↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
will ძალიან კარგია,კარმა ჩემგან=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობა ნაბულა :)

*****

შენზე ვუამბე გაზაფხულს,
გრძნობა ვასინჯე ცის კარს...
ამ ქარსაც გამოვკითხე და
სიტყვა ვაწიე იმ ქარს...
ბოლოს მივაგენ გვირილას-
ათას ფურცელა მთის ქალს...
სულ ფურცელ-ფურცელ ვამისნე:
მიყვარს? არ მიყვარს ? მიყვარს...
არ დამიმალა გვირილამ:
გიყვარს...ძალიან გიყვარს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია...
მარადია ერთადერთი: შვენება.
ყოველგვარი ღამეების თენება,
კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია,
ყოველივე ქარია და ჩვენება.
ყოველივე მერნის გადაჭენება
ნათქვამია, როგორც ძველი არია...
მარადია ერთადერთი: შვენება.
ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება
მოსაწყენი მგლოვიარე ზარია,
ყველაფერი ქარია და ჩვენება.
ყოველივე ცხედრის გამოსვენება
მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია,
მარადია ერთადერთი: შვენება.
სამუდამო დზილიო და მოსვენება
როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა...
ყველაფერი ქარია და ჩვენება,
მარადია ერთადერთი: შვენება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *

მე შენთან შეყრის შორი იმედით
ძალმიძს, ვიცოცხლო ათასი წელი
და თუ მოვაღწევ, გამიკვირდება,
რა უცებ გპოვე, ოცნება ძველი.
თუ ვერ მოვაღწევ, მაინც ტკბილია
ეს გზა – იმედის ცრემლებით სველი.
რა ვუყოთ, განა ყველა ეწია
მიზანს, ვინც განვლო ქვეყანა ვრცელი?
ან ვინც დათესა, მოიმკო კიდეც?
მთიბველს ყოველთვის გაუჭრის ცელი?
მე შენმა ტრფობამ უცებ დამძლია,
აღავსო ჩემი არსება მთელი.
ეს ცეცხლი ტანჯვით არა ნელდება,
რაღაც საოცრად დამრია ხელი.
არ მინახიხარ ჯერაც არასდროს,
მაგრამ ყოველთვის შენს ხილვას ველი.
შევცქერ ვარსკვლავთა შორეულ ციმციმს
და თვალებს მიწვავს ალმური მწველი.
მე გავხდი შენი ნანადირევი,
დაღად მაჩნია იარა ძველი.
შენმა ხატებამ გამაპარტახა
და მომანიჭა სამყარო მთელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.

ხანი გავიდა,გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც,ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.

ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გავაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.

და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც,ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვერ ამოვედი შენი ხარკიდან,
შენი გულიდან,შენი სარკიდან,
უძლიერესო და უძნელესო,
ყველა მიწიერ დასაკარგიდან.

გამითავდება ტკივილი,შიში...
თვითონ ღმერთია ამის მოსურნე-
შენი სიმაღლის მონახე ნიში,
დახარე მხრები ანგელოსური.

დახარე თავი - გვირგვინი მძიმე,
მზე მომალანდე და მომაშიე,
სასახლედ იქცეს მათხოვრის მღვიმე,
წყალობა ცისა დარჩეს ცაშივე.

ხე ცხოვრებისა ამაოდ ვხატე,
ცრემლი დაისხა ნაყოფის ნაცვლად;
მეხვევა შენი სიზმრების ბადე,
არ მიწერია გაქცევა,გაცლა.

ვერ ამოვედი შენი ხარკიდან,
შენი გულიდან,შენი სარკიდან,
უნეტარესო და უმწარესო,
ყველა მიწიერ დასაკარგიდან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
სოფლის თავს სამი წყაროა,
სამი სარკეა ლელი!
ერთში შენ ჩანხარ,
ერთში - მე,
ერთში პეპელა ჭრელი.
ვისია ცისკრის ციაგი,
ვარდი ტურფა და მწველი.
გიყვარვარ -
რა უბრალოა,
მიყვარხარ -
რარიგ ძნელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი... მკლავი ანაცერი...
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მიაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი როგორც გალახული...
თითქოს შენს სხეულში მზეა მომწყვდეული
ანდა კანში სდება მწიფე ბროწეული...
ზღვა ღელავდა... თრთოდა... ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ აპირზე და ღელვაც გაიტანე,
განა ბევრი მინდა... ჰოი,დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვდიოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი,როგორც სალამურზე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე..

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით-ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ გაიგონებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება,

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts39
კარმა0
OFFLINEPROFILE
იცით რა მინდა?
სიყვარული მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა,
გალუმპული სული აწივლდეს,
მან, რაც წავიდა,
აღარაფრით ავნოს აწინდელს,
დადგეს წამი და
ულამაზეს წამად გაცივდეს,
ჩემი მზერიდან
თქვენს მზერაში გადავნაწილდე,
ბევრი არ მინდა,
სიყვარული მინდა მაწვიმდეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაეცა. ჩაიცინეს.
წამოდგა. გაუცინეს.:( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ცხოვრება რაა? სიკვდილთან დავა,
ხან უკვდავების ატარებს ნიღაბს,
ცხოვრება რაა? ფინჯანი ყავა,
შევსვავთ და ფსკერზე დავეძებთ იღბალს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარგი იქნება მჯეროდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს
(რომელიც მართლაც იქნება მშვენიერი)
აღმომაჩენ და გაფართოებულ თვალებში
შვება ჩაგიდგება.
კარგი იქნება მჯეროდეს, რომ მოხვალ ოდესმე,
შემომაბრუნებ და მეტყვი სიტყვებს,
ვერავისთვის რომ მიწისგულზე ვერ გაიმეტე.
კარგი იქნება,
მაგრამ უკვე არაფრის მჯერა
და მეშინია დღის,
რომელიც მოვა ჩვეულებრივად
და დამაჯერებს, რომ
არ მოხვალ,
არ აღმომაჩენ,
არ მეტყვი სიტყვებს,
ვერავისთვის რომ მიწისგულზე ვერ გაიმეტე
და მე ვერ ვნახავ თვალებს, რომლებშიც
გახურებული ლითონივით
ჩადგება შვება.

=love =ara =ara :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ მზემ გადაუარა
და ჩაუქრო ალები.
მოვდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი