↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნუ მიწყენთ, მომაგონდება
ქალის ვაჟისთვის ნათქომი:
“თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა,
არც მე ვარ ცოცხლად დამჩომი!
ცოცხალი თან ჩამოგყვები,
საფლავში დაგეტანები;
შენ მკვდარს, შენთან მე ცოცხალსა
დაე დაგვიხშონ კარები!
მოვკვდები შენსა გულზედა,
ზევიდამ დაგეფარები:
მე შავსჭამ — მიწას არ ძალუძს,
რომ შეგიჭამოს თვალები.
მწადს, ერთად შაზელილიყოს
ჩემი და შენი ძვალები!”
ორმა დღემ ჩამაიარა,
ზარი აჩქამდა გლოვისა.
კუბოს ასველებს ცრემლები
მანდილოსანთა გროვისა.
სატრფო დასტირის ჭაბუკსა,
ცრემლი სდიოდა ღვარადა,
გულიც ხომ უწუხდებოდა,
წყალსაც ასხამდენ კვალადა.
გულ-დაბნედილსა დიაცსა
აბრუნებდიან ძალადა.
მოზარეები კუბოთი
მიდგნენ სამარის კარადა.
უცვლელი ბინა ყველასი
უცდის მკვდარს დასაფარადა.
კუბო ჩაუშვეს საფლავში,
ცვივა ქვიშა და ლოდები.
— რა უყავ ფიცი, გოგონავ,
ჩაჰყევ ვის მეელოდები?
— სად გავყვე, ძმაო, რას ვარგებ,
მკვდარს რა უშველო იმითა!
არა, მე სიცოცხლე მინდა,
უნდა ვიცოცხლო ჭირითა.
ვიგონო ვარდი გულისა,
ვიტანჯო მოგონებითა.
რომ მოვკვდე, მაშინ ვიქნები
დარდების მოფონებითა!
დაე ვიცოცხლო ტანჯვითა,
ნაღვლით დავიწვა გულია,
დავიწვა, ვით კელაპტარი,
ხატის წინ ანთებულია...
ვიცოცხლო იმის მამგონეთ,
ვინც გულს მაჩნივა წყლულია...
ერთს წელს გოგონა მიჯნურის
საფლავზე იარებოდა,
უნთებდა წმინდა სანთელსა,
შინავე ტრიალდებოდა;
საფლავის პირზე დაერგო
ყვავილნი ტურფა ფერისა,
ცრემლით მოერწყო ვარდები,
თვალთაგან მონაწურისა
ეს ერთი წელიც გავიდა,
იცვლება დრო და ჟამია:
გოგოს სწადიან იპოვნოს
პირველის მსგავსი გვამია;
მსგავსი პირველის მიჯნურის
თვალითა, ტანადობითა,
მოკეთეს ჰმოკეთეობდეს,
მტერს ექმნას ჯალათობითა.
ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა,
და შენც სიკვდილო, ფასი გძე
სიცოცხლის ნაწყენობითა.
სიცოცხლე სიყვარულითა
და სიყვარული სიცოცხლით,
უერთურთისოდ ვერც ერთსა
ვერ ვიცნობთ, ვერც როს ვიცნობდით.
ერთურთი სწყურან ორთავე,
ერთურთთან დაილევიან;
უერთურთისოდ ვერ სძლებენ,
მალედვე დაილევიან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა იქნება გინატრო და ეხლა უცბად გაცჰნდე ცემტან.
ნიავივით პიკრს გამოყვე ამ პატარა ლექსთან ერტად.
რა იკნება ვინატრო და ვარსკვლავივით მოწყდე ზეცას,
ხელისგულზე დამეცე და სამუდამოდ დარცჰე ჩემტან.
რა იქნება ვინატრო და აპეტქებად იქცე ფერტა,
გულს ამენთო მტანჯველ ცეცხლად,მერე თუნდაც ვიქცე პერპლად!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძმობა, ერთობა და სიყვარული

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.
საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო, -
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.
ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.
ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
ამაო არის მისი ნათქვამი:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
იყოს წყეული... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით გაიძახოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველას გონია რომ ვარ უკარება,
ყველას ეზარება გამოგოს,
სიოს მაგივრადაც ქარი მეფერება,
ბედმა აღარ იცის რა მიყოს,
და ისეც შეცივნულს ამ თაღქვეშ ღია ცის,
სუსხი მარტოობას უფრო ემატება,
მე კი ვისაც ვნატრობ არავინ არ იცის
არავინ არ იცის, როგორ მენატრება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,
დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!
შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;
დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!
ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,
ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,
მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,
მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყველა ქართველი დაბრუნებულიყვეს ,თავის ისტორიულ სამშობლო -საქართველოს ,
მიწა წყალზე.შეიქმნას ჭეშმარიტად ქართული,დემოკრატიული ,ძლიერი,სახელმწიფო
და ამ სახელმწიფოში ,გვეცხოვროს დამშვიდებული ,ბედნიერი ცხოვრებით.
გაგვეხაროს ჩვენი შვილებისა, შვილიშვილების და მათი შვილების ,ჯამრთელი ცხოვრების ,
წინსვლა -წარმატებით.
და,ბოლოს 100 წლის მისაკაკუნებელზე,
ბევრს არ ვინატრებ;
დედა შვილობას,ბევრს არ გთხოვ,
შენს მიწას, მიმაბარეო!
ცა ფიტუზ ,ხმელეთ ზურმუხტო ,
ჩემო,სამშობლოვ მხარეო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თბილისის აეროპორტში ჩაფრენა და.......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
და...
აყვავებული საქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
აყავევუბული განატებული საქარტველო და მომგიმარი ქარტველი ხალხის სახეები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გავიხაროთ ყველამ ერთად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
წყაროზე ვიყავ, ლაფანი დავალბე,
წერილს კითხულობდა მარტაანთ ლელაო!
რაც ქალაქს წავედი – ბალღი იწერება
– სუყველა მენატრება... ჰმ, ყველაო!
მჭედლიანთ გოგოც ეგრე იწერება, მახარეს ბიჭიც,
წიპრუა გენა – «გვაგონდებაო», «გვენაღვლებაო»
– რა კარქები ყოფილან, უყურე შენა!
ვითომ დარდით არ არიან,
მათ გულზე ბოღმა არ დაგორდება?
აბა, ე, თოხი მააგონდეთ,
აბა, ე, ცელი მააგონდეთ
სუ რო ყვავილები აგონდებათ.
სოფლური პურის სუნი ენატრებათ,
განა ის, მზეში რო ყანას მკიან...
სხვისი მამკილი და გამამცხვარი,
ჰო, რატო არა, კარქი კია,
ვენახი მარტო ღვინო თუ ჰგონიათ,
ქვევრში ჩასხმული რო მაიხმარონ,
ბალახს ნატრულობენ, თითქო იმისაა
– ზედ გაიშხლართო და მაისვენო...
ბალახი არ იყო, მთიდან რო მაიქონდა,
ვანოს დეეცა და დაიტანა,
აბა ის ბალახიც გაიხსენონ...
«ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო»,
ამიტომ თუა სოფლებ რო გვანდობენ...
«ვაზი გადახმაო», «კერა გადაქრაო»
– გაზეთში ლამაზად რო დარდობენ.
მაგრა იყავითო, იქიდან გვარიგებენ,
რამთვენი სიტყვებია, რა გოდება...
ხვალ, აე ახოებს ვინ გაიტეხს თორე,
ხვალ, აე ნაფუძრებს ვინ დაითესს თორე
გამჩენძაღლები, მარტო ყვავილები აგონდებათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
Re:თქვენი ნატვრა 2 საათის და 29 წუთის წინ კარმა: 113
გავიხაროთ ყველამ ერთად.

ა მ ი ნ !

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯიჯი,როდის შემოიპარე,კარზედ
არ მოგიკაკუნებია.=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
მახო,თითებს ვუბრთხილდები.
თუმცა რად უნდა მოკაკუნება ,ყოველთვის ღიაა.
ვწიოკობ ხოლმე,ნუთუ არ გესმის?=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რატომ წიოკობ,შენც გურული
ხიმ არა ხარ.=lol=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 303 posts ] 
დესპანი