|
გამარჯობათ დესპანელებო! ხომ გაგიგიათ,მგლის შიშით,ცხვარი ვის გაუწყვეტიაო! ხო და ვამრავლოთ "ფარა". ხომ არის გახsნილი დესპანის ფორუმზე ,გვერდი sos. იქნებ ჩამოვყალიბდეთ და ადმინისტრაციის დახმარებით დესპანის ბაზაზე გავხსნათ ფონდის ანგარიშიც. დესპანის ბაზაზე მეთქი ,იმიტომ ,რომ დესპანი ხელს შეგვიწყობს , გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ფინანსური ოპერაციები,რასაც მომავალში ვგეგმავთ. ჩემის აზრით გასათვალისწინებელია და დასადგენი თანხის მინიმუმი ,ყოველთვიურად რომ შევძლოთ შეტანა ,რათა ამ ფონდმა ყოველთვის იარსებოს,არ გახდეს მოსაბეზრებელი და აუტანელი ტვირთი .იმის გათვალისწინებით ,რომ არც ერთი არ ვფლობთ ,"მილიონებს" და მიუხედავად ამისა ყველას გაუჩნდეს სურვილი ,მომსახურესაც და უმუშევარსაც ამ ფონდში ყოველთვე თანხის დადების. დახმარებისთვის კი შემუშავდება გეგმა ,რომელიც იქნება ორ ჯგუფიანი . 1.-ჯგუფში მოხვდება ,ის ხალხი,რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს გადაუდებელ ერთ ჯერად დახმარებას . 2.-ჯგუფში მოხვდებიან ისინი ,რომლებიც არიან მიუსაფარნი და საჭიროებენ გრძელ ვადიან დახმარებას. 1--ჯგუფის დახმარება ,უფრო მეტი იქნება ,ვიდრე 2-ჯგუფისთცის გაცემული თანხა.ეს ჩემი განკერძოებული ,აზრია . ასე რომ დავიწყოთ და თანდათან პრაქტიკა გვაჩვენებს წარმატებასაც და იმ ხარვეზებსაც ,რომელიც პირველ ხანებში უეჭველი გვექნება ,მთავარია ფეხი ავიდგათ და პირველ საფეხურზე ასულებს ბალანსის შენარჩუნება შევძლოთ. ხო ერთ მეტად სათუთ საკითხსაც მინდა შევეხო .ისე ,რომ არავის ვატკინო გული. ყველამ იცის ,სიკეთის კეთებას "აფიშირება" არ ჭირდება,მაგრამ ეს წამოწყება სწორეთაც ,რომ ერთხელ კი არა ,წელიწადში 365 ჯერ საჭიროებს აფიშირებას,რომ სიკეთემ ფეხი აიდგას ,როგოეც პატარამ და შეძლოს ქვეყნის შემოვლა ,რომ სხვამ დაინახოს და მასაც გაუჩნდეს სურვილი,სიკეთეს ფეხი აუწყოს.ასე რომ ჩემო ქართველებო ,ღმერთი აკურთხებს ჩვენს წამოწყებას!
|