↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, —
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
შენ ხარ ფიქრები,ხარ ოცნება სურვილი ჩემი
ხარ განთიადი,ხარ დაისი ვით სულის მწველი.
შენ ხარ დღის შუქი და უთვალავი ვარსკვლავი ცაზე
ხარ ბობოქარი და საზარელი ტალღები ზღვაზე..
შენ ხარ კივილი ჩემი სულის და ლექსის მუზა,
გულის სიმძიმე აუტანელი,ვით გემის ღუზა.
ჩუმი ფიქრი ხარ და ოცნება გულში მალული
ჩემი სუნთქვა და გოდება ხარ ძლიერ ტანჯული.
შენ ხარ აწმყო და შენ ხარ წარსული..
ხარ მომავალი ჩემთვის ნატრული!
ბოროტება ხარ, ბნელი წყვდიადი..
შენ ხარ სიკეთე.. და განთიადი!
თბილი გიმილი და ცრემლი თვალზე,
ხარ სალოცავი გუმბათის თავზე..
ვნება ხარ ენით აუღწერელი
ხარ გრძნობა კალმით დაუწერელი.
ცრემლი ხარ თვალზე გადმონადენი,
ხარ გულის ფეთქვა.. იცი რამდენი!
მშვენება ცისა, სინაზე ზღვისა..
სამყაროს ფერი, სინათლე მზისა..
შენ ხარ სიცოცხლის სწორი მიზანი,
ნუ მომიგონებ როგორც სიზმარი..
(ჩემი დაწერილია) =oops= =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
tsudoooO
ღმერთმა გვიმრავლოს ქართველებს,
თქვენისთანა ნიჭიერი ახალგაზრდები:
ცუდო,აუპაირად,იოანე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
tsudoooO
ღმერთმა გვიმრავლოს ქართველებს,
თქვენისთანა ნიჭიერი ახალგაზრდები:
ცუდო,აუპაირად,იოანე.
გაიხარე მახო, დიდი მადლობა ძმი =ko= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება;
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
როცა გიხილე, მამა-პაპათა
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“ *,
უნდა დაქროდე რუსთაველზედა.
ეს ყაისნაღი ან ეს ხავერდი
ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა?
თავადის ქალო, იქნებ დაბერდი,
სიბერის შუქი შემოგეპარა?!
შემოგეპარა და ბნელ დალალში
გაიშრიალა თეთრი ზოლებით:
ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი,
მიწაში წვანან შენი ტოლები!
როცა გიხილე, ციხე-კოშკების
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები,
დაგოგმანობდე რუსთაველზედა.
მაშინ ჩემგვარი ენამწარენიც
ვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს,
როცა ჩამქრალი კელაპტარივით
შემოხვდებოდი ვერის დაღმართზე.
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება,
ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, —
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე…
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ —
რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე შევეჩვიე შენს არსებობას,
რომ ვეღარ გამჩნევდი.

ჭიდან რომ წყალი ამოშრება,
ისე ამოშრა შენს თვალებში სიყვარული.

ახლა კი ვდგავარ ფანჯარასთან
და სუნთქვით ვეძებ
შენი თმის სურნელს,
იმ ყვავილივით, რომელიც არ ჩანს
და შუაღამის ჰაერს ამჩატებს.

მე მირჩევნია, სადმე იყო,
თუნდაც არ ჩანდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარულია ქვის ჩუქურთმა ყინწვისის ფრესკა
სიყვარეულისტვის კვაზიმოდო ზარებს რეკავდა
სიყვარულია ათას ერტი ღამის ზღაპარი
ჩვენს გულში მარად დანტებული სულის ლამპარი
სიყვარულია გზა,სიშორე,ცრემლი,გოდება,
ხელს შეახებ და არასოდეს განმეორდება
სიყვარულისტვის ბაირონმა კუბო ასცია
უნდა შეწირო კველაფერი რაც გაგაჩნია
სიყვარულისტვის თავი დადეს დზმებმა კახელმან
სიყვარულისტვის არსაკიდზეს მოჩრეს მარჯვენა
სიყვარულისტვის გადაფრინდა მტიდან შორენა
დზნელია როცა შენს სიკვარულს ვინმე შორდება
სიყვარულისტვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულისტვის სასთუმალთან რაღაც გაღვიძებს
სიყვარულია თამარი რომ დარჩა კვლავ მარად
სიყვარულს შოტაც შეეცადა და ვერ დამალა
მე სიცოცხლეში უსიკვარულოდ არ მინდა წამი
რადგან ჩემს კუბოს სამუდამოდ დაადნობს ნამი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Nov 2006
Posts107
კარმა51
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
შენ ხარ ფიქრები,ხარ ოცნება სურვილი ჩემი
ხარ განთიადი,ხარ დაისი ვით სულის მწველი.
შენ ხარ დღის შუქი და უთვალავი ვარსკვლავი ცაზე
ხარ ბობოქარი და საზარელი ტალღები ზღვაზე..
შენ ხარ კივილი ჩემი სულის და ლექსის მუზა,
გულის სიმძიმე აუტანელი,ვით გემის ღუზა.
ჩუმი ფიქრი ხარ და ოცნება გულში მალული
ჩემი სუნთქვა და გოდება ხარ ძლიერ ტანჯული.
შენ ხარ აწმყო და შენ ხარ წარსული..
ხარ მომავალი ჩემთვის ნატრული!
ბოროტება ხარ, ბნელი წყვდიადი..
შენ ხარ სიკეთე.. და განთიადი!
თბილი გიმილი და ცრემლი თვალზე,
ხარ სალოცავი გუმბათის თავზე..
ვნება ხარ ენით აუღწერელი
ხარ გრძნობა კალმით დაუწერელი.
ცრემლი ხარ თვალზე გადმონადენი,
ხარ გულის ფეთქვა.. იცი რამდენი!
მშვენება ცისა, სინაზე ზღვისა..
სამყაროს ფერი, სინათლე მზისა..
შენ ხარ სიცოცხლის სწორი მიზანი,
ნუ მომიგონებ როგორც სიზმარი..
(ჩემი დაწერილია) =oops= =tavfx=
მაგარია ძალიან მაგარი მარტო ტვინი ხარ ვამაყობ შენით=sher= =cq =goooood

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიგრძვნია ცუდოოოოო რაღაც , :) :) :) :) :) :) :) :) :) რას არ შეგაძლებინებს სიყვარული კაცს =dk= =dk= =dk= :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბარათიშვილის ხიდთან დაობდნენ,
ღამე მდუმარე ქალი და ვაჟი
ქალის თვალები უარს ამბობდნენ
ვაჯი ღელავდა სიბრაზით მთვრალი.
გაფრენილ მანძილს მისდევდა ქალი
და ორივენი შერჩნენ ერთმანეთს.
კოცნით დამთბარი ცივი უარი
ტუჩებმა თრთოლვით გაუმეორეს
პირველი კოცნა მთვარემ დაფარა
და ბოლოს მაინც გაისმა არა
მკლავებს მოშორდა ფერმკრთალი ქალი
და ბოლოს ნაპირს გაუყვა წყნარად
მიჰქონდა სევდა დარდი და სითბო
წყნარად ამბობდა უშენოდ მიჯობს,
შემოტრიალდა მტკვარს გადახეა
და დაიძახა: "ვაიმე ბიჭო"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა lelukageo ! კეთილი იყოს შენი
შემოსვლა დესპანზე,
-საინტერესო ლექსებს წერ=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბოდიში =sher= ეს სმაილიკი უნდა დამესვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, —
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე…
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ —
რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა!

მახო ...კიდევ ერთხელ ძალიან მომენატრე.
ეს ლექსი საკუთარია?=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
შენ ხარ ფიქრები,ხარ ოცნება სურვილი ჩემი
ხარ განთიადი,ხარ დაისი ვით სულის მწველი.
შენ ხარ დღის შუქი და უთვალავი ვარსკვლავი ცაზე
ხარ ბობოქარი და საზარელი ტალღები ზღვაზე..
შენ ხარ კივილი ჩემი სულის და ლექსის მუზა,
გულის სიმძიმე აუტანელი,ვით გემის ღუზა.
ჩუმი ფიქრი ხარ და ოცნება გულში მალული
ჩემი სუნთქვა და გოდება ხარ ძლიერ ტანჯული.
შენ ხარ აწმყო და შენ ხარ წარსული..
ხარ მომავალი ჩემთვის ნატრული!
ბოროტება ხარ, ბნელი წყვდიადი..
შენ ხარ სიკეთე.. და განთიადი!
თბილი გიმილი და ცრემლი თვალზე,
ხარ სალოცავი გუმბათის თავზე..
ვნება ხარ ენით აუღწერელი
ხარ გრძნობა კალმით დაუწერელი.
ცრემლი ხარ თვალზე გადმონადენი,
ხარ გულის ფეთქვა.. იცი რამდენი!
მშვენება ცისა, სინაზე ზღვისა..
სამყაროს ფერი, სინათლე მზისა..
შენ ხარ სიცოცხლის სწორი მიზანი,
ნუ მომიგონებ როგორც სიზმარი..
(ჩემი დაწერილია) =oops= =tavfx=
ლამაზი ლექსია საღოლ :) ვის ეძღვნება არ ვიცი, მაგრამ მუზა აშკარად ჩემმა ლექსმა მოგიყვანა ;)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი