NJ_Maiko wrote:ციტატა:
eggplant parmesan რეცეპტი თუ იცით ვინმემ მითხარით რა
გაფცქვენი ბადრიჯანი, დაჭერი სიგრძეზე თხლად, ოდნაბ დაამარილე და ცოტა ხნით დადე paper towel-ზე, ზემოდან დააფინე ისევ paper towel-ი და პატარა სიმძიმე დაადე რომ ბადრიჯანი პრესის ქვეშჰ აღმოჩნდეს. ცოტა ხნის შემდეგ ბადრიჯანი ამოავლე კვერცხში და შეწვი ზეთში.ძალიან არ დაბრაწო.მთავარია ბადრიჯანი უმი არ იყოს. ამის შემდეგ ბადრიჯანი მოათავსე ცხიმწასმულ ღუმელში ხმარებისთვის ვარგის ტაფაზე. დადე ერთი ფენა ბადრიჯანი, შემდეგ ძალიან ცოტა ტომატი,შემდეგ ცოტა Parmesan და mozzarela ყველისნაფხვენი, სემდეგ ისევ ბადრიჯანი,ისევ ტომატი და ყველი. ბოლო ფენას დაადე თხლად დაჭრილი mozzorela ყველი. შედგი ღუმელში 20-25 წუთით 350 F* ან მანამდე, სანამ თავზე დაფენილი ყველი არ დაადნება და შევარდისფერდება. ზოგს მოსწონს კვერცხში ამოვლებული ბადრიჯანის სუხარში ამოვლებაც და ისე შეწვა.
ტომატი მოამზადე შემდეგნაირად.ზეთში მოშუშე ერთი კბილი ნიორი და პატარა თავი დაკეპილი ხახვი,დაამატე დაკეპილი პამიდორი {არ აქვს მნიშვნელობა ცოცხალ პამიდორს იხმარ თუ ქილებში გამზადებულს ხმარებისთვის}. შეაზავე მარილით, რეჰანით{basil},ერთი პეშვი შაქრით. აცადე, რომ კარგად ჩაშუშდეს და არ იყოს წყალწყალა.
Good Iuck!

მეც ძალიან მიყვარს ბადრიჯანი ამ რეცეპტიტ მომზადებული