↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოხველ მშვიდობით გუგუაუ?
მიგიხვდი ჩემო კარგო!
ხან სულ არ გჭირდება სიტყვები ისე მიგიხვდები ხოლმე!
ილია,იაკობ და ლადო...
ვეთაყვანები სამივეს...არა წასულებს არა...ახლანდელებს
ტრაბახი ახსენე; არის ვითომ ტრაბახი?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახოს და ფიცხელას! ფოსტა შეამოწმეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined26 Aug 2008
Posts289
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიორგი ალავერდაშვილო ალავერდის მადლი და ძალა ნუ მოგიშალოს ღმერთმა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა სიცოცხლე ხარ!

წყარო ხარ უდაბნოში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბოტიჩელი მომენატრე და ერთი კარმითაც დაგასიყვარულე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
"გოლე ლაალე ვააჟეგუნ" − ფერეიდანის სავიზიტო ბარათი

საქართველოში მცხოვრები ქართველების და ფერეიდანში მცხოვრები ქართველების წარსული ცხოვრება და თავს გადატანილი ჭირ-ვარამი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს... ეს ამბავი შეიძლება ტყუპების ცხოვრებასაც შევადაროთ, რომლებიც ტიალმა წუთისოფელმა გაჰყარა და სხვადასხვა ადგილზე ცხოვრება მიუსაჯა...
ისინი სულიერად ყოველთვის გრძნობენ ერთმანეთს და მათი ცხოვრების ჩარხიც ასე თუ ისე, ერთნაირად ტრიალებს...
1. ”ინებეთ ჩემი სისხლის ანალიზი” − უთხრა ერთ ექიმს ავადმყოფმა და გაუწოდა კრწანისის ველზე დაკრეფილი ყაყაჩოები.
2. ”ჩვენ ჯეილების სისხლზე ყაყაჩო ამოსულა” − ფერეიდნული გამონათქვამი.
ყაყაჩოები კი სამწუხაროდ საქართველოშიც ბევრია და ფერეიდანშიც...

1. ”ვინც იტყვის რომ მე ვარო, მეც ვიტყვი, რომ მე ვარო! ყველა ისე წამოწვება, ახლა მე რომ ვწევარო!” − ეპიტაფია საფლავის ქვაზე. იყალთო.
2. "უწვერულვაშო მამებს, ჭაღარა შვილებისაგან!” − თქმული ოზაანელი კახა ჯიქურიშვილის მიერ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მოსახსენიებელ სადღეგრძელოში 2008 წლის 15 ნოემბერს წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში გივი ალადაშვილის დაბადების დღეზე.

იხ. www.fereidani.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
ალბათ ,რამდენჯერ უტირიათ,საქართველოდან აყრილ ქართველებს,ფერეიდანში?!
ალბათ,რამდენჯერ გამოპარულან ირანიდან ,გამოუვლიათ ,ჰორიზონტზე ცის გუმბათად ქცეულ ,შვიდფერა ცისარტყელაში და შემოსულან, მათთვის მირაჟად ქცეულ სამშობლოში, საქართველოში ,- "სიზმრად".
ალბათ რამდენს ,თვალის ჩინიც კი წარსთმევიათ , საზღაპროდ ქცეულ , საქართველოსკენ ყურებით!
400 წელი;-გულის ქვეშ,კრძალვით,სიყვარულით შეუნახავთ,ძვირფასი განძი;
-"ხატება საქართველოსი".
თქვენ ,"400 წლის"ფერეიდნელო ქართველებო!
-კმარა ,"იქ" ყოფნა!
-აქ ,გელით!
ეს არის ,თქვენი სულიერი ტკივილით,ტკივილ მიყენებული ,აქაური ქართველების ,სულის ამოძახილი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
როგორ მოხდა სანდროს რომ გავახსენდით?
ჯიჯილალას - მაგარი ხარ!
დღეს "მესამე თვალის" ინსტრუქციას დავდებ... ერთი მწერს, რა აზრი აქვს მაგ სურათებს, ვერ მივხვდიო....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,მე ვერ ვხსნი რადიო ინტერვიუს,
ხომ არ იცი რატომ? ადრეც მოგწერე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა იმელი მივიღე.
მადლობა!
ჯერ შოკში ვარ ისევ.
გამოვალ ალბათ.
ასეთს და ამდენს არ მოველოდი.
თვითონ არ ამბობენ არაფერს და...
მეგონა ისე იყო როგორც შორიდან ჩანს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ეს შარშან დავწერე.
ვფიქრობ, ჩვენს ფერეიდანელებს გულებს გაუთბობს, ეს მცირე წერილი.

Re:სადღეგრძელო 11 თვის და 3 კვირის წინ

დაახლოებით 8 წლის წინ მომიწია ჩემი დახატული სამშობლოს დატოვება. მოვდიოდით მე და ჩემი მეუღლე. არ გვქონდა მაშინ საშუალება ბავშვებიც წამოგვეყვანა, ჩვენ თვითონ არ ვიცოდით კონკრეტულად, სად მოვდიოდით. არავინ არ გველოდებოდა და არც არავის იმედი არ გვქონდა, საკუთარი თავის გარდა. მოკლედ,რომ იტყვიან,სახრჩობელაზე ჩემი ფეხით მივდიოდი. სხვა გამოსავალი არ მქონდა. ეხლაც არ ვიცი რამ მიბიძგა, გამეკეთებინა ვაზის წალამისგან შეკვრა და წამომეღო. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა ყველას. მეც, მეუღლესაც და ჩემ ვაზსაც. 7 წელი ვატარე ჩემთან ერთად სადაც წავედით და წამოვედით, ჩემთან ერთად იტანდა ყველანაირ გაჭირვებას. თავიდან სასტუმროებს ვიცვლიდით ყოველ კვირა, ძვირიდან იაფისკენ, სანამ საცხოვრებელ ადგილს მოვძებნიდით. არ უღალატიათ, არცერთი არ გამხმობია. აბაზანაში, სველ პირსახოცებში მყავდნენ გახვეულები. ვეღირსეთ აპარტმენტს, მაგრამ სად უნდა გამეხარებინა. კვირტები დახეთქვაზე ჰქონდატ უკვე. პარკებში დავეხეტებოდი, იქნება სადმე მზიანი ადგილი მეპოვა და დამერგო, თორემ უკვე მიხმებოდნენ. ბევრჯერ შევიცვალეთ ადგილსამყოფელი, შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში, სახლიდან სახლში. ჩემ ქართულ ვაზს ჩემთან ერთად უჭირდა, ხან ვედროებში მქონდა, ხან პლასტმასის კასრებში, თან ვახარებდი და ვამრავლებდი.
7 წლის მერე ვეღირსეთ" დროებით" საცხოვრებელს. მივაბარე ბარაქიან განაყოფიერებულ მიწას და შემოდგომაზე ნაყოფიც მომცა. ჩვენებურად ცოტა ღვინოც გავაკეთე.
მოდით ეხლა გეტყვით: იმ გრძნობას და იმ ძალას გაუმარჯოს, რომელმაც იმ რამოდენიმე ვაზის წალამი წამომაღებინა ამ გადაკარგულში.
გაიხარეთ და გამრავლდით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გამარჯობა elchi.როგორ ხარ?
ეს წერილი არა მარტო ფერეიდანელებს გაუთბობს გულს, არამედ ყველა ჩვენთაგანს.
მეცა მაქვს რაღაც --- წამოღებული სახლიდან, რომელიც ყოველდღე მაგონებს ჩემ სახლს.
და ვფიქრობ ,ბევრსაც აქვს. -- გაიხარე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ვარ ძველებურად.=ae=
მადლობა liako.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი!

მასეთ სასწაულებს ჩვენი ჯიში თუ ჩაიდენს!

ელჩი! იმ ქალს გაუმარჯოს,ვინც შენთან ერთად ვაზის წალამი
ამერიკის ერთი სასტუმროდან მეორეში ატარა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ფიცხელ-იცოცხლე გენაცვალე. მადლობა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი