↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიშრის თვალები მეჩრდილება გიშრის ლერწამში,
ადრე ავენთე, ალბათ, ადრეც მოვიბინდები,
მე საუკუნე გარდამხდება ხშირად ერთ წამში,
ხშირად ერთ წამში-საუკუნეს გადავფრინდები.
გრძნობათ სიჭარბეს მოეწყურვა ენამზეობა,
სიტყვა გრძნობისა არტახია, მისივ საბაბი,
დღესაც, ვით გუშინ, მძაგს უფერო ერთსახეობა,
თვალს ნუ მიშტერებთ, მე თან მახლავს მუდამ ნიღაბი.
ჩემგან მოვედით, ვისაც გრძნობა მოგჭარბებიათ,
მიყვარს ქალები, ძველ პოეტებს რომ ჰყვარებიათ.
ელვის ღიმილით ძოწის ბაგე თუ გავიხლიჩე,
პირზე მეკერა: საფო, ნესტან ან ბეატრიჩე.
ყველა ქალაქებს მირჩევნია ის ადგილები,
სად ნაცარტუტა დაუგიათ ველურ ურდოთა,
სად უმემკვიდროდ გარდაცვლილან მეფის შვილები,
ბნელი კედლები მისტირიან გარდასულ დროთა,
როს ერთი წამით საუკუნეს გადავფრინდები,
ნგრეულ პალატთა შეხედვაზე ავქვითინდები...
სულ ამაოა მზეგადასულთ მოთქმა და ურვა,
მიყვარს: ოცნება, შაირობა, ჩაცმა, დახურვა,
და ჩემს შემდგომ მომავალთა თუ გავახსენდი,
პირველად მე თუ მეწოდება-"ქართველი დენდი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ის ვინც წავიდა,
მტვერი იყო,
მტვერი შეერია...
ხოლო ვინც დარჩა,
დარჩა, მაგრამ...
ისიც მტვერია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ თუ
სხვის თვალებში დაინახე
მწარე ნაღველი და მწუხარება,
რწმენით გაუნათე
სათნო სახე
იმედდაკარგულს და უკარებას.
შენ თუ
დაინანებ უპატრონოდ
სადმე მიტოვებულ
ეზო-ყურეს,
თუ ძაღლს ხმას არ გასცემ
უბატონოდ,
ხელში მშიერი რომ შემოგყურებს.
და თუ
ტკივილებმა გაგახელოს,
შეძლე უბოროტო გაცინება,
შენს მტერს,
წამოჩოქილს სანახევროდ,
შენ ნუ გაუბედავ
დამცირებას,
რაგინდ ფეხქვეშ იგრძნო
დიდი რწევა,
მაინც არ დაკარგო
მიწის რწმენა,
მოყვასს გაუნათე
გზა და ფონი,
სიტყვა ტკივილების
მოსაფონი.
შენ არ გაიხადო
სასაცილოდ
სხვისი ჭირ-ვარამი,
გაჭირვება,-
თუ გსურს, მწუხარება
ამაცილო,
შევძლო
სიხარულით ატირება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი
ქალების ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა!
მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ,
ანათებ, როგორც ზღაპრული დალი
და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე,
ირხევა შენი ლამაზი ტანი.
ირხევა შენი ლამაზი ტანი
და განა ძალმიძს არ გითვალთვალო,
საქართველოს მზით სახედამწვარო
ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!
მინდოდა ერთი ნატვრა მენატრა
და სანატრელი ისევ შენა ხარ:
მოვმკვდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზე
შენი ქართველი ქალი მენახა.
მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქში
მენახა შენი ქართველი დედი.
დამაბრმავებდა, ვერიკო, მაშინ
შენი მიმქრალი შარავანდედი!
როცა გიყურებ შავ სამოსელში,
ვხედავ ― ჩაუცვამს ძაძა ბუნებას.
მე ნუ მომესწროს შენზე ტირილი
და შენი სიტყვის დაძაბუნება!
სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მარტო შენი
და ნატოს ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Jan 2009
Posts217
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი
ჭირისუფალი
ერის ბრწყინვალე მომავალით
მსურს რომ ვიხარო
თუ საქართველო არ იქნება
თავისუფალი
დე მტვრად ქცეული დამენახოს
მთელი სამყარო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმერთს ებარებოდეთ!!!

ფ−უძე აშლილნო საქართველოდან,
ე−ნა ქართული გულით ატარეთ,
რ−უ, ცრემლთა კურცხალ ნაკადულისა,
ე−ლვად ცას შვიდფერ ხიდს რომ ადარეთ,
ი−მედს მოსავდით სულში პატარებს,
დ−ედა სამშობლოს ხილვის სათავეს
ა−ნბანის ჯარით ხსნიდით ცხრა კარებს
ნ−ანა ქართული-ფეთქვა მაჯისა,
ე−ფერებოდა გენს დიდ ნაწამებს,
ლ−ოცვით მოთქვამდით ტკბილ დანაბარებს!... ქ−ალი, დედა მხნე-შვილთა მშობელი,
ა−მაგრებს, იცავს ენის სამანებს!
რ−ა მძიმე გზა დევს, ოთხას წლიანი,
თ−მენა და ურვა-რამდენს გვავალებს?!
ვ−აგლახ ტყვეობის უღლით უდაბნოს
ე−დემ ბაღებად ქმნიდით ტრამალებს!...
ლ−ამაზი ქვეყნის შთამომავალნო,
თ−ავს გიხრით, თქვენს თავს მეც ღმერთს ვაბარებ!

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი
იხ.www.fereidani.ge ქვეთავი 70

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწა ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Jan 2009
Posts217
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქარლთ-კახეთად, იმერეთად,
სამეგრელოდ, გურიად
ვისაც შვენი გაყოფა და გათიშვა წყურია
ან ჭკვიანი მტერი არის
ან უგნური მოყვარე
ამიტომაც სადაც წავწვდი
ერთიანად მოვთხარე
მიყვარს მტკვარი მიყვარს ქსანი
ტეხური და ენგური
მიყვარს ლილე, მიყვარს ლალე
მიყვარს ჩელა მეგრული
მაგრამ ყველას მირჩევნია ერთ დიდ
მუშტად შეკრული
რათქმაუნდა საქართველო
ვიყოთ მისი ერთგული
დღეგრძელ იყოს საქართველოვ
შენი მიწა შენი ცა
მრავალ ახალ, მრავალ ახალ
მრავალ ახალ წელიწადს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო ლექსი ვისი დაწერილია?
ძალიან მომეწონა=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხომ შეიძლება,ერთხელ მეც დამაბრალოთ,
ლექსის ავტორობა.=haa= =zer= =lol= =haa= =zer=

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო ბევრი ლექსი ,შენი მგონია ხოლმე,მაგრამ
არ იბრალებ და ძალაა=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიორგი ალავერდაშვილს
(აკროსტიკი)
გაუცნობლად გიძღვნით ჩემი შვილის მეგობარს,
ერის ღვაწლში მყოფ ქართველს ამ ლექსს

გ−ანძი ერის გვაბარია,
ი−მერის და ამერ მხარის
ო−ქროს საწმისს იცავს ნეტავ,
რ−ვალ-აბჯარით ჩვენი ჯარი?!
გ−აყიდული არე-მარის
ი−ჩეხება ტყე და ზვარი. ა−ლავერდი და იყალთო
ლ−ოცვით გვიხმობს გახსნა კარი,
ა−ღსდექ ერო, გაიღვიძე
ვ−აზი ტირის, რქა წამხდარი
ე−ლოდება გლეხკაცს გამრჯეს,
რ−ომ მოისხას ღვთის მარცვალი,
დ−იდი ისტორიის გზაზე,
ა−თას ურვას შევესწარით,
შ−ვილი მტრულად გამოზრდილი,
ვ−ის მოყვარედ გავაცანით
ი−რანს, თურქეთს ჩვენო ფესვო
ლ−იბო ძველი, დაიცავი...
ს−აიდუმლო, ენის პწკარით!

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 06.04.2008 წ.

* * *

როდესაც ჩემი მეგობრის, გიორგი ამუზაშვილის დედის, ქალბატონ მარიამ-ცინარი ხმიადაშვილის სხვა ლექსებს და ჩანაწერებს გადავხედე, საჭიროდ ჩავთვალე მათი მოკრძალებული ნაწილი თქვენთვისაც გამეზიარებინა

იხ.www.fereidani.ge ქვეთავი 70

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე თქვენ მიყვარდით

მე თქვენ მიყვარდით და მსურდა ერთი:
თქვენს წინ ლამაზად მომეკლა თავი;
იქნებ არც ღირდა, მაგრამ მე ვწერდი -
«წითელი ზეცა, წითელი ზღვა, თხემები შავი»,
როგორც ბერძნული ტრაგედიის დეკორაცია...
ნელი გაბრიჩიძე

* * *

რატომღაც მინდა ასე გიწოდო: «ზომაზე მეტად მაღალი კაცი».
რატომღაც მინდა ასე მახსოვდე: «მზეში რომ იდგა მაღალი კაცი».
«ქარში რომ იდგა და იცინოდა», რატომღაც მინდა მახსოვდე ასე,
ქარში რომ იდგა და იცინოდა და არცა როდის ფიქრობდა ქარზე.
ვის აგონდები ჩემსავით კიდევ: «ხაზები სწორი, ხაზები მკაცრი»,
რატომღაც მინდა ასე მახსოვდე: «მზეში რომ იდგა მაღალი კაცი».
ნელი გაბრიჩიძე

იხ.www.fereidani.ge ქვეთავი 6

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი