aupairad wrote:ციტატა:
qurdimaxo ნათლისღებას მოგილოცავ დიდი სიყვარულით=ko=

იბედნიერე და იდღეგრძელე შენთვის სასურველი და საყვარელი ადამიანების გვერდით. წუხელის შეკითხვა დაგიტოვებია- გურული ხარო? აფხაზეთიდან ვარ, ხიზნობის პერიოდი კი იმერეთში გავატარე. როცა იმერეთის სტუმართმასპინთლობაზე ვწერდი "მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი"-ში, გურიაც იმერეთად გამისაღებია=haa=

, როცა გადავამოწმე ჩემი ნაწერი, ასე იცის ხოლმე ხანდახან ტვინის გადახურებამ:)

მაგ წერილს ძალიან გვიან ვწერდი, და ეს გურული დესპანის ქურდიმახო იმედია მაპატიებ ამ დაუკვირვებლობას:)

ჩემო აუპაირად,ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს,ვინ
რომელი კუთხიდან არის,მე ყველა ერთნაირად მიყვარს,
მაგრამ იმედია არ მიწყენ,გურულის გაგონებაზე,გული
ორმაგად თუ მიძგერს,ჩემი ბავშვობის ყველა ზაფხულის
1 თვე მაინც,იქ მაქვს გატარებული.
აფხაზეთის და ხიზნობის ხსენებამ კი ცრემლები მომგვარა.
იხარე და იბედნიერე ჩემო ძვირფასო ადამიანო,მალე
მოვსწრებოდეთ,შენთან ერთად აფხაზეთში ჩასვლას.
აი ქეიფი და დროს ტარება მაშინ ვნახოთ.
ვუკრავ,ვცეკვავ,ვმღერივარ. ამ ყველაფერს გამოვიყენებ
სწორედ სოხუმის ცენტრში.
გკოცნის ქურდი მახო