|
ჩემო ქართველებო, მოგესალმებით. წავიკითხე ყველას მიერ გამოთქმული აზრი და ვფიქრობ, მაინც დაფიქრება მომიწევს. ამ წამშივე შემიძლია, "გამოსავალი" შემოგთავაზოთ. შემიძლია, უბრალოდ P.O. box-ი გავაკეთო და თქვენს მიერ გამოგზავნილი "ჩეკებით", მოვაგროვო თანხა, რომლის რაოდენობასაც ყოველდღე გაიგებთ. მართლა არ მინდა გაუგებრობაში გავეხვე, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ ხდება და იმიტომ. არაფრის და არავისი არ მეშინია, უბრალოდ კანონი არ დავარღვიო, ეს არ მინდა ყველაზე მეტად. არ მცალია ეს ბოლო პერიოდი. კი გითხარით ადვოკატთან მივალ და გავარკვევ იურიდიულ მხარესაცთქო, მაგრამ ვერ მოვიცალე. ნახევარი კვირა მიწევს სხვა შტატში ყოფნა. უამრავი "ფურცლის" დამუშავება მიწევს. ფიზიკური მუშაობის გარდა, ვალდებული ვარ ყველანაირი დოკუმენტაცია ვაწარმოო 48 სახლზე.
არ გაურბივარ ჩემს მიერვე წამოწეულ იდეას, პირიქით. ადრეც გითხარით, მარტო გამიჭირდა და ვერ ვაბავ თავსთქო.
zvigen-ს, თითქმის ორი წელია ვიცნობ, Medi-საც, LETIGO-ს მეუღლესთან ერთად და კიდევ ბევრ დესპანელს, ჩამოთვლა შორს წამიყვანს.
აქ, ჩემი მხრიდან, ამ ადამიანების მიმართ ნდობაზე ლაპარაკი ზედმეტად მეჩვენება.
zvigen-ს, როგორც ძმას, ისე შემიძლია ვენდო. მიდის საქართველოში. ესეც სანდო კაცი და ჩვენი დესპანელების "დესპანი", ჩვენს სამშობლოში. წესიერი და კარგი ოჯახის შვილია. სრულ ნდობას ვუცხადებ ემზარის.
Leonardo და Davinchi, maxsimas-აღდგომა კარზე მოგვდგომია, მოვასწროთ რა, ეს მადლიანი საქმე.
P.S. ძმებო, გვითხარით რას ფიქრობთ.
|