მახოს!
რატომ უნდა მეწყონოს? პირიქით! მე ხომ სიღნაღელი კაცი ვარ და ამდენად მადლიანი იქნება ჩემი მხრიდან პირადად მოგილოცო ნინოობა და ყველა დესპანელს შენი თამადობით! ისე, რომ იცოდე შენი გამოქვეყნებული ფოტოები უკვე "ავკიფე", ოჯახი ხრამია, ხომ გაგიგონიათ, მეც რამეში გამოვიყენებ...
ერტი ამბავი უნდა მოგიყვეთ სიღნაღთან დაკავშირებით: ქუთაისში რომ ვმუშაობდი, შაბათ-კვირა ყოველთვის ბუნებაში გავდიოდით სამწვადაოთ. ერთხელაც ნიკორწმინდაში წავედით, შაორზე... ეეეეჰ, რა დრო იყო... ორი მანქანით წავედით... ჩვენი მანქანა ადრე მივიდა და აღარ დაველოდეთ მეორეს, ტაძარში შევედით... იქ კი ქორწილისთვის ემზადებოდნენ, რატომღაც აგვიანებდნენ.. ცოტა ხანში ნეფე მოვიდა ჩემთან და მთხოვა რომ მისი ცოლი მომენათლა!!!! თურმე გასანათლი ყოფილა და მჭვდელი ისე ჯვარს არ სწერდათ... საპატარძლომ მითხრა, თბილისში ჩემს მეზობლად შენი ჯგუფელი ცხოვრობს და ხშირად მინახიხარო (ეტყობა მოვწონდი და შემათვალიერა) უარს ხომ არ ვეტყოდი? დაიწყო ნათლობა და ამ დროს მეორე მანქანის გოგონებიც შემოვიდნენ, ერთი გოგო იყო - ლედი, როგორც კი დაგვინახა, ხმამაღლა იყვირა - კახელო, ასეთი ნაგლი თუ იყავი არ მეგონა, პატარძალი საკურთხეველზე ააცალე საქმროსო! ... რაც იქ ამბავი ატყდააა? სიძე კი მცხეთელი იყო... მერე მღვდელიც ჩაერია, რომ გაიგო სიღნაღიდან ვიყავი, თქვენს ნათლიას დიდი მადლი აქვს და ნუ გააფუჭებთ საქმესო! მერე მცხეთაში მიპირებდნენ წაყვანას, მაგრამ ვეღარ გავყევი....
ახლა კი, გაცნობებთ, რომ საიტში
www.fereidani.ge დაემატა 31-ე ქვეთავში „Как приманить Деньги“. პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი.