↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.
მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!
არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!
ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;
მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.
მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..
მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.

ადის მწვერვალზე, თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ხსოვნად დაგრჩება...

ო, ჩვენ არ გვკითხავს გაზაფხული, თუ როდის მოდის,
ბულბულმა იცის, რომ სიტურფეს სიმღერა უნდა,
არა, არ მანდო საიდუმლო საამო ტრფობის,
არ მითხრა, რომ მზეს მცხუნვარება გადაუხუნდა...

თორემ ჩვენს შორის დაეშვება ღრუბლების ფარდა,
შეიბილწება სისპეტაკე ნაზი გვირილის,
ხსოვნად დაგრჩება, რომ უბედო ქალი გიყვარდა,
ქალი, რომელსაც ცრემლად ჰქონდა მხოლოდ ღიმილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მარტი მაჩუქეთ...
მისი ქოლგებით,
მისი იისფერ - რუხი ავდრებით,
მოდით და მნახეთ, ნუ დაიზარებთ,
ხომ იცით, როგორ გამეხარდებით

მაჩუქეთ მარტი, მისი დაქანცვით,
მისი ხმებით და მისი ფერებით,
ერთი ყვითელი ძაფი მზის სხივით
და ენძელების თეთრი ყელებით

მისი დაბნევით,
მისი დათენთვით,
ქარით -
ცრემლით რომ სული ევსება,
მარტი მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ,
ძალიან ძვირად,
მთელ ჩემს ლექსებად

მაჩუქეთ მარტი
მისი ქოლგებით,
მისი იისფერ - რუხი დარებით,
მარტი მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ
ძალიან ძვირად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
თუ არ წაგიღო ოცნებამ გზებზე,
ხანდახან მაინც
გზას თუ არ ეძებ,
თუ არ იფიქრე
ვერ შევძლებ?
შევძლებ?
თუ არ გაივლე გულში
თუნდ ერთხელ
კეთილი, მაგრამ
ასი წლის შემდეგ,
შთამომავლობა რას იტყვის ჩემზე?!

საქმეა მაშინ წასული
არა მარტოკა შენი
ქვეყანაც დაღუპულია
შენებრი თუა ბევრი-----

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ქალს ნუ მიენდობი, ქალი ქარია, ქალი მარტია,
ქალი წვიმაა, ქალი მზეა და ქალი მთვარეა,
ციური ვარსკვლავია, ღრუბელი, ნისლია,
ქალი აპრილია, პირველი აპრილია,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია, ძოწია, ალმასია,
იგი მაცდურია, მაგრამ ლამაზია,
ქალი ღვინოა თავბრუდამხვევია,
კაცის წყურვილია, გონების ამრევია.....
ქალი რა არის? ბედის ირონია,
ფანტასტიკურია ეგზოტიკურია,
ამოუცნობია, ნახატი, რითმია,
ქალი ქმნილებაა .ქალი შედევრია .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი,
ჩემს თვალში ეგეც დიდი ნაკლია,
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი,
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია---
მაგრამ რა ვქნა, რომ შემყვარებია,
მოცილებული ჩემს სხეულს ძვალი,
ყველა ძვალს დავთმობ იმ ნეკნის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი--

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ!
მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა..
მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ
და გადაწყვეტის საკითხი დადგა..
დრო გადიოდა,მე შენ გელოდი..
მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი..
დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი..
წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი..
მთელი ამ დროის განმავლობაში
მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები..
"ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??"
თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით..
თვალები ცრემლით მევსება ნელა..
მერამდენეჯერ,ვინ მოსთვლის ნეტავ?
მე აღარ მინდა აჩრდილის დევნა..
დამიბრუნდები მე ამის მჯერა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
პაწია მოსულელო მთვარე,
ფერმის გოგოსავიტ სავსე,
ბეჩოსკენ აცეცებს თვალებს,
ამოდის ეცერის თავზე...
კოპიტი იგივე იფანია,
სვანურად ვეძახით იფს,
სვიფის კოპიტებს მიფჰპარვია
ჩასცქერის მთუვარე სვიფს.
ჰოი,რა ტკბილი საგამოა
ამაღამ ეცერის კარად,
რაც იყო არასდროს აღარ მოვა,
რაც არის ჩაივლის ჩქარა.
პაწია მოსულელო მთვარე,
ფერმის გოგოსავით სავსე,
ბარშისკენ აცეცებს თვალებს,
ამოდის ფხოტრერის თვზე.
სამახვშოს მახვშვები სხდებიან,
ჰყვებიან ცხოვრების ჩარხზე,
ქერზე და კართოფილზე ჰყვებიან,
ჯიხვზე და ოტნახად რახზე.
ქვემოთ,ცალანართან წისქვილია,
უეცრად ატყდება სროლა,
მოუტაცებლად სირცხვილია
ვაჯკაცის დიაცტან წოლა!
ცალანარს თოფებმა იგრიალეს,
მხარი დაუჩირეს ლადრერს,
ფისიმც დასხმიათო ვიბლიანებს,
ქალის მოტაცება გვკადრეს!
პაწია სულელი მთვარე კი,
ფერმის გოგოსავიტ სავსე,
ბარშისკენ აცეცებს თვალებს და
ამოდის ფხოტრერის თავზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined16 Nov 2008
Posts25
კარმა0
OFFLINEPROFILE
liako2008 wrote:
ციტატა:
შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი,
ჩემს თვალში ეგეც დიდი ნაკლია,
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი,
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია---
მაგრამ რა ვქნა, რომ შემყვარებია,
მოცილებული ჩემს სხეულს ძვალი,
ყველა ძვალს დავთმობ იმ ნეკნის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი--

კაია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვიცი,დამღუპავ დაღუპვით ქალის,
მაინც შენ მაცდურ ღიმილს ვენდობი!-
ის ერთადერთი ღიმილი არის,-
მტანჯველი თავის ერთადერთობით.

შენი თვალებით უგრძნობლად დამთვრალს,-
შენივ ღალატი გამომაფხიზლებს!..
ვიცი,მიმიყვან სიკვდილის კართან,
მერე სიკვდილსაც აღარ მაღირსებ!..

ვიცი,ამიბნევ ცხოვრების გზა-კვალს,-
გავიიმედებ მაინც მაგ თვალებს!-
იგი ამ ქვეყნად სხვა თვალებს არ ჰგავს,
სხვასაც ჩემსავით არვის აწვალებს!

ღმერთმა შეგინდოს შენ უღმერთობა,-
ჩემი ბედით რომ ასე ერთობი!..
მე მტანჯავს შენი ერთდერთობა
და ვცოცხლობ შენი ერთადერთობით!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ტირილი და კვნესა
ჩემსკენ წამოვა ისევ.
მე შენთან მოვალ დღესაც,
როგორც მწუხარე ქრისტე.
დადის დემონი მთვარის
და ავი ბედისწერა.
მიპყრობს იისფერ თვალის
ასე უღონო მზერა.
მღალავს ქუჩა და კიბე,
როგორც სიზმარი დილის.
ასე აწეწილ ბედით
მინდა გავშორდე თბილისს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერო და ბერო,
შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით,
ზურგს ნუ შეაქცევთ...გაიკითხეთ...
ბედი არ გვცდიდეს,
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
როდესაც აუგს ამბობენ შენზე,
მე ყურს ვიყრუებ და მაინც გეძებ...
როდესაც მიმზერ ცივად და ფუჭად,
მე თვალებს ვხუჭავ.....
მაგრამ თუ ღიმილს მომაწვდი უხვად,
თუ გამიბრწყინდი მოქანცულს,მწუხარს,-
მე ვუბრუნდები სიცოცხლეს უძღებს...
მე მაშინ ყველა ქარიშხალს ვუძლებ.
...რა ვიცი ვინ ხარ...რა ვიცი რა ხარ...
მე მაინც მწამხარ...მე მაინც მწამხარ...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი