↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა იქნება, ეგ ისარი ერთხელ კიდევ სინჯო,
შე ცუღლუტო, შე ვერაგო, საძაგელო ბიჭო.

ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.

მხოლოდ ისინია, მხოლოდ ისინია
ჩვენი ხალისი და მიზნები,
ეზოში დარბიან, ხტიან, იცინიან
ჩვენი ახდენილი სიზმრები.

ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი, სიმღერა და სალამური.

ვიღაც შუბლზე ხარ კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა,
თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა.
იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც...
თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი.
ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.
კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე,
ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს,
დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის
სანთლებს,

tikotiko
რატომ არ შემიძლია რამოდენიმე კარმის ერთდროულად გაცემა!:) :)
გაიხარე და მადლობა, დესპანის განძი ხარ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
tikotiko
ეს სტროფები შენი ლექსებიდან ამოვიწერე, მშვენიერია, დაუვიწყარი სიტყვებია და ვეცდები რამოდენიმე დავიმახსოვრო:) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ?
ქვეყანაში სასაცილო შეიქენ;
საითაც გაიქეც, იქით წაიქეც,
ბოლოს დროსა ბედოვლათიც შეიქენ.

რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
თითქმის ვიყავ ქვეყანაში ქებული,
ჭიქასავით ოქროს ყუთში დებული;

ეს რა მომივიდა ახირებული?
რაც მომიხდა, განუსჯელობით არი!
რომელს დაეაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!

მეფეთაგან მეჯლიშს მიწოდებული,
თავადებთან პატივცემით შვებული,
ალისფერის კაბით განშვენებული,
ახლა ამა ძაძით გაშავებული.

ესე ხვედრი ჩემი მოძღვრისგან არი.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
ბრინჯი ვიყავ, ქერობა რათ მინდოდა?

ქორი ვიყავ, ძერობა რათ მინდოდა?
ერი ვიყავ, მღვდელობა რათ მინდოდა?
მოდი მითხარ, ბერობა რათ მინდოდა?
ვგონებ ჩემის უბედურის დღისაგან არი.

რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე ჩემო კარგო , სამწუხაროდ თავად არ მომანიჭა ღმერთმა იმის მადლი ესეთი ლექსები ვწერო და იმითღა ვკმაყოფილდები ეს სითბოთი სიყვარულით და საქართველოთი გაჟღენთილი ბწკარები გულში ხშირად ჩავიკრა და მოვეალერსო , სული გავილამაზო .:) :) :) :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვის უნახავს ის ედემი შლილი,
სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი,
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა;
სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხსა
იმ თვით ედემში თვისი ედემი?
ვის უნახავს ის, სამშობლო ჩემი?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამაგიეროდ ღმერთმა იმის ნიჭი მოგვანიჭა(მადლობა ამისთვის), რომ უკვე დაწერილი ულამაზესი და უნაზესი ლექსები აღვიქვათ, გავითავისოთ და "ჩვენად" მივიღოთ, დავაფასოთ და სათანადო პატივი მივაგოთ მათ.:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,
სარაჯიშვილის ხმებით სტიროდა,
თარს ამოჰქონდა გულის ბალღამი
მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.

ასე მღეროდა მაშინ მეტივე
ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით,
და უეცარი ძველი მოტივი
ინაცრებოდა სხვა იმედებით.

რა მაბადია - ან რა მებადა,
მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,
მაგრამ გული რომ მაინც მომტირის,
თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკირეს...

ეხლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა.
თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს
და გული ფრთაზე მალე დაეწვა.

და მაპატიეთ მე თუ მივსტირი
ტფილისის რძიან ბალახის დილას.
მე მეხარბება მართლა მესტვირე
არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.

ჯერ კიდევ ვზივარ ძველებურ ტივზე,
ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.
არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,
მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ილია მართალო, მამაო წმიდა!
ილია მართალო, მამაო წმიდა,
შენს ნათელ სულს და ნატიფ შუბლს
ყვარლის მთების სიო ზრდიდა,
ამაყ გულში ყრმობიდანვე
”ერის წყლული” ნაღველს გგვრიდა!
და ამ ტანჯვამ გამოგიწრთო
მეობის და სულის დვრიტა,
მართალ სიტყვით მოსაუბრეს,
შემწეობა გქონდა ციდან.
ჭკვიან თვალთა სხივის შუქი
ჩვენს სიავეს ძირში ჭრიდა:
საღი აზრით ხვალის ხედვა,
ქვეყნის მტარვალთ რისხვით თხრიდა!
ყველა, ვინც კი დაგიმოძღვრავს,
მოწიწებით ქედს გიხრიდა.
ეს სიმხნევე მჭერმეტყველის
მოშურნეებს ავად ხდიდა... წიწამურთან სისასტიკით
მოგიშორეს ჯვარცმულ გზიდან,
გულშეძრული ივერია
სინანულის ცრემლსა ღვრიდა
დამაშვრალს და გულ განგმირულს
ცა ღრუბლიდან ცვარს გაცრიდა.
მამულს, ენას, რწმენას მართალს
შენებრ ბრძნულად ვერვინ სჯიდა!
უმეცარი, მუხის მჭრელი,
”ხის ნაფოტის” დარად გთვლიდა!
არ იცოდა, რწმენით ღმერთკაცს,
გმფარველობდა სული წმინდა?!
დაითვალა საუკუნე –
ჯვარი ზიდეთ, გვმოძღვრავ ციდან.
შეწირულო, ცოდვას გვინდობ,
ანგელოზი გვლოცავ ციდან!
ანგელოზი გვლოცავ ციდან!

წმიდა ილია მართალო, შეგვინდე, ჩვენ ცოდვილთ რომ დღესაც ”ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდვნის!”

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი
174-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
სალაღობო

ხომ
ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.
“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!“
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასოდეს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი
დაუკარით ძველებური დარდიანი ,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დაგვარტყათ ცხრაჯრ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
-შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არის?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!
“ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი“.
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა!


1940 წ. /ლადო ასათიანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვიცი ასე რამ შემაყვარა

ყველა ხევსური და ყველა სვანი,

ქართველი ქალი თვალებმაყვალა,

ჩემი თბილისი და ფიროსმანი,

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,

ცოცხალი არვინ არ მიიკარა,

მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ

და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული

ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,

მერე შეკრთება ვით მთვარეული

და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,

მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა...

ჩემი თბილისი და ფიროსმანი,

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!


1939 წ. /ლადო ასათიანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყაყაჩო
(ეთერ სვანიძეს)

ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ

დაფდაფითა და ბუკითა,

ახლა ყაყაჩო შემომხვდა

ლამაზი ქალის შუქითა.

შემომხვდა, შემომანათა,

ჩინჩხლები შემომაყარა,

ალუჩა-ტყემლის შემოსვლა

და გაზაფხული მახარა...

უცხო კაცად რომ შემიცნო,

შერცხვა და თავი დახარა;

შერცხვა და თავი დახარა,

სიწითლემ გადაუარა,

ალბათ, იმაზე დაფიქრდა,

მოვეწონეო თუ არა?!


1940 წ. /ლადო ასათიანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
***

მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.
როგორ სწრაფად წამიხვედი!
სიტყვაც კი ვერ გითხარ...
შენს უნაზეს ძახილს ველი,
ჩემო კარგო, დიდხანს!
ვუმზერ მეტეხს, ნარიყალას,
შენ კი ვეღარ გხედავ,
გაიღვიძე, ჩემო ყველავ,
ჩემო სულის ერთავ!
ძველებურად, ჩვენებურად
ჩავუაროთ ისანს.
კაცი ვარ და ქუდი მხურავს
ქართველს შეუშიშარს.
მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.

***

― ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, —
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.
― ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, —
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.
― ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, —
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ.

ძალიან მომონს ეს ლექსები კარმა თქვენ ჩემგან =sher= , ხომ ვერ მეტყვით ავტორებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი ბოდიშის მოხდით მე მინდა წაგიკითხოთ ჩემი დაწერილი ლექსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
Harmoniaa es chemi leqsi vitarc sheqspiri
Galaqtioni meris ritmit eamboreba
Da zgvis napirebs rogorc qari miapobs talgebs
Shenze fiqrebit gartuls game melamuneba

Gardasulia es game civi jami ugulo
Usikvarulod kvela fudze dakargulia
Da silamaze cheshmariti grdznobit nanaxi
Es udidesi unazesi sikvarulia

Sikvarulia kvela cami da kvela cuti
Shenze fiqrebshi da ocnebebshi sul rom ireva
Sidzulvilia maradiuli ferebi muqi
Santeli icvis misi cecxli ukve ileva

Shenze vfiqrob da mahinve irxeva bage
Vit ukidegano daundobeli zgvata gelva
Da isev sheni sikvarulit midzgers es guli
Rogorc grubelshi chamaluli patara elva

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე მივაღწიე შორეულ მიზანს,
ეს გული შფოთავს და მაინც გოდებს.
მე ფეხს ვაბიჯებ მშობლიურ მიწას
და შემოდგომის დაცვენილ ფოთლებს.
გვიან გათენდა, სხივმა იელვა,
მორჩა, სიხარულს არ ველოდები.
ბაღი სავსებით დაცარიელდა და
მხოლოდ გრიგალს მიაქვს ფოთლები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი