↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამშობლოს სიყვარული
დღეს, 2008 წლის 5 აპრილს, ამ წერილის ავტორის დაბადების დღეა!

მხოლოდ სამშობლოს სიყვარული და მის გარდა არაფერი, როგორც ჩვენი ღმერთის სიყვარულსავით!
შენ ხომ ჩემი სამოთხე ხარ, საქართველო, მე ხომ დაღლილი ვარ, ავად ვარ შენ შორობით, მხოლოდ შენ ხარ
ჩემი წამალი და შენი გაბრწყინება ჩემი დიდი ნატვრაა.
ღვინოც კი აღარ მისვამს, მაგრამ შენზე ფიქრი მამთვრალებს...
გამარჯობა, ჩემო ძველო მეგობარო {საქართველო},
ყველანი წყურვალები ვართ, სად ხარ?
ღამეში დავრჩით მარტო, სად ხარ?
აბა მოდი და მზე და სითბო მოგვიტანე...
ჩემი სახლი ხარ, იმედის სახლი,
ნეტავ ის დრო დაბრუნდეს, როცა დავით აღმაშენებლის ჩრდილი გფარავდა!
აბა, ვინ გატკინა გული, შენ, ჩემო სისხლო?!
ჩვენი ღმერთი ხომ აქ არის, ჩვენთან, მა რატო ჯერ ავად ხარ?
400 წლის შემდეგ მიხაროდა სამშობლოს ნახვა!
იცი, ქართველი ჯერ არ დაბადებულა, რომ შენთვის ცრემლი არ დაეღვაროს გულიდან, საქართველო!
აბა მითხარი, შენს გარდა ვის უნდა შევეფარო?
შენ ხომ ჩემთვის როგორც ღმერთი ხარ!
მხოლოდ სიყვარულით შეიძლება შენი გაცნობა.
უშენოდ ხომ სახლიც არ მექნების, მაშ მომითხოვე ჩემ სახლში!
იცოდე კარგად, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენთვის თავს დავდებ ამ წმინდა მიწაზე, სისხლს დავღრი და გავაძღობ ჩემ სისხლით შენ მიწას და მოვკდები.
იცოდე, ეს ჩემთვის პირველი და ყველაზე დიდი ოცნება არის.
ეჭვიც კი არ გეპარებოდეს, მაგრამ არ ვიცი როგორ და რანაირად?
მინდა თავი დავდვა შენ თბილ მიწაზე და სისხლით ვიტირო!
გულის დარდს გეტყვი მაშინ, დიახ, გეტყვი 400 წლის დარდს...
შენი შავი მიწა როგორც შავი ღამეა, მაგრამ გაბრწინებულია ვარსკვლავებით.
მე შენთავი ჩემზე უფრო მეტად მიყვარს, იცოდი?
ყველაზე მარტო ვარ აქ, ვაიმე, როდესამდე შორობა? ვაიმე...
შენი სიყვარული, როგორც სიზმარია და ეს სამშობლოში მოსვლა და წასვლა მხოლოდ დარდი და ტანჯვა არის ჩვენ ქარველებისათვის.
ღმერთო, ღმერთო, როდის მოვა ის დღე, რომ საქართველო დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის საქართველო გახდეს!..

მართალია შორს ვართ ერთმანეთისგან ქართველები, მაგრამ მაინც ამბები გვაქვს ერთმანეთის და ეს მე ძალიან მაიმედებს, მაინტერესებს საიდან იცოდით ჩემი დაბადების დღე? ბატონო გიორგი, ბოდიშით რომ ვერ გწერთ ხოლმე წერილებს, აქ ძალიან დატვირთული ვარ საქმით და როგორც ადრე, აღარ მცალია უკვე, მაგრამ სულ მახსოვხართ და მენატრებით ყველანი, მომიკითხე ყველა! თან მოლოცვისათვის უღრმესი მადლობას გიხდით, ღმერთს ებარებოდეთ!

დავით გუგუნაშვილი

იხილეთ:www.fereidani.ge ქვეთავი 70. ლექსები ფერეიდანზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
წაკითხეთ რააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ილია მართალო, მამაო წმიდა!
ილია მართალო, მამაო წმიდა,
შენს ნათელ სულს და ნატიფ შუბლს
ყვარლის მთების სიო ზრდიდა,
ამაყ გულში ყრმობიდანვე
”ერის წყლული” ნაღველს გგვრიდა!
და ამ ტანჯვამ გამოგიწრთო
მეობის და სულის დვრიტა,
მართალ სიტყვით მოსაუბრეს,
შემწეობა გქონდა ციდან.
ჭკვიან თვალთა სხივის შუქი
ჩვენს სიავეს ძირში ჭრიდა:
საღი აზრით ხვალის ხედვა,
ქვეყნის მტარვალთ რისხვით თხრიდა!
ყველა, ვინც კი დაგიმოძღვრავს,
მოწიწებით ქედს გიხრიდა.
ეს სიმხნევე მჭერმეტყველის
მოშურნეებს ავად ხდიდა... წიწამურთან სისასტიკით
მოგიშორეს ჯვარცმულ გზიდან,
გულშეძრული ივერია
სინანულის ცრემლსა ღვრიდა
დამაშვრალს და გულ განგმირულს
ცა ღრუბლიდან ცვარს გაცრიდა.
მამულს, ენას, რწმენას მართალს
შენებრ ბრძნულად ვერვინ სჯიდა!
უმეცარი, მუხის მჭრელი,
”ხის ნაფოტის” დარად გთვლიდა!
არ იცოდა, რწმენით ღმერთკაცს,
გმფარველობდა სული წმინდა?!
დაითვალა საუკუნე –
ჯვარი ზიდეთ, გვმოძღვრავ ციდან.
შეწირულო, ცოდვას გვინდობ,
ანგელოზი გვლოცავ ციდან!
ანგელოზი გვლოცავ ციდან!

წმიდა ილია მართალო, შეგვინდე, ჩვენ ცოდვილთ რომ დღესაც ”ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდვნის!”

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი
174-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

იხ.www.fereidani.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ ყველამ, ამდენ კითხვაზე რომ ვერ გიპასუხებთ... ყველა წერილი გადავიწერე და ხვალ გაგცემთ გემრიელ პასუხებს :) ახლა კი ჩემი ფიცხელას გუშინდელ კითხვაზე გიპასუხებთ მხოლოდ...

Ficxela-ს და რა თქმა უნდა სხვებსაც!
ეს წერილი დილით ვნახე, მაშინ არ შემეძლო მეპასუხა... როცა მოქალაქეობის მიღება მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა იყო, მაშინ მარტივად კეთდებოდა. ახლა კი საკმაოდ გართულებულია, დიდი ბიუროკრატიული ბარიერი გაჩნდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა რომ თავის ხელში აიღოს ეს საქმე და გვპირდებიან რომ საკმაოდ გამარტივდება. რაც შეეხება აქბარს, რატომღაც ექვსი თვის შემდეგ დაიბარეს, აქედან უკვე ჩანს სავარაუდო პასუხი... ექვსი თვე რა საჭიროა? მაქსიმუმ ერთი თვეც საკმარისია, მაგრამ... ასევეა არია ხოსროვის საქმეც...
„ამ ყველაფერს იტანენ მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოში იყვნენ“-ო რომ მწერ, იცი რას იტანენ? ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც პირველად ჩამოვიდა საქართველოში, თბილისის აეროპორტში ირონიულად მომღიმარი პოლიციელების თვალწინ ქართული მიწა დაკოცნა... წასასვლელი რომ არსად ჰქონდა თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში „დაბინავდა“. მესამე ღამეს ტანსაცმელი და 300 დოლარი წაართვეს... როცა ვკითხე, რა იღონე-თქო, მიპასუხა: რა უნდა მექნა, ისინიც ხომ ქართველები იყვნენ, ეტყობა ჩემზე ძალიან სჭირდებოდათო... ამ ახალგაზრდას ირანში საცოლეც ჰყავდა. წინა ზაფხულის არდადეგებზე დაოჯახებასაც აპირებდა, მაგრამ იქ ჩასულს, საცოლის ოჯახმა არჩევანის წინაშე დააყენა: ან საქართველო, ან საცოლეო... როგორ გგონიათ, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი? იგი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და სდასუ-ს სტუდენტია.
კიდევ კარგი, ახლა ვინც ჩამოდის მათ თავშესაფარი და საჭმელი უკვე აქვთ. პატრიარქმა მეტრო გურამიშვილის მიმდებარედ კერძო სახლი შეისყიდა და ფერეიდნელებს გადასცა, სადაც ღამის გათევაც შეუძლიათ და სადილობაც, მაგრამ ეს მაინც ცოტაა... დიდხანს ვერ ჩერდებიან... სამსახურებს რომ ვერ შოულობენ, იძულებულნი არიან უკან დაბრუნდნენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ახლა კი მოინახულეთ 101-ე ქვეთავი, სადაც დაემატა პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მეოთხმოცე წლისთავთან დაკავშირებული ინფორმაცია ფრანგულ ენაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა გაიხარე,ჩემო დაუზარელო და ერთგულო,
ჩვენც გვახარებ და ფერეიდნელებსაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
"ოჯახმა არჩევანის წინაშე დააყენა: ან საქართველო, ან საცოლეო... როგორ გგონიათ, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი? იგი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და სდასუ-ს სტუდენტია"

"რა უნდა მექნა, ისინიც ხომ ქართველები იყვნენ, ეტყობა ჩემზე ძალიან სჭირდებოდათო... "

რამდენად დიდსულოვანია და კეთილი გრღეგრძელობა.

ღმერთმა გაუმარჯოს .წინსვლა ჰქონოდეს თავის ცხოვრებაში

ღმერთს ებარებოდეთ!(ძალიან მომეწინა და მეც ვიტყვი ხოლმე )

გუგუა გადაეცი მოკითხვა ქართველებისგან ქართველებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობა გუგუა, დიდი მადლობა!

:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა გუგუა,პირველ რიგში მაგ სიყვარულში გენაცვალეთ.ფერეიდნელ ქართველობას შემოვევლე.იმ ახალგაზრდის სითყვებმა,ისინიც ხომ ქართველები იყვნენო ამატირა.როგორ გვჭირდება სიყვარული ქართველობას.აქ სულ ღირსეული ქართველობაუფალმა დაგლოცოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
დღესვე გადავცემ თქვენს მოკითხვას, პასუხს კი საღამოთი გაგცემთ, რა ბოროტი ვარ ხომ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Грузия: приход Св. Нино де Пари

Подлинный текст 30 марта 2004 года Четверг, 30 октября 2008 года Мириан Mélou
После вторжения в Грузию со стороны Красной Армии в 1921 году правительство в изгнании во Франции. Грузинское сообщество решительно тысяч человек включает в себя компоненты мусульманской, иудейской, католической и православной. Этот компонент имеет большинство православных. Одним из главных инициаторов Приход Св. Нино является принц Сванетии, Ilamaz Dadèchkéliani, секретарь дипломатического представительства Республики Грузии во Франции. Акакий Tchenkéli, полномочный министр, поддерживает проект.
Приход Св. Нино де Пари "был основан в 1929 году тремя основателями актов, Послание Вселенского Константинопольского Патриархата (29 апреля), заявление об ассоциации богослужения во французском Официальном вестнике" (23 августа), и ратификации Статута Экзарх Вселенского Патриархата в Западной Европе и Северной (17 сентября).
Он остается под юрисдикцией и защитой от Вселенского Патриарха Константинопольского.
Различные ректоров будет обслуживать.
Архимандрит Григола Перадзе, patrology профессор факультета православного богословия в Варшавском университете, является первым президентом: он отпраздновал свой первый литургии 31 мая 1931 года. Он умер в концентрационном лагере Освенцим в 1942 году (1).
Священника Николая Zabakhidzé удалось ему в 1943 году, после чего вернулся в Аргентину в 1949 году.
Протоиерей Melia Эли, профессор Университета православной теологии в Париже, приняла обвинения с 1949 по 1988 год (2).
Протоиерей Гавриил Генри (1988), а архимандрит Méthodious Алексиу (1988 по 1993 год), прикомандированные Митрополит Жереми, прежде чем удалось его традиции грузинского священника может возродиться.
Протоиерей Artchil Davrichachvili был назначен ректором прихода в 1993 году. Родился во Франции, он был рукоположен в сан священника в декабре 1992 года митрополит Жереми Греческий православный собор Святого Этьена Париже.
Религиозные обряды проводятся в соответствии с православным обрядом, в сопровождении песнопения литургического языка Грузии, в комнате, принадлежащих к приходу в 1973 году (3). Ассоциация поклонения иногда используется Костел Святой Жан-Батист де Leuville - на - Ячмень, общие ссылки Первой Республики Грузия (4), в котором находится кладбище "Грузинский площадью 500 захоронений ( 5).
Празднование Пасхи (в соответствии с Джулианом календаря) является одним из самых важных церемоний и годовщины церемонии 26 мая 1918 года, дата провозглашения Первой Республики Грузия. Церемонии праздника Марии традиционно практикуется Leuville - на - Ячмень, с благословения и процессия людей, животных и товаров.
Примечания:
(1) Грузия и Франция: биография отца Григола Перадзе (1899-1942)
(2) Géorgie et France: biographie du Père Elie Mélia (1915-1988)
(3) Св. Нино Приход: 6 - 8 RUE DE ЛА-РОЗЬЕР, 75 015 Париже. Секретариат Ассоциации поклонения Святой Нино: 6 RUE Bucourt, 92 210, Санкт облаков.
(4) Первый Республики Грузия в изгнании во Франции
(5) квадратные грузинского "Городское кладбище Leuville-сюр-Orge См. также
http://www.samchoblo.org/agf_parois ...
Грузия, библиография: религиями

ირანი: გიორგი ალავერდაშვილის ინტერნეტის საიტი (ქართულ ენაზე).
Иран: Alaverdashvil Георгий сайте (грузинский язык).
Иран: Страна грузинского Георгия Alaverdashvili (грузинский язык).
http://www.fereidani.ge

პატივისცემით, ლუკა მელუა ბარნოვი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობა გუგუავ,მადლობა პასუხისათვის .
მადლობა, ფერეიდანელ ქართველობას,იმ სიყვარულისთვის ,რომელსაც საქართველოს სიყვარული ქვია.
გუგუავ ,ჩვენგან გადაეცი ჩვენებურებს ,გულს ნუ გაიტეხენ ,გულს ნუ აიცრუებენ ნამდვილ
დედა -სამშობლოზე.
ყველა ქვეყანაში ცხოვრობს უვარგისი და ამ მხრივ ,არც ჩვენ ვართ გამონაკლისნი,მაგრამ ხომ გვყავს ღირსეულნიც?
-კადნიერებაში ნუ ჩამითვლით და,თქვენი სახელიც ეყოფათ მათ,იმედისათვის.
სამშობლო ერთი გვაქს ქართველებს და მას საქართველო ქვია.
400 წელი კი არა ,1000 გავიდეს,ქართველს ვერ დაავიწყებ სამშობლოს სიყვარულს.
აი ეს სიყვარული დაგვაბრუნებს ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახოს პერსონალური მადლობა!

გულდასმით წავიკითხე თქვენი წერილები! რა კარგები ხართ და რა კარგად შეგტკივათ გული... სხვანაირად არც შეიძლება! შევეცდები გიპასუხოთ:

Jijilala-ს!
„სადაც ჩინელს შეუძლია ფეხის მოკიდება და დამკვიდრება, სირცხვილია და დიდი შეცდომა ჩვენს გენს და თვისტომს უარი ეთქვას„ ხომ გახსოვთ თურქი მესხების ჩამოსახლებაზე რა ამბები იყო? ვინ არის მათ შორის თუნდაც ერთი, ვინც ქართული ორიენტაციის იყო? ისინი უნდა დაესახლებინათ საქართველოში და ფერეიდნელები არა? მაგრამ ჩემი აზრით ფერეიდნელების საქართველოში დასახლება ხელს არ აძლევთ, რადგან არ უნდათ ძლიერი და ნამდვილი ქართველები, საქართველოს ხომ მომსახურე პერსონალად გადაქცევას უპირებენ, ალბათ იციან რომ ფერეიდნელები ამას არ აიტანენ! ჩემს ცოლს რიყეზე მიტინგის დროს რეზინის ტყვიას რომ ესვრის, იმას გულანთებული ფერეიდნელი ქართველი უნდა?

Zvigen-ს!
ჩემო ძმაო, მენიუში „ფერეიდნელი ქართველების“ დამატება თქვენი გადასაწყვეტია. ისე დიდი ხანია რაც „დესპანი“ და „ფერეიდანი“ ჩემი მხრიდან უკვე მეგობრობენ. დესპანის ბანერი დიდი ხანია ჩემს საიტს ამშვენებს, ბოდიშს კი მოვიხდი, რომ ნებართვა არ ავიღე, თანაც კვადრატის ფორმისაა... თუ უკეთესი გაქვთ, შემიძლია შევცვალო. ეს ოფიციალური ნაწილი მოვრჩით. ახლა ჩვენს საქმეს მივუბრუნდეთ:
ძმავ და მეგობარო! რა თქმა უნდა, ირანი-ც (შენც ხომ ასე მწერ? „ირანიც“ და არა „ირანი“) საქმეც მაგაშია რომ ზუსტად „ც“, როგორც დედა და დედინაცვალი. როცა ბავშვს დედინაცვალი ზრდის და გაიგებს რომ ნამდვილი დედა ჰყავს შენი აზრით როგორ მოიქცევა? ახლა ერთ ამონარიდს შეგახსენებ ოთარ ჭილაძის რომანიდან „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“:
„დედა სხვაა და ცოლი სხვა‚ დედა‚ შეიძლება კუზიანი იყოს და გიყვარდეს‚ სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს‚ რადგან იმის გაჩენილი ხარ‚ ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე‚ გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება. ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი თუ გიჟი დედის გამო‚ რადგან იმავე ღმერთმა‚ რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა‚ სხვებს - თავისთავად‚ შენი განკითხვის საშუალება მოუსპო. ცოლი კი სხვაა‚ ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ‚ რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი‚ მაინც შეიძლება‚ შეეშალოს არჩევანი. ეს უკვე ბედის საქმეა‚ ბედის კი არა - უბედობის.“
და ერთი კიდევ. როცა ხათუნა გალდავა იყო ფერეიდანში, ასეთი რამ შეემთხვა:
„...-თან ოჯახში სტუმრად მიმიყვანა ...-მა. სპარსულ ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდარს თვალებმოჭუტულმა ...-მ მკითხა: «ანქ უფრო ნამაია, თუ ინქა?» ესე იგი, აქ უფრო კარგია, თუ იქო. ბუნებრივია მაშინვე ვუპასუხე, იქ-მეთქი. შუბლი შეიჭმუხნა მასპინძელმა, თავისთვის ჩაილაპარაკა რაღაც. შევატყვე არ ესიამოვნა ჩემი პასუხი. ...-ზე გავბრაზდი. სად მომიყვანა, ეს არის პატრიოტი ფერეიდნელი ქართველი-მეთქი. კითხვა გამიმეორა მასპინძელმა. საქართველოჩი უფრო ნამაია-მეთქი, არ შევიცვალე პოზიცია. შეკრული შუბლი გახსნა ...-ამ, ამჯერად კმაყოფილი დარჩა პასუხით. გვიან, საუბარში გავარკვიე, რომ «ანქ» ანუ «აქ» საქართველო იყო, «ინქ» ანუ «იქ» კი ირანი. მაშინღა მივხვდი მასპინძლის შეშფოთების მიზეზს და გულით გავიხარე. გამახარა იმის შეგრძნებამ, რომ საქართველოსგან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაცილებული, ირანში მცხოვრები ქართველისათვის საქართველო უფრო ახლოს, «ანქ» იყო, ირანი კი «ინქ». ამის შემდეგ აღარ მიკვირდა, რომ მე ანქით მოსული, ანქაური ვიყავი.“
გაიგეთ ხალხნო? ფიზიკურად ირანში ცხოვრობენ, მაგრამ თვლიან, რომ „ანქ“ ანუ საქართველოში ცხოვრობენ... ფერეიდანში ვერ იგრძნობთ ირანს (ჩაცმულობას თუ არ მიაქცევთ ყურადღებას) იფიქრებთ რომ საქართველოს იმ კუთხეში იმყოფებით, სადაც ჯერ ნამყოფი არ ხართ... ეს მართლაც საოცრებაა! ამ თემაზე კიდევ შემიძლია პირადად დაგელაპარაკოთ, მაგრამ აქ ვერ დავწერ გასაგები მიზეზების გამო...
რა თქმა უნდა ირანი მათი სამშობლოა! მკაცრად იცავენ და პატივს სცემენ იქაურ ადათ-წესებს! სწორადაც იქცევიან, ისინი ხომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ქვეშევრდომები არიან! ამონარიდი ჩემი ინტერვიუდან:
– თავად ქვეყანაზე, ირანზე, რა წარმოდგენა დაგრჩათ?
– ირანი საკმაოდ მოწესრიგებული ქვეყანაა, ხალხი კი – ძალიან თბილი. მთელი მოგზაურობის დროს ყოველთვის ვგრძნობდი ჩვეულებრივი, უბრალო სპარსი ხალხის ყურადღებას. როდესაც იგებდნენ ჩემი მოგზაურობის მიზანს, მოწონების ნიშნად მეპატიჟებოდნენ წვენებზე, ნამცხვარზე და თავიანთ მისამართებსაც კი მაძლევდნენ.
– მოგეხსენებათ, 70-იანი წლების დასასრულს საქართველოში ჩამოსახლებულ ფერეიდნელებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. თქვენი აზრით, დღეს წარსულისაგან განსხვავებით, რამდენად არის საქართველო მენტალურად მზად მათ მისაღებად და თავად რამდენად ადვილად შედიან დღევანდელ ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტში?
– ეს ყოფითი პრობლემები იყო. მოგეხსენებათ, რომ ირანში მიღებულია იატაკზე ფეხმორთხმით ჯდომა (400 წელი ხუმრობა არ არის!), რის გამოც აქაური ქართველობა მათ ”თათრებს” ეძახდა, რაც ჩამოსახლებულ ფერეიდნელ ქართველებს ძალიან აღიზიანებდა და შეურაცხყოფდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთმა ვერ გაუძლო ამ ზეწოლას და საქართველოში ”თათრობას” ისევ ირანში ”გურჯობა” არჩია. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, უკვე ბევრმა გაიგო მათი ტკივილიანი ისტორია და ყველაფერს სხვა თვალით უყურებენ. ახლა რომ შესაძლებელი იყოს მათი ჩამოსახლება, ძალიან ბევრი წამოვიდოდა. შეიძლება არც არაფერი უჭირთ, მაგრამ საშინელი ნოსტალგია აწუხებთ ჯერ არნახული ისტორიული სამშობლოს მიმართ. ადგილების მეტი კი რა გვაქვს? მხედველობაში მაქვს დაცარიელებული სოფლები. აბა გაიარეთ კახეთის სოფლებში... ხშირად შეხვდებით წარწერებს ”იყიდება ბინა”. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: შემოდგომაზე ორი ფერეიდნელი ახალგაზრდა წავიყვანე კახეთში, რთველში. გზაში ორივენი ხარბად ათვალიერებდნენ კახურ სოფლებს, მათ სახეებზე კი ნათლად ჩანდა, რომ ”მათი გული ზღვას ებრძოდა”, რომ არა ბედის უკუღმართობა, ისინი ნებისმიერი ქიზიყური ოჯახის შვილები შეიძლება ყოფილიყვნენ...
– როგორი პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებები აქვთ საქართველოს მიმართ და რას ამბობენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე?
– პრეზიდენტის ფერეიდანში სტუმრობის შემდეგ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების იმედი გაუჩნდათ. ადრე კი ამბობდნენ: ”ჩვენი ქალები წიწილასაც რომ დაკარგავენ, მთელი ღამე არ სძინავთ, საქართველომ სამასი ათასი ადამიანი დაკარგა და ნუთუ ჩვენზე აღარ ფიქრობსო. ქართველებს ჩვენ გადაშენებულები ხომ არ ვგონივართო?”

Maxo-ს!
ჩემო მახო, „ფესვებთან“ დაკავშირებით მინდა ერთი ინკოგნიტო მეგობრის წერილი წაგაკითხო:
„ხო აი რა მინდოდა მეთხოვა შენთვის, ვგონებ რაღაცა საშუალებას გამონახავენ, რომ რაიმე დოკუმენტური ან თუნდაც ისტორიული ფილმი იხილონ. ალბათ ნანახი გექნება შენ ფილმი "ფესვები", ეს ფილმი სუბტიტრებით რომ არაბულად ითარგმნოს (რაღათქმა უნდა ქართული საუბრით და სპარსული სუბტიტრებით) შეძლებ რომ ეს ფილმი იქ მცხოვრებ ქართველებამდე მიაწვდინო და ფართო აუდიტორიაში აჩვენო? ის ფილმიც ხომ მათნაირ სამშობლოს მოწყვეტილ ადამიანზეა და ამიტომ ამ ფილმის სატკვარს და მთავარ აზრს ყველაზე მეტად გულთან ახლოს ფუძე მოწყვეტილი ქართველები გაიგებენ. მოკლედ თუ რამე აზრი გაგიჩნდა შემეხმიანე. მე არაბული არ ვიცი ტყუილად რომ არ დაგაიმედო, ისევ შენი იმედი მაქვს - საერთოდ შენ გამოდიხარ ერთადერთი დამაკავშირებელი ადამიანი ჩემ მიზნებსა და ფერეიდნელებს შორის. ეს თუ განხორციელდება წინ კიდევ ბევრი მასზე უკეთესი რამ იქნება რასაც მომავალში შეგატყობინებ.“
ამ პიროვნებას უარი ვუთხარი (ჩემი პასუხი არ შემინახია), უბრალოდ დავუსაბუთე რომ ნამეტანი არ უნდა მოგვივიდეს... ეს პროცესი ძალიან ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადაიდგას...

ficxela-ს!
ჩემო გემრიელო! მე მანდ ვეღარაფერს დავამატებ, ყველაფერი გარკვევით და გასაგებად გიწერია! საიდი ჩემი სისუსტეა! საიდის და კახასთან კავშირში კი რობერტ ბერნსის ერთი ლექსი უნდა შეგახსენო: „დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო, და გავჩნდები შენთან! გაგიჟდება მამაჩემი, შეიშლება დედა, –
სულ ერთია, დაუსტვინე და გავჩნდები შენთან!“ - ეს იმიტომ დავწერე რომ მიხვდეთ რამხელა სიყვარულზეა ლაპარაკი. მაგრამ მთავარი შემდეგაა: სთხოვს, რომ როცა ჩემთან გინდა მოსვლა, ისე მოდი ვითომ სხვასთან მიხვალო, ან პირდაპირ კი არ შემოხვიდე ჭიშკარში, კუტიკარიდან შემოდიო და ასე შემდეგ... მიმიხვდი ჩემო მოხევევ? ახლა კი ერთ „საიდუმლოსაც“ გაგიმხელ და ცოტას წავიტრაბახებ კიდეც: საიდ მულიანს ფერეიდანის „ილია ჭავჭავაძეს“ ეძახიან, აღმოსავლეთმცოდნე ნოდარ კოჭლაშვილს - ფერეიდანის „იაკობ გოგებაშვილს“, მე კი როცა ფერეიდანში მოვყევი ჩემი პირველი ჩასვლის ამბავი, მეორე „ლადო აღნიაშვილი“ მიწოდეს...
რაც შეეხება იმ ქალბატონს, მე სულ სხვა ქალბატონი ვიცი, რომელიც თავის ქალიშვილთან ერთად უკვე აქ ცხოვრობდა (ქალიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო). არდადეგების დროს ირანში წავიდნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ...
ერთი კარგი აზრი მომივიდა... შევეცდები ერთი ინტერვიუ კიდევ ავტვირთო (უზარმაზარი მოცულობა აქვს) და ბევრი რამ გასაგები გახდება... თუ მოვახერხე, შეგატყობინებთ!
მარად თქვენი გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,რამდენჯერ გითხრა,რომ არნახული,
უძვირფასესი პიროვნება ხარ,მე კი უბედნიერესი,
იმიტომ რომ შენნაირი კაცის მეგობრად ვთვლი თავს.
(აი,სწორედ კითხვარში:"რა არის ბედნიერება",
ჩემი პასუხი ასეთი იყო:გააჩნია,რა დროს,რას თვლი
ბედნიერებად.)
მართლა რა კარგი საქმე იქნებოდა,თუ ჩვენს
საყვარელ და გულის ამაჩუყებელ ფილმს "ფესვები",
გაუგზავნიდი ჩვენს ფერეიდნელ მეგობრებს.
ცოტა არ იყოს ,შენი თავშეკავების მიზეზს ვერ
მივხვდი,ნუთუ საქართველოს ხელისუფლება.

გვიან, საუბარში გავარკვიე, რომ «ანქ» ანუ «აქ» საქართველო იყო, «ინქ» ანუ «იქ» კი ირანი. მაშინღა მივხვდი მასპინძლის შეშფოთების მიზეზს და გულით გავიხარე. გამახარა იმის შეგრძნებამ, რომ საქართველოსგან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაცილებული, ირანში მცხოვრები ქართველისათვის საქართველო უფრო ახლოს, «ანქ» იყო, ირანი კი «ინქ». ამის შემდეგ აღარ მიკვირდა, რომ მე ანქით მოსული, ანქაური ვიყავი.“
გაიგეთ ხალხნო? ფიზიკურად ირანში ცხოვრობენ, მაგრამ თვლიან, რომ „ანქ“ ანუ საქართველოში ცხოვრობენ

ამ სიტყვების შემდეგ,როგორ შეგვიძლია,მათ
უარი ვუთხრათ იმ საქართველოში ცხოვრებაზე,
რომლის მიწა,მათი მამა-პაპის სისხლით არის მორწყული.
თქვენ გენაცვალეთ,ჩემო სისხლითა და სულით
ქართველებო,იმედს ვიტოვებ,ყველაფერი ისე კარგად
იქნება,რომ ვისაც სურვილი გექნებათ,ყველანი დაგვიბრუნდებით და ერთმუჭად შევიკვრებით,
ჩვენი ქვეყნის დასაცავად.

ფ−უძე აშლილნო საქართველოდან,
ე−ნა ქართული გულით ატარეთ,
რ−უ, ცრემლთა კურცხალ ნაკადულისა,
ე−ლვად ცას შვიდფერ ხიდს რომ ადარეთ,
ი−მედს მოსავდით სულში პატარებს,
დ−ედა სამშობლოს ხილვის სათავეს
ა−ნბანის ჯარით ხსნიდით ცხრა კარებს
ნ−ანა ქართული-ფეთქვა მაჯისა,
ე−ფერებოდა გენს დიდ ნაწამებს,
ლ−ოცვით მოთქვამდით ტკბილ დანაბარებს!... ქ−ალი, დედა მხნე-შვილთა მშობელი,
ა−მაგრებს, იცავს ენის სამანებს!
რ−ა მძიმე გზა დევს, ოთხას წლიანი,
თ−მენა და ურვა-რამდენს გვავალებს?!
ვ−აგლახ ტყვეობის უღლით უდაბნოს
ე−დემ ბაღებად ქმნიდით ტრამალებს!...
ლ−ამაზი ქვეყნის შთამომავალნო,
თ−ავს გიხრით, თქვენს თავს მეც ღმერთს ვაბარებ!

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი
ღმერთს ებარებოდეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
გაცნობებთ, რომ საიტში www.fereidani.ge დაემატა:
1. ქვეთავი 75 – „მესამე თვალი“;
2. ქვეთავი 43 – რადიო ინტერვიუ გიორგი ალავერდაშვილთან. "ღია სტუდია – ჩვენი საგანძური" – ივანე ჯაფარიძე. ინტერვიუს გადმოქაჩვა – mp3 (105,00 mb.)
პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი