↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვიცი,როგორ მოგმართოთ.რით გაგიხაროთ გულია.დესპანი საქართველოსი უფლის გზავნილი მადლია.დიდსულოვნება ითავეთ,ეს ხომ რჩეულთა ხვედრი ა.უფალი ყველას დაგლოცავთ რათა გასწიეთ მადლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაკიდული ლექსი –
ანუ, ლექსი, რომელიც ბოლოდან იკითხება

პირქუში, როგორც ქრისტეს წამება...
ამაოდ ისევ დღე დავალ – ღამე!
ამკობს ვით „როსკიპს“ უფორმო ვნება,
ტირის ეს სევდა, ცრემლიან თვალებს,
ავღრიალდები ვით „გიჟი“ ნიცშე...
ქუჩაში ისევ გეძახი“ სად ხარ“,
უნდა გაივქცე, რომ შეგელიო,
რამდენი „განცდა“ დაჰყვება ამ ქარს,
და ბოლოს ვხვდები „დავიგვიანე“...
ახლა გიპოვე, და ვერ გელევი,
ძნელია მიხვდე ამ თლილ იარებს,
ეს ოცნებაა, მძაფრი და მწველი...

დაკიდული ლექსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაკიდული ლექსი
ეს ოცნებაა, მძაფრი და მწველი....
ძნელია მიხვდე ამ თლილ იარებს,
ახლა გიპოვე, და ვერ გელევი,
და ბოლოს ვხვდები „დავიგვიანე“...

რამდენი განცდა დაჰყვება ამ ქარს,
უნდა გავიქცე, რომ შეგელიო,
ქუჩაში ისევ გეძახი „სად ხარ“...
ავღრიალდები ვით „გიჟი“ ნიცშე...

ტირის ეს სევდა ცრემლიან თვალებს,
ამკობს ვით „როსკიპს“ უფორმო ვნება,
ამაოდ ისევ დღე დავალ – ღამე,
პირქუში, როგორც ქრისტეს წამება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
თეთრი სიჩუმე
მე ვიყავი ადამიანი. . .
ხშირად გამოვდიოდი სიბნელიდა– სინათლეზე, და
უბრალოდ ვთბებოდი მზეზე.
მზემ ჩამოიხრჩო სხივებით თავი...!
და ახლა, დრო და დრო სურვილი მიჩნდება,
დავტოვო ჩემი ნარისფერი სქოლიო,
გამოვიხურო წუთისოფლის უფორმო კარები, და
წ ა ვ ი დ ე . . .
წავიდე შორს,
იქ, სადაც იქნება ნოსტალგიით სავსე თეთრი სიჩუმე,
პირველი თოვლის ხატი. . .

ხატია
თბილისი.
2008წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
უბრალო არითმეტიკის გარეშეც
ვხვდები რომ ასს - სამოცდაცამეტი
არ აკლდება,
რომ ოცდაშვიდი არ იყოფა
ჩვენ ორზე სიბილა!

ჩემი პირველი სიყვარულის
შენ პირველ ქმართან _ დამარხვასთან
ერთად მივხვდი,
რომ გაიყიდე სიბილა!

ჩახმახზე მომართული კერტების,
ყველა კუთხეში მიმოფანტული ნაყინის
და სამი წლის დაძველების
მერეც მახსოვსავით, რომ
ტფილი (სივით) ხარ _ მადის აღმძვრელი
სიბილა!

ყველა დაჟანგული კადრის
და გაბზარული ლავიწის
მერეც ვიცი,
დამტოვე სიბილა!

მენატრები, მენატრები, მენატრები
მე_ჯახები, მე_ლანდები, მე_ღამეები
მიტევენ სიბილა!

(მიუწვდომელია გზები შენი უფალო...)

დამანაწევრე, გამაბაზრე და დამალაგე
თავზე შენი ფეხები
გაპარსულ-გალაკული.
(ოღონდ დაბრუნდი)
გამშალე და შემაფარდე
ყველა შენ საყვარელს

შენეულ ცხრილზე
გადამამრავლე და ჩამყევი
ფეხით _ “ტრეტის”
დაცურებულ
საქანელასთან
ან უთუთო თუთებთან
ვერნერის ბაღში

გსუნთქავ სიბილა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ გუგულიანი საათი გიყიდია,
ჩემო ფიქრიავ, და კედელზე გიკიდია.

საათი გამოხდება, გუგული გამოხტება,
”გუგუს” შესძახებს და ჩემი დღე დამოკლდება.

შენ რა სიცოცხლეო? შენთვის - არაფერი!
შენი გზა ჭრელია, გრძელია საფრენი!

ღამეა, დედამიწა წყვდიადში ჩაძირული,
მიფრინავს სამუდამო ფრენისთვის განწირული.

მე ვგრძნობ ამ გასროლილ პლანეტათ მძვინვარებას,
მე ვგრძნობ სივრცის და დროის მდინარებას.

შენ გუგულიანი საათი გიყიდია,
ჩემო ფიქრიავ, და კედელზე გიკიდია.

მე ყრუდ მოწიკწიკე საათს ვამჯობინებ -
დროის მდინარებას ნაკლებად მაგრძნობინებს.

თენდება. შენ გძინავს. ქვეყანა იფურჩქნება,
ჯართს აჟღრიალებს და ქალაქი იშმუშნება...

თენდება. მეშვიდე საათი გამოხდა,
შენი საათიდან გუგული გამოხტა.

ადექ სიცოცხლეო - ჭრელია აპრილი,

შენი გზა ვრცელია, გრძელია საფრენი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
დავბერდი,ბედს ვერ მოვესწარ,
დაემხო ჩემი სამშობლო,
გულს მიკლავს უიმედობა,
საფლავს ჩავდივარ სიმწარით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჰე,ივერიავ!ვიდრე იყო ქედმოდრეკილი,
ვიდრემდის სხვათა ყვედრებითა გფარვიდეს ძალი,
რად არა გახსოვს ძეთა შენთა ხრმალთა კრიალი,
ძლევათა მათგან,რომ დიდებით იყავ მოსილი.
წინაპართ სისხლი აწ ჩვენს შორის არღა მდინარებს,
თავისუფლება განქრა ჩვენთვის,რაღა გვახარებს!

შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,
მოყვრულად გვმტერობს,გვტაცებს ყოველს,გვიქმს ალერსობას...
ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას,
ბედო,ნუ გძინავს,განიღვიძე,ისმენდ ვაებას!
ცხოვარს ვემსგავსეთ,რომელსაცა მწყემსი აე უვის,
ვითარცა მგლისა,ეგრეთ მშიერ კაც ის ეშინის,
ვინცა განაგდებს საღმრთოს ვალსა და გზის პატივის,
დასასრულ მაინც საშინელად ესრეთ წარხდების.!

გრიგოლ ორბელიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალია დილა,
მიწა ქალი,
საღამო ქლი,
წვიმა ქალია,
ყველაფერი ქალივიტ მიყვარს.
და როცა ვინმე,
ჩემზე უკეტ ადიდებს დილას,
ასე მგონია
მე რომ მიყვარს
მარტმევენ იმ ქალს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვიცანი,ღმერთო,სამყარო,-
ეს შენი დანაბადები.
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები.
მბოჭავს,არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები,
დღეს გულსაცა სწვავს,კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა,ნეტავ სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი მოლხენა,
ბოლოს დვაი და დარდები.
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები,
ერთია,თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდა მინდვრის თაგვები.
გავერანდება ერთხელაც,
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები.
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა,
დღეს მოლხინარი ბალღები,
ამას ბჭობს ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.
ასეა,ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება.
ქრთამი და ხვეწნა მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა,გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ,
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა
დაგვღალოს,ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ,ასე სჯობს,ჩვენ ვცდებით,
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენისა ტვინითა
იმას,რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა.

ვაჟა ფშაველა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბარათი მთიდან

სვანეთში მივდივარ მთებში და...

მიყვარხარ,

ვინ იცის რა რიგად,

ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,

ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.

გამორბის მდინარე ბღავილით,

ნაპირებს ცრემლები მოვწმინდე.

ფერდობზე წერწეტა ყვავილი

მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.

იმ ხევში მკივანა შურთხია,

მომწყინდა ბილიკზე წანწალი.

მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და

გულს მაინც ედება ხანძარი.

სვანეთში, მთებშიაც დამშვილდე

მიყვარხარ,

ვინ იცის რა რიგად.

ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,

ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.

მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.

მივდივარ, გზა მხვდება ახალი.

სვანეთში ბევრია მწვერვალი

და შენ ხარ ყველაზე მაღალი.


1929 /სიმონ ჩიქოვანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
თბილისის თოვლი

თოვლში თბილისი უტურფესია,

ყლორტზე ნაზია თოვლის ფიფქები,

მთებზე ვარდები დამითესია,

თუმცა მკრეფელი მე არ ვიქნები.

მთებზე მფრინავი ფანტელებია,

მე კი მგონია - ჰყვავის ტყემლები,

ხევში გალობით გამთენებია

და მთებს კვამლივით თავზე ვევლები.

მეწვის ვერაზე სულის საკმელი,

შენი მშვენების გავხდი მოწამე.

შენი ფიქრი და შენი საქმენი

გულის სასწორზე ბევრჯერ ავწონე.

ისანში ღვინო არ მითხოვია,

მწუხრით სავსეა ღვინის ჭიქები.

თბილისის მთებზე დაუთოვია,

თოვლს დაუფარავს ჩემი ფიქრები.

მაინც თბილია შენი კალთები,

საგზლით ივსება გულის კალათი,

შენი მშვენებით ბევრჯერ დავთვრები

და ვერ მივაღწევ სახლის კარამდი.

ჩემი სახლია თოვლში ჩაღვრილი,

მაინც თეთრია თოვლის ფიფქები.

შენი ყელი ვარ, შენი საყვირი

და შენი ფესვიც მალე ვიქნები.


1956 წ /სიმონ ჩიქოვანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე კაცის შვილი მაშინ ვიყავი,
მაშინ ვიყავი ადამის ძე,მე,
როცა ვარდისფერ აღდგომა ღამით
აჩირაღდნებულ ტაძარში შევალ.
შეველ პირჯვარი გადავისახე,
ხელნი აღვაპყარ და დავიძახე:
-"ღმერთო,მიცოცხლე ჩემი დედ-მამა,
კარგად მი მიმყოფე ყველა ჩემები!"-
და ღვთისმშობელის შემოხედვამა
დამაფრქვევინა ცხელი ცრემლები.
მე მაშინ ვიყავ,თორემ ახლა რა,
როცა ცხოვრების მადგას უღელი.
მე მაშინ ვიყავ ბავშვი პატარა,
გაუფურჩქნელი და გაურყვნელი.

ლადო ასათიანის პაპის ლექსებიდან.
პაა სიკვდილამდე ლექსებს წერდა,
ახალგაზრდობას ეტრფოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სიცოცხლე მართლაც ერთი წამია,
წამში ეტევა ალბათ რაც არის,-
სულ ერთი წამის სითამამეა
სიყრმე,სილაღე,ცეცხლი,ნაცარი...
წამია,მე რომ დამღლის და დამწვავს,
ტკივილის, მაინც არ ღირს გამხელა,
ერთი წამია, ოოო, მაგრამ ამ წამს
ბედნიერება ჰქვია სახელად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გალაკტიონი
ხომ მდიდარია,
ზარი სიონის
კივის,დარია.
გალაკტიონი
ხომ პოეტია,
ზარი სიონის
გულზე მეტია

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი