aupairad wrote:ციტატა:
ისე სხვადასხვა ფერებით განწყობის გამოხატვა ძალიან ხშირია, ჩემს შემთხვევაში უმეტესად მუქი-ლურჯი სჭარბობს ხოლმე დანარჩენთ(აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში ვარდისფრის სიჭარბე იგრძნობოდა, მაგრამ ჩემი ვარდისფერი სათვალე რამოდენიმე კვირაში დაიმსხვრა).
nabula წონასწორობიდან ძალიან ბევრ რამეს გამოვყავარ, მაგ: ბევრი ქართველი პოლიტიკოსის უაზრო და უშინაარსო განცხადებებს...
როდის უნდა მივხვდე, რომ "ის" ის არის, ვისაც ამდენი ხნის მანძილზე ველოდი?
ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებზე ეხლა უფრო ვმწარდები ვიდრე საქართველოში ყოფნისას, ოდნავადაც არ რცხვენიათ ისე იტყუებიან. ერთხელ დესპანის საშუალებით კურიერს ვუყურებდი,გამოვიდა ერთ-ერთი "საქართველოს სიამაყე" და რაღაც უბედურება მოყვა,ისეთი სიტყვებითა და ღიმილით, რომ გეგონება საშინლება კი არ მოხდა,არამედ რაღაც დადებითი. ისე დამაჯერებლად გეუბნებიან : "გშია, გცივა და გწყურია.მგრამ ეს კარგია იმიტომ რომ არც გცივა,არც გშია და არც გწყურიაო" რომ გაგიჟდები.ეგეთი ნიჭიერები სამშობლოს ერთგულებაში,რომ იყვნენ,როგორც ცრუპენტელობაში არიან, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.