↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ზნეობა და მისი პარამეტრები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 77 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მახო კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ოსკარ უაილდისეული ზნეობის კონცეფცია

* ქალი სიყვარულისთვისაა შექმნილი და არა ამოსაცნობად.

* ქალი მუდამ უძღვნის მამაკაცს თავისი სიცოცხლის ოქროს, მაგრამ ვალის დაბრუნებასაც ითხოვს: თანდათანობით, წვრილი ხურდით.

* ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს - წარსული.

* შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს.

* არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.

* ყველა ქალი სფინქსია, ოღონდ იდუმალებას მოკლებული.

* ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია.

* მეორედ ისეთი ქალი თხოვდება, რომელიც პირველ ქმარს ვერ იტანდა. მეორედ ისეთი მამაკაცი ქორწინდება, რომელიც ჭკუას კარგავდა პირველი ცოლისთვის. ქალები ბედს ცდიან, მამაკაცები რისკზე მიდიან.

* მამაკაცს ცოლის მოყვანისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს - ცნობისმოყვარეობა. ბოლოს კი იმედი ერთნაირად უცრუვდებათ.

* ზნეობა ყოველთვის უკანასკნელი თავშესაფარია ადამიანთათვის,რომელთაც მშვენიერებისა არა გაეგებათ რა.

* საზოგადოება დანაშაულს მოგიტევებთ, ოცნებას - არა.

* პუნქტუალობა დროის ქურდია.

* ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან.

* ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში.

* მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ....

* გამოცდილება არის სახელი, რომელსაც ყველა ჩვენს შეცდომას ვარქმევთ.

* თუ გინდა ადამიანი გააფუჭო, მისი ხელახლა აღზრდა დაიწყე.

* ჩვენს დროში ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ფული ყველაფერია. როცა მოხუცდებიან, დანამდვილებით ეცოდინებათ.

* არც ერთი დიდი ხელოვანი არ ხედავს საგანს ისეთად, როგორიც არის ის სინამდვილეში. რომ დაენახა, ხელოვანიც არ იქნებოდა.

* როცა ადამიანები ერთხმად მეთანხმებიან, ვიცი, რომ ვცდები.

* ცოტა გულწრფელობა სახიფათოა, ხოლო დიდი გულწრფელობა- საბედისწერო.

* მათთვის, ვინც ერთგულია სიყვარულში, ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი ბანალური არსი... სიყვარულის ტრაგედიას კი მხოლოდ მოღალატეები შეიცნობენ...

* ყოველი ადამიანი იმას კლავს, ვინც უყვარს...

* მამაკაცს მხოლოდ მაშინ შეუძლია ბედნიერად იგრძნოს ქალთან თავი, თუკი მას ეს ქალი აღარ უყვარს.

* ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით მხატვრის პორტრეტია და არა მენატურისა.

* ზნეობა პოზაა- ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.

* მოდა საშინელებაა, რომელიც იმდენად შეუწყნარებელია, რომ გვაიძულებს, შევიცვალოთ ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

* არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს გაგიმჟღავნებთ.

* მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის.

* ჩვენ ვცხოვრობთ ხანაში, როცა ყველაფერი არასაჭირო ჩვენი ერთადერთი საჭიროებაა.

* უნდა შეისრუტო ცხოვრების ფერები, მაგრამ არასდროს დაიმახსოვრო მისი დეტალები. დეტალები მუდამ ვულგარულია.

* როცა ღმერთებს სურთ ჩვენი დასჯა, ისინი შეისმენენ ხოლმე ჩვენს ლოცვას.

* მე შემიძლია გავუძლო აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა.

* ცინიკოსი ადამანია, რომელმაც ყველაფრის ფასი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს მათ ფასეულობაზე.

* და მაინც, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას შორის?

..... ჟურნალისტიკა არ იკითხება, ლიტერატურას კი არ კითხულობენ.

* მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს- მათი ინტელექტით.

* პრინციპებზე მეტად ადამიანები მიყვარს, ხოლო ადამიანები პრინციპების გარეშე ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია.

* მე მიყვარს მსახიობობა. ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება.

* ახალგაზრდობის უკან დასაბრუნებლად მზად ვარ აბსოლუტურად ყველაფერისათვის, გარდა ვარჯიშისა, დილით ადრე ადგომისა და პატიოსნებისა.

* ქალებს ჩვენი ნაკლების გამო ვუყვარვართ. თუკი საკმარისად გვაქვს ეს უკანასკნელნი, მაშინ ისინი ყველაფერს მოგვიტევებენ, ჩვენს ინტელექტსაც კი.

* იმაზე უარესი, რომ შენზე ჭორაობენ, მხოლოდ ისაა, სიტყვაც კი არ თქვან შენზე.

* მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ.

* უსულგულო და თავქარიანები არიან ისინი, ვისაც მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე, რასაც ისინი თავიანთი რწმენით ერთგულებას და თავდადებას უწოდებენ, ეს კი მხოლოდ ჩვეულება, ლეთარგია ან წარმოსახვის უქონლობის მიზეზია.

* არ არსებობს მორალური ან ამორალური წიგნები. არსებობს მხოლოდ კარგად ან ცუდად დაწერილი წიგნები.

* წარმატება მეცნიერებასავითაა- თუკი გაქვს პირობები, შედეგიც არ დააყოვნებს.

* სწორად განასკვული ჰალსტუხი პირველი სერიოზული ნაბიჯია ცხოვრებაში.

* კარგად ვგრძნობთ თავს მაშინ, როცა ვართ ბედნიერები, მაგრამ ყოველთვის არ ვართ ბედნიერნი, როცა თავს კარგად ვგრძნობთ.

* სიყვარულის საიდუმლოება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საიდუმლოება სიკვდილისა.

* საკუთარი თავის სიყვარული მარადიული რომანის დასაწყისია.

* ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთ-ერთ მხარეში მაინც აქრობს ეგოიზმს, ეგოიზმი კი ინდივიდუალურობის დასტურია, ინდივიდუალიზმის გარეშე კი ადამიანი არარაობაა.

* მე მიყვარს საკუთარი თავის მოსმენა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს საათობით და იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ამ ლაპარაკიდან ერთ სიტყვასაც კი ვერ ვიგებ.

* კაცობრიობა ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად უყურებს ყველაფერს. ეს მსოფლიოს ისტორიაში პირველი ცოდვაა. ქვის ხანის ადამიანს რომ სცოდნოდა სიცილი, ისტორია სულ სხვანაირი იქნებოდა.

* რამდენად ბევრი იცის მან, ვისაც ერთი წიგნიც კი არ დაუწერია არასდროს.

* ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს.....ისინი ძალიან ცოტას ნიშნავენ....

* რელიგია იმ კაცს ჰგავს, რომელიც შავ ოთახში ეძებს შავ კატას და რომ ჰკითხო, პოულობს კიდეც.

* მოხუცებს ყველაფერი სჯერათ, ხანშიშესულებს ყველასა და ყველაფერში ეჭვი შეაქვთ, მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან ყველაფერი.

* მარტოხელა კაცებს გვარიანი გადასახადები უნდა დაუწესდეთ- უსამართლობაა, ზოგი იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე სხვები.

* ყველაზე მეტად ვაგნერის მუსიკა მიყვარს. იგი იმდენად ხმამაღალია, რომ შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა ილაპარაკო ისე, რომ ერთი სიტყვაც კი ვერავინ გაიგოს შენი ნათქვამიდან.

* ცხოვრება ყველაზე იშვიათი რამაა დედამიწაზე. ხალხის უმეტესობა უბრალოდ არსებობს.

* ქორწინება- ეს არის ფანტაზიის ტრიუმფი გონებაზე.

* ცხოვრებისა და ბედნიერების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ზიებაშია.

* სულში იმალება ცხოველური ინსტიქტები, სხეულს კი გააჩნია წუთები, როდესაც ზეშთაგონებითაა აღსავსე.

* სიკვდილი ხშირად ბევრით სჯობს ეჭვით ესოდენ ნაწამები სულის დაუსრულებელ შფოთვას.

* სწორედ ის გრძნობები, რომელთა არსში გარკვევაც ჩვენ ასე გვიჭირს და საკუთარ თავს ხშირად ვიტყუებთ,ბატონობენ ჩვენზე ყველაზე მეტად .

* მე ვმუშაობდი ერთ-ერთი ჩემი მოთხრობის კორექტურაზე მთელ დილას და გადავწყვიტე, ტექსტიდან ამომეღო მძიმე. შუადღისას ის მძიმე თავის ადგილზე დავაბრუნე.

* ყოველთვის მიუტევეთ თქვენს მტრებს- ეს მათ ყველაზე მეტად აცოფებს!

* ის, ვინც სულსა და სხეულს შორის რაიმე განსხვავებას ხედავს, არც ერთი გააჩნია და არც მეორე.

* არასოდეს არ დაუჯერო არანაირ რჩევას, არც ამას!

* ამერიკა არ აღმოუჩენიათ, ის მხოლოდ იპოვეს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 77 posts ] 
ზნეობა და მისი პარამეტრები
დესპანი