|
ჯიჯი-აუცილებლად უნდა იყვეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ნებისმიერი, მათი გადარიცხულის ასავალ-დასავალი.
ამიტომ ვამბობ, უნდა იყვეს დესპანის ფონდი.
დიახაც, უნდა დაიწეროს, ვინ რამდენი შეიტანა ანგარიშზე, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცოდეთ, თუ რამდენის მფლობელები ვართ. იმ "დაწერაში", მხოლოდ და მხოლოდ ნიკებით შემოსული ადამიანები უნდა დასახელდნენ. არავითარი სახელი, გვარი და მისამართი, მხოლოდ დესპანზე დარეგისტრირებული "ზედმეტსახელი" საკმარისი იქნება. საყოველთაო და გლობალური აქცია, რომ ვერ გაკეთდება, ეხლავე ვიცი. ბევრი ვიცნობთ ერთმანეთს პირადად, ტელეფონით, სკაიპით და მიმოწერითაც.
ეს უნდა გაკეთდეს.
მოკლედ ვიტყვი. ყოველ დღე უნდა გვქონდეს საშუალება, პირველ გვერდზე ვნახოთ და შევამოწმოთ, ჩვენი მიწოდებული თანხა, თუ რა ნიშნულს აღწევს. დამიჯერეთ, ეს არც ჩემი ახირებაა და არც თქვენდამი ურწმუნოების გამოხატვა. ეს ყველაფერი არის, ერთმანეთის მიმართ, უფრო მეტი ნდობის გამოხატვის საშუალება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფულზეა ლაპარაკი. ამიტომ, ყველა "ტარტაროზს" გზა უნდა მოუჭრათ, ჩვენი გაკილვისათვის.
ამას, გულით და სულით ვაპირებთ. და უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. თითოეული ჩვენთაგანი, უზრუნველყოფილი, რომ არ ვართ, ამაზე ჩვენი დღევანდელი ადგილსამყოფელიც და ჩვენი ეკონომიური მდგომარეობაც ადასტურებს. თავზე, არცერთს არ გადაგვდის. გვინდა "ჩვენებს" დავეხმაროთ.
ადმინებო-ადრეც გითხარით, უნდა ითავოდ ეს საქმე. თუ იქნება შესაძლებელი, გაიხსნას ანგარიში, ჩვენი საითის სახელზე. მყავს ძლიერი ადვოკატი. უნდა გამოვკითხო აბსოლიტურად ყველაფერი, თუ გვექნება საშუალება, რომ ეს თანხები გადაიგზავნოს საქართველოში დანაკარგების გარეშე/ მხედველობაში მაქვს გადასახადები/.
სასურველია, თუ ისეთი ადამიანები გამომეხმაურებიან, ვინც იცის, რა, როგორ გაკეთდეს.
აგვისტოს ომის დროს, მე ვერ გავბედე, დახმარებები მიმეღო. ძალიან ბევრმა აქაურმა, ამერიკელმა მოინდომა დახმარება. არ ვიცოდი და არც ეხლა ვიცი, თუ როგორ უნდა ასრულდეს, ეს ჩვენი სურვილი იურიდიულად. იმიტომაც ყველას უარი განუცხადე.
გამიგეთ, არ მინდა შარში გავეხვე.
ვიღაცამ, სიტყვაც რომ წამომაძახოს უშნოდ, არ ვაპატიებ.
თქვენ განსაჯეთ, გადაწყვიტეთ და თქვენს გვერდში მიგულეთ.
გვფარავდეს უფალი.
|