↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მიპასუხე მეზობელოო!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 8528 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაბულა,ჩემო კარგო,მოკეთეს თუ გაუხარდება
ე.ი კარგად ყოფილხარ და მიხარია ძალიან.
აი მტერი თუ დაეცა,ეგ აღარ მომეწონა.
მტერი ბოროტია და ჩვენი კარგად ყოფნითაც ეცემა.
მტერს ნუ მივაქცევთ ყურადღებას და კარგად
ვიყოთ მის ჯინაზე.გულით გლოცავ,ჩემო კარგო.

ვისთვის დავთმობ?
ჩემი შვილებისა და საქართველოსთვის,მეგობრისთვისა და
კეთილი ნათესავისთვის.

თუ გიყვართ თქვენი მეზობლები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
აქაური მეზობლებიც მიყვარს და საქართველოზე ხომ აღარაა ლაპარაკი.

შეგიძლია რომ საყვარელ ადამიანს არ აპატიო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Dec 2008
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
=haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნაბულა, გააჩნია რის პატიებაზე ლაპარაკობ.ისე , ბევრი რამის პატიება შემიძლია(ყოველ შემთხვევაში შემეძლო):)

გიყვარს მარტოობა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ძალიან მივეჩვიე მარტოობას და
მიყვარს კიდეც.

გიყვართ დიდ ქალაქში ცხოვრება?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმდენი ვაპატიე , მეტი აღარ აღარც შეიძლება .......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეილა,მაგის პატიებას,ვერავინ მოგთხოვს,
რაც შენ გაქვს მხედველობაში.

უპასუხეთ ზემოთ დასმულ შეკითხვას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მიყვარს დიდ ქალაქში ცხოვრება:)

სიყვარულიდან სიძულვილამდე მართლა ერთი ნაბიჯია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
კი,მართლაც რომ ერთი ნაბიჯია,მაგრამ
ყველას არ შეუძლია სიძულვილი.

რა უნდა იყოს,ასეთი დიდი მიზეზი,რომ
საყვარელი ადამიანი შეგაძულოს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
არ ვიცი, ალბათ ეს არ არის ერთი, რაღაც გარკვეული მიზეზი, მე ვფიქრობ ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ენერგია, რომელიც ასეთი რადიკალური ცვლილების მიზეზი ხდება.

შეგძულებია ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე გიყვარდა ერთდროს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ბუბუ,გკოცნი და გეფერები=ko=
ახლა პასუხები:
სიყვარულიდან სიძულვილამდე საერთოდ გზა არ მიდის.თავს იტყუებს ადამიანი,რომელსაც მართლა უყვარდა და ამბობს შემძულდაო.
თუ ნამდვილი გრძნობაა,უკვალოდ არ ჩაივლის.თავის კვალს მაინც ტოვებს,ოღონდ არა სიძულვილის სახით.უბრალოდ ითრგუნება და გულის ერთ კუთხეში იმალება,როგორც დასჯილი ბავშვი.
საერთოდ არავინ შემძულებია.მქონია შემთხვევა რომ ადამიანს დავშორდი,მაგრამ
ზიზღი და სიძულვილი არ გამჩენია.უბრალოდ დავიწყებას მივეცი მისი არსებობა.
სიძულვილი ბოროტების საქმეა.არ შეიძლება სძულდეს და ბოროტი არ იყოს.
მეთანხმები თუ საწინააღმდეგო აზრი გაქვს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გენაცვალე ,ნანუშკები=ko= =ko=
მეც დავშორებულვარ, მაგრამ არ შემძულებია:)

როდის იყო შენი დაბადების დღე? (ლიკომ დაწერა დღეს და მეც დღეს მოგილოცე, მაპატიე დაგვიანებისთვის):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
გეთანხმები ანანო,საერთოდ შემიძლია დავივიწყო და ამოვიღო გულიდან,
სიძულვილს გულში არ ვიდებ,უბრალოდ "ის'ჩემტვის აღარ არსებობს,მაგრამ
არც ის ადვილია ამის გაკეტება.

ყველაზე მეტად საჩუქრებიდან რა გიყვარს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
გეთანხმები ანანო,საერთოდ შემიძლია დავივიწყო და ამოვიღო გულიდან,
სიძულვილს გულში არ ვიდებ,უბრალოდ "ის'ჩემტვის აღარ არსებობს,მაგრამ
არც ის ადვილია ამის გაკეტება.

ყველაზე მეტად საჩუქრებიდან რა გიყვარს?
როგორა ხარ ნაბო?=ko=
მე გოგონი ნანა(ნო) ვარ.ისევე როგორც შენ ხარ ნაბო,ნაბულა.
ახლა დამუქრებაზე გადავალ და იცოდე აწი აბოს დაგიძახებ.
=lol= =lol= =lol=
ყველა საჩუქარი მიყვარს,თუ კეთილი გულით არის მორთმეული.
გემოს არ ვუფრცქვნი.
რა გკითხო?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
გენაცვალე ,ნანუშკები=ko= =ko=
მეც დავშორებულვარ, მაგრამ არ შემძულებია:)

როდის იყო შენი დაბადების დღე? (ლიკომ დაწერა დღეს და მეც დღეს მოგილოცე, მაპატიე დაგვიანებისთვის):)
ჯერ კი არშემიჭყეტია იუბილარებში.ამას დავპოსტავ და გადავინაცვლებ იქ.ჩემი დაბადების დღე
16 იანვარს იყო.
გულით მინდა მახსოვდეს მაგრამ მავიწყდება ხოლმე(თურმე სიბერეს ყველაფერი მოაქვს)=lol=
ხარ გულმავიწყი?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 8528 posts ] 
მიპასუხე მეზობელოო!!!
დესპანი