↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თურმე ასეთი ხალხიც ყავს დესპანს,ჩემო კარგო.
მე და ზიზიკორეს ყოველდღე გვაკლებენ,მე კი ამით
დასკვნა გავაკეთე,ისეთი კარგი ვარ,რომ შურიანმა ბოღმა
ვეღარ დამალა.=lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მე ვფიქრობ, ერევა მწვანე და წითელი .დალტონიკია ალბად:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხომ იცით "ცუდსა რას უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანიო" ხოდა შენ და ზიზიკორემ აიგეთ კარმა ჩემგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
lelukageo
sos-ში მოგწერე პასუხი.
ისე იცოდე,ერთ კარმას რომ გასცემ,
მეორეს მხოლოდ 6 სთ-ის მერე შესძლებ.
თანდათან ყველაფერში გაერკვევი.
დიდი მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
არაფერს. ე.ი ზიზიკორეს 6 საათის შემდეგ მივცემ კარმას.

P.s თემა რომ არ გაოფდეს

იცი რა მინდა?
სიყვარულით მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა,
გალუმპული სული აწივლდეს,
მან,რაც წავიდა,
აღარაფრით ავნოს აწინდელს,
დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს,
ჩემი მზერიდან შენს მზერაში გადმონაწილდეს,
ბევრი არ მინდა
მხოლოდ შენი სიყვარულით მინდა მაწვიმდეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოდი, საყვარელო, ბაღში შავიდეთ, -
ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი!
სიკვდილამდინ გარეთ აღარ გავიდეთ, -
სახე კარგი... მთვარე კარგი... მზე კარგი!

დავლიოთ ღვინო, - არაყი ჩვენია,
მეჯლის-საზანდარი, საღი ჩვენია!
გავაგდოთ მებაღე, ბაღი ჩვენია! -
ლხინი კარგი... დრო კარგი... დღე კარგი!

მაილია ვარდი, - არსად აბია, -
ბულბული სწუხს, რომ ყვავილს უზის ჭია!
ხეივანში გადაშლილა სულ ია,
წყალი კარგი... კვალი კარგი... მწე კარგი!

ტანთ გიხდება საწვიმარი აისი,
ალვის ხესა გამოუსხამს ყაისი!
ყველა ჩივის, რომ დავკარგეთ მაისი,
სული კარგი... გული კარგი... თვე კარგი!

მე საიათნოვას ხმაში მაქვს ძალი!
დაბძანდი, დაგიგო ხორასნის ხალი!
მიჯნურმა ღობიდამ არა გკრას თვალი,
საზი კარგი... შენ კარგი... მე კარგი!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Jan 2009
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვინ გეყვარება?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
aqsioma
კეთილი იყოს შენი ფეხი დესპანზე.

ყველას,ვისაც საქართველო უყვარს.

თქვენ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე მიყვარს ყველა ა დ ა მ ი ა ნ ი, ამ სიტყვის სრული განმარტებით:)

სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი _
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან _
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ დესპანელებო. დიდი ხანია არ შემოვსულვარ და ძალიან მომენატრეთ. როგორ გიკითხოთ ჩემო სამშობლოდან გადახვეწილო ხალხო? ნოსტალგია ხომ არა გაქვთ შემთხვევით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სიყვარულის შესახებ
შენ სიყვარული გეწვია, სიყვარული-ცისფერი და ვარდისფერი ზმანება, ორთა დღესასწაული, სიყვარული-სულის ამაღლება, "სიყვარული არ დადის, სიყვარული დაფრინავს", ამბობს პოეტი.
სიყვარული შენი გულის განძია და შენ უნდა მოუარო. სიყვარული მარადიული და უკვდავია. იგი ძველია, ტრადიციული, მაგრამ მაინც ძალიან ახალია, შენეულია.
ვინც იცის ქვეყნად რამდენს ყვარებია, მაგრამ სიყვარულის "რეცეპტი" ჯერ არავის გამოუწერია. ზუსტად ვერც ჩვენ გეტყვით რა არის სიყვარული-იგი უნდა იგრძნო გულით, გუმანით, მთელი არსებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ასე უყვარდათ საქართველოში
ეს იყო ადრე, როცა მყვირალობისას ირმები რქებით კაფავდნენ ტყეებს. როცა პატარძლის კაბიდან იკერებოდა დროშები, როცა ავგაროზად ქალის ნაწნავი მიჰქონდათ სალაშქროდ გამზადებულ რაინდებს, როცა მხატვრები ცას ახატავდნენ აუხდენელ ოცნებებს, როცა...
სადღაც უტყვ ქორონიკონში საუკუნეთა დასაბამი იმზირებოდა. კავკასიონის ქედზე ასულიყო წარმართი ასული, თავთუხისფერი ფრთები მოეკვეცა და მზისათვის შეეწირა. ჯიქის თვალებით გადაჰყურებდა გასათიბ ყანას, რომელსაც დარბაზივით ფართოდ გაშლილი ვაჟის ბეჭები შესჭიდებოდნენ და ისე აჭვსილიყვნენ, რომ ცელი საჭიროც კი აღარ იყო, უფრო მეტიც, თავთავები თავად ნებდებოდნენ მოახლოებულ თავბრუდამხვევ სიძლიერეს და მაშინ პირველად ინატრა ქალმა:
"ვერცხლისა თასადმც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
ამსვამდი, შაგერგებოდი,
ან შენი ნამგლის ყანა მქნა
რო ფხაზე შაგეჭრებოდი."
იქნებ ასეთები იყვნენ ადამ და ევა საქართველოში.
რამდენიმე საუკუნის მერე კი აუცილებლად იღიღინებდა სანადიროდ გამოსული ორბისმუხლა ვაჟი-"თვალი მიჭირავს შენზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა, ნეტავი გამაგებინა შენ რა გული გაქვს ჩემზედა?"
და დროც გავიდოდა...
ვიღაც ღვთისმშობლის თვალებს მიწიერი ქალღმერთისას დაამგვანებდა რათა მერე ეთქვა:
"ქალაუ, ისეთი თეთრი ხარ,
როგორც საყდარი კირიო."
იმ სანატრელ საუკუნეში კი რუსთაველი, ჩემი რუსთაველი იღაღადებდა, ყველა საუკუნის სათქმელს, ყველა შლეგი მიჯნურს გულისნადებს, ის ამოხეთქავდა ასე:
"ვთქვი მიჯნურობა პირველი
და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო,
გამოსადეგი ენათა.
იგია საქმე საზეო,
მომცემი აღმაფრენათა."
ასე უყვარდათ მაშინ, იმ ცეცხლოვან საუკუნეში და უამრავი ტარიელი უჩვენებდა "საქმეებს საგმიროებს" თავის ნესტან დარეჯანს.
ეჰ, ასეთი სიყვარული გაათენებდა ალბათ საქართველოში ყოველ ღამეს, ასეთი სიყვარული აანათებდა განთიადს.
მერე ქუჩებში იხეტიალებდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი, ხორბლისფერი ფიროსმანი, გაყიდდა თავის ყველა ნახატს და ქალს, რომელიც რამდენჯერმე ენახა, დილას ათი ურემი სისხლისფერი ვარდებით მიულოცავდა და ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად უქცევდა.
ნიკორწმინდის კედელს მიყრდნობილი დიდი გალაქტიონი სევდიანად იჩურჩულებდა:
"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი"...
რაინდი ირაკლი კოსტავა კი ცის გუმბათს შესძახებდა:
"როცა თვალწინ მაქვს შენი ხატება
მე შენ მიყვარხარ,
ყველა კედელზე დაიხატება
მე შენ მიყვარხარ."
უყვარდათ მაშინ, როცა მთაში ვაჟებს თეთრი თოქალთოები ეცვათ, ხოლო ქალწულებს მკერდზე დილის ნამი ებნიათ მძივად, როცა თითებზე ინთებდნენ სანთელს და თვითონ სულიც და თითებიც სანთლები იყვნენ...
ასე უყვარდათ საქართველოში მაშინ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანა,რატომ მიგვატოვე ჭირიმე,იქნებ
ახალმა შემოსულებმა გაწყენინეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
არა მახო არ მეცალა გენაცვალე და იმიტომ, არავის არ უწყენინებია- პირიქით, ყველანი ძალიან მიყვარხართ. მახო არაჩვეულებრივი დედა გყოლია, ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ.ისე ჩემს წარმოსახვაში ძალიან გევხარ დედას :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანა მადლობა საყვარელო=sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი