|
ზამთარი,სუსხი,ახალი წელი,საჩუქრები, დალევა, მოწევა, მილოცვა ბედნიერება, ეს რა ლამაზი დღეა,მერე რა რო ცივა.ვზივარ ბუხართან ბაბუსთან ერთად, გარეთ თოვს, ბებო ქსოვს ბაბუა თავისი ახალგაზრდობის ამბებს მიყვება,მე ვტკბები მისი მონაყოლით, ულამაზესი სიყვარულით უყვარდათ ბებიას და ბაბუას ერთმანეთი და ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ასევე ტკბილად და ლამაზად ეღუღუნებიან ერთმანეთს.ვუსმენ და ჩემთვის ვფიქრობ,_ როცა გიყვარს ცხოვრება მშვენიერია.მახსენდება ჩემი მომავალი მეუღლე,რომელიც აგერ ერთი დღეა არ მინახია და უკვე უზომოდ მენატრება.მახსენდება ის დღე როცა გავიცანი,და ყველა წვრილმანს ვიხსენებ. რაღაც მომენტში რეალობას მოვწყდი და ოცნების ღრუბლებზე შემოვსკუპდი. ბაბუას ჩიბუხის კაკუნმა გამომაფხიზლა.... უი უცებ წამოვდექი ფანჯრიდან გავიხედე და... თოვდა,საოცრად ლამაზად ბარდნიდა,ჩემს გონებაში რეალობას ადგილი არ ჰქონდა.. და ნატვრად ალბათ სიზმრისეული ოცნება დამქონდა... ოცნებებში მოგზაურობა ცხოვრებისეულ სინამდვილეს აშორებს...ოცნებები რთული სამყაროა.ოცნებათა სამყაროს გარეშე ცხოვრება მიმზიდველობას დაკარგავდა. ოცნებიდან ისევ რეალობაში გადმოვედი და დავინახე ბაბუს სკამზე ჩამოსძინებოდა ,ბებო სამზარეულოში ფუსფუსებდა მარტიდ ვიყავ დარჩენილი ჩემს ოცნებებთან.....ოცნებებთან რომლებიც ჩემს შემეცნებას სასიამოვნოდ უღიტინებდნენ და მომავლის იმედს მიღვივებდნენ.....ქურქი მოვისხი და გარეთ გავედი. ულამაზესად თოვდა, ზეცა უხვად აფრქვევდა თავის თეთრ საჩუქარს დედამიწას, თეთრ სუდარაში ეხვეოდა ირგვლივ ყველაფერი.გოდერძი ჩოხელი გამახსენდა, ზევით ავიხედე, ვიგრძენი როგორ მოვწყდი მიწას და ზევით გავქანდი...
|