↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 2852 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=swrYF8itFu8

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
tikotiko დიდი მადლობა ამ ლამაზი წუთების ჩუქებისთვის:) =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=sHN0TiPz ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ ჯგუფ "შინ" თან. კვირის პალიტრა.

http://www.youtube.com/watch?v=7q-vYv0pZXo

«შინ» არის გზა, რომელსაც მიჰყავხარ საქართველოსკენ

«როცა ქვემეხები ქუხს, ადამიანის ხმა არ ისმის»

ანსამბლი უჩვეულო სახელწოდებით, - «შინ» ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირ ვნებათაღელვას იწვევს. უცხოელებს ახელებთ ქართული ცეცხლოვანი მუსიკის არაჩვეულებრივი შესრულების მანერა, ორიგინალური კომპოზიციები.

ანსამბლს ადრე უფრო უცხოეთში იცნობდნენ, ვიდრე სამშობლოში. არცთუ შორეულ წარსულში არსებული ცნობილ მიზეზთა გამო გადახვეწილები, თითქმის 15 წელია უცხოეთში ჭედავენ ქართულ თანამედროვე კულტურას ძველი ფესვებით. ბოლო წლებში «შინ» უფრო ხშირად არის შინ, ვიდრე წინათ. მათი ყოველი გამოჩენა ქართველ მაყურებელში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს.

ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობისთვის კი ამ ანსამბლის კონცერტები ერთდროულად საქართ-ველოში და მის უძველეს წარსულში დაბრუნებასთან ასოცირდება.

ანსამბლის ძირითადი ბირთვი ზაზა მიმინოშვილის, ზურაბ გაგნიძის და მამუკა ღაღანიძის შესანიშნავი ტრიოა. საუბარიც მათთან შედგა, ოღონდ ისეთივე «ჰარმონიულ ქაოსში», როგორ განწყობასაც მათი კომპოზიციები ქმნიან.

ზაზა მიმინოშვილი: - «შინ» ჩემთვის საოცარი სიტყვაა, რომელიც ერთდროულად გამოხატავს ადგილმდებარეობას (სულიერს და ფიზიკურს) და მოძრაობას, გზას... ორივე ერთად კი ცხოვრებაა. «შინ» არის გზა, რომელსაც მიჰყავხარ ძვირფას ადგილთან, საქართველოსთან, ოჯახში, კერაზე. ამ სიტყვამ დაიტია ყველაფერი... მადლიერი ვარ, ქართველად რომ დავიბადე. ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, თუ რას ჰქვია საქართველო, რატომ გადარჩა ეს ციცქნა ქვეყანა ამდენ ორომტრიალში... იქნებ უფლის ნებაა ჩვენი გადარჩენა. როგორც ჩემი დიდი მასწავლებელი აკაკი ბაქრაძე მასწავლიდა, ასეთ შემთხვევაში ამპარტავნებას უნდა ვძლიოთ და თავი დავიმდაბლოთ, რათა ღვთის განზრახვას ჩავწვდეთ. სწორედ ამ გამოცანის ამოხსნას ვცდილობ მუსიკით.

მინდა მუსიკით შევიგრძნო, რომ აფხაზეთი საქართველოა. ამაში თეორიულად ვერავინ შემედავება, რადგანაც ეს აქსიომაა. დედაჩემი იქ დაიბადა, ჩემს ძარღვებში აფხაზური სისხლიცაა, მაგრამ მუსიკალურად აღმოსაჩენი მქონია ამ აქსიომის არსი. ერთ დღეს თავს ვკითხე, ვიცი აფხაზური მუსიკა თუ არა? აღმოვაჩინე, რომ არ ვიცი. დავიწყე ძიება და აღმოვაჩინე ჩემთვის დიდებული, ქართული მუსიკის ნაწილი, აფხაზური მუსიკა. ამის შემდეგ შეიქმნა დიდი პროექტი, რომელიც დროებით გავაჩერეთ აგვისტოს ცნობილი მოვლენების გამო. ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა გაიჟღერა ამ პროექტიდან. ტანკებმა დაგვასწრეს...

ერთი ყბადაღებული ფრაზაა, როდესაც ქვემეხები ქუხან, მუზები დუმან. ჩვენ კი ეს ფრაზა ასე მოვატრიალეთ, - ძნელია ქვემეხების გრიალში გაიგონო ადამიანის ხმა. ქვემეხების მუსიკა სიმფონიაა, რომელსაც ყველანაირი ბოროტება, სიბრიყვე და უმეცრება ქმნის. გავჩუმდეთ და დაველოდოთ, როდის გაჩერდებიან ქვემეხები და როდის ინებებენ ცუდი ბიჭები თამაშის შეწყვეტას? არ მგონია, რომ უნდა დაველოდოთ. ხმა უნდა ამოვიღოთ!

ჩვენს ერთ-ერთ ალბომში «მრა-ვალჟამიერ», დიდი მუსიკალური მოთხრობა იწყება «მრავალჟამიერით». «მრავალჟამიერი» ყოველთვის იმღერება მძლავრად და შემართებით, ასეთი მოვიდა ჩვენამდე, ასეთი გავიცანი მეც ბავშვობიდან. მაგრამ «შინ»-მა დაუშვა მისი რბილად შესრულების პრეცედენტი, ვმღერით რბილად. რბილად სიმღერაში დევს ის ძალა, რომლითაც მოთმენა ძლევს მოუთმენლობას, რაც ძალიან გვჭირდება ქართველებს. ჩვენ მოთმინება არ გვყოფნის, განსაკუთრებით ომიანობაში, არადა, სირბილე და მოთმინება არის ძალა, რომელიც დაძლევს ყველა ტანკს და დაპირისპირებას. ამით გაძლო საქართველომ აქამდე.

მამუკა ღაღანიძე: - 15 აგვისტოს, როდესაც ცხინვალის რეგიონში ომი ისევ მძვინვარებდა და ქართველებს ხოცავდნენ, შვეიცარიაში, ლუგანოში გვქონდა კონცერტი. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ მუსიკოსის ბედიც ეგ არის, რომ შენი ტკივილი მაყურებელმა არ იგრძნოს. შვეიცარიის ეს ქალაქი მიწიურ სამოთხეს ჰგავს. ტბის პირას ულამაზეს პარკშია ჩაფლული სცენა. ხალხი ნებიერად ემზადებოდა დიდი კონცერტისთვის. ჩვენთან კი... ტელეფონზე გვეუბნებოდნენ, რომ იმ დროს თბილისიდან 20 კმ-ში იდგა მტერი. სცენიდან მაყურებელს მივმართეთ, რომ მათი თანადგომა გვჭირდებოდა რუსული არმიის შესაჩერებლად. ჩვენს ქვეყანაში ომია, გვხოცავენ, მაგრამ არ ვეცემით და ამ კონცერტითაც გიჩვენებთ ქართულ ხასიათს, ქართველი მეომრების ხასიათს, სადაც წამითაც ვერ იგრძნობთ სასოწარკვეთას. ის კონცერტი მართლა განუმეორებელი იყო. იმხელა სევდა გვქონდა, ერთმანეთს არც ველაპარაკებოდით, მაგრამ კონცერტი რომ დაიწყო, ყველამ ვიგრძენით, მუსიკით როგორ უნდა გვებრძოლა.

ერთხელ მეგობარმა მკითხა, რას აკეთებთ, კიდევ ტაშფანდურობთო? ავუხსენი, რომ ეს ტაშ-ფანდური კი არა, ჩემი საქმეა, რომლითაც ვცდილობ გავაგებინო ესპანელს, იტალიელს, პორტუგალიელს, ამერიკელს, გერმანელს, რომ მე ვარ ქართველი და არა უბრალოდ მამუკა ღაღანიძე. შემიძლია, სხვა ერებს უდიდესი სიხარული ვაჩუქო ჩემი ისტორიით, ფოლკლორით.

ზაზა მიმინოშვილი: - ვფიქრობ, ყველაზე ემოციური კონცერტი ფრაიბურგში ჩავატარეთ. ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდმა ლეიკემიით დაავადებული ათი ბავშვისთვის გვთხოვა გვემღერა. ვგრძნობდი, რომ ძალიან მეტკინებოდა გული. ამიტომაც საავადმყოფოში წელათრევით წავედი. სახტად დავრჩი, როდესაც ვნახე პატარები ანგელოზები, მშვიდი სახეებით რომ ებრძოდნენ საშინელ სენს... ეს იყო ყველაზე ემოციური კონცერტი, რადგან მაშინ ვიგრძენით, რას ნიშნავს, რასაცა გასცემ შენიაო. იმ ბავშვების თვალებში დავინახეთ, რომ ჩვენი საქმე ვიღაცისთვის საჭიროა. ფრაიბურგში გაცნობილ პატარებს მოგვიანებით შევხვდით თბილისში, ოპერის თეატრში, პირველ რიგში ისხდნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი მათი გამოჯანმრთელებით.

კითხვაზე, რა გაძლევთ დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალებას? ზურაბ გაგნიძემ ღიმილით და მოკლედ მიპასუხა, ერთი კათხა ლუდიო, მერე კი დასძინა, მთელი კონცერტის გაცემა-მიღების პროცესიაო. დანარჩენი ზაზა მიმინოშვილმა დააკონკრეტა: - ძალიან განებივრებული ვართ პუბლიკით. პირდაპირ მათი გულებიდან წამოსულ მუხტს ვგრძნობთ. ეს გვავსებს ენერგიით. ახალი წლის წინა დღეებში გორში ჩავატარეთ საქველმოქმედო კონცერტი. ციოდა დარბაზში, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობდით, რადგან ჩვენ გვისმენდა ხალხი, ვინც ამბობდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გუდაურშიც «დაგვცხა» პირველ იანვარს - მთაზე, 22 გრადუს ყინვაში ისევ მსმენელის გულებიდან წამოსული სითბოს გამო. თორემ გაუსაძლის ყინვაში მოგვიწია კონცერტის ჩატარებამ, რაც მისმა ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს. მართალია, შეგვეძლო გვეთქვა, რომ ასეთ გარემოში კონცერტის ჩატარება წარმოუდგენელია, მაგრამ იმ კეთილი გულების ცემაც უნდა გვეგრძნო, თბილისიდან რომ ამოვიდნენ ამხელა მთაზე, ტელევიზიის მუშაკებმა უმძიმესი აპარატურა ამოათრიეს, რადგან ძალიან სურდათ ჩვენ გვერდით ემუშავათ. ბევრი ვეძალავეთ ყინვას და... დავამარცხეთ. ბოლოს ყველასთვის დათბა.

მამუკა ღაღანიძე: - 15 წელი გავიდა სიშორეში. ვუყურებ, როგორ ცხოვრობს ხალხი სხვა ქვეყნებში, ყველგან წესრიგია. იგივე მინდა ჩემს ქვეყანაშიც. თბილისში მანქანით რომ გაივლი, მაშინვე მიხვდები, რომ აქ არაფერი შეცვლილა. ისევ სასტიკი უწესრიგობაა გზებზე. ე.ი. იგივე ხდება ქვეყანაში. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიძახიან, რა გვეშველებაო? რა უბედურებაა ამის ძახილი, რა გვეშველება და ყველამ ჩვენი შინაგანი სამყარო უნდა დავალაგოთ. შინაგანად უნდა გავმთლიანდეთ... ჩვენ რომ გავმთლიანდებით, ქვეყანაც გამთლიანდება! აღარც ჩვენ გადავიხვეწებით შორს, გერმანიაში და გერმანელ ბავშვებს კი არა, ქართველებს ვასწავლით.

ისეთებსაც ვიცნობ, რომლებიც ამბობენ, რომ სადაც კარგად გრძნობენ თავს, მათი სამშობლოც იქ არის. გერმანიაში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ გული სულ აქეთ მქაჩავს, ფიქრებით ყველაზე ხშირად აქ ვარ, თბილისში.

ზურაბ გაგნიძე ამტკიცებს, რომ მან, გურულსისხლშერეულმა რაჭველმა ამოხსნა, რა დაუბარა მის წინაპრებს წერეთელმა.

- წერეთელმა, ისევე, როგორც ჩემმა გურულმა ბებიამ და სხვებმა დაგვიბარა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვიცრუოთ, არ მოვიტყუოთ და საქმეს არ ვუღალატოთ. ჩვენი, «შინ»-ელების ურთიერთობა ამ ანდერძიდან გამომდინარე პოლიფონიაა, სადაც ხანდახან უნისონი ჯდება, ყველაფერი ერთმანეთში იხარშება და მერე ტალღებად ირწევა, როგორც დიდებული ქართული სიმღერის სამი ხმა!..

ეკა ლომიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
zvigeni
ხომ არ გეწყინება ძვირფასო,ნახევარი ხვალ
რომ წავიკითხო=lol=
მართლა საინტერესო სტატიაა.ვერ გავიგე ერთი რამ,
ტრიო არისო და 7 კაცი მონაწილეობს.
ისე მშვენიერი პოპური აქვთ გაკეთებული,გაიხარე კარგად
ვიხალისე.ლალები,ლალები,დივლი დალალალები,
თვალი მაყვალს დაუდგება შენ კი გენაცვალები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
=lol= არ მეწყინება არა...
ისე სტატია პატარაა მაგრამ აქ ლექსივით რომ იწერება ამიტომ იწელება=lol=
ტრიოს იმიტომ ხმარობს რომ მაგ სამი ადამიანია არის მაგ ანსამბლის მთავარი ბირთვი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობა პასუხისთვის.
გავიხუმრე ცოტა,ხვალ წაკითხვაზე,რა ვქნა აბა
დავიღალე მარტო ბოდიალით და საკუთარ თავს
ვართობ,თანაც ობამას ვუსმენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიგენი,შენთან თხოვნა მაქვს.
დესპანზე როცა შემოვდივარ,რატომღაც
ფერეიდნელ ქართველების თემას ვეძებ პირველ
რიგში,ზოგჯერ არ მხვდება,აი მაგალითად ეხლაც
არ არის,როგორ შემიძლია გადმოვწიო
ეგ თემა,თუ ჩემით ვერ გავაკეთებ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=QlRE3LZMo1A
მენატრებით =tavfx= =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=sfYIgSgO ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
qurdimaxo

...დიდი მადლობა ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისთვის, ეს მომღერალი ძალიან მიყვარს, ჩემი აზრით იგი თანამედროვე ქართული ესტრადის მართლაც რომ "მეფე" იყო. მისი სიმღერა "მე შენთან მოვალ", ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერათაგანია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
ზვიგენი,შენთან თხოვნა მაქვს.
დესპანზე როცა შემოვდივარ,რატომღაც
ფერეიდნელ ქართველების თემას ვეძებ პირველ
რიგში,ზოგჯერ არ მხვდება,აი მაგალითად ეხლაც
არ არის,როგორ შემიძლია გადმოვწიო
ეგ თემა,თუ ჩემით ვერ გავაკეთებ?

დამირეკე 513 307 8394 აგიხსნი... ადვილია უფრო ტელეპონიტ=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=Hy7d6dzk ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=7INOG-kLmUw

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=SmRu1e5C ... re=related

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 2852 posts ] 
დესპანი