↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს,
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს

დავით გურამიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა

გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება;
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
როცა გიხილე, მამა-პაპათა
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“ *,
უნდა დაქროდე რუსთაველზედა.
ეს ყაისნაღი ან ეს ხავერდი
ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა?
თავადის ქალო, იქნებ დაბერდი,
სიბერის შუქი შემოგეპარა?!
შემოგეპარა და ბნელ დალალში
გაიშრიალა თეთრი ზოლებით:
ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი,
მიწაში წვანან შენი ტოლები!
როცა გიხილე, ციხე-კოშკების
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები,
დაგოგმანობდე რუსთაველზედა.
მაშინ ჩემგვარი ენამწარენიც
ვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს,
როცა ჩამქრალი კელაპტარივით
შემოხვდებოდი ვერის დაღმართზე.
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება,
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!

ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
შენ მონატრება რა არის იცი?

როცა შორს არის და მასზე დარდობ,

შენს საგულეში ვიცი სხვა არის,

ეს ვიცი მაგრამ მაინც გნატრობ.

დიდი ტკივილი რა არის იცი?

როცა დღე და ღამ ფიქრებში წვალობ.

გთხოვ მომისმინე ,მოეშვი სიცილს,

შენ ხომ არ იცი მინდა გასწავლო.

უზომო სევდა რა არის იცი ?

თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა.

ტკივილი , სევდა სიშორემ იცის .

ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა.

შენ მოლოდინიც არა გცოდნია,

როცა არ იცი მოვა თუ არა ,

და მასთან მისვლა შორზე შორია.

შენ არაფერი არ იცი არა ----------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვუმღერ სამშობლოს

სულ ჩემი გულის მონაწურია,
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,
და მის სიყვარულს დავემწყემსები.

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები, ―
როგორც წყალში დგას წნორის ძირები.
სიცოცხლეს ვერვის დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!

მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,
მისი ნათელი დამთოვებია,
სიცოცხლე ― მისი მშვენების იქით
ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!

აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა
და ტკბილი სიტყვის გამართულობა;
ვით ღონიერი ნიაღვრის დენა, ―
ჩემი თქმულობა, ლექსქართულობა!

დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი, ―
ეს ყვავილები მე დავაგროვე;
მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,
ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!

გულის ნათელი მე მიპოვია,
ქართლის დიდების მე ვარ მნახველი;
სამშობლო ― ჩემი გულის ფეთქვაა,
სამშობლო ― ჩემი ლექსის სახელი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო ძმაო გთხოვ დამეხმარო.ლექსის დაწერა მინდა და კუპლეტებად ვერ ვახერხებ.ისე რა მესმის კომპიუტერი.გეფერები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
nikolozi
ერთ სტროფს რომ დაწერ,enter-ს დააჭირე
კლავიატურაზე და თავისთავად გადმოვა ქვედა
ხაზზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined22 Nov 2008
Posts135
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა
შავი ცხენი სადავითა, ჰყვა ლომსა და ვითა გმირთა
ხშირად ესხა მარგალიტი, ლაგამ აბჯარ უნაგირსა,
ცრემლსა ვარდი დაერთვილა გულსა მდუღრად ანატირსა.

მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე, იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა,
ნახეს და ნახვა მოუნდათ, უცხოსა სანახავისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
როგორ არ ვწუხდე რომ ფერი მიგდის,
დღითიდღე მეტად ხარ ფერმიხდილი,
რომ წლები გადის,რაც ნისნავს სიკვდილს,
და რომ ჩვენს გვერდიტ ცხოვრობს სიკვდილი.
ასე მგონია,ოდესრაც ,წინათ,(რომ არა ვმსხდარვართ)ვისხედით გემში,
რომ"ხვალეც"გემში ვისხდებიტ წყვილად
მე ამის რწმენა ავღზარდე ჩემში.
არის უფორმო და სამუდამო!
არის უხორცო,მაგრამ მაღალი,
არის ზეაღსვლა,აღსვლა უდაო,
არის გზა ცისკენ მარად ახალი...
და მაინც ვწუხვარ,რომ ფერი მიგდის,დღითიდღე მეტად ხარ ფერმიხდილი,
რომ წლების გასვლა,ეს ნიშნავს სიკვდილს
და რომ აცვენს გვერდიტ ცხოვრობს სიკვდილი!

ამიტომ მეტად მოვეფეროთ და გავუფრთხილდეტ ერთმანეთს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღამე როდესაც,სულ ყველას ძინავს,
მე ხიდზე ვხვდები პატარა გოგონას,
მასა გონია მე იგი მიყვარს,
მაგრამ მე მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები ეხება თვალებს,
და იგი კრთის ვით ჩიტი პატარა
და მე იმ დღიდან კოცნა ვაჩუქე,
კოცნა რომელიც გულით ატარა
და მოკვდა ისე რომ ვერ გაიგო,
მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,
მაგრამ იმ დღიდან მე მის საფლავზე,
ლამაზ ყვავილთა კონდა დამქონდა.
ერთხელ როდესაც დავადე კონა,
ჩემგან დაკარგულ პატარა გოგონას,
ბრწყინვალე ცრემლი შევნიშნე თვალზე,
ალბათ ტიროდა წარსულ სიყვარულს,
და მე იმ დღიდან ქალი შემძულდა.
დროს მე მივყავარ,დრო კი მე მიმყავს,
გაგიეთ ხალხნო რომ მე ის გოგო,
ცოცხლად მომწონდა,მკვდარი კი მიყვარს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თქვენი ჭირიმე

ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე.
ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე!…
ბევრი რამ მითქვამს… რომ მეთქვა,
დავიმახინჯე პირი მე!..
ახლა არ გვგლეჯენ ენასა, -
სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!
“ასჯერ გაზომეთ და ერთჯერ
გამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე.
ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ,
გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!
ბევრი ვეცადე, ძირმწარეს
ვერ გავუთხარე ძირი მე.
ახლა კი თქვენი ჯერია,
დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!
კუბოს კარამდე მისული
რაღა ვარ, განაწირი მე?
მაგრამ თან თქვენი იმედი
მიმყვება, თქვენი ჭირიმე!
ნუ გამიმტყუნებთ იმედსა,
ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე!
დრო მოდის - ერთად ვიცინოთ!
ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე და ღამე

ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,

საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.

ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,

ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,

იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.
და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.
იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი