↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
jijilala შემოგევლე=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
100 ახალი ქართული სიტყვა

ქართული თანამედროვე ჟარგონი + როგორ ახსნიდა მას სულხან-საბა ორბელიანი

ა
აბაროტის აღება - ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი - წყენის მთესველი
აეწელა - ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა - ჟინთ აშლა
აიწია - ფრიად განკჳრდა
ამტუტება - წესთ აღრევა
ანტიფრონცკი - ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი - ჰარიფთან ნახე
არღნის ჩიტი - მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყჳან
ატაშოლი - ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
აუდე - წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება
აყლისთავება - ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა;
გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყჳან
აჩათლახა - სახეზედ მუშტი ჰკრა
აწევა - თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა
ახევა - წართმევა მძლავრისაგან
ახვევა - წარსლვა უპატიურისა
ახუჲლიშ - ოღონდაც
ახურუშებული - ქუჱნა გრძნობათ აყოლილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
წაწლობა და სწორფერობა მთაში

[თინიკო ხუტურიძე]
წაწლობის ტრადიცია და ფენომენი ერთ-ერთი ყველაზე უძველესია ჩვენი ქვეყნის წეს-ჩვეულებათაგან. იგი ძირითადად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და ერთობ ორიგინალურობითაც გამოირჩეოდა. წაწლები, როგორც წესი, იყვნენ ერთმანეთის ბავშვობის მეგობარი ქალ-ვაჟი, რომელთა მეგობრობა პირველ რიგში, იმით იყო გამოხატული, რომ მათ ღამითაც კი ერთად უნდა დაეძინათ.

ფშავური ტრადიციის მიხედვით, წაწლებს უფლება ჰქონდათ, ერთმანეთთან ყოველმხრივი ალერსისა, ოღონდ მათ შორის სექსის არსებობა ამ წესის დიდ დარღვევად ითვლებოდა და მსგავს შემთხვევებში უფრო მეტად ვაჟი ისჯებოდა, როგორც წაწლობის ფიცის გამტეხი და ადათ-წესის მოღალატე.

გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: ”წყვილ წაწლების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არა მხოლოდ ცალკეულ ოჯახს, არამედ მთელ სოფელს უნდა სცოდნოდა, რადგან ნაწაწლები ქალის გათხოვების შემთხვევაში არავის გასჩენოდა რაიმე ეჭვი. წაწლები ძირითადად მცირე ასაკიდან და უმეტესად, რაიმე ახლობლობა-მეგობრობის კრიტერიუმებით ირჩეოდნენ, ხშირად მშობლების მიერ.

დაშვებული იყო გვიანდელი წაწლობა, ანუ ქალ-ვაჟის მოწიფულობის ასაკში დაკავშირება ამ წესით, თუმცა მშობელთა სურვილის გარდა, თვითონ საწაწლო კანდიდატების თანხმობაც აუცილებელი იყო. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სტუმარსა თუ ახალგაცნობილ კაცს, რომელიც რაიმეთი სიმპატიას დაიმსახურებდა მასპინძელთა (ამ შემთხვევაში მთიელ მასპინძელთა) თვალში, პატივისცემის მიზნით ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს გვერდით უწვენდნენ, როგორც წაწალს, თუმცა კაცს სექსის უფლება ამ შემთხვევაშიც არ ჰქონდა.

სწორედ აქედან დამკვიდრდა ქართულ ზღაპარ-მითებსა თუ ზეპირსიტყვიერებაში საწოლში ჩაწოლილ ქალსა და კაცს შორის ხანჯლის დადების წესი, რათა ისინი არ მიჰკარებოდნენ ერთმანეთს. ხშირად სწორედ ამ ხერხს მიმართავდა გაწაწლებული სტუმარი კაცი, რომელსაც ნამდვილად ვერ ექნებოდა გარანტია იმისა, რომ აუცილებლად შეიკავებდა თავს და ქალს არ მიეკარებოდა. შუაში ჩადებული ხანჯალი ამ მხრივ ერთგვარი დამზღვევის როლსაც თამაშობდა და იმასაც ხაზს უსვამდა, რომ სტუმარი კაცი ნამდვილად არ აპირებდა მთიელთა ამ წესის დარღვევას”.

წაწლობის ღამის ”შედეგების” გასაგებად მთელი ოჯახი იკრიბებოდა, რამეთუ ყველას აინტერესებდა, დაარღვია თუ არა წესი ახალგაზრდა წაწალმა წყვილმა. ამის გასაგებად კი ძალზე მარტივი რამ იყო მოფიქრებული. ის ღამე რომ გათენდებოდა, ქალს მიუტანდნენ წყალს, რომლითაც ხელები უნდა დაებანინებინა წუხანდელი წაწლისათვის. თუკი ქალი დაუსხამდა კაცს წყალს და დააბანინებდა ხელებს, ხომ კარგი, ე.ი. ყველაფერი რიგზე იყო. თუ არადა, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადათი დაირღვა და მათ შორის ”რაღაც იყო”.

19-ე საუკუნეში ფშავში ჩასული ერთ-ერთი თბილისელი ეთნოგრაფი წაწლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ასეთ საინტერესო ფაქტს გადააწყდა, რომელიც შემდეგ თავის წიგნშიც აღწერა და ჩვენც საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს ამბავი რა თქმა უნდა, შემოკლებით გიამბოთ. ამ ამბიდან კარგად ჩანს წაწლობის ცალმხრივი მანკიერებანი.

- ”ხევსურეთში ორი ოჯახი ერთმანეთს სამტროდ იყო გადაკიდებული და ურთიერთის ”სისხლიც ემართათ”, ამიტომ ერთი თვეც არ გავიდოდა ისე, რომ დაპირისპირებული მხარეებიდან თუნდაც ერთი კაცი მაინც არ მომკვდარიყო. ერთ-ერთი მხრიდან მოწინააღმდეგის სისხლის წყურვილით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვინმე მგელიკა, რომელსაც მეორე მხარემ ვერაფერი მოუხერხა.

”ბოლოს თურმე მგელიკას მოშორებაზე მეოცნებე გვარს ასეთი რამ მოუგონა. ისინი მივიდნენ ხევისბერთან (ალბათ ყველამ იცით ხევისბერს რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ მთაში) და სთხოვეს, რომ მტრობა აღარ გვსურს, მათთან შეგვარიგეო და ამის აღსანიშნავად ქეიფისა და სუფრის ხარჯებს ჩვენი გვარი იკისრებსო.

”ხევისბერმაც ითავა მათი შერიგების პროცედურა, მეორე გვარიც იოლად დაითანხმა, რადგან მათ უფრო მეტი კაცი ჰყავდათ მოკლული. გველიკას ნათესავებმა იფიქრეს, ჩვენი რა მიდის თუკი შერიგება უნდათ, შევრიგდეთ, სისხლი მაგათი მხრიდან უფრო მეტი დაიღვარაო.

”მართლაც გაიშალა სუფრა, სადაც ორივე გვარის წარმომადგენლებმა დიდი ქეიფი გამართეს ვითომდა შერიგების აღსანიშნავად, მაგრამ შერიგების ინიციატორი გვარის ეშმაკობა უკვე შემდეგ გამოჩნდა. კაცებმა მგელიკას (როგორც მეორე გვარში ყველაზე ვაჟკაცს) სთხოვეს, რაკიღა შევრიგდით, ბარემ ერთმანეთს წაწლობის მადლითაც შევეკრათ და ამიტომ ეს ღამე ჩვენი გვარის ერთ-ერთ ქალწულთან, როგორც წაწალმა, ისე გაატარეო.

”მგელიკაც რას იფიქრებდა, დარჩა იმ ღამეს მტრის ოჯახში და მიუხედავად იმისა, რომ წაწლობის წესი პატიოსნად აღასრულა, დილით ქალმა თავის გვართან წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ხელი მაინც არ დააბანინა, აქაოდა ჩვენს შორის სექსი იყოო.

”ატეხა მგელიკამ ერთი ამბავი, მართალი ვარ, ქალი ტყუისო, მაგრამ, როგორც წაწალი გოგოს გამსინჯავმა ქალებმა დაადასტურეს, რომ ვითომდა მართლაც მომხდარიყო მათ შორის ”რაღაც”, წინააღმდეგობა მაინც ვეღარავინ, მათ შორის ვერც მგელიკას ნათესავებმა ვეღარ გასწიეს და უდანაშაულო დამნაშავე, როგორც წაწლობის წესის დამრღვევი ისე დაისაჯა სიკვდილით.

”დასჯილის ნათესავებმა პირველ რიგში იმიტომ შეიკავეს თავი ”დამნაშავის” დაცვისაგან, რადგან ამ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ არა მარტო ერთი გვარი, არამედ მთელი თემი ამხედრდებოდა”

ასე დაასჯევინა წაწლობის ტრადიციის ”სიწმინდემ” ქალის ნათესავებს მოსისხლე მტერი, ანუ ხანდახან ისეც კი ხდება, რომ ადამიანები კი არ ემორჩილებიან ადათ-წესებს თუ ტრადიციებს, პირიქით, ისინი აქეთ იმორჩილებენ მათ. ქართველი ეთნოგრაფის მიერ აღწერილი ეს ამბავიც, ვგონებ ამის მკაფიო მაგალითია.

მიჩნეულია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წაწლობის ინსტიტუტეს არსებობა განაპირობა შემდეგმა ხუთმა გარემოებამ: 1. მამაკაცის უდიდესმა გავლენამ ქალზე; 2. სინდისის კულტის უზენაესობამ; 3. და-ძმობის მცნების ფართოდ გაგებამ; 4. კაცის მხრიდან ეთგულების სიმტკიცის დადგენის სურვილმა; 5. ადრეული ასაკიდანვე საწინააღმდეგო სქესის ადამიანის ფიზიკური აგებულების შესწავლის მიზანმა.

არსებობს მოსაზრება, რომ ახალგაზრდულ ასაკში ნაწაწლები ყმაწვილი სრულფასოვან მამკაცად, ნაწაწლები გოგო კი, სრულფასოვან ქალად ყალიბდება, ანუ, ურთიერთობას, რომლიდანაც ერთი ნაბიჯია სექსამდე, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ”გაკვეთილები სექსის შესახებ”.

და მიუხედავად იმისა, რომ წაწლობის ტრადიცია საქართველოში დღეს აღარ არსებობს, მისი ისტორიული კვალი 21-ე საუკუნეშიც კი შეიმჩნევა ქართველ ახალგაზრდებში, რაც ”პეტტინგის” ანუ სექსამდე არმისული გახშირებული სიმრავლით გამოიხატება.

რა თქმა უნდა ”პეტტინგი”, როგორც ასეთი, სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ მართლაც გამორჩეული სიტუაციაა, რადგანაც ”ქალიშვილობის ინსტიტუტეს” დღემდე არსებობა ერთგვარი გაგრძელებაა წაწლობის უძველესი ტრადიციისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
jijilala
აბა შენ იცი,შენებურად,ერთი კარგი
კომენტარი გვაჩუქე და გუგუა აუცილებლად
გამოაქვეყნებს.
შეგიძლია შენი ნამდვილი მონაცემები
გუგუას მისწერო იმეილით.
Gugua56@gmail.com

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო ჩემი წერილი მიიღე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმანი, არ იგზავნება?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
jijilala-ს მივესალმები! კიდევ ერთი ნამდვილი ქართველი ამოგვიდგა მხარში!
მახო, ძმა ხარ! მე ცოტა იშვიათად შემოვდივარხოლმე და აბა შენ იცი, ამ სახლ-კარს შენ გაბარებ!
ფიცხელა მენატრება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა დიდი მადლობა ნდობისა და
პატივისათვის.
იშვიათად შემოსვლას ვერ გაპატიებთ,ამიტომ
გიძღვნი ჩემს საყვარელ ვიდეოს.
http://www.youtube.com/watch?v=dBHhSVJ_S6A

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
qurdimaxo
დილა მშვიდობის ჩემო ძვირფასო!
დილა მშვიდობის დესპანო !
დესპანის ქართველებო,ფერეიდნელებო,მესხებო,ლაზებო,აფხაზნო,სამაჩაბლნელნო,
ყველას გისურვებთ მშვიდობიან დილასა და დღეს!ნუ შევშინდებით ქართველნო,არც ისეთი
ცოტანნი ვართ!-ჩვენს მტერს,რომ ჰგონია.ავჯანყდებით ერთ დათქმულ დღეს და ყველა დავბრუნდებით
ჩვენს კურთხეულ , საქართველოს მიწა-წყალზე.გვითვალონ მერე ჩვენმა მტრებმა!

მახო მადლობა ასეთი თბილი წარდგენისათვის.ვაი, ჩვენს მტერს (ტერმინების შეცვლას ვიწყებ )
დილით დაწყებული წერა შუადღემდე გამიგრზელდა.რავქნა დავბრუ დამახვია ჩემმა მოხუცმა.
ძალიან აქტიური მყავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
jijilala
ეცადე ხშირად შემოხვიდე,
ეხლა არიადნიმ მომწერა pm-ში
ფერეიდანში შემიშვიო=haa=
ასე ჩემო ლამაზებო და კარგებო,
ჩვენ თუ გავუთბობთ გულებს ჩვენს ფერეიდნელ
ქართველებს,თორემ ცოდონო არიან,უსამშობლოდ.
gugua
თხოვნას პირნათლად ვასრულებ,მაგრამ
მთლად ჩემი ბრალი არ არის,ჩემო ძმიავ,
თვითონ მომმართეს თხოვნით.
გეფერებით ყველას,ვისაც საქართველოზე შესტკივა
გული. თქვენი "მახო მაგარია" =dac= =dac=
=kool= =kool= =kool= =kool= =kool=(ვხუმრობ,სიმაგრეში
ვერავის შევეცილები)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჟვება გუგუა!
ქართველი ,ფერეიდანიდან ,პირველად თელავში ვნახე 1972წელს.
სტუდენტური გასვლით ვიყავით ,თბილისიდან თელავში.
ფერეიდანელ ქართველებზე ყოველთვის ვფლობდი ინფორმაციას,თუმცა მწირს.
გასულ ღამეს ,დესპანზე ჩვენი ძმა "ქურდიმახო" მოვინაკლისე ,
მის მოსაძებნად ჩათში გადავინაცვლე და,მის მიერ დადებულ ლინკს შევყევი "საიტში".
დილის 5 საათამდე ვკითხულობდი .გასული ღამის,ჩემს ყოფას,
დაჭრილი სულის ბღავილს დავარქმევდი.
ვიწამოთ ქართველნო! ჩვენ ერთმანეთი გვყავს!
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო გ ა ბ რ წ ყ ი ნ დ ე ბ ა !

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ფერეიდანი

სურათი აღარ არსებობს

ფერეიდანი ღამით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
დამიბლოკეთ გუგუას საიტი თორემ გამაგდეს სამსახურიდან და დამრჩნენ ბაგნები მშივრები:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
letigo
ყველამ გავიარეთ ეგ სკოლა.
გამაგრდი და ისე ჩადი ბოლომდე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
მახო
მაგრადა ვდგევარ მაგრადა=bz=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი