↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Oct 2008
Posts2868
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ნიკოლოზობას სიქალულებოოო

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გილოცავტ შობა ახალ წელს ძველითაც და ახალითაც იხარეთ ჩემო ქართველებო და გამრავლით=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ტროპარი

რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანის-ცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, სული წმიდა, სახითა ტრედისათა, დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელიც განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა, და ნეთელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენ-ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა, მოხვედ და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო.

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზეც უფალმა მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე“ (მათე 3,15) და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე“ (მათე 3,15).

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, „წყლის ბუნება“ გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.

ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უდიდესი ძალა აქვს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
დესპანელებო,გილოცავთ ნათლიღების
ბრწყინვალე დღესასწაულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეც შევუერთდები თქვენს მილოცვებს და ყველა დესპანელს მათ ოჯახებს ვულოცავ ნათლისღების დღესასწაულს . ღმერთი გვფარავდეს და გვწყალობდეს ყველას .

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts39
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველა დესპანელს და სრულიად საქართველოს,ვულოცავ ნათლიღების წმინდა დღესასწაულს!ნათლი-მირონის მადლი შეგეწიოთ..ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!! =ko= =sher= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ! ღმერთი ყოფილიყოს მთელი საქართველოს შემწე და მფარველი, და ჩვენიც, საქართველოს გარეთ მყოფი ქართველებისაც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გილოცავთ მრავალს დაესწარით.მისი მადლი ნუ მოგაკლოთ ღმართმა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ნათლისღებას,უფალი იყოს თქვენი მფარველი=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Sep 2008
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
natlisgebas gilozawt. upali gparavdet

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ყველა დესპანელს, ყველა ქართველს და სრულიად საქართველოს,

ვულოცავ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს,

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ჩემო საყვარელო ქართველებო!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქარტველებო და დესპანელებო გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო დესპანელებო !!! გილოცავთ
ნათლისღების დღესასწაულს,დღევანდელი დღის მადლი
და ძალა ფარავდეს თქვენს ოჯახებს!

ძალიან მომენატრეთ სუყველა,
მახო..უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის,(პირადი წერილები ეხლა წავიკითხე)
ასევე დიდი მადლობა ნანა-დიდსულოვანი ადამიანი ხარ, ღმერთმა უშველოს
პატარა ნიკუშას, გკოცნით,=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გილოცავთ მაცხოვრის ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს. ნათლისღების მადლით სულიერ განათლებას და ქრისტეში განახლებას გისურვებთ. გაიხარეთ ორთავ სოფელსა შინა...:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined28 Nov 2008
Posts22
კარმა0
OFFLINEPROFILE
დესპანს და ყველა დესპანელს გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!გფარავდეთ უფალი მუდამ! მიყვარხართ და მენატრებით...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი