↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ioane
ინებე კარმა=ko=
მომწონს შენი ლექსები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
იოანე კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ioane
ამ ლექსების ავტორი შენ ხარ?
დიდებულია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხ;ზე უმხურვალესო.
დღეთა სინაზესედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupariad
ამ ლექსს კოპირებას ვუკეთებ,რათა გზა და გზა,
ხშირად ვიკითხოთ.არაჩვეულებრივია.
ღმერთო, დაეხმარე ყველას, ვინც სუსტია და ოხრავს,
ვინც ფრთებს ვერ შლის და სიყვარულის მაგივრად, ფორთხავს,
ვისაც წაართვეს და მწარე სინანულით მოსთქვამს,
ვინც ელოდება უკვე დაკარგულის მოსვლას,
ღმერთო, დაეხმარე ყველას, ვინც ბოროტია და სცოდავს,
ვინც ფრთებს ვერ შლის და ლოცვის მაგივრად, ბოდავს,
ღმერთო, დაეხმარე ადამიანს,-ურალოს, მოკვდავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს

ვარსებობ შენით,
ვცოცხლობ შენით,
ვსულდგმულობ შენით...
ჰო,მე კი მშველის ღიმილი შენი,
ალერსი შენი,
ჩურჩული შენი,
მაგრამ შენ გყოფნის?
ყოფნის შენს ლოდინს რასაც გიმზადებ?
დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს,
არ გამიბრაზდე...
უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ-მარტო ჩემი ხარ!
და ალბათ ესეც ბრალია იმის---
მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ .................


=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მეტ რაღა უნდა დამმართო
მაგ თვალთა მკვლელი ისრებით?
მომიხველ უმისამართოვ,
გონდაკარგული ნისლებით?!

ვაითუ, შენმა სიცივემ,
დამატყოს თოლებს ჭირხლები.
მე უშენობა არა მსურს,
კლდევ, ხავსად მოგეკიდები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ ლექსის ავტორი მე ვარ=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა სიხარულოოოოოო. ჩემგან გულწრფეკი კოცნა და დიდი სიყვარული მიიიგეეეეეეეეეეეეეეეეეე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ioane
ნელ-ნელა თუ მოგვაწვდი შენს ლექსებს,
ძალიან მადლობელი დაგრჩებით.
პატარა კრებულს ავკინძავდით.
მიყვარს შენნაირი ახალგაზრდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოდესმე მოვალ შენთან, მდუმარე.
იქნებ მიშველოს ღმერთმა.
მე ღმერთს ზღაპარი შენზე ვუამბე,
თუმცა მან თვითონ შეგქმნა.

და ადგილს, სადაც გგულისხმობ, სივრცეს,
ჩიტებად ვჩუქნი კოცნებს.
შენ რომ ჩემი ხარ, არავინ იცის.
თუმცა ღმერთია მოწმე.:) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოველი სიტყვა არის გვიანი.
შუბლის ყოველი შეჭმუხნაც. ანდა
ფარდაზე ნელა გადის ნიავი,
და ზღვად იქცევა დროებით ფარდა.

საფერფლე _ ფერფლით, როგორც ცხოვრების
დამწვარი ნეშტით _ პირამდე სავსე.
მიზეზი თვალთა გამათხოვრების.
უგონოდ წოლა ყველაფრის თავზე.

წახვედი. დამრჩა შენი სახელი.
თვით _ უსახელო დავრჩი და უტყვი.
არც თვალებია მთლად გასახელი.
არც ჰაერია მთლად ჩასასუნთქი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი