გამიხარდა რომ რეალურად მიუდექით საქმეს და იმედია ეს იდეაა რეალობად იქცევა.
რაც შემეხება მე მაქსიმას მადლობა ნდობისათვის მაგრამ თბილისში არ ვიქნები რომ ჩავალ, დასავლეთ საქართველოში ვიქნები თუ რამეს იქაც გავაკეთებთ რათქმაუნდა თქვენს გვერდით ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, ერთი ადამიანი მაინც თბილისში გვჭირდება და ესეც მოსაძებნია.
გამიხარდა სოფოსოფოს გამოჩენა. კარგია და მისასალმებელი როცა მეზობელი ფორუმიდან ადამიანი შემოვა და გაგიზიარებს გამოცდილებას.
მოკლედ ვეცადოთ ყველანაირად სიკეთე ვაკეთოდ და ნუ მოვდუნდებით, ჩვენი მისია ღმერთისა და მოყვასის წინაშე შევასრულოდ. ილიას სიტყვები გავიხადოთ ცხოვრების საგზურად : ყოველ დღესა შენ თავს ჰკითხე აბა მე დღეს ვის რა ვარგე...
მე მაგალითად ფულად დახმარებაზე მეტად მირჩევნია რომ თანხა რომელიც აიკრიბება დესპანზე გადაეცეს მას ვისაც ძალიან უჭირს სურსათის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი საგნების სახით და არა ფულადი სახით.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს 18 წლამდე ბავშვებს და მოხუცებს!!!
პური, კარტოფილი, მაკარონი და სხვა პროდუქტების შეტანა შეიძლება მოხუცებულთა სახლებში ისევე როგორც ლტოლვილებთან და ზრუნვა მოკლებულ ბავშვების პანსიონატებში.
რავი ხალხო აბა თქვენ რას ფიქრობთ გავუზიაროთ აზრები ერთმანეთს...
