↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
"მე არ ვიცი ლამაზი სიტყვები სიყვარულის შესახებ, ლამაზი სიტყვები მოწყვეტილი ყვავილივით ჭკნება"
:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
"მე შენ მიყვარხარ ალბათ ამიტომ ვერასდროს გწერდი ლამაზ ბარათებს ............"

შენ მართალი ხარ aupairad სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება , თუმცა ვინ იცის მე მაინც მგონია იმდენნაირი სიყვარული არსებობს ამ ქვეყნად რამდენი ადამიანიც დაიარება ,და ზოგს სიტყვები სჭირდება , ზოგს ყვავილები და ზოგსაც ერთი გაღიმება უთბობს გულს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხო, ეს ნამდვილად ასეა, ხშირ შემთხვევაში სიტყვებზე მეტი შინაარსი და აზრი შეიძლება ადამიანის ერთ უბრალო გამოხედვასა თუ გაღიმებაში დაინახო.

"...ვინც სიყვარულში სრულყოფილია და უბიწოების მწვერვალს მიაღწია, არ განასხვავებს თავისას და სხვისას, ერთგულსა და ორგულს, მონასა და აზნაურს, თვით მამრობით და მდედრობით სქესსაც კი, არამედ ვნებათა სიმაღლეზე ამაღლებული, მხოლოდ ერთადერთს-ადამიანის ბუნებას ხედავს, ყველას თანაბრად უცქერის და ყველასადმი თანასწორადაა განწყობილი. მასში არც იუდეველია, არც ელინი, არც მამრობითი სქესია, არც მდედრობითი, არც მონაა და არც აზნაური, არამედ ყველგან და ყველაფერში ქრისტეა..."

მართლაც, რამდენი რამ გვაკლია უბრალო მოკვდავ ადამიანებს სრულყოფილებამდე, ჩემი აზრით სრულად "სრულყოფილი" ადამიანი არც კი არსებობს, ამისთვის ალბათ ერთი სიცოცხლე არ კმარა ამ ქვეყნად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ეჰ, რას გაუგებ სიყვარულს, ჩემო ოლღა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვერაფერს ბუბუსუნა ხომ გაგიგია სიყვარული ბრუნვადია და თანაც ვერტიკალურიო :) :) :) :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა არის სიყვარული? მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩასწვდები. მის გარეშე ვერ წარმოგიდგენია სოცოცხლე. იქნებ ეს შენი ასაკისა და ცხოვრების ბრალია? სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო მისი სიტკბოება, რომ ერთხელ მაინც უთხრა მას წრფელი გულით
„ მე შენ მიყვარხარ“
როცა გიყვარს შენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავ ღრუბლებში, სრულიად სხვა სამყაროში ხარ, ყველას მიმართ სითბოს აფრქვევ, და ბოლო ხმაზე გსურს ყვირილი, რომ ყველამ გაიგოს შენი სიყვარულის შესახებ. სრულიად გათიშული ხარ, გსურს მუდამ გესმოდეს მისი სუნთქვა, მთლიანად მასზე ხარ დამოკიდებული, მიჯაჭვული, უმისობა ვერ წარმოგიდგენია. გიყვარს, უაზროდ გიყვარს.პირველი სიყვარული , პირველი კოცნა,, პირველი ცრემლი, სურათები და ისევ ცრემლების ზღვა, რომელშიც გსურს ჩაიძირო და აღარ გრძნობდე,
„მე შენ მიყვარხარ“. ანუ მე ჩემი სიყვარული მიყვარს შენში, მე ჩემი სიყვარული ვიპოვე შენს იერში. შენი პიროვნების სახით, მე ჩემი სიყვარული მიყვარს შენში, ანუ მე თვით სიყვარული მიყვარს, ვარ ამ გრძნობის მონა, მიყვარს თავად ცნება „ სიყვარული“. აქედან გამომდინარე მე სიყვარული ანუ თავად ღმერთი მიყვარს. მე ღმერთი მიყვარს შენი. მე შენში დავინახე ის რასაც სხვა ვერ დაინახავს, შენ ჩემი წარმოსახვით ღმერთი ხარ, მე შენ გაღმერთებ რადგან მიყვარხარ. ჩემი ცხოვრების ნაპერწკალი ხარ, სხვისთვის კი მირიგი მოკვდავი. მე შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენზე ფიქრით ვცოცხლობ და ეს ფიქი მიყვარს, რადგან შენია, რაც გამაჩნია ყველაფერი შენი სახით მევლინება, რადგან სიცოცხლე და შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, და მაინც რა არის სიყვარული? რას ასახავს იგი, რას უკავშირდება, რაზე მიგვანიშნებს? პასუხი მარტივია..... შენ, შენთვის, შენდამი, შენებრი, შენით.
„ შენ ჩემი სიყვარული ხარ“ !!!

სიყვარულლი ეს გრზნობა წაუშლელ კვალს ტოვბს ჩვენს ცხოვრებაში.გეთანხმები თიკოთიკო სიყვარული შეიძლება იყოს: ბავშური, ნაზი, ვნებიანი,სახიფატო,გულწრფელი, აუტანელი,ტკბილი,თავგანწირული,უკვდავი...სიყვარულს ასევე მოაქვს:ტანჯვა,ცრემლი,განშორება იმედგაცრუება... მაგრამ ჩვენ უნდა მივიგოტ სიყვარული ისეთი, როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,იმიტომ რომ - "უსიყარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ"...
გაიხარეტ და ყველას დიდი სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ო... არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.
და აი გუშინ, როცა კარადის
თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით,
უეცრად ვნახე თქვენი ბარათი,
თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი.
- გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, ―
ჩამჩურჩულებდა ნაზად წერილი
და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა,
აწ გარდასული და გაფრენილი.
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოდი, საყვარელო, ბაღში შავიდეთ, -
ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი!
სიკვდილამდინ გარეთ აღარ გავიდეთ, -
სახე კარგი... მთვარე კარგი... მზე კარგი!

დავლიოთ ღვინო, - არაყი ჩვენია,
მეჯლის-საზანდარი, საღი ჩვენია!
გავაგდოთ მებაღე, ბაღი ჩვენია! -
ლხინი კარგი... დრო კარგი... დღე კარგი!

მაილია ვარდი, - არსად აბია, -
ბულბული სწუხს, რომ ყვავილს უზის ჭია!
ხეივანში გადაშლილა სულ ია,
წყალი კარგი... კვალი კარგი... მწე კარგი!

ტანთ გიხდება საწვიმარი აისი,
ალვის ხესა გამოუსხამს ყაისი!
ყველა ჩივის, რომ დავკარგეთ მაისი,
სული კარგი... გული კარგი... თვე კარგი!

მე საიათნოვას ხმაში მაქვს ძალი!
დაბძანდი, დაგიგო ხორასნის ხალი!
მიჯნურმა ღობიდამ არა გკრას თვალი,
საზი კარგი... შენ კარგი... მე კარგი!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ -----გოდერძი ჩოხელი

1
- უკაცრავად, თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩოფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!

3
- თქვენი სახელი?
- ჩემი?!
- დიახ.
- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
- თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- მეე, ნიკო.
- რა გვარი ბრძანდებით?
- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
- ცოლ-შვილი გყავთ?
- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.

4
- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეებში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- უკაცრავად.
- არაფერზე.
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?
- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6
- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7
- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?
- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მამკალ, აჰა!

9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მირონის და მრწამსის ძალა

სულში ჩაგეღვენთოს,

ანგელოზის ჩირაღდანი

შინ და გარეთ გენთოს,

რასაც სიყვარული ჰქვია,

შენს გულს სრულად ეგრძნოს,

იების და ენძელების

ბილიკებით გევლოს.

ასე გლოცავს ჩემი გული,

შენი გული ენდოს.

მამის, ძის და სულიწმინდის

მადლი დაგებედოს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოჰ, რა შორს ხარ, მაგრამ რა ახლოს...
რა ტკბილი ხარ და რა მტკივნეული...
სულ არ გავხარ დღემდე ნაოცნებარ მამაკაცს,
მაგრამ მე არავინ მკითხა, გულმა ისე შეგიყვარა.
ალბათ "დღემდე" ვცდებოდი, აბა ღმერთი ხომ არ შეცდებოდა...
რამდენი ხანია არ მინახიხარ; იქნებ ვერც ვერასდროს გნახო,
მაგრამ მაინც სულ ჩემთან ხარ.ჩემში...
და "როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი"...?!
არა... ამდენზე აღარ ვიფიქრებ... ესეც ღმერთისთვის მიმინდია.
ოღონდ დიდხანს დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.
სადაც, მხოლოდ სიყვარულისთვის მოსვლა ღირდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა იყო ფიცხელ,სიზმარში ნახე კარმის
მომატება და წამოხტი?
აქა ვარ,ნუ გეშინია მარტო არა ხარ,ზვიგენიც
ჩვენთან არის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაქრნენ ღრუბლები,
გამოიდარა.
მე ვიღუპები,
ჩემო გიტარავ.
ეს ცა შიშველი
ვინ მოგვიტანა
შენ თუ მიშველი,
ჩემო გიტარავ.
და ბედმა, მგონი,
დღე გაგვიმწარა.
და შენ მაღონებ,
ჩემო გიტარავ.
დადგა კარგი დღე,
გამოიდარა.
სევდა წაიღე,
ჩემო გიტარავ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო!
მე შენ მიყვარხარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეც მიყვარხარ ჩემო კარგო

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი