|
დილა მშვიდობისა ჩემო ქართველებო: გუგუა,ტელმანი,ფიცხელა,ელჩი,აუპაირად, ციცი,ლეტიგო,არიადნი,მედი.მე მიმაჩნია,რომ ჩვენ,პატარა ფერეიდნულ-ქართული ქალაქი ან სოფელი შევქმენით,ჩვენი გუგუას ხელმძღვანელობით. დღეს მინდა , ერთი ახალი მეგობარი შეგძინოთ, რომელიც შემთხვევით,ჩემს დადებულ ლინკს წააწყდა და პირველად შევიდა ამ საიტზე. გადმოვიტან მის მოკლე წერილს:
მახუნია პერეიდანმა დამაინტერესა და შენ დადებულ ლინკით შევედი,გავსკდი ღრიალით.
”შაჰ-აბაზი მოვიდა, კახეთი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა...” ეს არის და ეს. მორჩა, მოისვენა. მას შემდეგ საუკუნეები ჩამოთავდა და ქართველი მემატიანენი ერთხელაც არ მიჰბრუნებიან ამ უზარმაზარი ტრაგედიის ამბებს. თითქოს არც არაფერი მომხდარა და ის 400 000 გაუბედურებული ქართველი – კახელნი, ინგილონი, ქართლელნი და კიდევ სხვანი, და სხვანი, თითქოს არც არსებულან. იცვლებოდნენ თაობები და მათი არავინ არაფერი იცოდა. მისი სახელია jijilala,რომელსაც ალბათ,ყველანი იცნობთ სახვა გვერდებიდან. შემოგვიერთდი ჩემო jijilala,შენი გულის ამბავი რომ ვიცი,ჩვენ ვეღარ დაგვტოვებ.ერთად ვიცინოთ, ვიმხიერულოთ,მოვესიყვარულოთ ერთმანეთს,ერთად გავიხსენოთ ჩვენი შორეულში გადახვეწილი ქართველები და თუ საჭიროა ერთად ვიტიროთ. gugua კიდევ ერთხელ მინდა,მადლობა მოგახსენო,დიდებული საქმის წამოწყებისათვის და იმისათვისაც,რომ შენ არსებობ, ღმერთმა დაგლოცოს ნამდვილო,ქართველო ვაჯკაცო. გეფერებით ყველას, თქვენი მახო.
|