10 მცნება ზარმაცებისთვის
1. - დაბადებისთანავე ადამიანი უკვე დაღლილია, ამიტომ უნდა იცხოვრო იმისთვის, რომ დაისვენო.
2. - შეიყვარე საწოლი შენი, როგორც საკუთარი თავი.
3. - თუ ხედავ რომ ვინმე ისვენებს, დაეხმარე მას დასვენებაში.
4. - დაისვენე დღისით რათა ღამით შეძლო დაძინება.
5. - სამუშაო წმინდა რამ არის ნუ შეეხები მას.
6. - თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო ნუ გააკეთებ მას დღეს, თუ ზეგ გააკეთებ მას, რისი გაკეთებაც შეგიძლია, ორი თავისუფალი დღე გექნება.
7. - იმუშავე რაც შეიძლება ნაკლები, სხვასაც დაუტოვე სამუშაო.
8. - დაწყნარდი, დასვენებისაგან არავინ მომკვდარა, მუშაობისგან რამდენიც გინდა.
9. - თუ გრძნობ რომ მუშაობა გინდა, დაჯექი ყველაფერი გაგივლის.
10. - თუ მუშაობა ჯანმრთელობაა, დაე ავადმყოფებმა იმუშაონ.
მაინცდამაინც ყველა წესს ნუ დაემორჩილებით:)
