↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ლეკსები მხოლოდ სჰენტვისაა იოანე.

ნუთუ მიყვარს?"-დავწვები და მისი სახე მელანდება
''ნუთუ მიყვარს?"_უცნობის ხმა ჩუმად,ჩუმად მეკითხება,
"ნუთუ მიყვარს?"_სიყვარულში მინდა ვიყო მე ურწმუნო
"ნუთუ მიყვარს?_არ მინდა რომ ჩემი თავი დავარწმუნო,
ღამით ფიქრით გულგატეხილს მე ჩემს თავზე მეცინება
ჩამომეხსენ ფიქრის ხროვავ,ჩამომეხსენ მეძინება,
ჩამომეხსენ გევედრები,ჩამომეხსენ მიმატოვე
მოდი გულში ჩამიკარი ხელი მომეც სიმარტოვევ,
დავწვები და სულ მესმის"ნუთუ მიყვარს ?",,ნუთუ მიყვარს?"
უცნობის ხმა ჩამჩურჩულებს
გიყვარს.......გიყვარს....
მართლა გ ი ყ ვ ა რ ს.............

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს სიკვდილამდე რატომ განვიცდი.
როცა შენ გხედავ, აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები, დარდი მიპყრობს, დაუფარავი...
გნატრობ, მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები.
იცი, მიყვარხარ... შენ თუ გინდა ნუ გეყვარები.
ვცდილობ როგორმე მივაკვლიო შენს გულის სითბოს,
მაგრამ ყინულით დაფარულა ქვეყანა, თითქოს.
დამრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი,
შენზე ვილოცებ, სანამ ქვეყნად დავიარები.
ჩემი ცხოვრება შენზე ფიქრს და დარდს შევალიე;
მძულს მე ის კაცი, ვინც ესწრაფვის გრძნობებს წამიერს;
სიკვდილის წინაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის,
გინატრებ გულით, სიყვარულით, ოცნებით, სიტყვით...
და თუ არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ,
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ.
მაგრამ ჩუ...
ჩუ........
არა თქვა,გულში დამალე,
არსად არ გამთქვა
რომ მენატრები,ჩურჩლით გეტყვი
დახუჭე თვალები დახუჭე
სინათლე ყველაფერს აფუჭბს
სიბნელე მათბობს და მაჩუმებს.
არ გინდა?
სიცოცხლეს გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს
გთხოვ შენი სინაზე მაჩუქე
და შენი სიძმრები მაჩუქე
და მე ამ ყველაფერის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლელუკაგეო
ფანტასტიური ლექსებია და ნეტა ვისი?იქნებ ავტორი მიუთითო:)
კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
lelukageo
გულში ჩამწვდომი ლექსებისთვის,მიიღე
კიდევ ერთი კარმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობაა.მედი ამ ლეკსების ავტორი არ ვიცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
Je ne t'aime plus !
Je mentirais si je disais que
Je te desire comme je t'ais toujours desire !
J'en suis sure que
Rien ne fut en vain
Je sens en moi que
Tu ne signifies plus rien
Je ne pourrais plus dire que
Je nourris un grand amour.
Je sens de plus en plus que
Je t'ais deja oublie !
Et plus jamais je n'utiliserai la phrase
Je t'aime

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ სიყვარულის სადგეგრზელოს ყანქიტ ვერ დალევ,
და სანუგესჰოდ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაგვლიანს
ტუ სიყვარულში,სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიზლია?!
ტუ ლამაზ თვალებს კოცნიტ ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრზნობინებ სიყვარული თუ რა ზნელია!
თუ უნაზესს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეტესი რა შეგიზლია?!
სზვისი ტკივილი შენებურად ტუ არ გიგრზვნია,
და სხვისი დარდი სიხარულიტ არ შეგიცვლია
გაწვდილი ხელისტვის ტუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეტესი რა შეგიზლია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აჰა,
ხელები მოგაგებე,
ამოყევი.
ჩემამდე ბევრი აღმართია.
აქოშინებულს,
ცხრამთაამოვლილს და
მხართან ამოვაკებულს,
ჩაგაფიქრებს გზაჯვარედინი:
- ყველა გზის ბოლოს სიკვდილია !
შენ კი...
ყველაზე მეტად არგადარჩენილს,
ციცაბო ბილიკი აგეკიდა.
გგრძნობ, ყელთან
(რახანია მსხვერპლს ელის ტალღა,)
ჯერ გამოგრიყავ.
ჩემს სამეფოში ყველა კომპასი
აღმოსავლეთისკენ იხრება,
და ჩემს გადაღმა,
მიწიდან წამძვრალ კუნძულებზე,
ალქაჯებსა და დევებს
აჩრდილოეთებს.
ამ პირიქითა საზღაპრეთზე
ჯერ არ გიამბობ,
მხოლოდ მაშინ, თუ გამცდი.
ციცაბოა ჩემი ზღაპარი,
უგზო და უამინდო,
ეროზიულ ნიადაგით.
პეშვს ვახვედრებ ჩამოზვავებულს,
ხელახლა ვძერწავ,
და მაინც შემრჩი.
ყოველ დილით,
ყურთან მიტოვებ სუნთქვას,
რომელსაც, ყავის მსგავსად,
ნება-ნება ვსვამ
და მაშინვე
არ მავიწყდები.

ზღვის ასული ვარ,
კოშკი - ნიჟარა,
გამოვძვერი,
მიწაზე დავდნი.
გატეხილა ჩემი სახლი,
სახლებს ტოვებენ.
სამაგიეროდ,
ალბატროსების ჩამოსვენება
ჩემი სიზმრის გემზე,
და მათი გზების ჩაკივლება
დამაქვს ნიჟარით.
ზღვას აღარ ვუსმენ
დიდი ხანია.
ზღვა ლოკოკინა-კოშკზე მიყვება,
მტკივა უსახლობა.
ვერ ვწერ
ბავშვებზე,
ვერც ბავშვობაზე.
ტალღები ცად ვერ იქცევიან.
მე წყალი ვარ.
ვერ ჩამისუნთქავ,
ვერ დამფანტავ,
ვერ დაგემსხვრევი.
ვწერ,
შენი ,,ჰაერის” ყოველ დაბერვაზე:
ზღვად,
მდინარედ,
წყაროდ,
წვეთად...
და ყოველ ღამე
გიკითხავ ჩემს თავს
სუფთა ფურცლიდან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე შენს თვალებში დავინახე უსაზღვრო სევდა
შენს ლამაზ ტუჩებს უნებლიე აღმოხდა კვნესა
ზღვისფერ თვალებში ცისფერი ზღვის ტალღები ხეთქავს
დაბინდდა, თითქოს არემარე მოიცვა ბნელმა

ლამაზი სახე დაუფარავს დარდსა და ნაღველს
ცრემლი მომსკდარი თვალებიდან მიაპობს ღაწვებს
ხელები უთრთის სული უკრთის ემდურის გამჩენს
წვა მისი გულის წააგავს კოცონს ალის ცად ამწვდენს

ნეტავ რად სტირის ასე მწარედ საბრალო ქალი?
რამ ააღელვა სული მისი მარად მთვლემარი?
ან რამ აანთო გული მისი ნაზი და წყნარი?
რა კითხვა უნდა?-სიყვარულის ძალს უძღვის ბრალი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე წავედი, ღმერთმა იცის, რომ მენატრები
მე წავედი სული მეკვრის, და მელანდები
ვიცი, ხელში რომ ჩაგაჭკნა თეთრი ვარდები
მოგონებით დაცურავენ ჩვენი ლანდები
მერამდენედ მესიზმრება შენი თვალები
კარებს მიღმა მოლოდინით სავსე თვალები
მესიზმრება: მე დაგეძებ, შენ მემალები
და ამ დროს მაღვიძებენ მწარე წამები
შენ შორსა ხარ, ვის გავანდო ჩემი დარდები
დავბრუნდები და თავიდან შეგიყვარდები
მე ჩამოვალ, მაშინ როცა არავინ მელის
მოგაშორებ დარდს და ცრემლებს ცვრიანი ხელით
დავბრუნდები, დამაბრუნებს შენი სურნელი
ღმერთო მალე ამიხდინე რასაც მოველი
დავბრუნდები და თავიდან შეგიყვარდები

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე შენ მიყვარხარ

აფრიკულად: Ek hejou liefe
არაბულად: Behibak
ბულგარულად: Obicham te
ჩინურად: Ngo oi ney
დანიურად: Jeg elsker dig
გერმანულად: Ich liebe Dich
ინგლისურად: I love you
ესპერანტო: Mi amas vin
ფინურად: Mina rakastan sinua
ფრანგულად: Je t'aime
ბერძნულად: S' ayapo
ჰოლანდიურად: Ik houd van jou
ინდურად: My tumse pyaar kartha hun
ირლანდიურად:Taim ingra leat
ისლანდიურად: Eg elska thig
იტალიურად: Ti amo
იაპონურად: Ai shite imasu
კორეანულად: Tangsinul sarang hayo
კროაციულად: Volim te
ქურთულად: Ez te ra hes dikim
ლათინურად: Amo te
ნორვეგიულად: Jeg elsker deg [jei elsker dei]
სპარსულად: Du stet daram
ფილიპინურად: Mahal kita
პოლონურად: Kocham Cie
პორტუგალიურად: Te amo
რუმინულად: Te iu besc
რუსულად: Ya lyublyu tebya
შვედურად: Jag alskar dig
სერბიულად: Volim te
სლოვაკურად: Lubim ta
ესპანურად: Te quiero
ტაილანდურად: Khao Raak Thoe
ჩეხურად: Miluji te
ტუნეზიურად: Ha eh bak
თურქულად: Ben seni seviyorum
უნგრულად: Szeretlek
ვიეტნამურად: Toi yeu em
სომხურად:Yes kez sirumen
ეთიოპიურად:Afgreki'
ებრაულად:Ani ohev otah
ესკიმოსურად:Nagligivget
სუახელი:Nakupenda

ვუძგვნი იოანეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ლელ. ვფიქრობ სამაგიერო რა მოგიძღვნა და როგორ მცხვენიააა..........
ღირს კი ეგ შენი იოანე ამ ყველაფრის ფასად?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
"რაგინდ სასურველიც უნდა იყოს სიყვარული,მისი გარეგნული გამოვლინება მაინც უფრო მეტ სიხარულს გვანიჭებს,ვიდრე თვით სიყვარული"
/ლაროშფუკო/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
წმინდა სიყვარული ლოცვაა მარადი,
წმინდა სიყვარულს მცირე აქვს სიტყვა,
წმინდა სიყვარული აღარ იმეორებს
რაც ერთხელ გადახდა, რაც უკვე ითქვა...
წმინდა სიყვარული დარდია, ულევი,
წმინდა სიყვარული ცრემლია წმინდა,
წმინდა სიყვარული მცირეა ამქვეყნად,
გულში ამ მცირედს ვაცოცხლებ მარად.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი