიდევ რაღაც პერიოდმა გაიარა. ჩვენ დროის ათვლას კარგა ხანია თავი დავანებეთ. კიტის როგორც ყოველთვის, ჩემი ფანჯრებიდან ვუთვალთვალებდი. მის პირისპირ ნახვას ისევ გავურბოდი. თუ შევხვდებოდი, არც კი ვესალმებოდი, ისევ ყველანაირად ვცდილობდი, თვალი ამერიდებინა.
თვითონ ვერც კი მამჩნევდა, ყოველთვის მთვრალი იყო.

მეზობლები სულ კიტიზე ლაპარაკობდნენ, როგორც კი კიტი ფანჯარაში გაჩეჩილ თავს გამოყოფდა, სადღაც ჩივილით ემუქრებოდნენ. ამაზე კიტის ისტერიული სიცილი ისმოდა მხოლოდ.

მერე ისევ გავრცელდა ჭორები კიტის შესახებ. ამბობდნენ, ბაზრის კუთხეში დგასო. იქ მეძავების პანელი იყო მოწყობილი. მე ვითომ არაფერი მესმოდა, თუმცა მას მერე ბაზარში აღარ წავსულვარ.

თანდათან კიტის სახლი ლოთების, მეძავებისა და ჯარისკაცების თავშეყრის ადგილად იქცა. მეზობლები უფრო და უფრო ხმამაღლა ილანძღებოდნენ და იწყევლებოდნენ. ზოგჯერ ღამით მასთან მივდიოდი და მეძავებს და მთვრალ ჯარისკაცებს სახლიდან ვყრიდი. ისინი ყვიროდნენ, მცემდნენ, მოკვლით მემუქრებოდნენ.

თუ სახლში იყო, კიტის ყოველთვის გალეშილს ეძინა ხოლმე. მძინარე კიტი ხელში აყვანილი მომყავდა და ჩემს საწოლში ვაწვენდი. მეც იქვე, საწოლის წინ, იატაკზე, თხელ ლეიბზე ვიძინებდი. დილით ადრე საუზმეს ვუმზადებდი და სამსახურში გავრბოდი.
უკან დაბრუნებულს კიტი სახლში არასოდეს არ მხვდებოდა.

მერე სამსახური გამოვიცვალე და ქალაქის საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა სანიტრად. უამრავი საქმე მქონდა. ძალა აღარ მყოფნიდა სახლში წასასვლელად და იქვე,საავადმყოფოში, სკამზე მეძინა.

უფრო და უფრო იშვიათად მივდიოდი სახლში. კიტის თითქმის ვეღარ ვხედავდი. ვიცოდი, ისევ ისე ცხოვრობდა.
არაფერი არ იცვლებოდა.

***
იმ დღეს მორგში დამიძახეს მისახმარებლად.
მახსოვს, როცა პირველად აღმოვჩნდი მორგში, მეგონა ვერ გავუძლებდი. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე და ინტერესითაც კი ვათვალიერებდი მიცვალებულებს.

მორგში მაგიდაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იდო.
მაშინვე ვიცანი.

„მუზა“ შევყვირე.
ცოტაც და გული წამივიდოდა.
ექიმმა დამცინავად შემომხედა - წამით თითქოს ყოყმანობსო, მერე გადააფურთხა და ხმადაბლა, გულგრილად თქვა:
- ვერ იცანი? ეს ხომ ჩვენი დალილაა, ერთ ხანს საავადმყოფოში მუშაობდა, მერე აფთიაქში, ლოთობისთვის გააგდეს, რაც სპირტი იყო, სულ თვითონ სვამდა - ჩაიცინა - ამ ბოლო დროს ბაზრის კუთხეში იდგა. ცნობილი ბოზია- ისე, შენ მგონი უნდა იცნობდე - თვალი ამარიდა.

ხმას ვერ ვიღებდი.
- ვიღაც კლიენტმა მოკლა, მიღალატაო - გადაიხარხარა - გესმის? მიღალატაო!

აღარაფერი მესმოდა. მხოლოდ ექიმის გასისხლიანებულ სხეულს ვხედავდი იატაკზე.

მერე სახლში გავიქეცი, ჩემს ოთახში შევვარდი და საწერ მაგიდას შეშლილივით დავუწყე ქექვა. „მუზა, მუზა“- ლოცვასავით ვიმეორებდი.
რვეული ვიპოვე, ჩემი რვეული, ჩემი კი არა, მისი რვეული, მუზას რვეული, მისი ლექსები და მოთხრობები. გულში ვიხუტებდი, ვკოცნიდი, ვტიროდი. ცოტა სული რომ მოვითქვი, რვეული გადავშალე - გავოგნდი- რვეული ცარიელი იყო, ერთი სიტყვაც კი არ ეწერა.

დალილა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საშობაო ზღაპარი

შობის ღამე დადგა. პატარა ირინა დასაძინებლად დააწვინეს. მის გვერდზე, უმცროსი ძმა, კაკუჩა მშვიდად ფშვინავდა. “ეჰ, ჩემთან დღეს თოვლის ბაბუა ალბათ არ მოვა, ახალ წელს ხომ უკვე იყო, საჩუქრებიც მომიტანა. არადა ყველა მულწიკში და კინოში, თოვლის ბაბუა შობაზე დადის ბავშვებთან. ჩვენ რა დავაშავეთ?”
_ირინა! _ გაიგონა უცნობი ხმა. გოგონა საწოლზე წამოჯდა და თვალები დააჭყიტა. მის საწოლთან სავარძელზე თოვლის ბაბუა იჯდა. ფეხი ფეხზე გადაედო და სიგარეტს აბოლებდა.
_ შენ ვინა ხარ? _ ჰკითხა ირინამ.
_ თოვლის ბაბუა ვარ, ვერ მიცანი? _ ჩაეღიმა უცობს.
_ თოვლის ბაბუები სიგარეტს არ ეწევიან.
_ ეს, ძველი თოვლის ბაბუები არ ეწეოდნენ. ახლა სხვა დროა ჩემო ჭუკლიკებო. აბა ადექი, ადექი წავედით.
_ სად წავედით, ახლა ღამეა. _ გაიკვირვა ირინამ.
_ წამო, წამო, რაღაცეები უნდა გაჩვენო, თორემ ბავშვები სულ წახვედით ხელიდან. _ უცნობმა ირინას ხელი ჩაჰკიდა, კაკუჩა ხელში აიტაცა და ოთახიდან გავიდა.
ირინას ოთახი კორიდორში გადიოდა, არადა ახლა, ოთახიდან პირდაპირ ქუჩაში გავიდნენ. არა, ეს ქუჩა არ იყო. ოთახიდან პირდაპირ გადააბიჯეს რაღაც რბილ და ფაფუკში, თითქოს ღრუბელში ჩაეფლნენ. ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებულიყო.
_ თოვლია? _ იკითხა ირინამ. _ სირბილეში გადააბიჯა და რაც მთავარია ეს ძალიან ესიამოვნა. კაკუჩამ თვალები გაახილა, თოვლის ბაბუას ლოყაში სილა უთავაზა და ძირს ჩამოფოფხდა.
_ აჰ, ხომ ვამბობდი. უწინ ბავშვი გაგიბედავდა სილას? სულ თქვენობით გველაპარაკებოდნენ და მორცხვად თვალებს ხრიდნენ. ხულიგანია ნამდვილი ეს ბიჭი.
_ შენ არა ხარ ნამდვილი თოვლის ბაბუა, თოვლის ბაბუები ამდენს არ ლაპარაკობენ. _ ცხვირი აიბზიკა ირინამ.
_ დაგენიძლავო, რომ თოვლის ბაბუა ვარ?
_ თოვლის ბაბუები არ ნიძლავდებიან. _ მკაცრად უპასუხა გოგონამ და კაკუჩას გახედა. კაკუჩა დაოთხილი მიბობღავდა (ის ხომ ძალიან პატარა იყო) და იმ რაღაც რბილ და ფაფუკს მადიანად ლოკავდა. შემდეგ პირში იტენიდა და კმაყოფილებისაგან თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდა.
_ ეს რა არის, რას ჭამს? _ შეშფოთდა ირინა.
_ ეს ზეფირია, შენც შეგიძლია ჭამო, რამდენიც გინდა, არ გაწყენს, თქვენს სუპერმარკეტებში რომ იყიდება ისეთი კი არ არის.
ირინამ პატარა მოციცქნა. ჯერ დასუნა, მოეწონა და პირისაკენ გაიქანა.
_ გემრიელია.
_ წამო, წამო უკეთესი განახო.
გვერდზე გაუხვიეს. მათ თვალწინ საოცრება გადაიშალა. თეთრ ზეფირზე, პატარ-პატარა ფერადი ხეები ამოსულიყო. ზოგს ვაშლი ესხა, ზოგს მსხალი, ალუბალი.
_ ეს ნამდვილი ხილია? _ იკითხა ირინამ.
_ რა სულელი ხარ. რა უნდა აქ ხილს. ამ ხეებს ჟუვაჩკები ასხია სხვადასხვა ხილის გემოთი.
_ ჟუვაჩკა კი არა, საღეჭი რეზინა. _ გაუსწორა გოგონამ.
_ საღეჭი რეზინა? კარგი, საღეჭი რეზინა იყოს. ყველა ბავშვი ჟუვაჩკას ეძახის და მეც ვიფიქრე, შენთვის ასე უფრო გასაგები იქნებოდა. სხვათა შორის ხის ფოთლები კარამელისაა.
_ არ მიყვარს კარამელი, მე შოკოლადი მიყვარს.
_ კარგი ბატონო. _ თოვლის ბაბუამ ტაში შემოჰკრა. ტაშის შემოკვრაზე, რომელიღაცა ხიდან დათვი გამოვარდა და პირდაპირ ირინასაკენ აიღო გეზი. ირინას ცოტა არ იყოს შეეშინდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ დათუნია სათამაშო იყო. უფრო სწორედ ეს დათუნია შოკოლადისა ბრძანდებოდა.
_ გამარჯობა ირინა _ ადგილზე ცქმუტავდა დათუნია. ხელში კარამელის დიდი ფოთოლი ეჭირა და გემრიელად აკნატუნებდა.
_ გამარჯობა დათუნია, _ ირინას სახე გაუბრწყინდა _ რა კარგი ხარ და რა კარგი სუნი გაქვს, შოკოლადის.
_ გინდა? _ თვალები გადაატრიალა დათუნიამ. რატომღაც თვალებს საულ აქეთ-იქით ატრიალებდა. თვალებიც კარამელისა ჰქონდა.
გოგონამ თავი დაუქნია. დათუნიამ თათი გამოწია, შუა თითი მოიტეხა და ირინას გაუწოდა.
_ ჰა, ჭამე.
ირინამ დათუნიას თათს დახედა, შუა თითი ისევ ადგილზე ჰქონდა.
_ ნუ გეშინია, ჭამე, სუფთა შოკოლადია. ისეთი კი არაა, თქვენს სუპერმარკეტებში რომ იყიდება. თუ გინდა ახლა ყურს მოვიტეხავ და ისევ ამოვა. _ დათუნიამ ახლა ყური მოიტეხა და კაკუჩას გაუწოდა. თათის გაწოდება და ახალი ყურის ამოსვლა ერთი იყო. ირინა აკისკისდა.
_ რა კარგი დათუნია ხარ, ნეტავი ჩამთან ცხოვრობდე. _ ყავისფერ დათუნიას ცოტა სიწითლემ გადაჰკრა და თავი დახარა.
_ მეც კი მინდა, მაგრამ....
_ მწყურია, _ წაილუღლუღა კაკუჩამ.
_ მოდი, მიირთვი რაც გენებოს. _ თოვლის ბაბუამ ბავშვები ბეზეებისაგან აგებულ სასახლეში შეიყვანა. კედელზე კარამელისაგან დამზადებული სხვადასხვა ცხოველები იყო მიმაგრებული, რომლებსაც ონკანის დანიშნულება ჰქონდათ.
_ მოუშვი და დალიე რამდენიც გინდა. კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი, აირჩიე.
_ ზღაპრებში ლიმონათის მდინარეები უნდა მოედინებოდეს და არა კოკა და ფანტა, თანაც ონკანიდან. _ ისევ გამოამჟღავნა ცოდნა ირინამ.
_ უფ, ეგ ძველ დროს იყო. ლიმონათის მდინარე, შოკოლადის მთები, შოკოლადს რომ ვერ მოაღრღნიდი ისეთი. ლიმონათს კი არავინ აღარ სვამდა, ბოლოს ბუზები დაესია, მართალია ბუზებიც შოკოლადისა იყო, მაგრამ ამდენი შოკოლადის ბუზს მაინც ვეღარ აუვედით. თანაც ეს განსაკუთრებული ონკანებია. გინახავს სადმე თქვენს სუპერმარკეტში ასეთი ონკანები? _ ჩაიცინა თოვლის ბაბუამ. _ ერთჯერდი ჭიქებიც აქვეა, დალიეთ.
ირინა და კაკუჩა კოკა-კოლას დაეწაფნენ, ჭიქა კარამელისა იყო და კოკა-კოლას განსაკუთრებულ გემოს აძლევდა.
_ ისე ერთი ოთახი დიდებისთვისაც გვაქვს. იქ ონკანში ლუდი მოდის და მისატანებლადაც ლუდის აუზში სხვადასხვა ჯიშის შებოლილი თევზი ცურავს. მაგრამ დიდებს თოვლის ბაბუის აღარ სჯერათ და ამიტომ ოთახი ყოველთვის ცარიელია. მე თუ შევალ ხოლმე ხანდახან ლუდის დასალევად, ან მეზობელი ქვეყნის თოვლის ბაბუა თუ მესტუმრება, იმას ვუმასპინძლდები. აბა ამ ხნის კაცს ზეფირს ხომ არ ვაჭმევ? _ გულიანად გადაიხარხარა თოვლის ბაბუამ.
ბავშვებმა წყურვილი რომ მოიკლეს, ძილი მოერიათ. თოვლის ბაბუა რაღაც ეშმაკური თვალებით შესცქეროდა მათ.
_ ირინა, სიმართლე გითხრა, ძალიან მომეწონე, ასე რომ ერთ სურვილს შეგისრულებ, მთხოვე რაც გინდა. _ მან ბავშვებს გახედა, რომელთაც უკვე ღრმად ჩასძინებოდათ.
შობის დილა გათენდა. პირველმა ირინამ გაიღვიძა. თვალები ჯერ არ გაეხილა, “რა კარგი სიზმარი იყო, იმდენად კარგი, რომ პირში ტკბილი გემოც კი დამიტოვა”. გაიფიქრა გოგონამ და თვალები გაახილა. გვერდიდან კნატუნის ხმა მოესმა.
_ გამარჯობა ირინა, რამდენი ხანი გეძინა, ორი საათია აქ ვყურყუტებ. _ გოგონა თვალებს არ უჯერებდა. მის გვერდით სავარძელში შოკოლადის დათუნია იჯდა და კარამელის ფოთოლს გემრიელად ახრამუნებდა.

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
tikotiko მოგესალმები=ko= და კარმას გაჩუქებ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნიკანდრო ქილია
– მუშნი ზარანდია დიდი ეშმაკი კაცი იყო, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი რომ არ იყო და გულკეთილი რომ იყო, აგერ გეტყვი ამისას.

პატარა კაცის ამბავი მოგეხსენება, ალბათ; დიდი კაცი დააშავებს და პატარას მოხვდება, შენი ბრალიაო. ესეც არ იყოს, კაცის შვილს, ხანდახან, ილია წინასწარმეტყველი რომ ვერ მიხვდება წინასწარ, ისეთი ამბავი მოუწევს. ადამიანი დიდი კაცის ბრძანებით რომ შეცდეს – სამსახური უნდა დაკარგოს და ოჯახი მშიერ-მწყურვალი დაურჩეს? არ გამოდის ცხოვრება ასე. აბა, რა ქნას პატარა კაცმა? რა ქნას და, ისე უნდა წაიყვანოს საქმე, რომ თუ წაიბორძიკა – არ დაეცეს, და დაცემა თუა, ადგომაში თვითონ ის უნდა დაეხმაროს, სარმა ვინც გამოდო. როგორ უნდა გააკეთოს პატარა კაცმა ეს? როგორ და... როგორ იყო, საბაჟოს უფროსობას თავი რომ დამანებებინეს და წელიწადი რომ უსამსახუროდ ვიყავი?! ისევ იმ ხალხმა მომცა მერე პოლიცმეისტრობა, ვინც საბაჟოს უფროსობა ამართვა. როგორ გავაკეთე ეს? როგორ და, უფროსის პატივისცემა უნდა იცოდე, უფროსისთვის კარგი კაცი უნდა იყო ყოველთვის, მარა მარტო ეს არ კმარა – პატარა უნდა ეშინოდეს შენი უფროსებს. ისეთი რამე უნდა იცოდე უფროსის, რომ გულში შიში ქონდეს არ გამთქვას და არ დამღუპოსო! ამ საქმეს თავისი ცოდნა და მოხერხება ჭირდება კიდევ და მუშნი ზარანდიაზე რომ დავიწყე ლაპარაკი, მისი ამბავი მინდა გითხრათ სწორედ.

მომივიდა ერთხელ ქაღალდი თბილისიდან, – დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია მამიდაშვილ-ბიძაშვილი ყოფილან და გამოიკვლიე, რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან და ისიც გამოიკვლიე, მუშნი ზარანდია ხუთი წელი რომ აქციზში იყო, რას მუშაობდა და რას აკეთებდაო. გამოუცდელი კაცი რას იზამდა? გამოიკვლევდა, გაგზავნიდა პასუხს და მოისვენებდა. მეც ასე მოვიქეცი, მაგრამ არ მომისვენია; კარგი კამათელი რომ მოგივა ნარდში, იმ კამათელს ხომ უნდა კარგი გამოყენება?.. ისე, გინდ მოგსვლია და გინდ – არა. მთავრობისთვის თავს რომ იკლავდა მუშნი ზარანდია და არც მის ბიძაშვილ დათა თუთაშხიასთან რომ არ ქონდა საქმე, რის პოლიცმეისტერი და რის ნიკანდრო ქილია ვიყავი ეს არ მცოდნოდა! მაგრამ, რომ იტყვიან... სახარე ხბოს სასკორავში შეეტყობაო, ისე ეტყობოდა მუშნი ზარანდიას, დიდი კაცობა მოუწევდა, ბოლოს და ბოლოს, და ასეთ კაცს შიში უნდა ქონდეს შენი. ის შიში გამოგადგება როდისმე.

მუშნიმ რომ კონტრაბანდისტებს ციხეებში მოუყარა თავი და მათი გამოსახსნელი ასი ათასი მანეთის მომტანებიც რომ მიაყოლა ზედ, იმ ხალხში ერთი ებრაელიც ერია. მივიდა მუშნისთან იმ ებრაელის ორი ძმა, დიდი ფული მისთავაზეს, ჩვენს სახლიკაცს უშველე რამეო. არ გამოართვა ფული მუშნიმ, – თქვენს ძმას ისეთი ბრალდება აქვს, ციხე ერთ-ორ წელიწადზე მეტი არ მოუწევს და ნურც თქვენ გადაყრით ფულს და ნურც მე დამარღვევინებთ კანონსო, – ასე უთხრა! წავიდნენ ებრაელები. სოხუმში დომენტი რურუა იყო ოქრომჭედელი, იყიდეს მისგან ბრილიანტის საყურეები ხუთ ათას მანეთად: მუშნიმ რომ არ იცოდა, ისე მიუტანეს მის ცოლს. თხოვეს, – უშველოს რამე შენმა ქმარმა ჩვენს ძმას და ამ ძღვენის მოტანა ბატონ მუშნის ერთხანს არ გაუმხილო, თვარა ნამეტანი ეწყინებაო. გავიგე ეს, დავიხვიე ულვაშზე და გავჩუმდი.

გავიდა ხანი. მუშნი ზარანდიას საქმიანობის მოკვლევის ბრძანება რომ მივიღე, შევამოწმე, რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი. არაფერი არ დადებია, სახელს რომ გაუფუჭებდა, ისეთი. დავწერე დასკვნა, გადავდევი გვერდზე და დავიწყე ებრაელების მიტანილ ბრილიანტის საყურეებში ფათური; ისე ვიფათურე, რომ მუშნი ზარანდიამ ქუთაისში გაიგო ეს ამბავი. გაიგო და კაი ხანს იყო გაბუსუნებული, ხმას არ ძრავდა. მერე ალბათ, იფიქრა, – ასე არ ივარგებსო, და მნახა; იცი შენ, არაფერი უკანონობა არ მაქვს ჩადენილი და არ შეგცდეს რამეო. რა მინდოდა მეტი! მივახვედრე, ხმის ამომღები არ ვარ, მაგრამ გახსოვდეს, დომენტი რურუა ოქრომჭედელი ცოცხალია, ის ებრაელები აგერ არიან, შენი სულელი დედაკაცი შინ გიზის და ის საყურეებიც ზანდუკში უწყვია-მეთქი. მივახვედრე, თვარა, თქმით – ასე თქმა არ ივარგებდა და არც მითქვამს.

წავედი თბილისში, მივართვი უფროსებს დასკვნა და ბრილიანტის საყურეების ამბავი სიტყვით დავამატე: ლაპარაკით ლაპარაკობენ, მაგრამ მტკიცება არ არის და დასკვნაში იმიტომ აღარ შევიტანე-მეთქი... რა იცის კაცმა, როგორ წავა საქმე და რატომ უნდა მისაყვედუროს ვინმემ, – იცოდი და არ თქვიო. თუ გატყდა საქმე და გამოირკვა ამბავი – ჯობია, მე დამრჩეს სათქმელად, ხომ გეუბნებოდით და არ დამიჯერეთ-მეთქი... რა მითხრეს, თუ იცი? აჭარლებმა მუშნი ზარანდიას ასი ათასი მისთავაზეს, ის არ აიღო და ხუთ ათას მანეთიანი საყურეებისთვის სულს როგორ წაიწყმედდაო, დავეთანხმე, – ასეა, ალბათ-მეთქი. ნამეტანი გახარებული ვიყავი რამხელა კაცი ვიშოვნე-მეთქი! ვიშოვნე და თუ წავიფორხილებდი სადმე და როდისმე, მიშველიდა მუშნი ზარანდია რა გზა ქონდა მეტი!.. მარა სხვანაირად დატრიალდა ყველაფერი და მაშინ ვნახე მუშნი ზარანდიას გამჭრიახობაც და კეთილი კაცობაც.

დამიბარა მუშნი ზარანდიამ ერთ დღეს: ნიკანდრო ქილია, თბილისში ჩამოდი და ჩემთან გამოცხადდიო. ჩავედი და ვეახლე. ვინ გყავს დაპატიმრებული, ვინ გიზის პოლიციაში – სია ჩამომიწერეო. ჩამოვუწერე. ექვსი კაცი მყავდა მაშინ. სათითაოდ გამომკითხა და მაამბობინა, ვინ რისთვის დავიჭირე და რისი მქნელი იყო. მატარია გვყავდა დაჭერილი – ქათმის ქურდი და ბაცაცა-მამაძაღლი. მან და მასავით ტურა ხაზავამ თხა მოიპარეს წალენჯიხაში. ორივე იქ მყავდა, პოლიციაში, მაგრამ მუშნიმ, მაინცდამაინც, მატარიაო. კაი, ბატონო – მატარია იყოს-მეთქი, მარა რაში ჭიროდა ის სულელი კაძახი, მთლად ბოლოს მივხვდი.

– დათა თუთაშხია უნდა დაიჭირო, – მითხრა ზარანდიამ. – ისე უნდა გაკეთდეს ეს, რომ მისი დაჭერა ორ დღეს მაინც ვერ გაიგოს ვერავინ. ჩუმად უნდა გაკეთდეს.

კაცის შოვნაზე გელაპარაკე და ენა თუ არ შეაჩვიე და თუ არ გაუშინაურდი, არაფერი ნაშოვნი არაა ის კაცი. ებრაელებისგან მისი ცოლისთვის მირთმეული საყურეების ამბავი რომ გავიგე, მას მერე უფრო უბრალოდ ვექცეოდი მუშნი ზარანდიას და არც მას აუქნევია ხელი ჩემთვის.

– ნამეტანი გაგჭირვებია, მუშნი-ბატონო! – ვთქვი მე და გავჩუმდი, რას იტყვის-მეთქი.

არაფერი არ მითხრა ამაზე. დავუმატე მაშინ:

– მეფისნაცვლის ქაღალდი უშოვნე, ტყიდან გამოიყვანე – ამდენი შეძელი! ახლა ვინ და რანაირად შემოგიჩნდა ისე, რომ ვეღარ გახდი ვერაფერს და უნდა დავიჭიროთ შენი ბიძაშვილი დათა თუთაშხია?! ჩუმად უნდა გაკეთდესო? ხმაურით და სროლით რომ შეძლებულიყო მისი დაჭერა, ხომ დავიჭერდით ამდენ ხანს. სახლში გამოსულს ისე ვინ მოიხელთებს დათა თუთაშხიას, ერთი გასროლა მაინც რომ ვერ მოასწროს და ერთი თუ მოასწრო, მეორეს და მესამესაც მოასწრებს მაშინ და...

ხელი აწია მუშნი ზარანდიამ, გამაჩერა:

– საქმეზე ვილაპარაკოთ ახლა! ის მატარია გაუშვი შენ. დათა თუთაშხიას შავი ხბო მოიპაროს და მოგიყვანოს პოლიციაში. გათავისუფლებას შეპირდი. თუ მოიყვანა ხბო, მართლა გაუშვი სახლში და დახურე საქმე. დიდი ხნით არ წავა მატარია – ინდოურს მოიპარავს სადმე, დაიჭერ ისევ და მაშინ მოაგონებ თხასაც. პეტერბურგიდან პოლკოვნიკი სახნოვია ჩამოსული. ფოთში ვიჯდებით მე და ის. გვაცნობე, როცა ხბო უკვე პოლიციაში გყავდეს. ზევით სოფლებისკენ გაგზავნე ვინმე, თქვას იქ: მაზრაში ქურდებისგან წართმეული ხბოა და თუა აქ მისი პატრონი, მოვიდეს, წაიყვანოს-თქვა. დათა თუთაშხია, ასე მგონია მე, მოვა ხბოს წასაყვანად! შეუშვი თავლაში, გადაუკეტე კარი და ისევ აფრინე ფოთში ჩვენთან კაცი, – აგერ მყავს-თქო, შეგვატყობინე. რომ შეღამდება, აიყვანე თუთაშხია შენს კაბინეტში. გყავდეს იქ, სანამდე პოლკოვნიკი სახნოვი ჩამოვა ფოთიდან. დანარჩენი მან იცის და არ შეგეშალოს რამე, თვარა გოროდოვოით ყოფნას ვერ აგაცდენს ვერაფერი ძალა და იღბალი. ესაა, ჯერჯერობით, შენი დავალება და საქმე. დანარჩენი ჩვენ ვიცით და ჩვენი საქმეა.

დიდხანს ვილაპარაკეთ კიდევ. არ გამომიშვა, სანამდე ყველა წვრილმანი და ყოველნაირი შემთხვევა არ მოვისაუბრეთ, სანამდე თუთიყუშივით არ გამაზეპირებინა მთელი ის ხრიკი და არ დარწმუნდა, რომ კარგად მივხვდი, გავიგე და ვიცი ყველაფერი.

ჩავჯექი მატარებელში, დავბრუნდი ჩემს დაწესებულებაში, მოვაყვანინე მატარია. ისე ჩლუნგი არ მინახავს ქვეყანაზე კაცი – გავგიჟდი კინაღამ, სანამდე მივახვედრე საქმეს. დავამუშავე, როგორც იქნა და როგორც მატარიასთანა ტუტუცის დამუშავება შეიძლება. შავი ხბო რომ უნდა მოეყვანა ამა და ამ ნახირიდან – იცოდა ეს, მარა ვისი ხბო იყო – არ ვთქვი და არ იცოდა.

გავიდა ორი დღე და მოიყვანა მატარიამ თუთაშხიას ხბო. შევაგდეთ თავლაში. ვაჩუქე ბაცაცას ხუთმანეთიანი, წადი-მეთქი. ტრიალებს მატარია, რაღაცის თქმა უნდა და ვერ ბედავს.

– წადი, ახლა, თვარა, ჩაგაბრუნებ ქვევით და იჯექი იქ! – ისე ვთქვი, რომ მართალიც იყო და ხუმრობაც.

შეშინდა მატარია, სეტყვასავით დამაყარა რაღაც სიტყვები, მესამედ რომ თქვა, მარტო მაშინ მივხვდი, რასაც მელაპარაკებოდა: ერთი შავი ხბო ვიცი, კიდევ. მასაც თეთრი ვაშლი აქვს მკერდზე. მოგიყვან იმ ხბოსაც და გამოუშვი, ნიკანდრო-ბატონო, ჩემი ამხანაგი, ხაზავაო!

გავაგდე მამაძაღლი. ვაფრინე კაცი ფოთში, – ხბო აგერ მყავს-მეთქი, შევატყობინე სახნოვს და ზარანდიას. სულ რომ არ ველოდი, მეორე დღესვე მობრძანდა პოლკოვნიკი სახნოვი. გამიკვირდა და არ მომეწონა მისი მოსვლა; თუ მოვიმწყვდევდი თავლაში დათა თუთაშხიას, მაშინ უნდა ჩამოსულიყო. შევბედე და ვუთხარი ეს. ქილია, ჭკუითო, ასე მიპასუხა. პატარა კაცი ვიყავი და მართლა არ იყო ჩემი საქმე, პეტერბურგელი პოლკოვნიკი როდის ჩამოვიდოდა და როდის წავიდოდა. გავჩუმდი და გავაგზავნე კაცი ზევით სოფლებში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
აფხაზეთის ომზე, საკენ-ჭუბერის ჯოჯოხეთზე, ბევრი დაიწერება, ყველაფერი აიწონება აფთიაქის სასწორით, სახელდაუდებელ მოვლენებს შეერქმევა სახელი... მაგრამ ეს იქნება ხვალ, დღეს კი - დაუყუჩებელი ტკივილებისაგან გაოგნებულია ნაწამები საქართველო. და ახლა უმთავრესია - ამ უკიდურესი გაჭირვების ჟამს სამარეებგამრავლებულ, ნაშიმშილევ მამულს სულის სიმხნევით, მართალი სიტყვით, სიყვარულით, რაინდობით, გონიერებით ვუმკურნალოთ. მხოლოდ ამ რწმენით ვწერდი ამ ნარკვევს.
ავტორი

გურამ ოდიშარია
დევნილთა უღელტეხილი

...უღელტეხილი ბევრად ადრე დაიწყო, უფალო, ვიდრე მასზე შევდგი ფეხი... და ეს მერამდენე საუკუნეა, რაც მე და შვილი ჩემი, მშობელი ჩემი, ახლობლები, ძვირფასი ადამიანები, ცოცხლებიცა და გარდაცვლილებიც, ისინიც კი, რომლებიც აწი უნდა დაიბადონ, ყველანი ერთად, მივაბიჯებთ ამ უღელტეხილზე, მივაბიჯებთ უხმოდ. თოვს და ყინავს... როგორ დაიღალა სხეული და როგორ მოიქანცა სული, გულისცემაც გაქრა თითქოს სადღაც, არადა მივაბიჯებთ და მივაბიჯებთ ჯიუტად და ერთგულად, გზას კი არ უჩანს ბოლო... შენ უშველე ყველა დევნილს, შენ დაიფარე ყველა გაჭირვებული, მამავ ჩვენო, ნათელო დიადო, რწმენავ... – დაახლოებით ასე ვესაუბრებოდი ღმერთს ორი ოქტომბრის, ალბათ ყველაზე საშინელ ღამეს საკენ-ჭუბერის უღელტეხილის უმაღლეს მონაკვეთში, სწორედ იმ ღამეს, როდესაც ჩემს თვალწინ და ჩემს ხელებში რამდენიმე ადამიანმა ჩიტივით დალია სული.

მამისეული სახლი სოფელ მაჭარაში 27 სექტემბრის საღამოჟამს დავტოვე. ჩემი ძველი ვოლგით მიმყავს დედა, ძმა, მეგობარი. მეუღლე და სალომე თბილისში არიან, ამიტომაც შედარებით მშვიდად ვარ, 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. კოდორის ხიდი ვერა და ვერ გაარღვიეს სხვადასხვა ნომრის, დასახელების კორპუსებმა და ბატალიონებმა. ხალხი იძულებულია ხსნის ერთადერთ - სვანეთისაკენ მიმავალ გზას დაადგეს (ყველას კარგად ახსოვს გაგრა). დევნილები ჩქარობენ, ვინ მანქანით, ვინ ფეხით... ცხენებითაც მიემართებიან მთებისკენ. ვიმეორებ, - ყველას კარგად ახსოვს გაგრა (და არა მარტო გაგრა). ჩამწკრივებული ჯარისკაცები არეული ნაბიჯით მოდიან მერხეულისკენ. მითუხთიხებენ მეომრებდაზვინული „ბმპ“ – ები რუსული „ბმპ“ უფრო უხდებათ მათ სახელად, ვიდრე ქართულად კოპწიად თარგმნილი – „ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა“. მზიანი შემოდგომის დიდებული დღეა, „შოკოლადის დღე“ ჩემთვის კარგა ხანია, ასე შევარქვი ზღვისპირეთის ასეთ დღეებს, ყანებში მწიფსს სიმინდი, ეზოებში ღუის იზაბელა. მოკლედ, მოსავლის აღების ჟამია. საღამოს მზის ქვეშ ლურჯად ზიმზიმებს ზღვა.

საცოდავი სანახავია დამარცხებული ჯარი.

მიდიან თავჩაქინდრული, სიამაყეშელახული მეომრები, თვალს ვერავის უსწორებენ, ზოგიერთი ნაცნობებს ემალება, მზერას არიდებს.

დედაჩემი თვალცრემლიანი ემშვიდობება მშობლიურ ეზო-კარს.კიდევ კარგი, - გვეუბნება დედა ძმას და მე, -მამათქვენი არაა ცოცხალი.

მსუბუქი და სატვირთო მანქანების, ავტობუსების, „ბმპ“-ების, „შილკ“- ების, „ბტრ“-ების ტრაქტორების გამონაბოლქვი ტრასას ნისლავს. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ზოგან გზა სამხედრო ტექნიკითაა ჩახერგილი. ჯარისკაცებს მიაქვთ „მუხები“, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები. სქელ კვამლში მოჩანს სხვადასხვა სამხედრო დანადგარი (არც ვიცი მათი სახელი). ხალხი უყურებს და უკვირს, რატომ გატყდა არცთუ ცუდად შეიარაღებული, არცთუ მცირერიცხოვანი ჯარი.

მიუხედავად იმისა, მამაჩემი პროფესიონალი სამხედრო იყო და ოცდახუთი წელი რუსულ ჯარში იმსახურა, განსაკუთრებით ახლა ვგრძნობ, თუ როგორ მძულს იარაღი. მძულს კალაშნიკოვები და მაკაროვები, სემიონოვები ... ჩემი რწმენით არასოდეს უკეთებია იარაღს კეთილი საქმე, მარად სიკვდილისა და შურისძიების უსასრულო ჯაჭვს აგრძელებდა მხოლოდ. როგორი ფარული სადიზმია ჩაბუდებული კაცთა კვლის ხელოვნების განმავითარებელთა მიერ თავიანთი პირმშოებისათვის შერქმეულ სახელებში: ავტომატური ნაღმმტყორცნი „ვასილიოკი“ (იცით, ალბათ, მინდვრის ყვავილია ერთგვარი), ან „ნონა“, „აკაცია“, თუნდაც საქვეყნოდ ცნობილი „ლიმონკა“. მე მინახავს „ვასილიოკებით“, „აკაციებით“, „ნონებით“ დაფლეთილი ბავშვები და მოხუცები, ქალები და მამაკაცები, სწორედ ამიტომაც მთელი ომის განმავლობაში ათასგზის შემძულდა იარაღი, მითუმეტეს, როცა დღეს ასე ადვილად უვარდება იგი შლეგ და გულღრძო ადამიანებს. მათ, რომლებიც თავიანთი ქმედებით გვიმტკიცებენ, თუ როგორ შორს ვართ ცივილიზებული სამყაროსგან, როგორ შორს და რა საცოდავად გარიყულები. უბედურია ქვეყანა, სადაც კეთილ სიტყვაზე მეტად ტყვია ფასობს, სიყვარულზე მეტად სიძულვილი.

მოძრაობა ჩერდება, ძრავას ვთიშავ და მანქანიდან გადმოვდივარ, მიახლოვდება ნირშეცვლილი ნაცნობი. იცი, რა ვნახე – მეუბნება აკანკალებული ხმით, - კელასურის ხიდზე ქალი გადმოდიოდა, აი, ახლა ორიოდე სააათის წინ... რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის, მძიმე ჩანთა მოჰქონდა თან. შევატყვე, ცუდად იყო ძალიან. ვკითხე, ქალბატონო, ხომ არ დაგეხმაროთ-მეთქი. ბუტბუტი არ შეუწყვეტია, ჩანთა გახსნა და „გრადის“ ნამსხვრევებით დასახიჩრებული შვილის ცხედარი მიჩვენა...

მერხეულში ნოდარ ნათაძეს მოვკარი თვალი. ჯარისკაცის ხაკისფერ ფორმაშია, ფეხით მიდის. გენწვიბში ასე მითხრეს - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო. რატომ ტოვებ სოხუმსო, - თავს დასხმიან დევნილები, - ტელევიზიით რომ გამოგვაყრუე რუსების გინებით, რატომ გარბიხარ ახლა, მიდი, ებრძოლე რუსს, ამაზე უკეთეს შანსს სად იპოვნი. ან ჯერ ხალხი მაინც გახიზნე და მერე დატოვე აქაურობა... სად გარბიხარ თავდაცვის კომისიის უფროსო?!

ერთიც კია - რასაც სხვებს ვერ უბედავენ ნათაძეს ადვილად კადრებენ, სხვათა ცოდვებს მისას უმატებენ და სადაც წააწყდებიან, პასუხს მხოლოდ მას სთხოვენ.

სოხუმიდან საკენამდე არც მეტი, არც ნაკლები, 100 კილომეტრია. ის საღამო მანქანაში გავათიეთ, გუჯეჯიანების ეზოში, სოფელ აჟარაში. 28-ში საკენში ვართ, „აფხაზეთის სვანეთის“ ბოლო დასახლებულ პუნქტში. აქედან ჭუბერამდე 50 კილომეტრამდეა, ზოგიც - 65-აო, გვიმტკიცებს.

მთებში ყოფნისას რამდენიმე წინასწარმეტყველური სიზმარი ვნახე (სიზმარი დამემართაო, - ასე ამბობდა ხოლმე ნათესავის ბავშვი)... ჰოდა, მეც დამემართა რამდენიმე საშინელი სიზმარი და... ყველა უკლებლივ გამართლდა. განსაკუთრებით ერთმა დამზაფრა, ალბათ, ისიც ამიხდება მალე.

დედაჩემს ახლობლებთან ვტოვებ. იგი 12 დღის შემდეგ მანქანით მშვიდობიანად ჩამოჰყავთ სამეგრელოში. ძმა - 29 სექტემბერს მიემართება ჭუბერისკენ, მე და მეგობრები კი - 2 ოქტომბერს. სვანები გვაფრთხილებენ - მალე ჩამოთოვს და 10-15 ოქტომბრისთვის უღელტეხილი ჩამოიკეტებაო. ჩვენც ვჩქარობთ. თითო-ოროლა ვერტმფრენი მხოლო თითო-ოროლა ძუძუთა ბალღის და მათი დედების გადაყვანას ახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში ხატულა ჩანთებიც მაქვს, 15 კილოგრამამდე ტვირთს (ძირითადად ტანსაცმელს) ცელოფანის ტომარაში ვუყრი თავს (როგორც ამას დევნილთა უმრავლესობა აკეთებს, და მე განსაკუთრებით ახლა ძალიან არ მინდა, სხვებისგან განვსხვავდებოდე).

წვრილი თოკისაგან მკლავების გასაყრელსაც ვახლაფორთებ და სუპერზურგჩანთაც მზადაა. მოკლედ, ესაა მთელი ჩემი ავლა-დიდება. მშვიდობით, მშვიდობით, პატივცემულებო - ფერადო ხალათებო, „აბსოუზიდან“ გამოტანილო ფეხსაცმელებო, ჩემო ძვირფასო პალტოვ, წყალქვეშა ცურვის ნიღბებო, კეკლუცი ქალივით ნატიფო - ყავის ფრანგულო სერვიზო... სრულ მზადყოფნაშია ჩემი ძველი მგზავრობაში გამოცდილი ქურთუკი, კაშნე, ხელჯოხი, ქუდი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უგზო-უკვლოდ მეკარგება.

დილის ექვსია. გურამ კაკულიასთან ერთად პურით (რობინზონ კრუზოს გამომცხვარ პურს რომ ჰგავს), დაკონსერვებული ხორცით და თაფლით ვსაუზმობთ. თან სულ თაფლის ქებაში ვართ - ჰო, ჰო, რა თაფლია, ბიჭო, რა თაფლი (თან დოდო აბაშიძეს ვბაძავთ - „რა თოფია, რა თოფიო“) მთებში თაფლი უნდა ჭამო, ხერგიანს თაფლი უყვარდა და ა.შ. მოკლედ, ერთმანეთსაც ვამხნევებთ, თავსაც ვიიმედებთ.

სანამ გზას შევუდგებოდეთ, რაღაცას ვიმიზეზებ, ჩემს მანქანასთან, ჩემს „ტიგრთან“ მივდივარ, საჭესთან ვჯდები და „ტიგრს“ ვემშვიდობები. არა მგონია, ძმაკაცო, - ვეუბნები, - ეს ჩვენი უკანასკნელი მგზავრობა იყოს. ყველაფრისათვის დიდი მადლობა, „ტიგრო“, განსაკუთრებით ბოლო წლებისთვის, შენ უფრო მეტად შემაყვარე სოხუმიც და ზღვაც, ქვეყნიერება. არავინ იცის, თუ რას ნიშნავ ჩემთვის, თუ როგორ მიყვარხარ; შენ ჩემი მაგიური ძმაკაცი ხარ, ჩემი მესაიდუმლე. ბევრჯერ არად ჩაგვიგდია მე და შენ სოფლის სევდა, ერთად გვიშენებია სახლი. კი გტოვებ, მაგრამ უნდა გამიგო, ვერ გადახვალ უღელტეხილს, „ნივა“ რომ იყო სხვაა, თუმცა ისიც ზოგან ტრაქტორმა უნდა ათრიოს ამ ოხერ აღმართებში. მაპატიე... იყავი ჯერ აქ, ცალანების ეზოში... და რაც უნდა მოხდეს, რა ჟამმაც არ უნდა განვლოს, მაინც მოგძებნი - ჩვენ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. განა მშვიდობით? ნახვამდის, ძმაკაცო, ნახვამდის!

„ტიგრს“ ხელს ვუთათუნებ და ათას მადლობას ვუგზავნი მის შემქმნელ ქარხანას.

იჩქარეთ, მანიშნებენ მეგობრები.

იწყება პირველი აღმართი.

აქვე უნდა აღვნიშნო, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ პერიოდში უსიტყვო მონოლოგები და დიალოგები, ირონია და ხუმრობა გახდა ჩემი თანამგზავრი.

მთელი ღამე წვიმდა და ელავდა.

დილითაც არ გვივიწყებს წვიმა - ერთ დროს ჩემთვის სინაზითა და რომანტიკით აღსავსე, ახლა უბედურების ქალბატონად ქცეული.

უღელტეხილის დასაწყისი მანქანებითაა გაჭედილი. „ზილები“ და „მაზები“, „ურალები“ და „გაზიკები“, „ნივები“ და „ვილისები“, კიდევ ვინ მოთვლის, ტექნიკის კიდევ რამდენი ღირსეული წარმომადგენელი უიმედოდ ელოდება თავის რიგს. მოწითალო პლასტელინივით ტალახს მხოლოდ ადამიანების ფეხები ჯაბნის.

სატვირთო მანქანების ძარები ცელოფანით, ბრეზენტით, ფიჭვის ხიდან ჩამოსხეპილი ტოტებითაა დაფარული, ისმის ჩვილთა ტირილი. ტყეში დანთებულ ათეულობით კოცონს ადამიანები უსხედან, თბებიან, საჭმელს იმზადებენ. ფაშფაშა ქალს ცხელი კვერებით სავსე ფეშხუმი მიაქვს ერთ-ერთი მანქანისაკენ. ვიღაც ცომს ზელენ, ვიღაც კარტოფილს თლის. ეტყობა, ზოგ ოჯახს თადარიგი ბევრად ადრე დაუჭრია, მანამდე, ვიდრე სოხუმი დაეცემოდა.

ხარებშებმული ურემიც აქაა, მუყაოს ქაღალდით გადახურული, ურმის სიღრმიდან ბავშვების შეშინებული, დაჭყეტილი თვალები მიმზერენ: ესეც შენი ბოშათა ბანაკი...

ვის არ შეხვდებ აქ. აი, რამინ ნინუა და მისი ჯალაბიც. ვესალმები რამინის ნირშეცვლილ გოგონებს, ვეფერები:

- აბა, თქვენ იცით, გოგონებო, ყოჩაღად იყავით!

- ოთხი დღეა, ტრაქტორს ველოდები, - მეუბნება რამინი, - მაგრამ ამ გზას რა გაათავისუფლებს, არადა ეს „მაზი“ თუ არ გადავიყვანე, როგორ ვარჩინო ცოლ-შვილი.

გზას ვაგრძელებთ. მოძრაობა ჭირს. ძნელია გვერდი აუარო ვიწროებში ჩახერგილ მანქანებს.

ხანში შესულ კაცს გზიდან გადაუხვევია, ისვენებს. მიმავალ ჯარისკაცებს ირონიულად უყურებს და ვიღაცას ხმამაღლა ეუბნება:

- შეხედე, ამგენს ნიჩბებიც არა აქვთ, არ კადრულობდნენ სანგრების გათხრას, ბაბა, და ასე მოიგებდნენ ომს?

- შენ რატომ არ გვეხმარებოდი, ბიძაჩემო, - გაავებულად გადმოსძახებს ახმახი ოფიცერი.

- იქნებ შენს მაგივრად მებრძოლა კიდეც?

- გააჩერე ენა, თორემ...

ოფიცერს ჯარისკაცები ამშვიდებენ.

- ეგ ანაღა დამრჩა, ბიძიკო, უკვე, მეტი არაფერი, - მწარედ იღიმება კაცი.

გზადაგზა უამრავი ნაცნობი მხვდება.

კვლავ წვიმს, ფეხები ღრმად გვეუფლება ტალახში. საშინლად სრიალებს ჩემი თხელლანჩიანი ფეხსაცმელი. ორი ნაბიჯი წინ, ერთიც უკან! ლენინური გზით მივიწევ.

იწყება კედლებივით აღმართები.

არა, ასეთი ფეხსაცმლით მთაზე ასვლა სიგიჟეა, მაგრამ მაქვს კი სხვა გზა? მოგვიანებით, უკვე თითქმის სიქაგამოცლილი, ვხვდები, რომ ელასტიური ბინტები შემოვიხვიეთ ფეხსაცმელზე და ლანჩების ღალატი ცოტათი მაინც დავთრგუნო ასე.

ძირს სრიალი!

ვერ გავიგე, აქაურებს მანძილის საზომი სხვადასხვა ერთეული გააჩნიათ, თუ ჩვენ გვამხნევებდნენ, როცა, მაგალითად, კილომეტრის ნაცვლად 2 ან 3 კილომეტრს გვეუბნებიან. თავდაპირველად გვითხრეს, 3-4 კილომეტრია აღმართები, მერე ადვილდება გზასავალიო. 3-4 კილომეტრის შემდეგ მწყემსი ამბობდა, კიდევ 7 კილომეტრი უნდა იწვალოთო. ზოგან - 2 საათი და ბანაკამდე მიხვალთ, ზოგან - კიდევ 8 საათი უნდა იაროთო და ა.შ.

მთაში ზედმეტი ფორიაქი არ შეიძლება, - მაფრთხილებდა წინა დღეს ნაცნობი მონადირე და მეც მორჩილად მივყვები ადამიანთა აღმა მიმავალ მდინარეს.

ათიათასობით წყვილი ფეხსაცმლის მიერ აზელილი ტალახი თვალისთვის უჩინრად მოიღვენთება ძირს.

ორიოდე კილომეტრის შემდეგ ქვემოდან ქალის კივილი ისმის. დევნილებს ტანში აჟრიალებთ. ოცდაათიოდე წლის ინფარქტგადატანილი კაცისთვის გულს უღალატნია. იქვე დაუკრძალავთ უბედური.

- გუშინ ქალმა მკვდარი ბავშვი იმშობიარა, - მეუბნება ვიღაც, - ქალიც მოკვდა. კიდევ ერთი მოხუცი ქალი დამარხეს ტყეში.

აქ არ არსებობს გიცნობ - არ გიცნობ. აქ ყველა ერთმანეთის ნაცნობია, - უფრო მეტიც - მეგობარი. გიახლოვდება კაცი, გეუბნება - მომიტეხე პური; თუ გაქვს, უნდა მოუტეხო, თუ მაქვს და არ მოვუტეხავ, მთა არ მაპატიებს. თუმცა „ჯერ თავის“ კასტისანი აქ ბლომად არიან. მოდიან და თავიანთ დაკარგულ ქონებას დასტირიან, სულთმობრძავ თანამოძმეს დაჰყურებენ და კვლავ თავიანთი თავი უჭირთ. უღელტეხილმა მათ არაფერი ასწავლა.

მთა დიდი სიყვარულივითაა, დიდი სიყვარული კეთილს უფრო აკეთილშობილებს, ბოღმიანს უფრო მატებს ბოღმას, ხარბს - სიხარბეს, ძუნწს - სიძუნწეს, გულუბრყვილოს - გულუბრყვილობას...

მთა ომივითაა, რენდგენის სხივებით ამჟღავნებს ყველას.

ტაძარივითაა მთა - ვისაც ცოტათი მაინც სწამს ღმერთის და ცოტათი მაინც უყვარს ადამიანი, აქ განიწმინდება.

მივდივარ და ვფიქრობ, რომ სწორედ ღმერთმა მომიყვანა ამ უღელტეხილთან, არ შეიძლებოდა სხვაგან გადაეხვია ჩემს შარას, არ უნდა ქცეულიყო იგი კომფორტაბელურ გზად, მე არც თვითმფრინავით უნდა დამეტოვებინა მშობლიური ქალაქი და არც გემით, მხოლოდ უღელტეხილი იყო და არის ჩემი ბედისწერა, ჩემი სიკვდილი და ჩემი სიცოცხლე, სასოწარკვეთა და იმედი.

გზის დასაწყისში საოცარი თანადგომა, ურთიერთსიყვარული იგრძნობა.

მე არასოდეს მივლია მსგავს გზებზე... და ამ საერთო უბედურების მიუხედავად, ვგრძნობ, რომ მთელს ჩემს არსებაში მანამდე უცხო ბედნიერება მეღვრება სიყვარულივით... უღელტეხილზე თვალნათლივ ვხედავდი, რომ ჩვენს შორის ბევრად მეტი სიყვარული ყოფილა, ვიდრე სიძულვილი, ამას ხედავდნენ სხვებიც, თითქმის ყველა. მშვიდობიანობის ჟამს მხოლოდ ერთგულები გრძნობენ სიყვარულის სიდიადეს, უმრავლესობას კი, ჩვენდა საუბედუროდ, თურმე რაღაც დიდი უბედურება სჭირდება თვალის ასახელად. მე ყოველივე ეს ღმერთის ნიშნად მივიღე მაშინ და დღეს სულით ხორცამდე მწამს, რომ ნამდვილად გადარჩება ჩვენი მამული დაღუპვას.

- მთაში შენს სხეულს ხშირად უნდა მიაყურადო, - მეუბნება სანდომიანი სახის ჭაღარა კაცი, - მთას ზედმეტი ლაპარაკიც არ უყვარს, ძალას წაგართმევს. არც ბევრი უნდა ჭამო. მაძღარი არც ცხენი ვარგა და არც კაცი.

და მეც ვაყურადებ ჩემს სხეულს და ნაწილ-ნაწილ ვამოწმებ, ასე ვთქვათ, რევიზიას ვუტარებ მას: გულს, შენ ჯვარი გწერია, ყოჩაღად მუშაობ ჯერ-ჯერობით, არაფერი გეშლება, „ტიგრის“ მოტორივითა ხარ. ღვიძლი და თირკმელები, თქვე სიმულიანტებო თქვენა, არ გამაგონოთ წუწუნი, თუმცა ბოლო დროს ხშირად გჭყიპავდით შაქრის არყითა და წყალწყალა ღვინით. ფილტვებო, თქვენც გვარიანად გაგბოლეთ ომის სიგარეტით - „ასტრათი“, მაპატიეთ, მაპატიეთ! აბა, შენ იცი, უსისტემო სისტემავ ნერვებისა, გამიწიე ძმობა, თუმცა გვარიანად კი დავაგლეჯინე შენი ლითონის ძაფები ომს, არ დაგინდე. იქნებ შენი ხათრით მაინც დამეტოვებინა სოხუმი და ზოგიერთივით მეც მეცხოვრა ჩრდილოეთის რომელიმე დიდ, მილიონი ნათურით გაჩირაღდნებულ ქალაქში, მეკეთებინა ფული, მეყიდა სმოკინგი და რესტორნებში მედარდა მერე ჟამის ცვალებადობაზე და სამშობლოს მთებზე: ჰაი, დედასა, ასეთ ტიალ დღეში რო ჩაგაგდებდი, იფიქრებდი განა? მაპატიეთ, მაპატიეთ, ახლა მაპატიეთ! შენ როგორა ხარ, ჩემო აქილევსის ქუსლო - მარცხენა მუხლო? მრავალგზის დაშავებულო და დაჩეჩქვილო, შენ ნაფეხბურთალ-ნამენისკარო, ივლისის დაბომბვისას ნაგრადალო, არ მიმტყუნო, იცოდე, ყოჩაღად იარე, ყოჩაღად! მთელი მსოფლიოს ტელერადიოკომპანიები შენ გითვალთვალებენ, თან სანაძლეოსაც დებენ - გაძლებ თუ არა, გაჯობებს თუ არა უღელტეხილი. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ვერ გაუძლებ! გეყურება შენ, რას გიბედავენ? არ მომჭრა თავი, იცოდე, ფოლადად იქეც, ფოლადად! განა ტყუილად გმკურნალობდა კეთილი როდიკო მეიშვილი ასკურავას წამლით, განა ტყუილად ცდილობდა ამდენს? ხომ გაქცია მგლის მუხლად? აბა, შენ იცი ახლა, წინ იარე, წინ - ნათელი მომავლისაკენ! იჩქარე, ნელა!

პირველივე შეგონებისთანავე ფრიადოსანი მოწაფესავით მიჯერებს მუხლი, ყუჩდება მისი ტკივილი და მშვიდი რიტმით მივუყვებით უღელტეხილს. აღმართებს ბევრად უფრო ადვილად ვძლევთ, დაღმართებში კი მიფრინავენ. უკუღმართები ვართ, მუხლო, მე და შენ, უკუღმართები, უცხოები რაღაცნაირად, უცნაურები.

რამდენიმე აღმართის შემდეგ ვისვენებ.

ხის გადანაჭერზე ჩამომჯდარი ვაკვირდები სახეთა უსასრულო გირლიანდებს. გზა ვიწროა და დევნილების ნაკადი ძალუმად მიედინება მაღლა.

დღის პირველი საათია.

დავიღალე.

უკვე არ წვიმს, ოდნავ ჟინჟლავს, მაგრამ 20-25 ნაბიჯის იქით არაფერი ჩანს - დანარჩენი სამყარო ნისლშია ჩაძირული.

ადამიანები ჩუმად მიაბიჯებენ. მხოლოდ წებოვანი ტალახით დამძიმებული ნაბიჯების ხმა და გაწამებულ ბავშვთა ტირილი ისმის.

ახალგაზრდამ ჯანიან ქალს ფეხსაცმელები გადაუყრია და შიშველ, დასიებულ ფეხებზე ცელოფანი შემოუხვევია. შუახნის გლეხკაცი ფეხშიშველა მოდის. ვეკითხები, არ გცივა-მეთქი, ის კი პასუხად კეთილად მიღიმის მხოლოდ. 6-7 წლის ატირებული გოგონა მამას მხრებით მოჰყავს. გოგონას ერთი ფეხი კაშნით აქვს შეხვეული, მეორე - თავსაფრით; ეტყობა, გზაში დაშავდა. ჩემს გვერდით ახალგაზრდა მამა ჯდება, ხელებში მსუბუქ საბანში გახვეული ჩვილი უჭირავს, უკან ტანჯულსახიანი ცოლი მოჰყვება.

მოდიან და მოდიან უსასრულოდ, მოდიან ბავშვები და მოხუცები, ქალები და კაცები, მოდიან პროფესორები და მინისტრები, უეშმაკო ხელობის ხალხი - გლეხები და მეთევზეები, მოდიან მძღოლები და ქურდები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პატიოსნები და უნამუსო ადამიანები, კეთილები და ბოროტები, ვხედავ ალალმართალ მეომრებს, ვხედავ მარადიორებს, ომის სისხლიანი ფულით დადაღულ კორუმპირებულ სამხედრო ჩინოსნებსაც, ვხედავ მზესუმზირის გამყიდველს და უკვე გაპროლეტარებულ ვიწროშუბლიან მილიონერს, მეძავებიც აქ არიან და მედროვენიც, სხვანაირად არც იქნებოდა, უფალო... წმინდა მამებიც მოაბიჯებენ, მამა ანტონსაც ვცნობ შორიდან, სიმპათიურ, ნუ მიწყენს და ცოტაზე მეტად თეატრალიზებული ცხოვრებით გატაცებულ მამა ანტონს... მოდიან სოხუმის უმშვენიერესი ქალბატონები, თვალაყვავებული, ამაყი ქალები, თუმცა კი გაფითრებიათ სახე, დაღლიათ მუხლები, მაგრამ მათზე ულამაზესი ქალები მთელს მსოფლიოში არ მეგულება ახლა. ო, რა დიდებულად გამოიყურებიან ისინი ამ უღელტეხილზე... მოდიან სოხუმელები და სოხუმის რაიონელები, გულრიფშელები, გაწამებულები და გატანჯულები. მათ მთელი ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ იარაღის სიავე თავიანთ თავზე გამოსცადეს, რომელიც ავღანეთში მოქმედებდა და უფრო მეტიც - ავღენეთში არ იყო ზღვა და შესაბამისად სამხედრო კატარღები და გემები არ ბომბავდნენ ქალაქებსა და სოფლებს. ხანდახან მეჩვენება, რომ ყველა სახე ნაცნობია. თითქოს ყველა მინახავს ადრე, ჟამგამოშვებით და პირიქით - ნაცნობთა სახეებიც უცხო მგონია. რამდენჯერმე გარდაცვლილთა სახეებიც დავინახე - აბჟაყვის დაბომბვისას შვილთან ერთად დაღუპული თანაკურსელი - გულო ჩალაძე, ზაფხულში ყაჩაღთა მიერ წამებით მოკული ბიძაჩემი... რამდენი არიან ეს სახეები, შემოდგომის ფოთლებივით - ათასები და ათი ათასები...

მოდიან... მაგრამ მათ არ მოუძღვით წინ მოსე, არც ვინმე მწყემსი კეთილი, არც ხატად ჰყავთ ვინმე, არც რწმენა შერჩენიათ... მოდიან... უფალიც არ ახსოვთ, უკვე, ყოველ შემთხვევაში, ვინმეს ღმერთის სახელი ეხსენებინოს უღელტეხილზე, არ მაგონდება. არც არავის ძალუძს ხუთი პურით მათი დანაყრება, არც კლდიდან გადმომჩქეფარე უწმინდესი წყლით დარწყულება, მოაბიჯებს ჯვარის სიმძიმით გათანგული ჯვარცმული ხალხი! მოდიან... ჟამიჟამ თავს წევენ და წინ იმზირებიან. მათი მზერა კითხულობს - ვინ, ვინ მოგვიძღვის, ვინ ეწამება ჩვენთან ერთად ამ გზაზე?.. მე არასოდეს მინახავს ამდენი ნაღვლიანი თვალები.

ვდგები და გზას ვაგრძელებ, ვგრძნობ, რომ სახეთა თვალთვალმა დამღალა, მაშინებს მირიად თვალთა მზერა. სიარულისას მხოლოდ ერთმანეთის ზურგს ვხედავთ და ეს ბევრად ადვილი ასატანია.

მთელი გზა ვგრძნობდი, რომ ვიღაც გვსჯიდა, მაგრამ იგივე გონების მიღმური არსება გვიცავდა კიდეც, თან თითქოს ბეჯითად გვაკვირდებოდა - კიდევ რამდენს გაუძლებენო.

რად გავრბივართ დიდ-პატარიანად ამ უღელტეხილით? ეს რა ამბები ხდება, უფალო?! რა ცოდვა გვაბრუნებს ასე? გვადგა კი ქართველებს ასეთი გასაჭირი ამ საუკუნეში, ან თუნდაც გარდასულში? მივდივარ, ვერ ვაზროვნებ, ვაჩუმებ კითხვებს, მე, თვითგადარჩენის ინსტიქტით დამუხტული სუპერ-ზურგჩანთიანი ფეხმტკივანი არსება.

უკვე პირველი ისტერიის მოწმე ვხდები, ისმის სასწარკვეთილი შეძახილი: ჯობდა აფხაზებს მოვეკალი, ვერ გავუძლებ ამდენს! - აქვითინებული, მთელი სხეულით მოძაგძაგე ქალი ჩამოდანზე ჩამომჯდარა. ცოცხალ-მკვდარი ქმარი ნელი ნაბიჯით უახლოვდება ცოლს, აყენებს, იღებს ჩემოდანს და ხევში მოისვრის, თან ყვირის: თავს იკლავ, უბედურო? რამდენჯერ გითხარი, გადაყარე ეს ჭინჭები-თქვა. ტალახში ჩამჯდარი ქალი ზლუქუნებს: ბავშვების ტანისამოსებია იქ, შენი პალტო... ხომ ვერ ვიყიდით აწი!..

უღელტეხილი თანდათანობით მცირდება. ჩემოდნები და ჩანთები ტყვიასავით მძიმდება - ათი კილო ას კილოდ ქცეულა უკვე. მაღლა და მაღლა უფრო ჭირს...

ხალხი გზისპირას და ხევში ყრის ტანსაცმელს, დანა-ჩანგლებს, ძვირფას თეფშებს, ოჯახურ ალბომებს, ანტიკვარებს... იშორებს ქონების უკანასკნელ ნაწილსაც.

გზაში უცნობი კაცი მიყვება, თუ როგორ დაასაფლავეს მაჭარაში, გზისპირას სოხუმში დაღუპული ექვსი ჯარისკაცი: სამედიცინო მანქანამ - „კობრამ“ სასწრაფოდ ჩამოასვენა ისინი, ერთი მათგანი შუაში ისე იყო გადაჭრილი, თითქოს უზარმაზარი ცულით გადაცელესო. მესამე დღეა აზრზე ვერ მოვდივარ, რა იარაღი იხმარეს ასეთი.

გრძელდება დიადი გზა, ვუახლოვდებით მწყემსთა და მონადირეთა ბანაკს.

ბანაკამდე ერთხელ კიდევ ვისვენებ. უკვე არც ჟინჟლავს, გარემო კი მაინც ძველებურად მოქუფრულია.

გვარიანზე მეტად ვარ დაღლილი.

მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ვამჩნევ ჩემს გვერდით მდგარ უზარმაზარ ხარს. ქალაქელი კაცი ვარ და ვერ დავიჩემებ - საუცხოო ჯიშის ხარი ვნახე-მეთქი, მაგრამ დამატყვევა ამ უმშვენიერესმა ცხოველმა. ულამაზეს თვალებიანი, მეფური იერის, საკუთარ ქანდაკებას დამსგავსებული ხარი გაოგნებული დაჰყურებს აღმართზე ამომავალ, ტალახში ამოგანგლულ კაცთა მოდგმას. რა თქმა უნდა, მთიელ მასპინძელს არასოდეს უნახავს ამდენი ადამიანი, არასოდეს გაუგონია ამდენი გმინვა და კვნესა და არც ასეთი ჟამიჟამ მძიმედ ჩამოვარდნილი სიჩუმე. მთელი ჩვენი უბედურება ხარის გაქვავებულ სხეულში, მის მუშტისოდენა თვალებში ირეკლება, ძლიერდება და სულს მიხუთავს. ვნანობ, რად მივატოვე ხატვა, თორემ უეჭველად დავხატავდი ქართულ „გერნიკას“. ვნანობ, რად არ ვარ კინორეჟისორი, თორემ გადავიღებდი ფილმს, სადაც ერთ-ერთ სიუჟეტს ამ ხარს მივუძღვნიდი.

მოულოდნელად ხარს თვალები უფართოვდება - მოსახვევიდან უცხო შრიალი მოისმის. 10-15 კაციან ჯგუფს ახალთახალი ცელოფნისაგან ლაბადისმაგვარი მოსასხამები მოუჯვართავს და თითქმის მწყობრად მოაბიჯებს. ვერცხლისფერგადაკრულ, ლაპლაპა უცხოპლანეტელთა კომბინიზონის მსგავს სამოსზე წვიმის წვეთები ბრწყინავს. არაამქვეყნიური იერის ჯგუფი უხმოდ მოაბიჯებს, მიზანსწრაფულად. მე და ხარი თვალს ვაყოლებთ ამ ფანტასტიკურ სურათს. გარშემო ვიხედები, მათ მფრინავ თეფშს თვალებით ვეძებ, მაგრამ ამაოდ. უცხოპლანეტელთა ეკიპაჟი შრიალით იკარგება მოსახვევში...

ნესტოებდაბერილი ხარი თვალს არ აშორებს ხალხს.

მეჩვენება, სანთლებივით ანათებენ ხარის რქები.

აბა, ჩემო წიქარავ, კარგად იყავი, ძმაო, მხსნელო ჩვენო და დამპურებელო. გვაპატიე ადამიანებს სისასტიკე, შეგვინდე ცოდვები. ხომ ხედავ, სანამდე მოგვიყვანა ყოველივე ამან. გგონია, ვერ ვგრძნობ, თუ როგორ გეკუმშება ფუთიანი გული სიბრალულისაგან. ვიცი, გეცოდებით ძლიერ. ვერ გექცეოდით, წიქარავ, კაცურად, გვაჭმევდი და გვასმევდი, წაიფორთხილებდი და... გაკვდინებდით ჩვენ - სიძულვილს ადევნებულები, აგრესიული, მოჩხუბარი არსებები. გიღირდა კი ჩვენი ერთგულება?.. ნეტავ ვინ გამოგგზავნა, დალოცვილო, ჩვენდა პატრონად, ძმაო ჩვენო და ღვთაებავ?!

თანაკლასელი - ჯემალ დარცმელია მეწევა. როგორც ყოველთვის, გვიხარია ერთმანეთის ნახვა.

- გავაგრძელოთ გზა? - ვეკითხები.

- გავიდეთ ბოლომდე! - მპასუხობს.

და ჩვენ არ ვჩერდებით ბანაკში.

იწყება სიკვდილ-სიცოცხლის გზა - უღელტეხილის ალპური ზონა.

გზადაგზა ედელვაისები გვხვდება; დაბლა ვარდისფერები იყვნენ, მწვერვალზე - ყვითლები არიან.

დამკრიფე, რაინდო, დამკრიფე, და შეყვარებულს აჩუქე ჩემი თავი - მწარედ მეხუმრებიან ედელვაისები, დამცინიან ოხრები. ხომ ხედავთ რეკორდზე მივდივარ, პირდაპირ გინესის წიგნისკენ მივაბიჯებ. ცოტა მაცალეთ, გადავრევ ცელქ ჟურნალისტებს და აი, მერე ნახეთ თქვენ ულამაზს ქალთა გაგიჟება, ათი მწვერვალის ყვავილები არ მეყოფა მაშინ. იცინეთ, იცინეთ, ვნახოთ, ვინც გაიცინებს ბოლოს.

საღამოვდება. უბერავს ცივი ქარი. იწყება თოვა.

ჯემალი და მე ვჩქარობთ.

ზღვისპირელებმა მთის ერთი კანონი უკვე ვიცით - არ შეიძლება მწვერვალზე შეჩერება, იქ მხოლოდ ბალახი და ედელვაისი ხარობს, წამლად ერთი ხეც არ დგას - ცეცხლს ვერ დაანთებ. მწვერვალზე გაჩერება სიკვდილია.

ქარი და თოვლი ძლიერდება. ვიწრო ბილიკზე გასულები ისე შეგვაქანა ქარმა, კინაღამ უფსკრულში ამოვყავით თავი.

ვფრთხილობთ.

ნამქერი გზას ფარავს. ხელები მეთოშება. ქურთუკის ფართო ჯიბეში ჩაკუჭული ქუდი, სადღაც დამკარგვია. კაპიშონს ვისწორებ, მაგრამ, გაქვავებულა კაპიშონი ყინულიან ქარში, ხრიალებს ხელის მოკიდებისას. გახევებულა წინდებიც, ფეხსაცმლის ზონარს სქლად მოსდებია ყინული და შუშა კიტრივით გაბერილი აქეთ-იქით ხტის სიარულისას. ხელჯოხსაც კილოგრამამდე ყინული აკიდებია. ძლივს ვათავისუფლებ ზონარს და ჯოხს ჩაკირული ყინულისაგან.

მალე პირველ დაღუპულ ადამიანს დავადექით თავზე - სამოცდაათიოდე წლის მაღალი კაცი გზისპირას პირაღმა წევს, ძველმოდური ქუდი ახურავს.

- ადექი, ბიძია, - ეუბნება ჯემალი, მხარზე ხელს კიდებს და უმალ გველნაკბენივით აშორებს.

მკვდარიაო, მანიშნებს თვალით.

- იქნებ მოკლეს? - გვეწევა პატარა ტანის, ოციოდე წლის გრძელფარაჯიანი ჯარისკაცი.

სისხლის კვალს ვერსად ვპოულობთ.

ზემოდან სვანი მეომრები ჩამოდიან ჩქარი ნაბიჯით, თითქმის მორბიან.

- უკან დაბრუნდით, ბანაკში დაბრუნდით, თორემ ყველანი გაიყინებით! - იძახიან ისინი.

- მოიცათ, ამ კაცს რა მოუვიდა? - ვეკითხებით.

- გაიყინა, გაიყინა!.. მოკვდა!..

ცივი ქარი ძვლებამდე ატანს. გრძელ, ბეწვიან კაშნეს თავზე ვიხვევ.

- რა ვქნათ, ჯემალ?

- უკან აწი ეშმაკი ვერ დამაბრუნებს, ძლივს მოვათრევ ფეხებს, ტყუილად გამოვიარეთ ამდენი მანძილი?

ჯემალი ზურგჩანთიდან ორ საბანს იღებს, ერთს მე მაძლევს, მეორეში თვითონ იფუთება. მეღიმება, საბანშემოხვეული, გრძელულვაშა ჯემალი წამისუმალ არგენტინელ მწყემსს ემსგავსება.

სასტიკად გვცივა. ვერ ვპატრონობთ გარდაცვლილს, გაჩერება კი არ შეიძლება. გავრძელებთ გზას. პატარა ჯარისკაცი გვერდით მოგვყვება. ქარი თანდათანობით ძლიერდება.

ორმოცდაათიოდე ნაბიჯის შემდეგ 60-65 წლის ცოლ-ქმარს ვეწევით. უცებ ჩასუქებული ქალი ჩანთებს დაბლა ყრის და შუა გზაზე, ზედ ჩემს ფეხებთან ეცემა, ხელებს ჰაერში ასავსავებს, შემდეგ ერთს ამოიკვნესებს და... კვდება. თვალებს არ ვუჯერებ. ნუთუ ეს ცხადია?

- დეიდა! - ვანჯღრევ, - დეიდა!..

ქმარი ერთხანს დგას, ჩემოდანს დაბლა უშვებს, თავს აკანტურებს, ქუდი უვარდება. ჯერ მუხლებზე ეცემა, შემდეგ მოწყვეტით - ცოლის გვერდით.

- რა ცხოვრება გვქონდა და სად ვკვდებით... - აი, მისი უკანასკნელი, ძლივსგასაგონად წარმოთქმული სიტყვები.

ხან ერთს მივვარდებით, ხან მეორეს. ადამიანის სხეულისა და სულის გაყრას ჯერ არ შევსწრებივარ. არ მეგონა, თუ ასე ადვილად კვდებოდა კაცი.

პატარა ჯარისკაცი ისტერიულად ტირის, ნაცემი ბიჭივით.

- ამას რას ვხედავ, ამას რას ვხედავ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
- ამას რას ვხედავ, ამას რას ვხედავ... იმეორებს უსასრულოდ.

- წადი, იარე! - უწყრება ჯემალი ჯარისკაცს, - იარე, თორემ გაიყინები.

პატარა ჯარისკაცი გვტოვებს.

წინ კვლავ აღმართებია, კედელივით აღმართები.

მალე ლოდზე მუცლით გაწოლილ გაყინულ ქალს ვხვდებით, შემეგ ქურთუკზე სამხედრო ქამარშემორტყმულ წვერებიან კაცს.

საკუთარი უსუსურება ყელში ბურთივით გვებჯინება - ვერავის ვეხმარებით. ესაა შეძახილებით ვამხნევებთ მხოლოდ მგზავრებს:

- არ გაჩერდეთ, იარეთ! იარეთ! ტყის დაწყებამდე გაუძელით. არ გაჩერდეთ! ცოტაა დარჩენილი!

ბინტით თავშეხვეული სულიერი ავადმყოფი მოჰყავს დედასა და ძმას. თითქმის ყოველ მეათე ნაბიჯზე ეცემა ავადმყოფი და მასთან ერთად ორივე თანამგზავრიც. ავადმყოფი ხმას არ იღებს, თავაწეულს თვალები ცისკენ აქვს აპყრობილი. დედა და ძმა ქვითინებენ.

ოცდაათიოდე წლის კაცი ლოდზე ჩამომჯდარა სასოწარკვეთილ დედას ეფერება, ადექიო, ეხვეწება. ვერ დგება ქალი. ადექით, ქალბატონო, იარეთ, - ვემუდარებით ჩვენც. ახალგაზრდა კაცი პურს გვთხოვს. ორი დღეა, არაფერი გვიჭამიაო, გვეუბნება. პურს ვაძლევთ და გზას ვაგრძელებთ. ცოტა ხნის შემდეგ უკან ვიხედებით. ქალი ამდგარა და ძლივს მოლასლასებს. რამდენიმე დღის შემდეგ ვგებულობ, რომ ის დედა-შვილი დაღუპულა. ქალი იმიტომ, რომ უღელტეხილს ვერ მოერია, შვილი იმიტომ, რომ დედა ვერ მიატოვა.

არავის გაუფრთხილებია ეს ხალხი, არავის მიუცია რჩევა-დარიგება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. მთელი გზის განმავლობაში არც ექიმი შეგვხვედრია სადმე, არც მაშველი, არც პური დაურიგებია ვინმეს. განგებამ სიკვდილ-სიცოცხლის საშინელი მარათონის მონაწილე გამხადა - გაუძლებ ბედისწერის გამოცდას? - იცოცხლებ! არადა...

ნერვებდაგლეჯილი, გულდამძიმებული დევნილები შიმშილის, წყურვილის და ტვირთის სიმძიმის გამო იღუპებოდნენ. გამოსავათებულები ჩაიმუხლებდნენ სადმე, თვალს მილულავდნენ - და მორჩა - ზეციური საქართველოს საზღვრებამდე ისედაც თავიანთი ფეხით ამოსულები წამისუმალ გვტოვებდნენ უღელტეხილის, ბუნების, ადამიანის, ბედის მიერ ნაღალატევ თანამოძმეებს.

მოგვიანებით ჭუბერში ჩემზე სამი დღით ადრე გადმოსულ ნაცნობთა ჯგუფს შევხვდი. მოშიებულებს რომელიღაც კენკროვანი მცენარის ნაყოფი ეჭამათ, მოწამლულან და ძლივს გადარჩენილან. მეორე დღეს ერთმანეთს ვერ ცნობდნენ. მითხრეს, ერთმანეთს ვეკითხებოდით ვინაობასო.

ბერძნულ მითოლოგიაში დავიწყების ლოტოსს ჭამს გმირი და უმალ ივიწყებს, თუ ვინ არის და საით მიდის. ანალოგიურია ქართული ზღაპრების ბოღმის ყვავილიც.

არის ყოველივე ამაში ბედისწერის სისასტიკე, განგების მიერ ჩვენთვის ჩაუწვდომელი, უმკაცრესი, ლოგიკური განაჩენი.

დაახლოებით ათი საათია. ბნელა. ვუახლოვდებით უღელტეხილის უკანასკნელ აღმართს. საშინელ წყურვილს ვგრძნობ. მწვერვალზე წყაროები იშვიათად გვხვდება. ამიტომაც გზადაგზა მცენარეთა ფოთლებიდან და მაღალი ძაბვის ანძათა ხიმინჯებიდან პეშვით ვიღებ თოვლს და შაქარყინულივით მივირთმევ. მამხნევებს თოვლი, ენერგიას მმატებს.

ვეწევი პატარა ჯარისკაცს. იგი არ ტირის. ხმადაბლა მიყვება თანამებრძოლის ამბავს. მჟავე წყლების გზაზე (ჭუბერისკენ მიმავალი შედარებით მოკლე გზაა) ორბავშვიან ქალს დაწევია, დახმარება შეუთავაზებია და პატარები ზურგზე მიუბამს. ორიოდე საათის სიარულის შემდეგ ორივე ბავშვი გაყინულა...

ბოლო აღმართს ჯემალზე ადრე ავდივარ, ვჯდები ლოდზე და თანამგზავრს ველოდები. დაქანცულს ისე ტკბილად მეძინება, გაღვიძება არ მინდა. ვიცი, გავიყინები ასე, კარგად ვიცი, მაგრამ სადღაც შორს ზაფხულის ზღვის ურბილეს ფსკერზე მძირავს ეს უცხო, ნარკოტიკული ძილი...

ჯემალი მაღვიძებს, სახეზე ხელს მირტყამს (არც თუ სათუთად).

- ადექი! - მიყვირის, - ადექი!

- თუ ძმა ხარ, ცოტა მადროვე, მეთაურო, სულ ხუთი წუთი... და დაგეწევი, - ვცდილობ, ღიმილისმაგვარი რამ გამოვხატო სახეზე.

მაგრამ „მეთაური“ მკაცრია, არ მეთანხმება და ჯიბიდან რაღაც შუშა ამოაქვს.

- უყნოსე!

- ეს რა არის?

- ოდეკალონია, „კრასნაია მოსკვა“...

- დაგვღუპა ამ „კრასნაია მოსკვამ“ და შენ კიდევ...

ოდეკალონს ვყნოსავ, სახეზე ვისვამ და ერთ ყლუპს ვსვამ კიდეც (ფრიად პატივცემული ხალხიც სვამს ოდეკალონს).

ყველას, ვინც ძვირფასი ადამიანი დაკარგა საკენ-ჭუბერის გზაზე, მინდა ვუთხრა - ნეტარი სიკვდილით გარდაიცვალნენ ისინი. დაღუპულებს, რომლებსაც გზადაგზა ვხვდებოდი, მშვიდი სახე ჰქონდათ და ტანჯვის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდათ. ერწმუნეთ ამ სტრიქონების ავტორს, რომელმაც კინაღამ გაიზიარა მათი ხვედრი - დაქანცულს ტკბილად, ძალიან ტკბილად ეძინება ყინვაში, ვით ახალწლის უმშვენიერეს ღამეს იმ ბავშვს, რომელსაც დედა სათუთად შემოუკეცავს საბანს. ვიცი, არ დაგამშვიდებთ ჩემი სიტყვები ჭირისუფლებს, მაგრამ სულ სხვაა, როცა უღმერთო გზის შემდეგ მშვიდად უბრუნდები მშობლიურ სახლს - მარადისობას, სადაც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიყაროთ თავი.

გზას ვაგრძელებთ. იცვლება ჯოჯოხეთური სპექტაკლის დეკორაცია - ამოდის მთვარე.

ქვემოდან რახრახი მოისმის. „ბმპ“ ამოდის. განზე ვდგებით. გვეწევა მთვარისფერსახიანი ხალხით სავსე „ბმპ“. მთვარის შუქზე ყველას სახე აქვს შეცვლილი, ჯემალიც სულ სხვა კაცი მგონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბოსხის რომელიღაც ტილოს პერსონაჟი ვიყო. ლოდები, ქვები და შუქ-ჩრდილები დახოცილი ადამიანები და ცხოველები მგონია. „ბმპ“-ს ლულაზე მოხუცი კაცი სქელი თოკითაა მიბმული. კაცს ნაცნობი სახე აქვს. შოთა შარტავა - აფხაზეთის პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე. კაცი, რომელმაც მართლა პატიოსანი ცხოვრებით იცხოვრა. უკვე არაფერი მიკვირს - არც გამარჯვების ღვთაებასავით „ბმპ“-ს ლულას ამოკრული შარტავას ხილვა, პირიქით, იგი ძველებურ, ლამაზ გრავიურაზე გამოსახული ფრეგატებისა და კარაველების ჭვინტზე მიმაგრებული გამარჯვების ქალღმერთის ნატიფად თლილ ფიგურას მაგონებს. შოთა შარტავას შვილსაც შოთა ერქვა, მეცნიერი კაცი იყო, 15-16 მარტის შემოტევისას დაიღუპა გუმისთაზე, მხოლოდ ორი დღის შედეგ გამოასვენეს ბრძოლის ველიდან, ძლივს ააგლიჯეს ავტომატი, მაგრამ ვერა და ვერ გაუსწორეს სასხლეტზე გაქვევებული საჩვენებელი თითი. საფლავშიც ისე წევს იგი - მოკაკვული თითით, თითქოს ისვრისო. სამარეშიც აგრძელებს ომს. ცრემლი მერევა, მეცოდება შოთა, ყველა მეცოდება, წარმოიდგინეთ, ისიც, ვინც მას ესროლა. რა საბრალოა და პატარა ადამიანი. არადა, ეს არ არის გადაღლილი კაცის სენტიმენტალური განწყობილება, ეს რაღაც სულ სხვა გრძნობაა, ჩემთვის მანამდე უცნობი, ამამაღლებელი. რამდენიმე დღე არ მშორდებოდა ეს გრძნობა, თან დამყვებოდა, რაღაცისაგან მიფარავდა თითქოს, მაფრთხილებდა. უმცროსი შოთა შარტავა და „აიდგილარას“ თავკაცი - სერგეი შამბა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთ ეზოში იზრდებოდნენ, თამაშობდნენ ომობანას, ერთად სწავლობდნენ თბილისში, ერთ ბინაში ცხოვრობდნენ... და მაინც იომეს, ესროლეს ერთმანეთს...

გზაზე კიდევ რამდენიმე გაყინულ ქალს ვხვდებით.

კიდევ ერთი „ბმპ“ გვეწევა. ვაჩერებთ.

- წაიყვანეთ, ძმებო, წინ მოხუცები მიდიან, ძლივს არიან.

- არ გვაქვს ადგილი, ვერ ხედავ? - ხელებს მხრებზე მადებს „ბმპ“-ზე მჯდარი ახალგაზრდა კაცი.

იგი ტირის.

- რა გატირებს? - ვეკითხები.

ჯარისკაცის ფარაჯაში გახვეულ ცხედარზე მანიშნებს.

- ცოლს მივასვენებ... „ურალით“ მომყავდა... გადავარდა „ურალი“... მუხრუჭები, მუხრუჭები... სიტყვას ვერ ასრულებს, ხმამაღლა ტირის.

„ბმპ“ გზას განაგრძობს. ახალგაზრდა კაცი თვალს არ მაშორებს.

მივყვებით მთვარით განათებულ დაღმართებს.

უკვე სრულიად გაგვიქრა სიკვდილის შიში - 3-4 კილომეტრის იქით ტყე გამოჩნდა. ტყეში აქა-იქ ცეცხლი ბჟუტავს.

ხშირად გვხვდება წყაროები. თითოეულ მათგანს ვეწაფები, ვივსები მათი ძალით, დიდი ხნის უნახავი მეგობარივით ვესაუბრები. „მეთაური“ მიკრძალავს, არ დალიო ამდენი წყალიო, მაგრამ მე მაინც ჩემი გამაქვს.

- მეთაურო, არ მიმატოვო! - ხუმრობით ვეძახი წინ წასულ ჯემალს, - არ მიმატოვო, თორემ მოჩვენებად გამოგეცხადები დავით აღმაშენებელთან ერთად.

- ამაზე უარესი რა უნდა მომელანდო, - იცინის „არგენტინელი“ ჯემალი.

მართლაც, დოკუმენტურ ფილმებში ნანახ, სტალინგრადთან დამარცხებულ გერმანელ ჯარისკაცს ვგავარ ბინტებგადახვეული ფეხსაცმელებით, ტალახში ამოლუმპული შარვალ-ქურთუკით.

მალე ჰალუცინაციები გვეწყება - თოვლიდან ამოშვერილი უზარმაზარი ლოდები მომთაბარე ტომთა ქოხები გვგონია.

- არ მიიხედო უკან, ვიღაცეები გვაკვირდებიან, მძარცველებია, ალბათ, - მეუბნება ჯემალი და ვგრძნობ, როგორ უჭერს იგი ხელს უბეში გადამალულ რევოლვერს.

„ვიღაცეები“ ქვები აღმოჩნდა, გადამთიელთა ქოხმახები კი, როგორც ახლახან მოგახსენეთ ლოდები.

ამ დროს კი თურმე ჩვენს ქვემოთ, მოსახვევში, რეალურად არსებული ყაჩაღები რეალურად არსებულ ლოდებთან და კლდეებთან ჩასაფრებულები, ძარცვავდნენ დევნილებს, ჯარისკაცებს ართმევდნენ იარაღს, სხვებს - ქურთუკებს, ფულს, ოქროულობას, უკანასკნელ ნივთებს...

გზაში იარაღის გამო მოკლული ახალგაზრდა კაცის ცხედარიც ვნახეთ და გაყინული რკინისჩაჩქანიანი მეომრის გვამიც.

გამკითხავი არავინაა, მფარველი, მითუმეტეს. გაუძლებ ადამიანთა უგვანობას? - იცოცხლებ! არადა, დაიღუპები.

სოკოებივით ამოსულ, გაყინულ ქვებზე ფეხი ხშირად მისხლტება. რამდენჯერმე ვეცემი. მარჯვენა გვერდს სერიოზულად ვიზიანებ. ხელით ვითვლი ნეკნებს - ჯერ არც ერთი არ დამკლებია.

შუაღამისას ვაღწევთ ტყემდე, უამრავ კოცონს ერთს ჩვენსას ვუმატებთ. ზანტად იწვის სველი და ნედლი შეშა. ამაოდა ვცდილობთ გათბობას. ვითონ ვნაყრდებით, ვითომ ვშრებით და სიცივისაგან აძაგძაგებულები დაძინებასაც ვცდილობთ ვითომ.

ერთი უცნაური ამბავიც უნდა გავიხსენო - თითქმის მთელი გზის განმავლობაში მარილის გემოს ვგრძნობდი, თითქოს ზღვაში ახლადცურვანასწავლი ბლომად ვყლაპავდი მლაშე წყალს. მივდიოდი და სულ ჟოლოს მურაბის გემოს ვიხსენებდი, ჟოლოს მურაბიანი წყალი მენატრებოდა. რომ ეკითხათ - ყველაზე მეტად რას ინატრებო, ჟოლოს მურაბას-მეთქი, ვეტყოდი. კოცონთან მჯდომს უცხო კაცი მიახლოვდება. მურაბა არ გინდა? - მეკითხება და ლიტრიან ქილას მაწვდის. მოქანცულს თავის აწვაც მეზარება. ვართმევ ქილას. ჟოლოს მურაბაა... მივირთმევ მურაბას, ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავ და ერთხელ კიდევ ვრწმუნდები, რომ საოცარია ეს სიზმარ-ცხადი ქვეყანა.

კოცონებსგან მოშორებით ჭრელ ქსოვილში გახვეული რამდენიმე ადამიანი წევს.

- რად არ მოდიან ესენი კოცონთან, არ ცივათ? - ვეკითხები ენის ბორძიკით მურაბის პატრონს.

- ესენი მკვდრები არიან, - მპასუხობს მისი მშვიდი ხმა.

- ჰოო, - ვამბობ მეც მშვიდად, მათარიდან წყალს ვსვამ, ქილას უცნობს ვუბრუნებ და ვცდილობ, დავიძინო.

მეორე დილით ექვს საათზე ვდგებით და გზას ვაგრძელებთ. მშვენიერი, მზიანი, სასტიკი დღეა. გზადაგზა კვლავ გვხვდება მიცვალებულები, მაგრამ უკვე სხვასამყაროსეული, ყინულიანი მზერით; ჩვენი ძვირფასი, ჩვენი დევნილი მიცვალებულები. წვანან ისინი მშვიდად, ხელში ქაღალდის ნაგლეჯი უპყრიათ თავიანთი სახელითა და გვარით, ზუსტად ისე, ვით ახალშობილებს სამშობიარო სახლში. დამთავრდა სრბოლა მათი, დამთავრდა დევნა, მაგრამ... ისინი მაინც განარძობენ თავიანთ სვლას, თავიანთ ლტოლვას უკეთესი საქართველოსკენ, სადაც ყველაფერი რიგზეა, სადაც ადამიანები პატრონობენ ერთმანეთს, სადაც კაცი ქვეყნის ერთგულია და ქვეყანა - კაცის, და არავინ კლავს ერთმანეთს არც იარაღით და არც დევნით.

ოთხ საათზე ჭუბერში ვართ. ვწვებით უზარმაზარ, გადაჭრილ მორებზე და ვგრძნობთ, როგორ ვიძინებთ უკიდეგანო სიცარიელის ოკეანეში...

შემდეგ იყო კონტეინერმზიდით მგზავრობა ზუგდიდამდე. მანქანაში ორმოცდაათამდე კაცი ვართ. ჭერზე წყლადქცეული ამონასუნთქი ჰაერი თავზე გვეპკურება. საცოდავად ბჟუტავს ერთადერთი ნათურა. გზაში ვჩერდებით - ჰაერს ვანიავებთ. ხაიშში და ჯვარში რამდენიმეჯერ გვაჩერებენ, ჩხრიკავენ არაქათგამოცლილ მგზავრებს, იარაღს ეძებენ. სოფელ ლიაში მანქანა გვიფუჭდება (თუ არ ვცდები, სამუშიების სახლის კართან). გამოდის მასპინძელი, მგზავრები სახლში შეჰყავს, ბავშვებს და ქალებს ჩაიზე და პურზე პატიჟებს, კაცებს ახალ ღვინოს გვაჭაშნიკებინებს, გვლოცავს, გვაიმედებს, გვითანაგრძნობს, გვაცილებს, გვებოდიშება. ორ ღამეს ზუგდიდში, ბაჩანა ძანძავას მოსიყვარულე ოჯახში ვათევ.

შემდეგ იყო - სენაკი, კაცური კაცის - ალეკო ცხაკაიას სახლი.

შემდეგ კი ცხენისწყალი იყო, რომლის გაღმა და გამოღმა მდგარი ქართველები ერთმანეთს ესროდნენ. ვთხოვეთ ერთს და ვთხოვეთ მეორე მხარეს, გავეტარებინეთ. იფიქრეს, დაგვინიშნეს დრო და ქართველი დევნილები გაგვატარეს ქართველებმა. გადავედით ხიდზე თუ არა, მაშინვე კვლავ დასცხეს ერთმანეთს. ყოჩაღად იბრძოდნენ, ვერაფერს იტყვი. სადღაც მაღლა, ღრუბლებს მიღმა კი ცრემლად იღვრებოდა დედა საქართველოსი... ხითხითებდა სატანა...

თითქოს ვძლიე უღელტეხილს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავჯაბნე თითქოს, მაგრამ... იგი სამივე ჟამში გაიხირა, წარსულისა და მომავლის, აწმყოს მაგიურ ტრიპტიქად მექცა და ჩემს სულში და სისხლში დაიდო ბინა თავისი ცოცხლებითა და გარდაცვლილებით, „უცხოპლანეტელებით“, გაოგნებული ხარებით, „ბმპ“-ს ლულაზე მიბმული მოხუცებით, კვნესით, ვაებით, უსაშველო სინანულით... ვიცი, არასოდეს შეწყდება მასზე მოძრაობა, რამეთუ დევნილთა უღელტეხილია იგი, ერთად-ერთი უღელტეხილი მსოფლიოში, რომელიც მოგზაურობს და მოგზაურობს მთელს დედამიწაზე, დამუხტული დევნილთა ენერგიით, უზარმაზარი ხომალდივით მოივლის ოკეანეებს, ზღვებს, კონტინენტებს, სახელმწიფოებს, მსუსხავი ქარით გათანგული, დაწყევლილი და დიადი, პირმშო თვითმკვლელი, საკუთარ გულს საკუთარი ფრჩხილებით ჩაფრენილი, დასისხლიანებული საქართველოსი, გადასასვლელი სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ. ჯვარცმული უღელტეხილი!

დევნილთა უღელტეხილი ყველაზე მაღალი უღელტეხილია დუნიაზე, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი, ყველა ამქვეყნიურ წვრილმანზე და დავიდარაბაზე, ფულზე და ღალატზე, სიბრიყვეზე ზემდგომი უღელტეხილი - გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება... მის შუაგულში დგას მკერდში მომაკვდავშვილჩაკრული ახალგაზრდა მამა და წყევლის, ხმამაღლა წყევლის პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, - გუშინდელებს და დღევანდელებს, ქართველებსა და არაქართველებს, კაცებს, ქალებს... ჩვენ ყველას, უკლებლივ! ყველას ვინც მიზეზთა და მიზეზთა გამო თავისი წილი თიხა და ღორღი მოიტანა, შექმნა, ააგო, აღმართა, ააბობოქრა ეს უღელტეხილი. მწყევლის მე, რომელიც ამ სტრიქონებს ვწერ ახლა და თქვენც, ღრმადპატივცემულო, რომელიც ამ სიტყვებს კითხულობთ.

რა ვქნათ ჩვენ, რა გზას დავადგეთ, რით ვუშველოთ მომაკვდავ ბავშვებს, რომლის წინაშე მთელი ქვეყნიერება, მთელი ამერ-იმერი საქართველო, ყოველი ჩვენთაგანი დამნაშავეა?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

I
“პატარა ქაჯანა” გახლავთ მეტი სახელი ერთი სოფლელი პატარა ბიჭისა, რადგანაც ამას ლაპარაკში ხშირად უყვარდა სიტყვა “ქაჯანას” ხმარება, მაგალითებრ: ,,ქაჯან, წავიდეთ მინდორში”, “ქაჯან, ვიმღეროთ,” ,,ქაჯან, ერთი ვაშლი მე მამეცი”, ამის გამო მას სოფლელმა პატარა ამხანაგებმა დაარქვეს ,,ქაჯანა”. წინაპირველად სიმონას, ცოტა არ იყოს, სწყინდა ეს სახელი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შეაჩვია ყური და ბოლოს ისე შეეთვისა, რომ სიმონა რომ დაეძახნა ვისმე მისთვის, ის ყურადღებასაც არ მიაქცევდა ხოლმე; ,,ქაჯანა” კი რომ დაგეძახნა, საჩქაროზედ ან ხმას გაგცემდა, ან არა და ერთს ციბრუტივით შემოტრიალდებოდა და თვალის დახამხამებაზედ შენ წინ დაიბადებოდა. გაუვარდა სიმონას ეს სახელი! მთელი სოფელი: დიდი თუ პატარა, შინაურები თუ მეზობლები სიმონას ეძახოდნენ “ქაჯანას”. - ქაჯან, გაიქე, დედაშენს უთხარი: ერთი პური გვასესხეთქო! - ბიჭო, ქაჯანა, წამო, ე ჩვენ ლომა კამეჩზე შეგსვა.. - ქაჯანა, წავიდეთ, ჩიტის ბუდე ვნახოთ... ეძახოდნენ ხოლმე სიმონას... სიმონა კარგად ხედავდა, რომ ამ სახელით მისი დაცინვა, ან გაჯავრება კი არ უნდოდათ, არამედ მასში იხატებოდა დაყვავება, ალერსი, სიყვარული მისდამი... სიმონა საჩქაროზედ გაჰქანდებოდა შინისაკენ და, თუ სავსეთ არა ჰქონდათ, ხტუნაობით გამოურბენინებდა პურს... მერმე მეორეს აუსრულებდა თხოვნას, შემდეგ მესამისაკენ გაიქცეოდა... დახტოდა, დაცუნცულებდა, მღეროდა და ისეთის სიმარდით და მოხერხებით აკეთებდა საქმეს, რომ განცვიფრებაში მოჰყავდა თავისი მნახველები... უნდა დაგენახათ, როგორის სიცქვიტით ავარდებოდა მსხმოიარე, ან ფრინველის ბუდიან ხეებზედ, როგორ დაჰქანდებოდა იქიდამ და სრიალით ჩამოვიდოდა ძირს; ან კიდევ იმისი მარდი სირბილი, სახრისა და ჯოხის ხმარება, მისი წმინდა კილოიანი ხმა, როდესაც საყდრის კარებთან შეგროვილს თავის ტოლებში ჩაჯდებოდა და დაიძახებდა: ,,დელია, დელია, დელია და ბიჭებო”, ან ,,კურდღელი მოცანცალებდა, ფეხმოტეხილი საწყალი”, მაგრამ ყველაზე კარგა სიმონამ სათამაშო “გოგონას” სიმღერა იცოდა... როდესაც ამას დაიწყებდა, დიდი კაცებიც კი მივიდოდნენ ხოლმე, დადგებოდნენ მათ შორი-ახლო და დაუგდებდნენ ყურსა... მათ დაღვრემილს სახეზედ ღიმილი ჩნდებოდა და კმაყოფილების შუქი გამოდიოდა მათი კეთილი თვალებიდგან... ყველანი მოიმხიარულებდნენ ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტი სიამოვნება იხატებოდა ერთს ჭაღარაშერთულ, ცოცხალ სახიან და დაბალ ტანიანი გლეხის, კიკოლას, სახეზედ... ,,ოი, შენი გამჩენის ჭირიმე, შვილო, შენი!!” - დაიძახებდა ხოლმე ეს, როდესაც სიმონას ზარივით ხმა უკანასკნელად გაიწკრიალებდა ჰაერში...

- რა ბიჭი გყავს, კიკოლა, რა ბიჭი!.. - მხიარულად მიაძახებდნენ ხოლმე კიკოლას იქ მდგომი გლეხები და შემდეგ მიუბრუნდებოდნენ მის შვილს: “ქაჯანა, ერთი, კიდევ ერთი!..” და ქაჯანას ხმა ხელ-მეორედ გაისმოდა ჰაერში... მას მიჰბანებდნენ სხვები და ხელ-ახლად გაიმართებოდა ბავშვების სიმღერა და თამაში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
გასაკვირია რა უცნაური ა რ ს ე ბ ე ბ ი ვართ ადამიანები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

II
ქაჯანას მამა, კიკოლა, იყო ერთი ჩვენი გონიერი და გამოცდილი გლეხთაგანი... საქართველოს რომელ კუთხეს იტყვით, რომ კიკოლა არა ყოფილიყვეს იქ თავის სიყმაწვილეში; ჯერ ოცი წლისაც არ იყო, რომ მას ორჯელ-სამჯერაცა ჰქონდა მოვლილი კავკავის გზები. ოცი წლისა კიკოლა გუმბრის გზაზედ გახდა... ამის შემდეგ თითქმის ყოველ სამს წელიწადში ერთხელ მიდიოდა გუმბრში მარილის მოსატანად... სამი-ოთხი პირობა ორპირშიაც წაიღო ქირა... შემდეგ შეირთო ცოლი და, როდესაც მამა მოუკვდა და მარტოხელი გახდა, დაანება ქირაობას თავი და მიჰყო ხვნა-თესვას ხელი. ამ დროს კიკოლას და მის ცოლს, მართას, მიეცათ პირველი ვაჟი; შემდეგ მეორე, მესამე, ამათ მიჰყვნენ ორი ქალი და დაწვრილშვილდა კიკოლა. რაღაც საცოდავი სამიოდ დღის მიწა ჰქონდა და ერთი პატარა ვენახი... წელებზედ ფეხს იდგამდა, ამ ცისმარე დღე და ღამე სულ განუწყვეტლად მუშაობდა, მაგრამ წლის სარჩო მაინც არ მოსდიოდა. კიკოლა მაინც იხტიბარს არ იტეხდა: ვალს არ იღებდა, კარზედ არავის ადგებოდა სათხოვნელად და ხალხშიაც მუდამ მხიარული გამოდიოდა... მის მოსწრებულ სიტყვა-პასუხს, მის კვიმატ ლაპარაკს, მის მოშაირობას და ხუმრობასა სახელი ჰქონდათ გავარდნილი მთელს იმ ახლომახლო სოფლებში. მაგრამ უცებ ისეთი ამბავი დაატყდა კიკოლას თავსა, რომ დროებით ყველა ესენი სრულიად დაავიწყა და თვით მხიარული კიკოლა გადააქცია სახედაღვრემილ, სულით და გულით დაცემულ ადამიანად. ერთს ზამთარში შეუდგა კიკოლას საოფლე, დაერია იმის პატარა შვილებს და ორჯელ წყვილ-წყვილი კუბო გამოიტანეს იმისი სახლიდამ... სამი ვაჟი და ერთი ქალი სამუდამოდ მოსწყდნენ კიკოლას გულიდან. დარჩა მხოლოდ ერთი უმცროსი ქალი, რომელიც ეხლა თერთმეტი წლისაა... ერთი წლის შემდეგ მიეცა კიკოლას ვაჟი და ამის შემდეგ აღარავინ მიმატებია მის ოჯახს. ეს ვაჟი გახლავთ ჩვენი უკვე გაცნობილი პატარა ქაჯანა. ამნაირად კიკოლას ჰყავდა ორი ზედი-ზედ მიმდევნო შვილი: ქალი და ვაჟი. მთელი თავისი მშობლიური სიყვარული კიკოლამ ამ ორ ბავშვს შემოახვია. მომეტებულად კი უფრო სიმონა უყვარდა და, როგორც კი შეეძლო, უვლიდა და ანებივრებდა მას. უნდა გენახათ, რა მშვენივრად გაკეთებული პატარა გუთანი, პაწაწინა საძნე და საბარო ურემი, ლამაზი პატარა კომბლები და ჯოხები ჰქონდა სიმონას! მინდვრის სამუშაოს რომ მორჩებოდა, სიმონას სათამაშოებს მიჰყობდა ხოლმე კიკოლა ხელსა... ნელ-ნელა სთლიდა პატარა ჩხირებს და თანაც მხიარულად შესცქეროდა თავის საყვარელ შვილს... ბევრჯელ ამ დროს მოაგონდებოდა ხოლმე თავისი პატარა, დაჩიტული შვილები და მისი სახე მსწრაფლად იქცეოდა დატანჯული სულის სარკედ. “რო ი წყეული საოფლე კიდევ გამიტყვრეს საიდგანმე და ესეც მომტაცოს, რაღა მეშველება მაშინ?!” იტყოდა ხოლმე კიკოლა და წარბშეკრული გაჩოჩდებოდა შვილისაკენ. შემდეგ აიღებდა თავს მაღლა, მიიხედ-მოიხედავდა სახლში და, რა დაინახავდა მას, ვისაც ათვალიერებდა, დაიძახებდა:

- შვილო, კატო, მოდი შენც ჩემთან, შენი ჭირიმე!..

კატო მარდად გაჰქანდებოდა და კოპწიად ამოუჯდებოდა ხოლმე თავის მამას მუხლისძირას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერთხელ დედამიწაზე ყველაზე ადამიანურმა გრძნობამ გაიღვიძა და ყველა თვისებამ ერთად მოიყარა თავი, სიგიჟემ_თქვა დამალობანა ვითამაშოთო,დაიწყეს დამალვა....სიმართლე არდაიმალა, მაინც მიპოვიანო.' სიცრუემ ცისარტყელაში დაიმალა. სინამდვილე ოკეანეში.სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება კი ნიავს ამოეფარა.სიკეთე კარგახანს სხვებს უთმობდა ადგილს. რწმენა ზეცაში აიჭრა. შავი კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო ადგილი ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა. ყვლა იპოვა სიყვარულის გარდა. ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და კივილისხმა გაიგონა სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეჭრა და დაბრმავდა. მასშემდეგ დედამიწაზე დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყვება .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

III
საშინელი ეშმაკი და კუდიანი გოგონა იყო ეს კატო! ერთი რომ შეგეხედნათ იმის ცოცხალ, მუდამ აქეთ-იქით მაცქირალ, კუნაპეტივით შავი თვალებისთვის, იმის დაცქვეტილი ყურებისთვის და მაღლა აწეული პატარა წარბებისათვის, უსათუოდ იტყოდით: ,,ამ პატარა გოგოს სწორედ თავის ტოლა კუდი ებმისო”. კუდისა კი რა მოგახსენოთ და ეშმაკი კი ძალიან იყო. იმისგან მოსვენება არა ჰქონდათ მეზობლებს. ვთქვათ, დაინახა, სოფლის რამდენიმე დედაკაცი სხედან ერთად კედელთან, ან ბაკის გვერდზე და გულგახსნით რაღაზედაც ლაპარაკობენ... უცებ გაჩნდებოდა იქ კატო, მიეპარებოდა და ნამდვილის ყვავის ხმით დასჩხავლებდა ზემოდამ... საწყალ დედაკაცებს ენა ჩაუვარდებოდათ ხოლმე; ყოველ მათგანს გული გაუქანდებოდა თავიანთ საყვარელ ქმრისა, შვილებისა, ანუ ძმებისაკენ, მაგრამ საჩქაროზედვე მოაგონდებოდათ კატო და წამოცვივდებოდნენ ფეხზე. კატო ხარხარით გარბოდა ქვემოთკენ.

- უი შენ და შენ თავსა! შე წყეულო, შენა! - მისძახებდნენ ხოლმე უკანიდამ მომღიმარე დედაკაცები.

მერმე მიეპარებოდა სხვებს და ახლა კაჭკაჭის ხმით დაიწყებდა ჭიყჭიყსა...

- კაი ამბავი, კაჭკაჭო, კაი ამბავი... ოქროს ნისკარტი, შენ პირ შაქარი, - მოისმოდა ხმა; მაგრამ ამ ხმას მაშინვე კატოს ხარხარი მიჰყვებოდა და იმათშიაც გაჩნდებოდა სიცილი და ,,უი, ქალოს” ძახილი.

შემდეგ მივიდოდა კატო და აიტუზებოდა რომელიმე გლეხის კარებთან... უცებ გააბამდა ბოხ ხმაზე ყეფას, შემდეგ აურევდა ერთმანეთში ქოფაკი ძაღლების და ლეკვების ხმაზედ ყეფას.

- ე ვისი ოხერ-ტიალები შეგროვილან აქა! - მოისმოდა სახლიდამ გაჯავრებული გლეხის ხმა და ცოტა ხანს უკან გაღებულის კარებიდგან გამოჩნდებოდა ის კეტმოღერებული...

- ერთი პური გვასესხეთო! - წყნარად და დინჯად ეტყოდა მას კატო.

- აი შე გომბიო, შენა!.. შე წყეულო, შენა! - სიცილით წარმოსთქვამდა გლეხი და შებრუნდებოდა შინ პურის გამოსატანად. გამოიტანდა და, სადღაა კატო!..

- აი დასწყევლა ღმერთმა ი გოგოი!.. ერთ წუთში ორჯელ არ მომატყუილა ი თითის ტოლა გომბიომ ამ ხელა კაცი! - წაიბუტბუტებდა გლეხი და შებრუნდებოდა უკანვე...

ერთ ბებერ დედაკაცს კატომ სულ ერთიანად დაახოცინა რაც რომ მამლები და ყვინჩილები ჰყავდა... ბინდბუნდი რომ შეიქმნებოდა, კატო მიიპარებოდა იმ ბებრის საქათმმესთან და დაიძახებდა: ,,ყიყლიყოოო”.

ბებერი გაიგონებდა და ელდა ეცემოდა ხოლმე.

- ეგ რომელი ყივის ასე უდროვოდ, ეგ ჩემი ცოდვით სავსეი, ეგა! - კვნესით იტყოდა ბებერი, აანთებდა მკვარსა, დაათვალიერებდა მამლებს და, რომელ მათგანსაც თავი მაღლა ჰქონდა აღებული, სტაცებდა მას ხელს, გამოიყვანდა და საჩქაროზედ დააკვლევინებდა... მთელი ერთი კვირა შეუჩნდა ასე კატო ამ ბებრუცუნას და სულ გააჩანაგებინა მამლის სახსენებელი.

რამდენსამე წამს ამნაირად მოირბენდა კატო მთელს თავიანთ პატარა სოფელს და, როდესაც მოიკლავდა თავის კვიმატობის სურვილს, გატკრციალებულის სახით გაიქცეოდა ხოლმე შინისაკენ. შევიდოდა, დაგვიდა, დააკრიალებდა სახლსა; შემდეგ ან წინდას წამოავლებდა ხელს და თავის დედის ჩვენებით, იწყებდა მის ნელ-ნელა ქსოვას, ანაც მოიკეცავდა, დაიდებდა მუხლზე ხარის დიდ თეთრ ბეჭს, დაიჭერდა ხელში ინდაურის, ანუ ბატის კანჭის კალამს და ყაყაჩოს მქრალი მელნით სწერდა მასზედ: ,,უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, სწავლა კეთილად მოუვლინე მხევალსა შენსა კატოსა”.

- ეგ რა ასოა, კატო, ჰაა? - გაისმოდა ხოლმე დის გვერდზე მჯდომი ქაჯანას ხმა... ამ დროს კატო შეაყენებდა კალამს და გულმოდგინებით აძლევდა პასუხს თავის საყვარელ ძმას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაჯანა

IV
ერთ საღამო ჟამს ასე ერთად ისხდნენ და-ძმა სახლში და რაღაზედაც გაცხარებული ტიკტიკებდნენ. მათ შორიახლო იდგნენ კიკოლა და ამის ცოლი და ესენიც ნელ-ნელა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ცოტა ხანს უკან კიკოლა მოტრიალდა ბავშვებისკენ და დაიძახა:

- ბიჭო, ქაჯანა, ამაღამ რომ ჭიაკოკონობაა და შენ კი არა გაქ რა?

- როგორ არა მაქ, - დაიძახა ქაჯანამ, - გუშინდელი დღე სულ კაჭაჭი ვაგროვე.

- ი რას გეყოფა, ბიჭო, მერე! - სთქვა კიკოლამ, - ისეთი ჭიაკოკონა უნდა დაანთო, რო ცამდინ ადიოდეს იმისი ალი...

- მაშ გავიქცევი ნაფუძრებში და კიდევ ავკრეფავ კაჭაჭს, - წამოიძახა ქაჯანამ და წამოხტა ფეხზედ.

- არა, შვილო, ეხლა გვიანღაა. მე წავალ და საბძლიდან ერთ კაი კონა ჩალას და ცოტა თივას მოგიტან, - სთქვა კიკოლამ და გასწია კარებისაკენ.

- დილილ მე, დილილ მე, - სიხარულით დაიძახა ქაჯანამ და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, შეხტა მაღლა და შეიკუნტრუშა.

- შარშან ჭიაკოკონობას რო ჩვენებიანთ საბძელი დაიწვა? ეხლაც რო კიდევ დაიწვას, მერე? - წამოიძახა კატომ.

- მართლა, დედა, რო კიდევ დაიწვას? - განიმეორა ქაჯანამ.

- უნდა ფრთხილათ ვიყვეთ, შვილო, და არაფერი არ დაიწვება, - უპასუხა მართამა.

- ახლა, რა არი დედა, რო ჭიაკოკონა არ დავანთოთ? - დაიძახა კვალად კატომ.

- ჭიაკოკონას რათ ვანთებთ ხოლმე, დედა? -მიაძახა ქაჯანამ.

- ემღამეს, შვილო, უნდა უსათუოდ დაინთოს ჭიაკოკონა ყველა სახლის კარებზედა... ეს იმიტომ რომა, ხო დაგინახავთ, აი ზემოდამ რო მაღალი მთა მოჩანს, იალბუზს რო ეძახიან - იქა, შვილო, ამაღამ ეშმაკები, ქაჯები, ჭინკები შეგროვდებიან ერთად და ქორწილებს გამართავენ ხოლმე. იქიდან გახარებულები გამოფრინდებიან, შვილო, დაერევიან სოფლებსა და, თუ ცეცხლი არ დაინახეს ვისმე სახლის კარებზედ (ცეცხლისა ძლიერ ეშინიათ იმათა), მაშინვე შევლენ იმ სახლში, ან დაახრჩობენ ვისმე, ან გააგიჟებენ, ხანდიხან მოიტაცებენ ხოლმე კიდეცა, მომეტებულად პატარა ბავშვებს, წაიყვანენ იმ იალბუზზედ, დაჰკლამენ და შესჭამენ...

- დედა, - დაიძახა ქაჯანამ, - ე ერდოდამ რომ ჩამოვიდნენ?

- აგერა, შვილო. - უპასუხა დედამ, - აი ჯვარედინად როა ერდოში გადებულ-გამოდებული ეკლიანი ასკილები, იმიტომ გააკეთა წეღან მამაშენმა, რომ ვეღარ ჩამოვიდნენ იქიდანა... ჯვარისა და ეკლისა ძრიელ ეშინიათ კუდიანებსა...

მართა გაჩუმდა; ბავშვებიც სულგანაბულნი ისხდნენ... ასე დარჩნენ ესენი კარგა დიდ ხანსა. მათი სახის გამოხატულება და მოძრაობა ამ სახის ასოებისა ცხადად აჩვენებდნენ, რომ ამ პატარაების პაწაწკინა გულები მოსვენებით არ იყვნენ ეხლა. ორთავენი ფიქრობდნენ, მაგრამ, როგორცა სჩანდა, ერთნაირად კი არა... ქაჯანას ფიქრში შიში იყო ჩარეული, ეს დაღვრემილი სახით თავჩაღუნული იდგა და გაშტერებით დაიცქირებოდა მიწაზე. კატოც ფიქრობდა, მაგრამ მის თვალებს სიცოცხლე კი არ მოჰკლებოდა, თითქო ერთიორად მომატებოდა: თვალებს ხან აქით აცეცებდა, ხან იქით, თითქო ეძებს რასმეო... ბოლოს რაღაც კვიმატური ღიმილი გადაეფინა სახეზედ... და ამ დროს შემოჰკრა ტაში და წამოხტა ფეხზედ... ანება ძმას თავი, ისარივით გავარდა კარზე, ავიდა პატარა წნულზედ და გადახტა სათონეში... მივიდა ვარცლთან და სტაცა ხელი პურის ცომის დიდ ტყავს და საჩქაროზედ გაეხვია მასში... შემდეგ მოტრიალდა, აიღო ერთი პირგანიერი ქოთანი და ჩამოიცვა თავზედ... დაიჭირა ხელში თონის საჩხრეკი და ბურტყუნ-ტორტმანით დაიწყო სათონეში სიარული... უცებ შესდგა, გაიკისკისა ერთი და საჩქაროზე გაიძრო ყველაფერი ტანიდამ...

- ჯერ ადრეა, ჯერ ადრეა კიდევ... - წაიბუტბუტა და გადმოხტა ისევ უკანვე...

ახ, ჩემო საწყალო ქაჯანავ! სად იყავ ამ დროს, რომ ვერ დაინახე სათონეში შენი კუდიანი და!?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი