↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქარით დატირებული

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეგობარს

ისევ ის სევდა... ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება,
ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი!
ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება?
არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი?
ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში,
რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული,
მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში
სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული!

სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს
და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით...
რარიგ სცდებიან... მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს
სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით.
შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი...
ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა - წამება,
ნავს გავაცურებ... მეგობრული შენი ღიმილი
იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.
ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.
აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.
ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.

თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.
ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,
დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.

პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.
განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.
შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.

ხანი გავიდა,გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც,ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.

ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გავაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.

და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც,ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შაირ-სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა:
ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ოძელაშვილო არსენა.

ქეიფი იმას უყვარდა, გზებზე სუფრის გადაფენა,
შვიდ წელიწადს ტყვეთ იარა, მთა და ბარი შეაჯერა.

რომ შეიქნა თექვსმეტი წლის, ულვაშები დაიმშვენა,
შეჯდა თავის ლურჯა ცხენზე, გააჭენ-გამოაჭენა.

ბარათაშვილი ზაალი ძალიან გაგვინაწყენა.
ბატონს რომ ერთი გოგო ჰყავს, არსენას მოეწონება.

- გოგო მე მომე, ბატონო, შენ კი არა წაგიხდება!
რა რომ შინიდან გავიდა, ბარათაშვილს გადემტერა.

- ეს არსენა რა გამიხდა, რა არის მაგისთანაო?
ბიჭო არსენავ, რა მიყავ, ყმა იყავ მაგისთანაო!

- მოგიტან თორმეტ თუმანსა, მოგითვლი ჩქარა-ჩქარაო.
ეს რომ ზაალმა გაიგო, წარბი არ შეიხარაო:

- თორმეტი აღარ მიგდია, ბიჭები შენისთანაო?!
- აბა თუ თორმეტი გყავსა, ადექ და მამყევ თანაო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი

თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი, წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,
ბელტთა შორის, როცა ყამირს ტეხდი, კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე.
– ნუ იწვიმებ! – ვინ უბრძანოს ღრუბელს?! დაგიმძიმდა ცრემლით თვალთა უპე.
სად შეწყდება სიცოცხლის გზა გრძელი, სადაურსა სად წაიყვან, ბედო...
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო.
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.
ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი, შებორკილი ციმბირს გაამწესეს.
იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა, აუჯანყდა ბატონს, ნამუსმოხდილს,
და მიტომაც დაურჩინეს ოხრად გუთნეული და ჩალური ქოხი.
ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს, შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.
ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს გლეხიკაცი გახედავდა ხარბად.
გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს, ინატრებდა გამოკვერილ სახნისს
და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას, წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით.
ვაჰთუ ვეღარ აუვიდა ფიქრებს, თვალწინ ედგა ღარიბ ქოხის ბანი,
ხუნდთა ხმაში ჩაესმოდა იქნებ სახნისის ხმა და ღირღიტას ბანი.
მაგრამ, ვაგლახ, ნატვრაც ჰგავდა ზღაპარს, ყამირებზე დაღლილივით მიწვა.
შებორკილი, შეჯაჭვული პაპა მიიბარა ყაზახეთის მიწამ.
ცრემლით არვინ დაუნამა კალთა, ვეღარ გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.
ვარსკვლავებმა გაუნათეს თავთან და სუდარად გადეფარა ნისლი.
სადაურსა სად წაიყვან ბედო, სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ...
საფლავშიაც ბორკილები ედო, მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!
დაჰყურებდი ძვლებს და რკინის ნაჭერს, შემდეგ უხმოდ მიაშურე საჭეს...
– დასცხე, ბიჭო! – ამ ყამირში ყრია პაპის ძვლები, რამ დაგზაფრა უცებ...
– დასცხე, ბიჭო! – მაგ ტრაქტორის გრიალს საქართველოს ველ-მინდორიც უსმენს.
მზე იხილეს გათოშილმა ძვლებმა... – დასცხე, ბიჭო! – პაპის ხმაა ალბათ,
სახნისის ხმა საფლავშიაც სწვდება, ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად
თავისუფლად, ბიჭო, პაპაშენი გუთნეულშიც ვერ უბამდა ხარებს.
შენ კი გინდა ეს უსაზღვრო ველიც ააყვავო, როგორც შენი მხარე.
დე, ყამირი აღარ დარჩეს არსად, გვერდით შენებრ ვაჟკაცები გყვანან...
წინაპართა ოცნებათა მსგავსად კიდით-კიდე შრიალებდეს ყანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
***

ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.

ხანი გავიდა,გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც,ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.

ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გავაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.

და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც,ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts39
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ ავღსდექი! მუხნარის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ,აგრაგვზედ ისევ ყვავიან, ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩები ისე ტკბილია,რიგორც ბადაგი დადადუღებისას... ხოხბობას გნახე,მიწურვილ იყო, როცა ზაფხული რუსათაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი ამელესა... ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტიალი, მცხეტას ვუმტვრიე საკეტურები,ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიანს შენს ქმქრს შემოვხვდი,თავი შუაზე გადამიჩეხა!.. მოდი,მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები... მოდი,გეძახი ათას წლის მერე, დამნაცვროს ელვამ შენი ტანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი არი. და დრო ახალი პაემანისა!..(გ.ლეონიძე)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
shen xar piqrebi,xar ocneba survili chemi
tkbili sizmari,dgis molandeba da sulis mcveli..
shen xar dgis shuqi, da dautvleli varskvlavi caze
xar boboqari da sazareli talgebi zgvaze..
shen xar kivili chemi sulis,xar leqsis muza
gulis simdzime autaneli,vit gemis guza..
chumi piqri xar, da ocneba gulshi maluli
chemi suntqva da godeba xar dzlier tanjuli..
shen xar acmyo da shen xar carsuli
xar momavali chemtvis natruli..
boroteba xar.. bneli cyvdiadi,
shen xar siketec da gantiadi..
tbili gimili da cremli tvalze
xar salocavi gumbatis tavze..
ltolva xar gulze gadmonadeni
xar gulis petqva.. ici ramdeni…
mshveneba cisa, sinaze zgvisa
samyaros peri, sinatle mzisa..
shen xar sicocxlis scori mizani
shenshi varsebob rogorc sizmari..
(ჩემი დაწერილია)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
TsudoooO
ვააააააააა,ყოჩაღ ყმაწვილო:) კარმას მოგართმევ,კაი ბიჭი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე თუ გავგიჯდები,გავგიჯდები შენი ყურებიტ,
გიტვალიერებ ხორციელ მკალვებს.
ეგ ბაგეები-ალუბლებივით სენიგბულები,
ეგ ალუბლები-სიმწიფით მკლავენ.
გჩვრეტ ქვეყნიურ მსვენებიტ ბურვილს,
მისმენ-ვედები გობეს და ყორეს,
ვცემ ტაყვანს-ჩემსას შენდამი სურვილს,
აგძრულს-სენდამი ძალსა და გონეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
tartaletka wrote:
ციტატა:
TsudoooO
ვააააააააა,ყოჩაღ ყმაწვილო:) კარმას მოგართმევ,კაი ბიჭი:)
გმადლობთ ტარტალეტკა=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი.
გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
იყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები!
რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!
იყავი მუდამ შეუშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.
ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ar vici rogor daviwyo Txroba..
amas Wirdeba, siTbo.. da ndoba..
veRarc ndobas vgrZnob, da aRarc siTbos,
marto darCenils aravin mixmobs..
vijeqi marto.. da viTvlidi darCenil wamebs
sveticxovlidan ganuwyvetliv rekavdnen zarebs..
vici verasdros ver viqnebi aq Rirseuli
da unda gavyo! ..suli zecas.. miwas sxeuli..
nurvin nu metyvis gadavifiqro, da vTqva uari
vici, sikvdili CemTvis aris gardauvali..
uflis imedaT sasowarkveTils damZinebia
dammZimebia suli codviT dammZimebia..
gavyureb cas da is ki Cans mSvidi,
me Cem sicocoxles vuRalate, Camowva bindi...
da tragedias aRar avcdi bneli qaosis
mogonebebi gaviyole, saaqaosi..
me ar vtirivar da ar minda vinme tirodeT..
male SevxvdebiT.. gemSvidobebiT saiqiomde!
albaT mogxiblavT iq rom gnaxavT, Tumca manamde..
sjobs ar micnobdeT da TqvenTvis davrCe gamocanadve!!
(ესეც ჩემი დაწერილია)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * * * *

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი...დამაგვიანდა.
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი