↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
დილით გახვედი და დაბნელდა.მთელი დგე სიბნელე იყო ჩემტვის.დგეს კიდევ მივხვდი,შენს მეტი მე არავინ არ მინდა.სენ ცემი ტკივილიც ხარ და დიდი სიხარულიც.არ ვიცი რა მჩირს,ცარიელი ვარ მთელი დგე,სულ კარებისკენ ვიყურები,მგონია სემოხვალ და დაიწყებ შენებურად-რას გავს ოტახი,რატომ ყრია ტანსაცმელე დაკეცე და...
ძალიან,ძალიან მიყვარხარ.როცა ჩემს გვერდიტ ხარ ამაგლებულად ვგრძნობ ტავს და უფრო ტამამი ვარ რტული ცოვრების ცინაშე.
გპირდები -სჰენ ბედნიერი იქნები.
მაგრად მენატრები ამ სიცარიელეში
04.07.06

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ორთავე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი...საქსოვი...ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მოხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,-
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
auraidit
ორი მოხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,-
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...

დიდებული ლექსია,მაგრამ ცოტა შემაშინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ ლექსსს მამაჩემი უკითხავდა ხოლმე დედაჩემს ხშირად . ოდესმე ყველა დავრჩებით მარტონი მთავარია რა იყო მანამ ....:) :)

გაფრინდა ჩემი ახალგაზრდობა
გრძნობები გულთან აღარ დაობენ
მინდა წინასწარ ვუთხრა მადლობა
ვინც მიმაცილებს სასაფლაომდე .

და თან დაამატებდა ხოლმე " ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებაო "

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
აუპაირად
ზვანია ჩემგან ლექსისთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
"მე შენ მიყვარხარ" - კაცობრიობის ისტორიას, ალბათ არ ახსოვს ამაზე ლამაზი ლოზუნგი, იმ ლოზუნგთა შორის, რომელიც დღემდე შექმნილა.
საუბედუროდ ლოზუნგს ერთი საშინელი და უარყოფითი თვისება გააჩნია - რაც უფრო ხშირად გამოიყებნებ, უფო მალე ცვდება და ხუნდება.
ოო... რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც შენგან ამ სიტყვას ვისმენდი -"მე შენ მიყვარხარ" - ...... და შემდეგ???????? შემდეგ შენს ცხოვრებაშიც გახუნდა ის მწვანე თვალები, რომელიც ასე გაგიჟებდა, გაიცრიცა ის ბაგეებიც რომელიც უმანკოდ ილტვვოდა შენს საამბოროდ.
ახლა გიჟივით ვეკითხები საკუთარ თავს - ნეტავ რა მოხდა? ნუთუ მართლა ლოზუნგია "მე შენ მიყვარხარ"? და თუ ასეა, ჩემშიც რატომ არ იძენძება იალქანივით?
"მე შენ მიყვარხარ" დაუსრულებლად შემიძლია ამის ძახილი და იცი რატომ? - შენგან განსხვავებით,ჩემთვის ეს სიტყვები სულშია ამოტიფრული და არა ცარცის ფურცელზე, რომელიც ღმერთმა იცის რისთვის აღარ იხმარება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნეტავ თუ ნახავ ამწერილს ოდესმე? თუმცა რა აზრი აქვს? უნიჭოები მხოლოდ კითხულობენ, მაგრამ ვერ აღიქვავენ.
შენ რაიმეს წაკითხვა რომ შეგძლებოდა ამას ჩემს თვალებშიც ამოიკითხავდი ერთდროს, მაგრამ ...........
ფუი.... ამ უსამართლო ცხოვრებისსსსსსსსსსსსსს..............................................

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ioane wrote:
ციტატა:
ნეტავ თუ ნახავ ამწერილს ოდესმე? თუმცა რა აზრი აქვს? უნიჭოები მხოლოდ კითხულობენ, მაგრამ ვერ აღიქვავენ.
შენ რაიმეს წაკითხვა რომ შეგძლებოდა ამას ჩემს თვალებშიც ამოიკითხავდი ერთდროს, მაგრამ ...........
ფუი.... ამ უსამართლო ცხოვრებისსსსსსსსსსსსსს..............................................
იოანე,რას მერჩოდი ჭირიმე,ამ დილაადრიან
ჩემი ატირება რატომ გადაგიწყვეტია.

შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.

და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ დაიჯერო არასდროს სხვისი.უნდა იცოდე გჯეროდეს ვისი.უნდა იცოდე ილოცო ვისთვის.ანდა სიცოცხლე გასწირო ვისთვის.ვისთვის შესწირო ღმერთს პატიება და ვისთვის შესძლო შენ ატირება.უნდა იცოდე ვინ არის ღირსი შენ სიყვარული ატარო მისი.მახო ამ ლექს გიძღვნი შენ.რაც არ უნდა იყვეს ქურდი კაცი ხარ.მოწიწებით და პატივისცემით ნანა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,
თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.
უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
........და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ესეც თქვენ ჩემო დესპანელებო:თქვენ ვერ გივიწყებთ,სულ თან დამყვებით.სხვამ ვერ გამიგო თქვენ მახსენდებით.თვალებს რომ ვხუჭავ თქვენ მელანდებით.ღმეტთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ.გაბრწყინდებოდეს ეს საქართველო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
იოანე
:( ,დაიწვა გული,=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
nikolozi12 wrote:
ციტატა:
არ დაიჯერო არასდროს სხვისი.უნდა იცოდე გჯეროდეს ვისი.უნდა იცოდე ილოცო ვისთვის.ანდა სიცოცხლე გასწირო ვისთვის.ვისთვის შესწირო ღმერთს პატიება და ვისთვის შესძლო შენ ატირება.უნდა იცოდე ვინ არის ღირსი შენ სიყვარული ატარო მისი.მახო ამ ლექს გიძღვნი შენ.რაც არ უნდა იყვეს ქურდი კაცი ხარ.მოწიწებით და პატივისცემით ნანა
ნანა დიდი მადლობა შესანიშნავი ლექსისთვის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი