↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Oct 2008
Posts2868
კარმა0
OFFLINEPROFILE
პუტინი და შოშია იჯდა ფუღუროშია,

გამოფრინდა შოშია ნისკარტი ჰკრა ყრონტშია,

რასა შვრები შოშია? -იმიტომ, რომ ხოშია,

სამაჩაბლოს ბიჭები, შენ დახოცე ომშია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Oct 2008
Posts2868
კარმა0
OFFLINEPROFILE
მთვარეს

იარე დაუღალავად,
თავი ნუ ჩაგიკიდია,
გაჰფანტე ნისლი ღრუბლების,
უფლის განგება დიდია.
ნაზად შესცინე ქვეყანას
შენ ფეხ-ქვეშ გადაჭიმულსა;
მყინვარს დამღერე ნანინა,
ზეციდან გადმოკიდულსა.
კარგად იცოდე, რომ ერთხელ
ძირს დაცემული, ჩაგრული
კვლავ აღემართვის მთას წმინდას,
იმედით აღტაცებული.
მაშ, ტურფავ, წინანდებურად
ღრუბლებში გაიკაშკაშე,
ლურჯ კამარაზე საამოდ
სხივები შეათამაშე.
მეც გადავიხსნი საკინძეს
და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,
ხელ-განპყრობილი თაყვანს-გცემ
ქვეყნად შუქ-მომფინარესა!

სტალინი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბერიკონში

რესტორნის კვამლში იხრჩობა მიხაკი,
სუნთქვა ეკვრის და ტირის,
ვიღაცა არშიყობს, ვიღაცა კეკლუცობს,
ვიღაცა მოდის და მიდის.

ჩასკუპებულან, ჩახუტებულან,
ბერძნული "ელადა" მღერის,
დგას ოხშივარი ნდომის და სურვილის,
უნიჭო მკერდის თუ წვივის.

გარეთ კი წვიმს და მტკვარი მიღოღავს,
ცხელა და მტკვარსაც ცხელა,
ზოგს დაავიწყდა ვის გორს ატარებს,
ზოგს ახსოვს,- ცოტად თუ ბევრად.

ვზივარ დარბაზში, მარჯვნიდან მამხნევებს
ჩემი მეუღლის სითბო,
ღმერთო, რა კაცია, ვერ დავამშვიდე,
ქართულ სიმღერებს ითხოვს.

დარბაზს კი უკვე ფეხზე ჰკიდია,
ვინ მღერის, რას და რატომ!
ღმერთო, დამიფარე, ეს რა სიგიჟეა,
ამაყ ლილეოს ვნატრობ.

კვამლიან დარბაზში იხრჩობა მიხაკი,
ბერძნული ანსამბლი მღერის,
არც ბერძნებს ეტყობათ ნამდვილი ბერძნობა,
სისწორე სახის და მკერდის.

რაღაც კოშმარია, რაღაც დომხალია,
მღერიან, ცეკვავენ, დგანან...
სკამებს მიჯაჭვული, ნიკო ფიროსმანის
მიბაძულ სურათებს ჰგვანან.

იხრჩობა დარბაზი, მარჯვნიდან მამხნევებს
ჩემი მეუღლის სითბო,
ღმერთო, რა კაცია, რა დაამშვიდებს,
ქართულ სიმღერებს ითხოვს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლხინი კახელებთან

მე ჩემი სახლი გამხსენებია,
გამხსენებია ყველა კეთილი...
თქვენთან ნადიმში დამთენებია,
არ დავრჩენილვარ გულდაწყვეტილი.
მე განმიცდია მთის იდილია
და საარაკო ლხინი მზიური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო ტკბილია,
უფრო ნაცნობი და მშობლიური.
ჩემს გვარს, უშიშარს და იმედიანს,
არ მოჰკლებია ყურძნის ნაწური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია,
უფრო სოფლური და ვაჟკაცური.

ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

,,მანდ სულ წვიმები და ცუდი ამინდია,

აქ კი როგორ გითხრა...მგონი მოვიწყინე,

თეთრი მშრალი ღვინო შემომეჩვია და

ვეღარ მოვითმინე...........

ახლა სიმარტოვის წუთებს დავისხამ და

ბოკალში მოვავლებ უშენო ღამეებს,

თავს არ ვუტყდები და მგონი მეშინია,

არ მინდა დავნებდე..........

არც მელანქოლია და არც ნოსტალგია,

ელისეს მინდვრები-უფრო სინანული,

უშენოდ სიმძიმე ვიგრძენი სულში და

მიჭირს სიარული............

ნიცა და თბილისი ისეთი შორია,

ანდაც ისე ახლოს,როგორც სიკვდილამდე,

მანდ სულ წვიმებია-აქ სულ უშენობა

იცი?!დავიღალე............''


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
იას უთხარით ტურფასა
(სიმღერა)

იას უთხარით ტურფასა
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებრალებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.


1903 /ვაჟა-ფშაველა/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,
ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა.
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვერ შეგპირდები ბედნიერებას,

მაგრამ თუ გინდა – ტანჯვას გაგიყოფ,

მე მოვალ, და ვით სამსხვერპლო ზვარაკს

ჩემს ნაცოდვილარ ლექსებს დაგიწყობ.


ციდან იჭექებს გამწყრალი ზევსი,

ჩემს ზვარაკს ღვთიური ცეცხლით დაწვავს,

გამაცამტვერებს ნასროლი მეხით
მე –
მიუსაფარს, ღარიბს და საწყალს...


თვალებს დავხუჭავ, მაგრამ თვითონვე

გზას იპოვნიან მწარე ცრემლები

და შენს თეთრ ქიტონს უხმოდ დავალტობ,

როგორც საწნახელს – ყურძნის მტევნები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი, -
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი.
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ის აღარ არის,რაც იყო წინათ-
დღეს გულში მხოლოდ სინანულს ბადებს,
გრძნობა,რომელსაც ბორკილად ადევს
ოქროს ბეჭედი და მწარედ გმინავს...

ერთში უცვლელი გვრჩება ბუნება-
ვცოდავთ და მერე შენდობას ვითხოვთ,
მონანიებით შეგვეძლოს თითქოს
ოქროს თვისების შენარჩუნება.

და ვტირით - ცრემლი გვანიჭებს შვებას,
გულწრფელად ვტირით,როცა ვერკვევით,
რომ ყველაფერი არის მერყევი
და მხოლოდ ოქრო ოქროდვე რჩება.

ჩვენ უკვე მძევლად ვყავართ მირაჟებს,
და სულს გვიშფოთებს კუბოს კარამდის,
ნიშნობის ბეჭდის კრთომა მარადი
უკვალოდ გამქრალ გრძნობის წინაშე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა ვქნა, მე სუსტმა და ასე მწირმა,
ჩემი მორჩენა არის გვიანი.
ჩემს გვერდით უცებ გაშალეს შირმა,
ჩემს გვერდით კვდება ადამიანი.
რა ვქნა, მე სუსტმა და ასე მწირმა,
და არი კვირა, დღეა მზიანი.
ჩემს გვერდით უცებ გაშალეს შირმა,
ჩემს გვერდით მოკვდა ადამიანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგა ხანია,რაც მე შენთან არ მედგომება,
უბედურია ქალი გულით გამორჩეული,
მე გამაბეზრეს სასაცილო ჩემმა ომებმა,
რომელიც არ ღირს ერთ ყვავილად ამ ბროწეულს...
ახლა მაისის კოპშეკრული ქუში დარია,
საცაა ზეცა დაიგრგვინებს,გატყრება მეხიც,
წალეკოს მაინც,რაც ტკივილი და სიმწარეა
იმდროინდელი,რაც მიწაზე შემოვდგი ფეხი...
გარიოს მაინც ამდენ შხამში სულ ერთი წვეთი
უცეცხლო თაფლის,მათრობელა სურნელი ველთა,
დაირღვეს იქნებ ჩემი ციხის უმზეო მკერდი,
გამოჩნდეს ვინმე -თუნდ სიკვდილის მოჰქუხდეს ელდა...
გაიხა ღრუბლის მორღვეული ელამი უპე
და ვიდრე ავდარს თავს შეუშვერს მიწა ეული,
ავწიოთ ჩვენი სიყვარულის პატარა კუბო
და ჩავფლათ სადმე უხმოდ,როგორც ძე უდღეური...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გალაკტიონი
ხომ მდიდარია.
ზარი სიონის
კივის, დარია.
გალაკტიონი
ხომ პოეტია.
ზარი სიონის
გულზე მეტია.
გალაკტიონი
ხომ ძვირფასია.
გალაკტიონი
მუდამ ასეა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე როგორც პოეზიასთან ვერ კარგად მყოფს,მინდა რამე ვთქვა თუ გამომივა და არ დამცინოთ=haa=
მიყვარხართ ძლიერ,ძლიერ
და მეყვარებით მუდამ
ნაპერწკალი ხართ ხვთისა
თქვენს გულებს ენაცვალოს
მსოფლიოს ყველა ერი.მეც არ ვიცი რა გამომივიდა მაგრამ გულით დავწერე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარული

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვსძლევ შეჩვეულ გრძნობასა,
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!“
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამო სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია;
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!


1891 წ. /ვაჟა-ფშაველა/


დათო კენჭიაშვილი ასრულებს ძალიან კარგად ამ სიმღერას აგერ ლინკიც http://allshares.ge/download.php?id=A41EF0E28

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი