↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუააააააა გუშინ რუსუდან ხანუმი და მისი მეუღლე ხუციშვილები ვნახე ტელევიზორში .ხელით ნაქარგი ხატი "იესოს დაბადება "ჩამოუტანეს
წმინდა ილიას. მისი მადლი შეგვეწიოს ყველას.გილოცავთ ძველით ახალ წელს მრავალს დაესწარით სიხარულით სიყვარულით მრავალჟამიერ.მიყვარხაააართ!=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= ასე მეგონა ჩემს
ნაცნობებს ვუყურებდი=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
=sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher=
=sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher=
=sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუააა,გილოცავთ,გილოცავთ,გილოცავთ!
გამოჩნდი,სირცხვილია უჩვენოდ ამდენი გულაობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ციცის! მეც ვნახე ეგ გადაცემა, ერთი ქალბატონია კიდევ მართა იოსელიანი, ჩემს შთაბეჭდილებების ირანის განყოფილებასია, მანაც პატრიარქს შარშან დაბადების დღეზე თავისი ხელით მოქსოვილი ხალიჩა აჩუქა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მაიკოს და aupairad-ს, ასეთი თხოვნის შემდეგ უარს როგორ გეტყვით? სიმართლე რომ გითხრათ ინტერნეტში ტარკოვსკიზე არ მიძებნია, მაგრამ ალბათ აუცილებლად იქნება ქართულ გუუგლეში. მე კი რაც შემეძლება, გიპასუხებთ: გუშინ „შემეშალა“ მომივიდა, რომ მოვითვალე 7,5 ფილმი გამოვიდა და არა 8,5
ახლა ქრონოლოგიურად მივყვეთ:
1. სადიპლომო ფილმი – „კატოკი და სკრიპკა“ 1960 წელი. ფილმი გადაღებულია 7 წლის მოსკოველ ბიჭზე, რომელიც დადის მუსიკალურ სკოლაში სკრიპკაზე და პრობლემები აქვს ქუჩის ბიჭებთან... ქუჩაზე თავისუფლად გადასვლაც კი არ შეუძლია... ერთხელ მათ ქუჩაზე ასფალტს აგებენ, „სკრიპაჩი“ სთხოვს კატოკის მძღოლს და რულთან დაჯდება... აქედან მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება...
2. „ივანეს ბავშვობა“ – ივანე ჩვეულებრივი რუსი ბიჭია, რომელმაც ომის დროს დაკარგა ბავშვობა და დაიღუპა, რადგან ცხოვრობდა როგორც დიდი ადამიანი. პარტიზანებთან ინფორმაციები მიჰქონდა რკოების, თხილების და ტყის სხვა კენკროვანების სახით, რომელიც ჩხრეკვის დროს გერმანელებში ეჭვს არ იწვევდა... ფილმში ხშირად არის ივანეს მოგონებები ადრინდელი ცხოვრებიდან... მდინარეებად „დაღვრილი“ წითელი ვაშლები... და ულამაზესი ცხენები... ივანე იღუპება საკონცენტრაციო ბანაკში ომის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე...
3. „ანდრეი რუბლიოვი“ მე-15 საუკუნის მხატვარზეა, უფრო სწორად - ხატმწერზეა... ამ ფილმის მოყოლა არ (ვერ) შეიძლება...
4. „სოლარისი“ - ამ ფილმზე ახლაც ვითიშები... დედამიწიდან შორეულ პლანეტაზე გაშვებულია ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც „დაკიდებულია“ ოკეანის თავზე... ეკიპაჟის წევრებმა არ იციან, რომ ოკეანე არის მგრძნობიარე, მოაზროვნე სუბსტანცია... შედარებულია ღმერთთან, უფრო სწორად ბავშვობის პერიოდში მყოფ ღმერთთან, ან ხეიბარ ღმერთთან, რომელსაც უნდა სასიამოვნო სიურპრიზები მოუწყოს ხომალდში მყოფ ადამიანებს. ღამით ოკეანის ტალღები ადის ილუმინატორებამდე, ოკეანე „კითხულობს“ ადამიანის ტვინის უჯრედებში მიმალულ ინფორმაციებს... შემდეგ ზღვის ქაფისაგან აკეთებს მათ და „უგზავნის“ ადამიანებს. მას უნდა ასიამოვნოს ხალხს, მაგრამ „სტალკერის“ სიუჟეტისა არ იყოს, ადამიანს თავში ბევრი „ნაგავიც“ აქვს „მიჩქმალული“, რომლის გამომზეურებაც საჭირო არ არის...
5. „სარკე“ - მხოლოდ სანახავად, მოყოლას ვერაფრით ვერ შევძლებ...
6. „სტალკერი“ - მეტს ვეღარაფერს დავამატებ...
7. „ნოსტალგია“ - ემიგრაციაშია გადაღებული;
8. „მსხვერპლთშეწირვა“- ესეც ემიგრაციაშია გადაღებული.
ტვინნაღრძობი ვზივარ სამსახურში...

პირადად aupairad-ს, რაც შეეხება ქუთაისს, შეგიძლია ჩემს საიტში ნახო 31-ე ქვეთავის ბოლოს შავ-თეთრი გალერეა, სადაც ქუთაისში გადაღებული სურათებიც არის, მანდ მეორე წყების მე-5 სურათზე პრინცესა და ზანგი ცეკვავენ... ის „ზანგი“ მე ვარ... ერთსღა დავამატებ და მხიარულ თემაზე დავამთავროთ: ინსტიტუტში კარნავალი მოვაწყეთ. მე გორის გუჩაზე რეზინების ქარხნის გვერდით საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი... ქარხნიდან უმაღლესი ხარისხის მჭვარტლი გამოვიტანე (უფასოდ მომცეს) და ბლომად წავისვი... კარგად ვიხალისეთ: ტანზე წვრილად დაჭრილი ცელოფანის ლენტები მეცვა, ტუჩებზე წითელი პომადა მესვა ძალიან სქლად, სანაგვეზე ნაპოვნი ძვლები ჩამოვიკიდე გულზე, ყურებზე და ცხვირზე შამპანურის სახურავიდან გაკეთებული „საყურეები“ მეკეთა, თავზე პარიკი... ერთი სიტყვით, პირველი პრიზი დამსახურებულად მე ავიღე ჩაცმულობაში... კარნავალის შემდეგ მე და ჩემი ძმაკაცი წავედით ჰიგიენურ საშხაპეში (აბანოში, აბა ამას სახლში როგორ მოვიცილებდი?) მოსაცდელში რომ შევედით, ხალხი იყო რიგში... ერთი ქალბატონი მიყურებდა, თვალი თვალში გამიყარა და ღიმილით მითხრა: „ვაი შენს პატრონს, ნეტავ იცოდე, რას გავხარო?“ მე მაშინვე სუფთა ქართულით ვუპასუხე: არსად არ წახვიდე, დამელოდე და ნომრიდან რომ გამოვალ, მერე მნახე რა ბიჭი ვარ-თქო. აღარ გეტყვით მერე რა მოხდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მეგობრებო, ახლა კი სერიოზულად გეუბნებით, მოიმარაგეთ „ცხვირსაწურები“, ერთი ჭიქა ცივი წყალი, სავარძელში კარგად მოკალათდით და ისე წაიკითხეთ, რაც ქვემოთ წერია...
ახლა უკვე ხუმრობის გარეშე: ვისაც რაიმე აზრი გაგიჩნდებათ, გთხოვთ გამომიგზავნოთ ემაილზე ან აქვე, ოღონდ სახელი და გვარის მითითება არ დაგავიწყდეთ (ქვეყანაც). როგორც კი რამდენიმე სურათს მივიღებ (დღეს შევუკვეთე) მაშინვე ცალკე ქვეთავს გავაკეთებ და მინდა რომ თქვენი წერილებიც დავურთო... პასუხებს ხვალ დილით ვნახავ...

ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი

გამარჯობათ ბატონო გიორგი! კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, ბედნიერების და სიმშვიდის მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსათვის!!! ბატონო გიორგი, მე ადრე მოგწერეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, ბიზნეს სკოლის დირექტორის, როსტომ ბერიძის წერილის საპასუხოდ თურქეთის გურჯებზე (ქვეთავი 94. «სამი საქართველო» − ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო), იქ მოვიხსენიე ბატონი ორჰან სარდაგი, რომელიც თურმე ასევე ბერიძე ყოფილა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გუშინ მისგან მივიღე. ვინაიდან მე გიზიარებთ ჩემს შეხედულებებს, გადავწყვიტე თქვენც წაგიკითხოთ. ღმერთს ებარებოდეს ყოველი ქართველი საქართველოში და მის გარეთ მყოფნი!!! პატივისცემით, მერი რაზმაძე. ბორჯომი.

«ნება მომეცით ყველას მოგესალმებით:
მე თურქეთში დაბადებული ქართველი ვარ. ჩემი წინაპრები 1876-1877 რუსეთ-ოსმანთს ომის შემდეგ საქართველოდან თურქეთში (ქალაქ გირესუნში) მოსულან. გირესუნი შავი ზღვის გვერდზე ზღვისპირა ქალაქია. მე გირესუნში დავიბადე გავიზარდე. 22 წლის შემდეგ სტამბოლში მოვედი და 22 წელად სტამბოლში ვცხოვრობ. სტამბოლ მერიაში ვმუშაობ და სტამბოლში მქონე საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტის მოადგილე ვარ.
საქართველო ჩემი ისტორიული სამშობლოა. ეს მშობლობისაგან ჯერ კიდევ ბავშვებისას შევიტყვე. მაშინ ეს სიტყვა „საქართველო“ არაფერს მნიშვნელოვანს არ მეუბნებოდა. დღეს კი, ცოტად თუ ბევრად ვიცი საქართველოს წარსული და აწმყო. ვიცი, რომ ის დიდი ისტორიული წარსულის მქონე დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპის სახელმწიფოებს შორის.
მე 4 წელ წინათ ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. ჩვენი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში ქართულად კურსები გავაკეთეთ და ქართულად კითხვა-წერა ან ლაპარაკი ვისწავლე.
ერთხელ დედაენას სწავლას დროს ქართულ გაკვეთილიდან სახლში მოვედი და დედაენას მომავალ გაკვეთილს ვუყურებდი. სახლში მეუღლე ან ბავშვები არ იყვნენ. ასე წერდა: თ – თ – თო – თოხ – თოხი. თოხი რომ წავიკითხე, წინაპრები გამახსენდა და ცრემლები მოვიდა და ვიტირე. მე 1994 წელს მამიკო გადაიცვალა და არ ვიტირე. თოხს სიტყვას ვიტირე, რადგან „თოხი“ სიტყვით 140 წელ უკან წავედი. თოხი ჩემთვის 140 წელ წინათ ბაბუას ბაბუას ანუ საქართველოს სურნელი იყო, რომელშიც ეძახდნენ თოხი ამეიტაიო.
ქართულ ლაპარაკს რომ ვისწავლე, მამიკოს საფლავზე წავედი და მე ვთქვი რომ „მამიკო, შენ გენაცვალე! მე შენი შვილი ორჰანი ვარ, მე ბავშვებისას ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. მაშინ შენ ამბობდი რომ, შვილო, ქართული ანბანი არი, საქართველო არი, ჩვენი ნამდვილი კულტურა არი“. მამიკო, ახლა კი მე ვისწავლე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა. მამიკო, ადექი ერთ საათ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე საფლავში ერთად ჩავწვეთ.
კიდევ პაპას პაპას წერილი დავიწერე: მეთქი, „დიდად პატივცემულო ბაბუას ბაბუავ! მე შენი შვილის შვილი ვარ. შენ გენაცვალე. ღმერთმა შენს და ყველა მკვდარი ბაბუებს გაანათლოს. მე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა ვისწავლე. მგონია შენ კითხვა ან წერა არ იცოდი. მე კი კითხვა-წერა ვისწავლე. ბაბუაკო, ყველამ ადექით საფლავიდან, ერთ საათ ქართულად ან ქართულ კულტურას შესახებ დავილაპარაკოთ და მერე ერთად დავწვოდ საფლავში“. მერე ვიტირე...
ჩვენ ბავშვებისას მამაჩემი რადიოში ამბები რომ უსმენდა, ხანდახან ჩუმად რუსულ სიტყვები მოდიოდა და მამაჩემი: „შვილებო, ჩუმად იყავით, შეიძლება ქართულ სიტყვები მოვა და ვუსმენდ“. ბიძაებს ერთად სულ ქართულად ლაპარაკობდნენ. მამაჩემი თურქულად ძნელად ან შეცდომით ლაპარაკობდა. ძალიან უყვარდნენ ქართულ კულტურა. ჩემი ასეც ბევრი მოთხრობა არი.
ახლა კი ვისწავლე რომ, საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, პირველი ლიტერატურული მნაწარმოები, ჩვენამდე მოღწეული, 5 საუკუნით თარიღდება. ოსმანეთს არქივიდან ვისწავლე რომ ოსმანეთს დროს 16 ცალი ქართველი ოსმანთს პრეზიდენტი ყოფილა. ვისწავლე, რომ ბევრი გენერალი ყოფილა. ოსმანეთს პარლამენტში ბევრი ქართველი წევრი ყოფილა. ახლაც თურქეთის პარლამენტშიც ბევრი ქართველი პარლამენტის წევრია. თურქეთის პრეზიდენტი თაიბ ერდოღანი ქართველია. სტამბოლ ან ბურსას მერი ქართველია. თურქეთში ბევრი ქართველი ხელმძღვანელი არი. რაც შეეხება ქართველები მსოფლიოს ყველა კუთხეში ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ითვლებოდნენ და ასეა დღესაც. მე ნამდვილად მეამაყება რომ ამ პატარა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული ხალხის შვილი ვარ. ძალიან მახარებს ისიც, რომ საქართველო ჩემი ამჟამინდელი სამშობლოს – თუქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. თუმცა ვიცით, რომ იყო დრო, როცა ჩვენი ისტორიული სამშობლო ძალიან შორეულად და მიუწვდომლად გვეჩვენებოდა. დღეს კი, საქართველო გახსნილია ყველა კეთილშობილურ სტუმრისთვის და ჩვენ – თურქეთის ქართველობას გვეძლევა შესაძლებლობა, მოვინახულოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების მიწა-წყალს, მათ ნასახლარებსა თუ საფლავებს.
ჩვენ თურქეთში არ ვგრძნობთ თავს მოწყვეტილად ჩვენი ისტორიული სამშობლოდან. მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. თქვენთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. დიდად გვახარებს კანონი ორმოქალაქეობის შესახებ და გვსურს ჩვენი გარკვეული წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.
მჯერა, რომ კავშირები საქართველოსა და თურქებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და ჩვენი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.
კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით გესალმებით ყველას და გისურვებთ სერიოზულ წარმატებებს.
ორჰან ბერიძე – თურქეთის ქართველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ორჰან ბერიძე შენ გაიხარე ჩემო ძმაო შენი ოჯახით და გარშემო მყოფებით.

"ქართულ ლაპარაკს რომ ვისწავლე, მამიკოს საფლავზე წავედი და მე ვთქვი რომ „მამიკო, შენ გენაცვალე! მე შენი შვილი ორჰანი ვარ, მე ბავშვებისას ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. მაშინ შენ ამბობდი რომ, შვილო, ქართული ანბანი არი, საქართველო არი, ჩვენი ნამდვილი კულტურა არი“. მამიკო, ახლა კი მე ვისწავლე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა. მამიკო, ადექი ერთ საათ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე საფლავში ერთად ჩავწვეთ."

გაგუდული ვტირივარ, რომ არ ავღრიალდე.შენ ქართულ სისხლს და გულს
დიდხანს სიცოცხლე კარგო, კეთილო ადამიანო.დარწმუნებული ვარ შენს გარშემო შენნაირად გულანთებული ხალხია. მოგესალმებით ყველას გულში ჩახუტებით, თბილი და სიყვარულით აღსავსე საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან
აქ რომ იყო ჩაგიხუტებდი ორჰან ბერიძე თურქეთის ქართველო=ko= =ko=
პატივისცემით ცისანა ზურგაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუგუა !
შობა ახალ წელს გილოცავ,
ჯანმრთელობა,წინსვლა და წარმატება ,
დაგკვებებოდეთ ,შენ და შენი იჯახის წევრებს.
უფლის მადლი და შეწევნა!-ამ კეთილშობილი საქმის სამსახურში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა, გაიხარე ძვირფასო ადამიანო! გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული და წარმატებები არ მოგკლებოდეს შენს ოჯახთან ერთად.

"...მამიკო, ადექი ერთ საათ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე საფლავში ერთად ჩავწვეთ..."

ღმერთო ჩემო, ამ სიტყვების შემდეგ რაღა უნდა ვთქვა არ ვიცი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ღმერთმა გაგვაჩინა და ღმერთთან გავფრინდებით.

სანამ სამყარო იქნება და დედამიწაზე სიცოცხლე, ქართველები არ გაწყდებიან.

არ გავწყდებით.

ჩვენ გამარჯვებისთვის და გამრავლებისთვის მოვლენილი ხალხი ვართ.

დიდება საქართველოს.

სამშობლოზე მეტად საყვარელი, სხვა, მე ვერაფერი ვნახე ამ მიწაზე.

მადლობა ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუგუა შენ გაიხარე ასეთი კეთილშობილური საქმისთვის რასაც შენ უძღვები.
ბედნიერი ახალ წელი დაგბედებდეს ჩემო ძმაო შენს ოჯახთან ერთად.

ეხლა წავიკითხე ორჰან ბერიძის წერილი და გული ყელში ამომივარდა
ტირილისაგან.ჩვენი ნატანჯი და ნაწამები ქართველი წინაპრები.მათი სულები
ნათელში ამყოფოს უფალმა.საუკუნეებმა რომ ვერაფერი დააკლო ქართულ სულს და
ფესვებს,რომელიც მუხის ფესვებივით ისეთი ძლიერია რომ დედამიწის სიღრმეშია ჩაზრდილი.
ჩვენს ჯიშს და ჯილაგს გადაშენება არ უწერია სწორედ ისეთი ქართველების წყალობით
როგორიც ორჰანია და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ასეთი მიმობნეული ქართველები,
რომლებსა სალოცავად და სათაყვანებლად ჩვენი დალოცვილი საქართველო ყავთ.
გაიხარეთ,იბედნიერეთ ასეთი სიყვარული რომ შეგიძლიათ.გენაცვალეთ და გეხუტებთ
ყველას ვინც კი ჩვენს ენას და ქართველობას ასეთი სიამაყით და რუდუნებით ინახავთ.გკოცნით
ჩემო უცნობო და ამასთანავე ახლობელო ადამიანებო.
ძალიან ამიჩუყა გული ორჰან ბერიძის წერილმა.ღმერთი არ გაგვწირავს ხალხო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
დღეს საღამოს ამ წერილებს დავამატებ, მერეც შეიძლება ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,ჩემო ძვირფასო ძმაო,მადლობელი ვარ,ასეთი
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის,სტალკერობის შესახებ.
სიამოვნებით ვნახავდი,ტარკოვსკის ყველა ფილმს.
რაც შეეხება ჩემს პროტეჟეს,იგი ჩემი,დესპანის მეგობარია.
მივწერე pm-ში და იმედია შემოგვეხმიანება.
რა ყურადღებიანი და რა კარგი სამეგობრო პიროვნება ხარ,
მოზღვავებული(შესაშური)ენერგიის პატრონი,ღმერთმა
დიდი ძალა მოგცეს,ჩვენი და გადახვეწილი ქართველების სასიკეთოდ.ისე,კი მიკვირს სამსახურში,როგორ გაჩერებენ.
შენს შეკითხვაზე,თუ როგორი იქნება,შენი დესპანელებთან
შეხვედრა,ასე გიპასუხებ:არ გირჩევ ჩემო ძმაო,თორემ
ფიცხელასავით,ისე ჩაგეხუტებით,შენს თავს,ვეღარავინ
გამოგვლეჯს(მგონი ერთი გ აკლია) ხელიდან.

ეხლა კი მინდა შევეხო,იმ წერილს,რომლის გულისთვისაც
"ცხვირსაწურები"(რას არ მოიფიქრებ)მოგვამზადებინე.
არ მეგულება ადამიანი,რომელიც ორჰან ბერიძის წერილის
წაკითხვის მერე,იოლად გამოვიდეს მდგომარეობიდან.

ძვირფასო ორჰან,თავს უფლებას მივცემ,სახელით მოგმართო,
ვინაიდან როგორც მე გამოვთვალე(თუ არ მეშლება)44 წლის
ხარ და მე შენზე უფროსი გახლავარ.
ვენაცვალე შენს ქართველობას,შენს გულს,შენი მამა-პაპის
სულებს,რომელთაც ასე ტკბილად მოიხსენიებ,რომელთაც,ასე გულიანად ახარე,ქართული წერა-კითხვის ცოდნა.ეს ხომ
მათი დამსახურებაა.შენ დიდხანს უნდა იცოცხლო,მათი
სულების მოსახსენებლად.
გული მტკივა,რათა,მე ამჟამად ამერიკაში ვიმყოფები და სიშორის გამო, იმის შესაძლებლობა არ არის,რომ მოგინახულო
და მოგეფერო.გაიხარე შენს საყვარელ ოჯახთან ერთად.
ეხლა კი,მინდა თქვენებურად დავასრულო ეს წერილი:
ღმერთს ებარებოდეს ყველა ქართველი,საქართველოში და
მის გარეთ მყოფნი!

ასევე მინდა,მადლობა გადავუხადო,ქალბატონ მერი რაზმაძეს
და ჩვენს ძვირფას გუგუას,ამ წერილისათვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ირაკლი აბაშიძე
ხმა კატამონთან

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ქართველებო აქაურებო, თურქებო, ფერეიდნელებო ,ინგილოებო
თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე.უკვე მერამდენედ წავიკითხე და წავაკითხე ჩემს ოჯახის წევრებს ტიროდნენ დიდიან პატარიანა.
გუგუა მომიკითხე ყველანი .სურათებზე ვეფერები ხოლმე =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი
< /body>