↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=sAhd4yvz ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნუ გათათრდები!
„ნუ გათათრდები, – ეგვიპტის მტრედი, მომცრო ფრინველი, მსგავსი გვრიტისა; მისირსა (ეგვიპტე) და შირაზში (ირანი) ცხოვრობს. ესენი ოდეს მგზავრს კაცს ნახავენ, იწყებენ ძახილს ქართულის ენით: ნუ გათათრდები! და ამ მიზეზით თათარნი უწოდებენ გიაურყუში, ვითომც უსჯულო ფრინველი“. საბას ლექსიკონი.

„ნუ გათათრდები“ – გერქვა სახელად შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა, მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!
შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო, ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო, ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!
მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი, გიმხნევებია შენი ქართულით,
აზიის გზებზე, უდაბნოებში, ვინც კი ყოფილა გადაკარგული!
შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს,
იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში, სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.
თვალით დახვრიტეთ ჭოროხის მხარე, არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი,
ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს ისევ მოესმით შენი ყივილი!
იფრინე სულ იქ და იტრიალე, დაძებნე ჩვენი ძმები და დები,
შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე: – ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!
გამაგრდით, კერას ნუ დაივიწყებთ, მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ,
გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!
შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე, მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი,
იქაც სცემს გული საქართველოსი, შავი ზღვასავით გადამდუღარი!
და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი, მწარი მონობის დამამხობელი,
ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების, შენვე იყავი მახარობელიც!

გიორგი ლეონიძე. 1948

იხ.www.fereidani.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
=შავებს იცვამენ როცა კვდებიან,
=თეთრებს,როდესაც ქორწინდებიან,
=რა ფერი უნდა ჩაიცვან ნეტა
=როცა ერტმანეთს დასცილდებიან,

=დასცილდებიან და მერე რისთვის?
=ჰაერში რჩება ყოველი წმინდა,
=რაც იყო შენთვის -დარჩება სხვისთვის,
=ახლა ჩაიცვი რა ფერიც გინდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს გული დაისერა,
ნისლია ნაპრალებთან.
ასეა ბედისწერა,
ასეა გაწვალება.
არ მინდოდა ნიღაბი,
დარდი მქონდა ისედაც.
მე ოთახში ვიყავი,
მთვარე მაღლა იწევდა.
იდუმალ მხარეების
მოდიოდა გრიგალი,
და მკლავდნენ ღამეები
ბედის მძიმე გრიალით
პირჯვარი გადვიწერე
და გთხოვე მოწყალება.
ასეა ბედისწერა,
ასეა გაწვალება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გათენდა, ვაღებ დაკეტილ კარებს,
მგლოვიარეა ჩემი ფანჯრებიც.
ძვირფასო, რა ვქნა, შენ დაიკარგე.
ჩემთან არა ხარ და ვიტანჯები.
ისევ იღბალმა და საოცრებამ
უმზეო დღენი ჩემს წინ გაფინეს.
შენ, შორეულო ჩემო ოცნებავ! -
მომეცი ფრთები და გამაფრინე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.
ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული.
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.
ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.
ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
იყო საღამო, გამოთხოვება,
იყო გარშემო ქარის ტრიალი.
მე ვუბრუნდები ახლა ცხოვრებას,
- მომწყინდა ქუჩა და ხეტიალი.
ახლა თოვლია, ღამე დღეს მისდევს,
კმარა ცრემლები, მეყო წამება;
მიწიდან ცამდე სივრცეა ისევ,
მიწიდან ცამდე შავი ღამეა.
ცა სპეტაკია, მთვარე დაბერდა
და ღამით ფიქრი უფრო ხშირია.
ჩემი ცხოვრება გადასხვაფერდა,
ჩემი ცხოვრება სხვანაირია.
რა ვქნა, გამეფდა სულში ჩრდილები
და პოეზია ჩემთვის ფიცია.
ახლა ვმსახურობ, ვემორჩილები
"ახალი სოფლის'' ექსპედიციას.
იყო საღამო, გამოთხოვება,
იყო გარშემო ქარის ტრიალი.
მე ვუბრუნდები ახლა ცხოვრებას,
მომწყინდა ქუჩა და ხეტიალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=JH2ytHO8vAI

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა…
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ, იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სარკეში იგრძნობ-დროა უკვე გახდე მშობელი;
განმეორება საჭიროა ბუნების განძთა.
მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელი
და ვინმე ასულს არ მოაკლო დედობის განცდა.
ყველა ქალისთვის სანატრელი მამაკაცი ხარ,
ყველა ქალწული შემოგწირავს თავის მშვენებას,
მაგრამ საკუთარ სილამაზეს გაუტაცნიხარ
და არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება.
დედაშენისთვის წარსულ დღეთა სარკე შენა ხარ,
მას ნეტარ აპრილს გაუცოცხლებს სიყრმე შვილისა,
როცა შენს შუბლსაც ნაოჭებით ჟამი შელახავს,
მაშინ გაგიღებს შვილი სარკმელს სიყმაწვილისას.

უშვილ-უძირო თუ დარჩები მიუსაფარად,
მაგ შენს სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჰა, საღამოა, შუქი ინთება,
საღამო ისევ მიწას მოება.
ძვირფასო, თითქოს ეს გარინდება
ნიშნავს გრიგალის მოახლოებას.
გული წაიღეს ცივმა ქარებმა,
რა ვქნა, როდესაც მებრძვის დროება.
ძვირფასო, თითქოს ეს მწუხარება
ნიშნავს წამების მოახლოებას.
ნოემბერია, სულში მოთოვა,
საღამო ისევ მიწას მოება.
ძვირფასო, თითქოს ეს შემოდგომა
ნიშნავს სიკვდილის მოახლოებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი
ხან მზე დგას, ხან კი ქარები ქრიან
ყველა ვიღაცის იმედით დადის
ყველას ვიღაცის იმედი ჰქვია.

ჩუმად მოსული ტკივილის გარდა
გული ხომ ათას სიხარულს ელის
და ჩვენც ვიცინით, ვიცინით, რადგან
ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.

მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,

მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამბედავო და მაგარო ხელო,
ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის.
როგორც მედგრად გატანილი ლელო,
როგორც სწრაფი ასრულება ნატვრის!

ერთი ვეფხვიც დღეს ჩვენამდე აღწევს;
არქეოლოგს უპოვნია მთაში,
სად უძველეს ხეებს ლეწს და აქცევს
ნანგრევთ შორის ქარიშხალი - რაში.

ივერიის ლეგენდები შოთას
იგონებენ გადმოცემით ძველით,
და სიმღერებს მრავალს, არა ცოტას,
ჩვენო მთებო, თქვენგან კიდევ ველით

რა ბრწყინვალედ გამოხატავს შოთა
სიყვარულის და გატანის გრძნობას.
მეგობრობას, რაინდობას, ძმობას.
დაუჭკნობ ჰანგს იმ გარდასულ დროთა

მისით გული ხელოვნების ტაძარს,
ოქროს ხანას უცნობ გზითაც იგნებს.
კიდევ მრავალს გაუმარჯოს წიგნებს!
წრფელ სინდისით გამარჯვებულ წიგნებს!

გამბედავო და მაგარო ხელო,
ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის.
ჩვენ გვახარებს გატანილი ლელო,
ჩვენ გვახარებს ასრულება ნატვრის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცემი ცხოვრების განვლილი გზა
მწარე ფიქრებში მიტარებია
თუმცა კარგია სიცოცხლე მაგრამ
ბევრჯერ სიკვდილი მომნატრებია

ტრფობის კოშკები ერთხელ ავაგე
მის მერე გულზე მაწევს ლოდებად
თქვენს სიყვარულში აღარ წავაგებ
და ღმერთმა ნუ ქნას გამეორება.

ადამიანი როგორც არსება
სილამაზისთვის აღარ ფასდება
თუ იგი სულით არის ლამაზი
სიცოცხლე მხოლოდ მას უფასდება

სიცოცხლის ფასი აბა რა არის?
სიკვდილი მისი თანამგზავრია
ამ ქვეყანაზე იცოდე კარგო
უძვირფასესი მეგობარია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი