↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიგიხვდი იუმორს კარგო ცუდოოოოოო:) :) :) :) :) :) :) :) აჰ არა მასე ვერ გავრისკავ მშიშარა ვარ კრიტიკის მეშინია =dk= =dk= =dk= =dk= =dk= :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
:) :) :) :) :) :) :) :) :) ჩემი არ გეგონოთ, მაგრამ მაინც თქვენ გიძღვნით

ბალიშის ქვეშ დატოვებული წერილი

ისევ გათენდა...
ჩამოდი ახლა ჩემი ქუთუთოებიდან და
დარჩი ჩემს სიზმრებში...
მე კი წავედი გაცვეთილ სამყაროში,
რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
ბალიშის ქვეშ გიტოვებ წერილს:
გთხოვ, დამელოდო, მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _
მლაშე და თბილი...

და მაპატიე, ვერ გაგიყოლებ,
ეს ქვეყანა უნდო და პირქუშია,
ფერგალეული,
მეშინია, არსად გაიხეს და თან არ ჩაგვიტანოს.
ვერ გაგიმეტებ...
ვიხეტიალოთ ასე, ცალ_ცალკე...
ერთმანეთის სიზმრებში დავრჩეთ
და სხვა დროს დაველოდოთ...

თუმც დრომ კი არა,
უდროობამ მოგვძებნა, მგონი...…
უდროობასაც თავისი დრო
ჰქონია რადგან,
ის სხვა დროც მოვა...
მანამადე კი...

სიტყვებს ფეხი ავადგმევინოთ,
სული ჩავუდგათ...
ფრთები მივცეთ და
ჩვენ შორის სივრცეს ამოავსებენ...

მივდივარ, მაგრამ
დაგატარებ ყველა უჯრედით,
ყველა მზერით და ყველა ნაბიჯით,
ისე გიღიმი,
როგორც ბავშვი თავის ანგელოზს...

გთხოვ, დამელოდო,
ჩემს სიზმრებში,
ჩემი ბალიშის მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _მლაშე და თბილი..
.

ციტირება პასუხი
   
User avatar
Posts8
კარმა0
OFFLINEPROFILE
:) :) :) :) :) :) :) :) :) ჩემი არ გეგონოთ, მაგრამ მაინც თქვენ გიძღვნით

ბალიშის ქვეშ დატოვებული წერილი

ისევ გათენდა...
ჩამოდი ახლა ჩემი ქუთუთოებიდან და
დარჩი ჩემს სიზმრებში...
მე კი წავედი გაცვეთილ სამყაროში,
რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
ბალიშის ქვეშ გიტოვებ წერილს:
გთხოვ, დამელოდო, მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _
მლაშე და თბილი...

და მაპატიე, ვერ გაგიყოლებ,
ეს ქვეყანა უნდო და პირქუშია,
ფერგალეული,
მეშინია, არსად გაიხეს და თან არ ჩაგვიტანოს.
ვერ გაგიმეტებ...
ვიხეტიალოთ ასე, ცალ_ცალკე...
ერთმანეთის სიზმრებში დავრჩეთ
და სხვა დროს დაველოდოთ...

თუმც დრომ კი არა,
უდროობამ მოგვძებნა, მგონი...…
უდროობასაც თავისი დრო
ჰქონია რადგან,
ის სხვა დროც მოვა...
მანამადე კი...

სიტყვებს ფეხი ავადგმევინოთ,
სული ჩავუდგათ...
ფრთები მივცეთ და
ჩვენ შორის სივრცეს ამოავსებენ...

მივდივარ, მაგრამ
დაგატარებ ყველა უჯრედით,
ყველა მზერით და ყველა ნაბიჯით,
ისე გიღიმი,
როგორც ბავშვი თავის ანგელოზს...

გთხოვ, დამელოდო,
ჩემს სიზმრებში,
ჩემი ბალიშის მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _მლაშე და თბილი..
.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad wrote:
ციტატა:
http://ru.youtube.com/watch?v=HRU8tXCNC4Q&feature=related

ეს რა კარგი რაგაცააააა =tavfx= როგორ მომეწონა იციიიიიიიიიიიი მადლობაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული;
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი:
ძველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომაწოდე შენი ხელი,
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
tikotiko

ჰო, თუ მოგეწონა კარგია:) , შენ კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრა-სანამ ასეთ მშვენიერ ლექსებს დადებ, მანამდე იქნებ გამაფრთხილო რამენაირად, რომ მოვემზადო წინასწარ და ამოვიწერო სადმე=ko= =ko= :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
და იყო მეტი გამოცოცხლება
და ყველაფერი გრიგალს დანებდა.
და იყო სივრცე, სადაც ოცნება
მეწამულ ფრთებით მიმაქანებდა.
მე დავისვენებ დღეს საღამომდე,
ნელა ცვივიან თოვლის ფიფქები.
რა ვქნა, არ ვიცი, ტირილი მომდის,
როცა ჩემ ბედზე მე დავფიქრდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
"ნინოს ჯვარი"

აჰა,გამოჩნდა გზაზე მგზავრი მავედრებელი,
ჩუმი ლოცვით,მდუმარებით თავჩაღუნული,
ის ვერაფერს ვერ ამჩნევდა არემარეზე,
გულში ენთო სანთლად მხოლოდ აზრი ღვთიური.

მოუხმობდა უფალს ერის გადასარჩენად,
მთაზე იდგა,ლოცულობდა ხელაპყრობილი,
მისი ოცნება ქართველთა ბედს თავს ევლებოდა,
ფიქრი მისი იყო ძლიერ ამაღლებული.

ჩურჩულებდა:- სისხლო ჩემო მინდა იდინო,
ოდეს ქვეყნისთვის იმოღვაწო,არ შემიგუბდე,
რომელსაც ჰქვია იბერია - წილი დედისა,
იქ ვქადაგებდე უფლის სახელს კიდით-კიდემდე.

საქართველოში,ამ კურთხეულ ციდა მიწაზე,
რომელიც იყო ღვთისმშობელის წილად ყოფილი,
ამობრწყინდა,გასხივოსნდა ჯვარი უფლისა,
ჯვარი- შემწე,ჯვარი-სათნო,ჯვარი-ღვთიური.

ამ ჯვრით იკურთხა საქართველოს მცირე ლაშქარიც,
რომელმაც დროში ცივ ჯოჯოხეთს გადაუარა,
ურიცხვ ურდოს,დაფარულ მტერს ბნელს და უჯიშოს
თავს წაადგა როგორც გმირი მხდალი კი არა.

ქართველთ მხარეო-უფლის მიერ შეწყნარებულო,
ცათა კრებულთა მადლმოსილო და კურთხეულო,
ერის ლოცვით ერთიანად განათებულო,
უფლის კვართზე,წმინდანთ ფესვზე დაფუზნებულო.

გაგაძლიეროს ღვთისა მადლმა,დედის ვედრებამ,
ათასწლეულებს გაუძელი და არ განქარდი,
ასე ძლიერი არის ლოცვა,მადლი უფლისა
მისი სამწყსოსთვის,მორჩილთათვის ცისა კარამდის.

ძლიერი იყო წმინდა ნინოს ჯვარი მძლეველი,
რომელიც მძიმე ქარტეხილებს წინ გადაუდგა,
ღვთისმშობლის რჩევით,უფლის მადლით განაღო კარნი
და საქრთველო იესოს გზით ჯვარზე აკურთხა.

ლექსი მედის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

ორზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია, აკაკი,

ვაჟა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმერთო ჩემო,მე რომ სულ მოკლე სიცოხლე მქონოდა....არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს.დავარწმუნებდი ყოველ ქალსა და კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული...

ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუAთ,როდესაც ბერდებიან,მათ არ იციან,რომ სწორედ მაშინ ბერდებიან,როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს!პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს,მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი.მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან კი არა,დავიწყებასთან ერთად მოდის.დავინახე ის,რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან,რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.ვისწავლე ისიც,რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს,ეს სამუდამოა და აღAრასოდეს გაუშვებს მას...

-------გაბრიელ გარსია-------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
უნდა გახსოვდეთ

არ შეიძლება
თქვენ არ გახსოვდეთ,
აქ ალუნჩები ყვაოდნენ მაშინ,
არ შეიძლება არ გაიხსენოთ
თეთრკაბიანი და მორცხვი ბავშვი

იყავით დიდი,
და მახსოვს, ჩემთვის
მუდამ თოჯინა გქონდათ საჩუქრად
და ვერ ამჩნევდით
ჩემს ფარულ ღელვას,
მეფერებოდით, როცა ბავშვურად.

თქვენ მე მხატავდით
ათასი ფერით,
შემოგყურებდით ნამტირალევი,
რადგანაც მწყინდა
როცა თქვენს გვერდით,
დასეირნობდნენ ლამაზმანები.

მე ვიფერებდი ათასფერ
ბაბფთებს,
თოვდა ალურჩა
სევდით მოსილი,
პირველად მაშინ შემძულდა
სარკე,
როცა გავიგე თქვენი ქორწილი...

.და ახლა-----
მე თქვენს ჭაღარას ვხედავ,
ჩემს ბავშვობასთან ერთად
გიხსენებთ,
მაღელვებთ ისევ და მე არ მჯერა
რომ თქვენ ვერაფრით ვერ გამიხსენეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ ის სევდა... ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება,
ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი!
ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება?
არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი?
ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში,
რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული,
მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში
სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული!

სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს
და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით...
რარიგ სცდებიან... მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს
სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით.
შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი...
ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა - წამება,
ნავს გავაცურებ... მეგობრული შენი ღიმილი
იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=DpiOcsJk ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=uBxkwhME ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიქრი მაწვალებს, ვერ მივხვდი,
ნეტავი გამაგებინა-
ამ ტუტრუცანებს ქართულზე
ხელი რამ ააღებინა,
დახურა ეკლის საბანი
ქვეშ ნარი გააგებინა,
დასთმო მდიდრული სასახლე,
მიწური ააგებინა!
თვის ქურქს აგდებენ, სხვის იცმენ,
ცდილობენ აღმაფრენასა
ეტანებიან სხვისასა,
წიხლს სცემენ თავის ენასა.
სადაც არის და არ არის
იანკური გვიხშობს სმენასა
ბარბარიზმებით შერყვნილი
ქართული გვიწყვეტს თმენასა.
მაგრამ, ვაი, რომ არ ძალგვიძს,
პასუხი გავცეთ კბენასა,
არ ძალგვიძს შოლტი ვუწვდინოთ
ვირების თარეშს, რბენასა!
ნეტავი შემაძლებინა
ვქელო ეს ვირისშვილები,
სამშობლოს ენის შემრყვნელნი,
რომ გამესრისა გველები
შოთას, ტატოს და ილიას,
აკაკის, ვაჟას მკვლელები,
იმათი სისხლით მეღება
ჩემი მკლავი და ხელები!
ვაჰმე, ძაღლებო, რად არ ხართ,
ჩემს ნებას ჩემსა ხელშია
ლაქუცა ძაღლებს, ფინიებს
მედგრად გწვდებოდით ყელშია
თქვენი ძვალი და ბუმბულნი
ქარს გაეტანა ველშია,
დაგყრანტალებდეთ ყორანი
სატანის სამოსელშია!

_________________
ერის წიაღში ნაშობ მარგალიტს, ობი ვერასდროს ვერ მოედება!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი