↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიმანიშნ - მიმახვედრე

რომ თავისუფლება

გრძნობებსა და ეპიზოდებად

დაშლილ სიცოცხლეში _

სიკვდილამდე ერთად ყოფნაა

და არა თამაში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი,
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.
მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.
იყოს ისე , როგორც დარჩა
ამიერამდი,-
ჩემთვის- ძონძი, შენთვის- ფარჩა
ფერად-ფერადი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
როცა მეწერება ვწერ,
როცა მემღერება ვმღერი,
რადგან მეგულება ჯერ
გვერდით მოყვარე და მტერი.

ზოგჯერ ღრუბლებს ვესვრი ქუდს,
ასე,თავშიშველი დავალ,
ვებრძვი ბოროტსა და მტერს,
რომ გავაგებინო რა ვარ.

როცა მოწმენდილ ცას ვხედავ,
მაშინ მარულასაც ვმათავ,
ისეთ რამის თქმასაც ვბედავ,
სხვასაც რომ აწუხებს,მართალს.

როცა მეწერება ვწერ,
როცა მემღერება ვმღერი,
ვერ გამოვიცანი ჯერ
კარგად მოყვარე და მტერი.

ზოგჯერ ჩიბუხივით ბოლავს
ფიქრი,ფუტკარივით მალი,
არ ვარ ჩემი ბედის მონა,
კვლავ წინ იმზირება თვალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თვალს მიხვევენ,ენას მაგლეჯენ,
და მაგდებენ საკირეში!
ურცხვად სვიდ-სვის პარასკევსა
მითვლიან მე ერთ კვირაში!

მამა-პაპის სწორ გზაზე
სიარულსაც კი მიშლიან,
მაგიერად მათ მრუდ გზაზედ
ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!

ვერ დავაგდებ ძველსა გზასა
გინდა იყოს ეკლიანი:
ვიცი,სხვებიც მომყვებიან
ჩემებრ შავ-ბედ ეტლიანი!

და თუ ვინმემ გადუხვია
და გადასდგა მრუდეთ ფეხი,
გაუსკდეს მას დედამიწა
და დაეცეს თავზედ მეხი

აკაკი წერეთელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მომხარა,გამამყვითლა,
უღლის მარტოკა წევამა,
ხან გული ამიფრიალა,
ხან ამიწია წნევამა.
მგელს ვერ მივბაძე მგლობაში,
გზა გადამიჭრა მელამა,
გამამიცხრილეს ოჯახი,
იკლო ფურ-ძროხის წველამა.
ხან ყვავ-ყორნები მძიძგნიდნენ,
ხან ბრჭყალი გამკრა ძერამა,
დამსეტყვა,ასჯერ დამკოდა
მეგობრის ავად მღერამა.
და უხვად გადამათეთრა
მტერზედაც სულის ბერამა,
ღველფზე რომ წყალი დამისხეს,
მაინც იხრჩოლა კერამა.
თვალში სინათლე მამაკლო,
ბედმა და ბედისწერამა,
დამინახშირა ოცნება
შხამში ნაწებმა ენამა.
გამამხრა,გამამაფოტა
სულ მუდამ კვნესა-ხველამა,
გული ორმაგად მატკინა
მტერის მაცდურმა ხვევნამა.
ვერაფერი ვერ მიშველა
დღედაღამ წიგნში ცქერამა,
ოფლდადენილი ცხოვრება
ორმაგად გამიელამა.
რას ვიფიქრებდი,მოყვარე
უტყვიოდ გამაგორებდა,
კარგ სიტყვას ერთს არ მეტყოდა,
ცუდს ასჯერ გამაგონებდა.
გამავიარე ცხრახვრელი,
ვძებნე ცხოვრების ცხრა კარი,
ცხრიდან ერთიც ვერ შავხსენი,
თუმც ხმალი ბევრჯერ დავკარი.
ვკაფე ეკალი და ბარდი,
ცხრა ველზე დავეც კარავი,
ამდენი ომი გადამხდა,
მშველელი მყავდა არავინ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მედი მაგარია ძალიან მომეწონა კარმა და მპუა შენ=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
,,ჰეი და ჰარი და ჰარალო...
სისხლის ფასია და სამშობლო...
ჰეი და, ჰარი და ჰარალო...
შენი ჭირიმე სამშობლო’’...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, –
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, –
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ –
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, –
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები!

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
თბილისი

მეფე ლომკაცმა, თუ მგელკაცმა დაგარტყა კვერთხი
და ჩემს წამებად შენ აღსდექი ქვეყნად, ქალაქო,
ბევრი ვაჟკაცი გალავანთან შემოიფერთხე,
მეც მინდა გული სისხლის ლექსად შემოგალაქო.

მეც მიმინო ვარ, გოგირდის ტბას შენ რომ ჩაფალი,
მეც სიკვდილამდე წყურვილისგან მიშრება პირი.
ვიცი, სხვა ღმერთზე უწყალოა ქართლის უფალი,
მაგრამ მისი ვარ სამუდამო მე ოქროპირი;

ვიცი, გიცავდნენ მეციხოვნე მორკინალები,
ვიცი, ძვლებიდან ამდგარია შენს ახლო მთები,
ვიცი, გთელავდნენ ყიზილბაშის ცხენის ნალები
და წაუჭრიათ ტაძრებისთვის ხმლებს გუმბათები.

თათრების სისხლით მეწამული გამხდარი მტკვარი
და როგორც მოსეს _ სააკაძეს ხმლით გაუკაფავს;
გილეწდა კალოს ბავშვებისას თათრის ყევარი,
მიტომ ვერ გენდვნენ თამარ მეფის შენ ძვირფას საფლავს.

ბებერი ძვლები ირაკლიმაც ძლივს გაიტანა,
სული დამარხა ნარიყალას გამსკდარ ბასტიონს,
მესამე უნდა საქართველოს ზღვა შავ ზღვისთანა-
მარაბდის ველზე ვაჟკაცური ქართლი დასტიოს.

ვერ გიბედავდა რუსთაველი პირისპირ შებმას,
ვერც სხვა პოეტმა შენ აქამდე ლექსით ვერ გაქო
და უფრთხის ყველა სამუდამო შენს სისხლის ემბაზს
ვაჟკაცობისთვის განწირულო, ძველო ქალაქო!..

თავი შეგაკლა საიათნოვამ, უცხო სომეხმა,
გემრიელ წყალით ნაქებია ძველადვე მტკვარი,
და თუ შენ ახლა პოეტისგან მოგესმის შესხმა,
ეს გედი მღერის_ყელწაჭრილი და ცოცხალმკვდარი.

მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი,
მე ვარ თბილისის აგონიით მკვდარი პოეტი...


1923წ./ტიციან ტაბიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამოცოცხლება

ხარობს გული, ხარობს გული იმას,
რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას.

რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი
(იყო მსხვერპლი, მაგრამ მსგავსი მსხვერპლი?)

სევდიანი თვალს მოშორდა რული,
გამოცოცხლდა, გამოცოცხლდა გული.

სიხარულით კვლავ წკრიალებს ქნარი
(იყო მკვდარი... მაგრამ მსგავსი მკვდარი? )

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=SaxmdFH0 ... r_embedded

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ ცასავით კრიალა ხარ,
მაგრამ მტრებთან მკაცრი ხარ,
მარტლა გმერთი კი არა ხარ-
მაინც,მაინც კაცი ხარ!
მტრები,მტრები მახვილს გცემენ,
მტრები გეპარებიან
ყეფით,ყეფით გაფხიზლებენ
ყეფით გეხმარებიან,
რა იციან"მეგობრებმა",
რა სამსახურს გიწევენ,
ანგელოზად ჩაძინებულს,
აფრად გაგაგვიძებენ.
ხოლო რისხვიტ გალომებას,
გააფთრების ტკივილით,
სდევს ზეგარდმო წყალობები
და ჩანგების ყივილი.
მტერი კიდევ რომ არ გყავდეს,
უნდა რამე იგონო,
სად ისჰოვი ერთად მაგდენს
უნდა გამოიგონო.
მაგრამ- ვაშა!მახვილს გცემენ,
თვითონ გეპარებიან,
ყეფით,ყეფით გაფხიზლებენ,
მტრები გეხმარებიან
შენ გახსნილი იარა ხარ,
შენ ხმლებს გაუკაწრიხარ,
მარტლა გმერტი კი არა ხარ,
მაინც,მაინც კაცი ხარ.
დაე, წყევლა ბაგეს მოწყდეს,
გარს გეხვიოს ავდარი,
და ცხოვრების ანგელოსტან
ერტად შენში აფტარი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია –
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!

ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა!

ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!

მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა!

შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!

შენ ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი.
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება –
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეტიგო
როგორ ხარ ჩემო კარგო=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
არიადნი
ისე ვარ როგორც კერკეტი კაკალი,არ ვუტყდები ემიგრანტობას,ტავად როგორ ხარ დვირფასო?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი