შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
*** "ცისარტყელას თუ გადაახტები ბედს ეწევიო, ასე მსმენია. მაგრამ ცხოვრებით მუხლზე დამხობილს თავი მაღლა ვერ ამიწევია"
*** "შენ თუ იღიმი, მეც მეღიმება. და თუ იტირებ, იმდენს ვიტირებ მტკვარი კალაპოტს გადმოდინდება."
*** "ყველაზე დიდი დროის მკვლელი საათის ისრების სწრაფვა არის მომავლისაკენ"
*** "თავდავიწყება თავს ავიწყდება დღე დღეს მიჰყვება და სათვალავი აურევია. ასე ჩემს გრძნობას საწყაული ამოუვსია და სად წავიდეს, აღარ იცის, გზა დავიწყნია."
*** division by zero error ადგილის ტკეპნა არაფრისგან არაფრის ქმნაა. რაც არ ვეცადე, რაცა მქონდა ვერ გავამრავლე. გრძნობა დაცლილი, დარდით დაღლილი მაინც ვეცადე. მაგრამ რაც მქონდა, მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე ვამრავლე ისევ."
*** "ბედის ირონია მოწილე გახდა ჩემი, ავბნელი ხითხითით უფლობა უნდა ჩემი."
*** "წრეში ჩაგვაყენეს, ლახტით აგვაწითლეს, მუხლებზე ვემხობით!გელით! შენ შემოგყურებთ ბოლო იმედად, უფალო იხსენ ერი! ნუ მიგვატოვებ, სულს ნუ აღმოგვხდი, გვაფარე შენი ხელი! თორემ სულ მალე, შენი რჩეული მიწა შეგრჩება ბნელი"
უგრძნობთა. გიოცნებია როდესმე თეთრთაღებქვეშ, საუკუნის სევდას შეფარებიხარ? გიოცნებია გიჟურ სილაღის ზღვარზე, ისე თითქოს ზენარს შეყვარებიხარ? გაგიცინია ისე თითქოს ცას მოსწყდაო მეხის ნატეხი? ან თუ გინახავს ომის ცეცხლით გული არგანატეხი? თუ გიდარდია ისე თითქოს ჩამოწვაო ზეცის კარიბჭე? სილაღითა და სიხარულით ბედნიერებას ვინმეს ანიჭებ? თუ გყვარებია ისე თითქოს მოკვდაო გული, თითქოს გამეხდა ბედი და აღარ ჩანს გზა სვებედკრული, თუ გიომია ისე თითქოს გაგიჟდა სისხლი? და რომ არ დათმობ შენსას არც ერთი მისხლით, თუ გიცხოვრია სულაც მთელი არსებით? არა?......მაშ დაიძინე...უაზროა ჩემთვის გზა შენი და ვერგასაგები.
ვაიმე უკაცრავად, მართლა არ წამიკითხია კონკურსის, წესები, არც კონკურსში მონაწილეობის მიღების პრეტენზაი მქონია, ამერია დესპანელთა ლექსებში...არის ეს ლექსი ჩემს საიტზე და..ამიტომ პიკასოს ვთხოვ მართლა შემინდოს დაშვებული შეცდომა. პიკასო თუ არ შეწუხდები და არ ჩამითვლი თავხედობაში გთხოვ წაშალო ეს ლექსი კონკურსის პირობების თანახმად.