↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
pizchela
=ko= =ko= კარმ შენ,შე მართლა ფიცხელა:) ,როგორა ხარ?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტარტალეტკა!
საყვარელო!
თქვენის ლოცვა-კურთხევით კარგად ძვირფასო!
თვითონ ხომ ხარ, ძველებურად, ამოღებული ხმალივით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
fizchela
ყოველ დილით გულს მინათებს და მითბობს
შენი კომენტარები.ყველა რომ შენსავით ანთებული
ხვდებოდეს ამ მტკივნეულ საკითხს,საქმე სხვანაირად
იქნებოდა.
gugua
იქნებ ერთი კარგად ორგანიზებული
დემონსტრაცია გეცადათ,არა მგონია ხალხი
არ ამოგიდგეთ გვერდში.ჩვენ ხომ გულიანი
ერი ვართ,ჩვენ ხომ სულით ხორცამდე განვიცდით
ქართველობის დაკარგვას.ხალხს,რომელთაც,ასეული წლების მერეც კი შემორჩათ,ქართული სული და
ქართული ენა,როგორ შეიძლება,მათ გვერდში არ
ამოუდგეს ხალხის უმრავლესობა.
ჩემო გუგუა,ისევ შენ და ისევ შენ,შენ თუ
მოაგვარებ ამ საქმეს,მთელი ერი დაგიფასებს
იცოდე.ფერეიდნელებისთვის კი დაუვიწყარი იქნები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი

თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი, წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,
ბელტთა შორის, როცა ყამირს ტეხდი, კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე.
– ნუ იწვიმებ! – ვინ უბრძანოს ღრუბელს?! დაგიმძიმდა ცრემლით თვალთა უპე.
სად შეწყდება სიცოცხლის გზა გრძელი, სადაურსა სად წაიყვან, ბედო...
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო.
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.
ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი, შებორკილი ციმბირს გაამწესეს.
იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა, აუჯანყდა ბატონს, ნამუსმოხდილს,
და მიტომაც დაურჩინეს ოხრად გუთნეული და ჩალური ქოხი.
ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს, შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.
ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს გლეხიკაცი გახედავდა ხარბად.
გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს, ინატრებდა გამოკვერილ სახნისს
და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას, წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით.
ვაჰთუ ვეღარ აუვიდა ფიქრებს, თვალწინ ედგა ღარიბ ქოხის ბანი,
ხუნდთა ხმაში ჩაესმოდა იქნებ სახნისის ხმა და ღირღიტას ბანი.
მაგრამ, ვაგლახ, ნატვრაც ჰგავდა ზღაპარს, ყამირებზე დაღლილივით მიწვა.
შებორკილი, შეჯაჭვული პაპა მიიბარა ყაზახეთის მიწამ.
ცრემლით არვინ დაუნამა კალთა, ვეღარ გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.
ვარსკვლავებმა გაუნათეს თავთან და სუდარად გადეფარა ნისლი.
სადაურსა სად წაიყვან ბედო, სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ...
საფლავშიაც ბორკილები ედო, მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!
დაჰყურებდი ძვლებს და რკინის ნაჭერს, შემდეგ უხმოდ მიაშურე საჭეს...
– დასცხე, ბიჭო! – ამ ყამირში ყრია პაპის ძვლები, რამ დაგზაფრა უცებ...
– დასცხე, ბიჭო! – მაგ ტრაქტორის გრიალს საქართველოს ველ-მინდორიც უსმენს.
მზე იხილეს გათოშილმა ძვლებმა... – დასცხე, ბიჭო! – პაპის ხმაა ალბათ,
სახნისის ხმა საფლავშიაც სწვდება, ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად
თავისუფლად, ბიჭო, პაპაშენი გუთნეულშიც ვერ უბამდა ხარებს.
შენ კი გინდა ეს უსაზღვრო ველიც ააყვავო, როგორც შენი მხარე.
დე, ყამირი აღარ დარჩეს არსად, გვერდით შენებრ ვაჟკაცები გყვანან...
წინაპართა ოცნებათა მსგავსად კიდით-კიდე შრიალებდეს ყანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა მახო!

-დე, მართლა ქურდია?!-(ეს ჩემი ქალიშვილი მეკითხება.)
-ხო, დე.- ვპასუხობ ისე, რომ წერას თავს არ ვანებებ.
-ოოოო, ცუდი ყოფილა!!!(ჩამესმის შორიდან)
ღმერთო, ნეტა ეხლა გააჩუმა(გუგუასთვის წერილს ვწერ.)
ასე სამი წუთის შემდეგ:
-არა,დე! მახო არ არის ცუდი!
-გერმანიაში ყველა ქურდი ცუდია!
-ეს აქაც კარგი ქურდი იქნებოდა!
-ქან ნიჰტ ზაინ!(არ არსებობს)!
-მახო მდიდარს ართმევს და ღარიბს აძლევს!
-ვაა, მართლა მაგარი ყოფილა!- თუ ეგაც ქართული ზღაპარია?(იცინის...)
-

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიცხელ,შენ იხარე და იბედნიერე შენი
საყვარელი ოჯახით,როგორც მე გამახარე,
მახო მდიდარს ართმევს და ღარიბს აძლევს!
-ვაა, მართლა მაგარი ყოფილა!- თუ ეგაც ქართული ზღაპარია?(იცინის...)
ისე ხმამაღლა ვიცინი,ძლივს ვწერ.
ქურდული მოკითხვა,შენს შვილს,
ქურდი მახო-გან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახო, იმ ავბედით სურათიდან ვიწყებ: ერთი პუტინია, მეორე კი ირანის პრეზიდენტი, უბრალოდ სურათი პერსეპოლისშია გადაღებული, ფონს მიაქციე ყურადღება... დრონი მეფობენ და არა მეფენი...
რაც შეეხება მოქალაქეობას: დღეს კიდევ ვესაუბრე გაგოშიძის მოადგილეს, ქალბატონ თამარ გამილაღდიშვილს, აღმოჩნდა რომ თვითონ ჯერ კიდევ ესპანეთის მოქალაქეა და ჯერ საქართველოს მოქალაქეობა ვერ მიუღია... როცა არია ხოსროვს (ხოსროშვილს) უარი უთხრეს, სხვას ვის მისცემენ?
თან კორექტირებული "101" ნახეთ, ტუმცა უკვე ბევრს გინახავთ, როგორც მთვლელიდან დავასკვენი...
თბილისში უკვე არსებობს მკვდარი :ფერეიდანის საზოგადოება" მეორეს არავინ არ გახსნის, იყო მცდელობა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუგუა
პმ ზე მოგწერე რაგაც,ვერანაირად ვერ სევდივარ შენს საიტზე ტუ ჩემს წერილებსი არ სევედი და შენი დაკოპირებულიდან არ გავხსენი გოოგლედან რომ შევდივარ ივერიასჰი ვხვდები და თქვენს პოსტებს ვკიტხულობ მარტო პირველ გვერდზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
"ქურდული მოკითხვა,შენს შვილს,
ქურდი მახო-გან."

არის მახოჯან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,იმეილში დამავიწყდა მეთქვა,
ქრისტეს სურათიც რაკარგად გადაგიკოპირებია,
ლამაზად ჩანს,ვზივარ და ვუყურებ.
მოკლედ და კონკრეტულად,პროფესიონალი ხარ.
ცოტა ქურდობაში მოიკოჭლებ,მაგრამ ოღონდ შენ
პოლიციას თავი დაანებე და მე გადმოგაბარებ,მომავალში.
ამ სიმღერებს შენ გიძღვნი,მე ძალიან მიყვარს.
http://www.youtube.com/watch?v=Y2aog3Pu ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახოს!
ფოტოშოპი და მაგისი ჯანი! პროფესიონალობაზე რა მოგახსენო, მაგრამ რაღაცეებს ვჩალიჩობ. სიმღერები მეც მომეწონა!
ლეტიგოს!
აბა შევალ და ვნახავ, რატომ არ იხსნება, არ ვიცი, სხვადასხვა ბრაუზერები სხვადასხვანაირად ხსნიან....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ლეტიგოს!
ვერაფერი ვერ ვნახე... ან ვერ შევედი :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
შეჰ მაგაზედ არ ინერვიულო გიო წერილებიდან სჰევალ ხოლმე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თურმე 9სთ-ია არ შემოვსულვარ
და როგორ მომნატრებიხართ,ჩემო ლამაზებო,
ჩემო ტკბილებო,ჩემო საყვარელო ხალხო.
თქვენ შემოგევლოთ თქვენი მ ა ხ ო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ.გფარავდეთ უფალი ჩემო ლამაზებო=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი