↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 641 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
შემოდგომის მოლოდინი

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.

გათენდება ქარიანი კვირა.
ბედისწერა დაეტყობა ხელებს.
მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად
შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.

მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს,
ღმერთო ჩემო, ახლა უკვე დროა,
მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,
შემოდგომას სიხარული მოაქვს.

ახლა მეტი მწუხარება არის,
ვიღაც ალი სამარესთან გოდებს,
და წაიღებს შემოდგომის ქარი
უფსკრულისკენ გარინდებულ ფოთლებს.

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა...

...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined11 Aug 2008
Posts272
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლოდინმა დაგღალა? წარმოიდგინე რამდენად აუტანელი იქნებობა არაფერს რო არ ელოდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
გელოდები რა გაუძლებს ამ უღმერთო ლოდინს,
გელოდები მხოლოდ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ მოდი
განა მინდა გული გთხოვო სიყვარული გთხოვო
არა...ერთხელ დამენახე თვალს შეგავლებ მხოლოდ
მერე წადი ისე წადი ,რომ არ გამხსენდე
შენ ვინ იყავ ,მე ვინ ვიყავ და ვინ დავრჩით ბოლოს
ჩუმად ცრემლებს შევიმშრალებ დაგილოცავ გზა-კვალს
და არავის არ გაუმხელ ჩვენსჯადოსნურ ზღაპარს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რომელი საათია?

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარული არს ლოდინი ,
სიყვარული არს ლოდინი ,
სიყვარული არს ლოდინი
ოღონდ მარტივი კი არა
მარადიული ლოდინი .
სიყვარულია არს ლოდინი
გდია გზის პირზე იმედი
ხავსმოდებული ლოდივით ,
წუთებს კენკავენ ჩიტები
დრომორეული დრო მიდის .
მოსალოდნელი იარა
მოულოდნელი მოტივით,
შუბლზე მასკდება იარად
ცა იასამნის ტოტივით .
სიყვარული არს ლოდინი
სიყვარული არს ლოდინი
სიყვარული არს ლოდინი
ოღონდ მარტივი კი არა
მარადიული ლოდინი .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოველთვის ყველას დაგელოდებით, თუნდაც რომ ზეცის ჩამოდგეს ჯანღი,
ყოველთვის ყველას დაგელოდებით, სულ რომ დამგესლოთ ნაღველის ბანგით,
დაველოდები იისფერ ნისლებს და ხოხბის გოგმანს თავთუხის ხვატში,
......თუნდაც დამცინეთ, სულაც არ ვნაღვლობ, ჩემი ლოდინი გაგათბობთ გზაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგდევს,
ქრის ქარიშხალი,მთებია ახლო,
მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე
და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო.

ცხოვრება ასე ვერ შემინახავს,
მოვა დრო,მე ისევ დავთვრები,
ახლაც მწყურია მე შენი ნახვა,
ახლაც გიგონებ და მენატრები(გელოდები)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ყველა აქ არი და მაინც კარი,
ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია.
ცარიელია ეს ერთი სკამი
და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან.
ყველა აქ არი, სიმღერას, ხალისს,
გარედან წვიმა შოლტივით იქნევს
და ნუ დახურავ იმ კარებს მაინც,
რა იცი, ვინმე მოვიდეს იქნებ.
ყველა აქ არი, ჭიქების წკარუნს
გავანდოთ,ვუთხრათ---ვეტრფოდით ვისაც,
ეს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს----
ძველ ჭრილობაში ჩარჩენილ ისარს....
ყველა აქ არი და მაინც კარი,
ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია,
ცარიელია ეს ერთი სკამი
და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან----------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ლიაკო,სალამი,როგორ ხარ?

ძალიან მაგარი ლექსიაააა,კარმა ჩემგან გენაცვალე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
კარაგად ვარ ნაბულა. მადლობთ=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ლოდინზე ვაჟასნაირად არავის არაფერი დაუწერია, გენიოსია!!!
იდგნენ და ელოდენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი, უსაზღვრო ზღვადა სდგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ, სახეზე-კი არაფერი ეტყობათ, გარდა მტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა. ვინ რა იცის, რა ამბავია მთების გულში, რა ცეცხლი სდუღს და გადმოდის.

მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით? ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი? იქნება შვილი დაჰკარგეთ? იქნება ძმა, ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ? პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი. რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას? არა აქვს იმას ბოლო, არც დასასრული, როგორც ღვთაებას...

როცა ყველა სულდგმულს, მწერს, ბალახს, ყვავილებს, მდინარეს და მოუსვენარს, დაუღალავს ნიავს დაეძინებათ, მაშინ, მხოლოდ მაშინ ამოიოხრებენ და ცრემლსა ღვრიან. ჩვენ, კაცნი, მაშინ ვამბობთ: ახ, რა მძიმე ლოდივით ნაღველი მაწევს გულზეო.

რატომ არ მღერით, მთებო?! განა ისე უნდა მოვკვდე, რომ თქვენი ხმა, თქვენი სიმღერა ვერ გავიგონო! რატომ არ იცინით? ღიმილი მაინც მიჩვენეთ თქვენი, კარგებო! მაგრე როგორ დაგიმონათ, შეგიპყრათ, დაგიმორჩილათ ერთმა ფიქრმა, რომ სხვა ყოველივე ძალა და ნიშანი სიცოცხლისა დათრგუნვილა თქვენს გულ-გონებაში?! არა, არა. ხანდახან თქვენც გიხარიანთ, და ქვეყანას-კი ჰგონია, ვითომ თქვენ არაფერს ჰგრძნობთ. ხომ ვიცი თქვენს გულში სანთლები დაენთება, როცა ლაღი არწივი დაგთამაშებთ თავზე და დასასვენებლად თქვენს კალთაზედ ჩამოეშვება. რა ლამაზები ხართ მაშინ! როგორ გიხდებათ, რომ ის თქვენი აღზრდილი შვილი ისე მამაცი, შეუპოვარი და ლამაზია. ის ხომ შიკრიკიცაა თქვენი. ღმერთს უამბობს, ატყობინებს თქვენს ამბავს...

არა გაქვთ აზრი? იდეა? გრძნობა? არ ოცნებობთ? როგორ არა! მაშ რაა ის მშვენიერი ყვავილები, თქვენ რომ გულ-მკერდს გიმშვენებთ? ეგაა თქვენი ოცნება, იმედი, ნუგეში. რად იბურავთ თავს ხშირის ნისლებით, თუ ჩუმ-ჩუმად რასმე არა ჰფიქრობთ და მაგ ფიქრს არ გვიმალავთ ადამიანის შვილებს?! რად მოგყავთ ბალახი? რად ადენთ ცივთა წყაროთა? რად აქანებთ ზვავებს? რათა ზრდით ლაღთა ხარ-ჯიხვთა? ვის ატყუვებთ, თქვე კარგებო!

სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ, ელვა უტუსავს ოქროს ქოჩორს, მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულ-მკერდში. არაფერია. ინგრევა ხშირად ნახევარი მთა და ზვავად მიდის ხევში. არაფერი ეგრევ, თუ კლდე და ლოდები მაინც ელიან. წადით, ვისაც არ გინდათ ჩვენთან მაღლა, ცის ახლოს ყოფნა, დაბლა განისვენეთ.

სდებს თოვლს. ჰყინავს. ცივა. ქვა ტყვრება. მთებს სუდარი ჩაუცვამთ ტანზე, თითქოს მკვდრები იყვნენ. დაგვმარხეთ, დაგვიტირეთო, - გვეძახიან. ჩვენ-კი იმათგან მოველით დამარხვას...

სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის? ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა. ჰნახეს და გაათავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა. ეს ხომ თვალ-გულის გაუმაძღრობაა? სწორედ რომ ისაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ გმერთმა ლოდინი გარგუნატ ნუ იტყვიტ რომ უბედური ხარტ.უბედური ხომ ისაა ვისაც ლოდინის მიზეზიც არ აკვს?!

მე დაუსრულებლად შემიძლია ვუმზირო იმ გზას რომელზეც ვიცი ერთხელ მაინც უნდა გამოჩდე ....მე შემიძლია გელოდო , თუნდ ვიცოდე რომ არ მოხვალ...მე იმითაც ვიქნები ბედნიერი რომ შენ გელოდები....შემიძლია მთელი ცხოვრება შენს მოლოდინში გავლიო...ოგონდ გთხოვ ისე ნუ გამიმეტებ რომ ბოლოს მაინც არ მოხვიდე....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაუბედავი სიყვარული

ათი წელი,
მწარედ მწველი,
გულს მიდაგავს ტრფიალება!

და უბრალოდ
სავალალოდ
ჩემს გულშივე იმალება!

მიძგერს გული
აგზნებული,
მაგრამ გონი მიბამს ენას.

მისი სხივით
სანთელივით
ვდნები და თანც ვმადლობ ზენას!..

თუ ისიც მცნობს
და ისიც გრძნობს,
ჩემებრ იწვის უხმოდ ერთი...

მაშ, ოხ, ღმერთო,
რად წაგვერთო
ჩვენ კავშირი შემაერთი?!

ვიცი, გზნობის,
ნამდვილ გრძნობის
ნიშანია მდუმარება,

ცხადად ტკბილი
რამ ღიმილი,
ჩუმად ცრემლი, მდუღარება.

მაგრამ მაინც,
მეტრფის მე ვინც,
მსურს, რომ ერთხელ გამაგონოს:

“შენ ჩემი ხარ!
გულს მიზიხარ!”
მითხრას ეშხით... დამაღონოს!

ორთავ ვიცით,
ფიცით მტკიცით
გრძნობა ჩვენი შეგვიტყვია!

თუმც-კი ვხედავთ,
თქმას ვერ ვბედავთ,
გულზე გვაწევს, როგორც ტყვია!

ათი წელი,
მეტად მწველი,
გულში გვაქვს ეს ნეტარება!

ვუგდებთ რა ყურს,
ორივეს გვსურს
და ვერ გვითქვამს აღსარება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
უფალმა ძალა და ღონე არ მოგაკლოს მახო.ლამაზი და გულში ჩამწვდომი ლექსებია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
2 თვეა ველოდები უსაყვარლეს მეუღლეს და უკვე 1-2 საათიღა დარჩა ამ ჩემი ლოდინის დასრულებას=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 641 posts ] 
დესპანი