↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 285 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
ამ წერილს, ბევრი ფიქრის და განსჯის შემდეგ ვწერ.
გინდათ ნატვრა დაარქვით, გინდაც ახირება, მე მაინც გავაკეთებ.
მაგრამ მარტოს გამიჭირდა, ვერაფრით ვერ მოვაგროვე საჭირო თანხა.
მარტო ვერ ვახერხებ და თქვენი დახმარება მჭირდება.
სურვილი მაქვს დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს.
ბევრი გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახი გვყავს.
რამოდენიმე თვის წინ უყურე, 5 შვილიანი ოჯახი, მიწურში ცხოვრობს.
ეგეთები მოგვიმრავლდნენ, ამ დასაქცევი ომის შემდეგ ხომ საერთოდ.
რა მინდა, რომ გავაკეთოთ, დაახლოებით 100 ადამიანი ვაქტიურობთ ყოველდღიურად საითზე,
სამი მაგდენი კიდევ, ხსნის ჩვენ საითს ყოველ დღე.
თითოეულმა ჩვენთაგანმა, ყოველთვიურად 20-30$-იც, რომ დავდოთ, კარგი მოზრდილი თანხა შეგვიგროვდება.
ორ თვეში, მინიმუმ 8 000$-დან 10 000$-ს მაინც მოვაგროვებთ.

ყველა, მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულზე, თითო ოჯახი, რომ დავაბინავოთ,
წარმოიდგინეთ, როგორ შევეშველებით გაჭირვებულებს.
მოვნახოთ ჩვენი სანდო ადამიანი საქართველოში, გადაუხადოთ მგზავრობის და ყველა ის დანახარჯი,
რაც მას დაეხარჯება. დაფიქსირდება ყველაფერი დოკუმენტურად./ვიდეოზე გადაიღებს/
ხალხო, წარმოიდგინეთ რამხელა მადლს ვიზავთ.
ჩვენს ნაყიდ სახლებში, ქართველები გაიზრდებიან და გამრავლდებიან,
დაგვლოცავენ და ჩვენც, რამხელა დარდს შევიმსუბუქებთ.
რამოდენიმე კვირის წინ, სანდრო ბოტიჩელი და თუ არ ვცდები, ფიცხელა საუბრობდნენ.
სოფლებში, სახლები იაფი ღირსო.
ძნელი არაფერი არ არის, მთავარია მონდომება.
ჩვენს "ოქროს" ბიჭებს, ჩვენს ადმინებს ვთხოვ, როგორმე "დესპანი"-ის სახელზე გაიხსნას ანგარიში,
გენდობით გენაცვალეთ, გავაკეთოთ ეს მადლიანი საქმე.
ZVIGENI და MAXSIMAS-თქენი დახმარება უფრო დამჭირდება თავიდან, ვიდრე Leonardo და Da vinchi
პასუხს გვეტყვიან.
ძმებო, მოვაგვაროთ ეს საქმე.
სიკეთისთვის გაჩენილი ერის შვილები ვართ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების სიცოცხლე.
ხალხო-დაწერეთ რას ფიქრობთ.

მადლობა ყველას.

ამ წერილს, ერთხელ კიდევ დავდებ.
მითხარით, იქნებ ვცდები რამეში.
თქვენი აზრიც მოგვაწოდეთ, შეიძლება უკეთესი გამოსავალი მოვძებნოთ.

შეუსრულებელი არაფერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi
მე სულაც არ ვაპირებდი ხმამაღლა გამოცხადებას,
ვიფიქრე ტრაბახში არ ჩამომართვან-მეთქი.
აგვისტოს ბოლოს მე ერთი კვირის Xელფასი,სულ
მაგ საქმეს მოვახმარე,შემდეგ ყოველ თვეში 300-400$-ს
ვაგზავნი,სულ რომ არ ვიცნობ ისეთ ხალხთან.
ეხლაც,დესპანზე რომ წერილი იყო,ფეხმძიმე გოგონაზე,
200$ მას გავუგზავნე,ბევრჯერ დავწერე ტელეფონებიც
და გვარიც,მაგრამ ჩიკოს,მედისა და ჯიჯილალას
მეტი,არავინ გამომეხმაურა.
შეიძლება არ ჩათვალეს საჭიროდ ჩემთვის
მოეხსენებინათ,რა თქმა უნდა არც იყო აუცილებელი.
ღმერთი სიკეთეს არასოდეს დაგვიკარგავს.
ყოჩაღ,ჯიგარი ხარ.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
მახო-პირადად არ გიცნობ, მაგრამ ჩემს მეგობრად და ჩემს გვერში მდგომ ადამიანად გხედავ.
მე მინდა და ყველას, თქვენი გულისთქმაც ეგ იქნება,რომ გვქონდეს ჩვენი ფონდი.
ვისაც რამდენი შეეძლება, სავალდებულო არ არის, ვიცოდეთ ვინ რამდენს შევწირავთ სამამულო საქმეს.
ისეც არ უნდა ვქნათ, რომ "შევეჯბროთ" ერთმანეთს.
დამიჯერეთ, ყოველთვიურად 20-30$-ით, დიდი თანხები მოგვიგროვდება.
არც გაგვიჭირდება ყოველთვიურად თანხის გაზრდა.

არ იფიქროთ, რომ თავზე გადამდის და ვეღარ ვითვლი სად წავიღო.
თქვენსავით ვშრომობ და მინდა, რომ ჩვენი ნაშრომით მარტო ჩვენი ოჯახები კი არა, სხვებიც გავახაროთ და ხელი წავაშველოთ.

ძნელი არ არის.
მთავარია ვენდოთ ერთმანეთს.
ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ჩვენი გაჭირვებულების დასახმარებლად.

მე ვიცი ერთი ქართული საითი, ფორუმელები ეხმარებიან მცხეთის უპატრონო ბავშვთა სახლს.
საჭმელით, ჩასაცმელით და რაც მთავარია სითბოთი. გულის სითბოთი.

მოვაგვაროთ ეს საკითხი.
მე, ნდობას უცხადებ ჩვენ ადმინებს.
"ოქროს ბიჭებო" გავაკეთოთ ეს მადლიანი საქმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi
ჩემი აზრი უკვე იცი,მე თანახმა და მოხარული
ვიქნები.მადლობთ თბილი სიტყვებისათვის.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე რითი დაგეხმაროთ " ოქროს ბიჭქბო" ბევრის გაკეტება მინდა მაგრამ......მხოლოთ აქ ტელეფონით რასაც გამოაცხადებენ დახმარებას
იქ ვრეკავ ხოლმე და კიდევ, არც ერთი ეკლესია არ აშენებულა (ახალი თუ
შეკეთება), მონაწილეობა რომ არ მიმეღოს.ძალიან დიდ მადლს კი გაააკეთებთ.გაიხარეთ .უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!!!!
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ლეონარდო გილოცავ შობა-ახალი წლის დადგომას ,გისურვებ უფლის წყალობას,ბედნიერი და გახარებული ცხოვრებით გეცხოვროს,წარმატებები და წინსვლა ნუ მოგკლებოდეს

ეხლა კი ,თუ არ შეწუხდები ,ეგებ ძველით ახალი წლისთვის საჩუქარი გაგვიკეთო და გააგრძელოთ ფილმის , დაწყევლილი სამოთხის ჩვენება? წინასწარ გიხდით მადლობას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi
2 კვირის წინ რომ მოვილაპარაკეთ,
გაჭირვებულებს უნდა დავხმარებოდით,
ვის მივმართო თუ ამიხსნი კარგი ბიჭუკელა
იქნები.
არა,შენ ისედაც კარგი ხარ,გული
არ დაგწყდეს გამოთქმაზე.
ველოდები პასუხს,თუ არა და მე ჩემებურად გავაგრძელებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობატ ჩემო კარგებო
თუ რამეს გადაწყვიტავთ გაჭირვებულების დახმარებაზე მეც შემატყობნეთ.
ამაზე დიდი მადლი არაფერი არ იქნება.სანამ აქ ვარ და ცოტა რაღაციტ შემიძლია
ამ მადლიან საქმეში მივიღო მონაწილეობა ძალიან მოხარული ვიქნები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედი,გაგაგებინებ აუცილებლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
ელჩი ,მახო.
იციტ რა გამახსენდა .
გიორგი სააკაძეში, პაატას ,თითო თითოდ რომ დაამტვრევინებს ისრებს ,მთლიან კონას კი
თვითონ გიორგიც ვერაფერს დააკლებს.
აი ზუსტად ეგრეა ნაწილ-ნაწილ და მცირედი გაგზავნილი,
არა ,კეთილი გულით...-მცირედიც შეიწირებისო,მაგრამ ერთ კონად შეკრული,ბარაქიანია და
ბარაქას რაც შეუძლია ? ხომ იცით.
მოკლედ მეც მიგულეთ თქვენთან ,ესე უპრო მეტს შევძლებთ.
ხომ იცით ყოველ თვე მცირედის გაღება არავის გაგვიჭირდება,სამაგიეროდ ბევრნი ვიქნებით,
გურულებმა რომ იციან ,მტელი დუნია ჩვენ გვეკავაო.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგებო.
ვცდილობთ პირველ რიგში, ნდობის ფაქტორი გვქონდეს.
"ადმინებმა", უკეთესი გეგმა შემოგვთავაზეს.
Leonardo- თავს უფლებას მივცემ და ამ კეთილ ადამიანებს გაუმხელ, თუ რას ვაპირებთ.

თავიდან ძნელია, ვინმეს, ისეთს გაუწიოთ დახმარება, რომელსაც არავინ არ ვიცნობთ./ეს ჩემი წინადადება იყო./
დავეთანხმები ბევრს, ცოტა საეჭვოდაც შეიძლება ჩანდეს.
გადაწყვეტილი გვაქვს, ისეთ ხალხს გაუწიოთ დახმარება, ვისაც მთელი ქვეყანა იცნობს.
ერთ გაჭირვებულ, ქართველი მწერლის ოჯახს უნდა დავეხმაროთ.
ვინაობას, აუცილებლად მოგაწვდით. ამჯერად თავს შევიკავებ.
მერწმუნეთ, ყველა ქართველს გიყვართ, იმ ადამიანის შემოქმედება.
Leonardo, Davinchi და maxsimas-ამ საკითხს ამ დღეებში გადაწყვიტავენ, ანუ, თუ რა ფორმით იქნება შესაძლებელი ჩვენი გაერთიანება.

დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა.
პირობას გაძლევთ, ყველაფერი გამჭვირვალე იქნება.

მე შევთავაზე Leonardo-ს, აღდგომისთვის მაინც, რაღაც გარკვეული თანხა მოგვეგროვებინა.
რათქმა უნდა თქვენი დახმარებით.

არ გაგვიჭირდება, თუ ერთად ვიქნებით.

მე, დიდი იმედი მაქვს თქვენი, ყველა ქართველისა.

სიკეთის კეთება, დიდი მადლია.
მადლიანად დაკეთებულები ვართ და თანაც სიყვარულით გაჩენილები ქართველებად.

მხარი- მხარს მივცეთ და საქმე ვაკეთოთ.

ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ძალიან ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ.

მადლობა ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
კარგი წამოწყებაა ღმერთმა დაგლოცოთ! სერიოზული მიდგომაა საჭირო და თუ ადმინისტრაციაც სერიოზულად მოინდომებს განხორციელებადი და იდეააა და მადლია... თუნდაც ის ფაქტი რომ ბევრი ქართველები მართალია გადახვეწილები ვართ მაგრამ ცუდია თუ კარგია მუშაობს ყველა, ის ტანხა რასაც ჩვენ ვაკეთებთ უცხოეთში მიზერულია მაგრამ საქართველოს პირობებში ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება. ზოგს პურის ფულიც არა აქვს, ზოგს გადაუდებელი ოპერაცია ჭირდება, ზოგს შია ზოგს წყურია...

რათქმაუნდა მონაწილეობას მივიღებ და თუ ანგარიშიც გაიხსნება თქვენს გვერდით მიგულეთ...

მართლაცდა დაიღლება ადამიანი ყოველ დღე ფორუმში შემოვდივართ და ერთმანეთს ვეჯიბრებით საქართველოს სიყვარულში... არც თინეიჯერებია დესპანელთა უმრავლესობა მხოლოდ ჩატის გულისათვის შემოვდიოდეთ ან იმისათვის ფორუმზე ჭრელა ჭრულა ზიზილპეპელო სურათები დავდოთ.. სჯობია ამიტომ საქმე ვაკეთოდ რაღაც, სერიოზული ხალხია ყველა რაც ამ საიტზე გავიცანი ამიტომ ვამბობ ამას... განა მარტო საქართველოში ჭირდებათ მოხმარება რამდენია უცხოეთში გაჭირვებული ქართველი, ზოგი საბუთების გამო ვერ შოულობს სამუშაოს და ასე შემდეგ... ხომ შეიძლება რაღაც გავაკეთოდ როგორც წითელი ჯვარია რაღაც ისეთი რომ რამოდენიმე ადამიანს მაინც ვუშველოთ?

იქნებ უკეთესი იქნება პირველ გვერდზე ზედა მენიუში გაჩნდეს თემები: სამუშაო,გაჭირვებულთა ფონდი,ბავშვთა ფონდი და არსებობდეს დესპანის ანგარიშის ნომერი....

ფორუმზე ეს ვერ გაკეთდება, გამორიცხულია.. ვთქვათ თემა გაიხსნა ამ კუთხით გააოფებს ვიღაც ან თემა გადავარდება ძველ თემებში და არასერიოზულად მიმაჩნია ფორუმზე ამის გაკეთება... მაგრამ ფორუმზე შესაძლებელია სურათების დადება იმისა და ვიდეო მასალიც რაც გაკეთდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
zvigen- ვიღაცა ამ თემას გააოფებს და ჩათვალოს, რომ აღარ არსებობს.
ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა გავაკეთოთ.
მართლა "ვიღაცეები" ხომ არ ვართ?
ერთმანეთს ვიცნობთ, უკვე ამდენი ხანია.
არასოდეს დამიმალავს: ჩემი გვარი და სახელი, ჩემი მისამართი და ჩემი ადგილსამყოფელი.
ყველას ვისაც აინტერესებს, შეუძლიათ მომნახონ.

იმ "ვიღაცას", მე მოუვლი.
ერთი გაბედოს.

ეს საქმე, უნდა გაკეთდეს.
ეს, ჩვენი ვალია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigeni,elchi
ყველა სასიკეთო საქმისთვის
თქვენს გვერდზე ვარ,აიღეთ ინიციატივა
და ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigeni
შენ უფრო კარგად იცი,სად აჯობებს გამოქვეყნება,
არა მგონია ვინმემ უარი თქვას,თუმცა ლეიკემით
დაავადებულ თამუნას შესახებ,ბევრჯერ დავწერე,
აბა რას შვებით-მეთქი და არავინ შემომეხმიანა.
ცდა ბედის მონახევრეა.
შენი იმედი გვაქვს,აბა შენ იცი როგორ მოაგვარებ.
წინასწარ დიდი ნადლობა
მახო

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 285 posts ] 
დესპანი