↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დღეს ისე მინდა რაღაც ვწერო-როგორც არასდროს...
ხედავთ, ბატონო?-გამიარა უკვე სურდომაც,
იქნება ვინმემ მარიფათი სესხით გადამდოთ,
რომ გიპოვოთ და დავიბრალო მერე ქურდობა.

ბატონო, ხედავთ?-ნისიებზე ვაბნევ სიყვარულს,
ამ დროს კი ბანკში ვალად მადევს კრედიტი ღმერთის,
გაკოტრებული ვაჩხრიალებ გრძნობას-მიქარულს,
ვიღაც ფრანტი კი დაძენძილი მეთოდით მეტრფის.

ნასვამ საღამოს მხოლოდ ღამის ლოგინი შია,
ნაბახუსევი გარიჟრაჟზე აუსვამს ვნებას,
იანვარს-წაშლილს, იანვარს-გახდილს, იანვარს-მზიანს
ყინულის ქალი ცეცხლის გულით ალპებში ნებავს.

ხედავთ, ბატონო?-არ მჭირდება თითების ქნევა-
-ისედაც შუბლზე მივიკერე მშვიდი იმიჯი,
გარწმუნებთ-ისე წესიერი და ისე მხნე ვარ,
რომ, იქნებ, ტვინიც გაგიხვრიტოთ! იქნებ-ვინ იცის...

ახლა კი, ცოტა ჩაიჩოჩეთ, ცოტა, ღმერთმანი...
მჭირს ლოიალურ-ჰუმანური ძლიერი სენი!
გადამდებია, საშიშია-თქვენი კვნესა-მე,
ხედავთ, ბატონო?-მიღიმით და ვერაფერს მშველით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცრემლები სწყდება ლამაზ წამწამებს
მას მონატრება თურმე აწვალებს
გიყვარდეს ერი,ეწამე მისთვის
და არასოდეს არ დასთმო სხვისთვის

ქვეყნად ვერაფრის დანახვას შევძლებ
თუ სიყვარული არა მაქვს ერის
ამ სიყვარულში ვოცნებობ ერზე
რადგან უშენოდ გაძლება მიჭირს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
აკი მითხარი ღმერთის არა მწამს
მაშ რა გინდოდა სვეტიცხოველში?
აკი მითხარი გოგო არა მყავს
მაშ ,რას სცურავდი ცრემლის მორევში.
რად დაუჩოქე ხატებს ძვირფასო
რისთვის დაანთე წმინდა სანთელი
ვისზე თქვი ძლიერ მიყვარსო---?
იმ ბედნიერის მითხარ სახელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
კაცებო ქალებს გაუფრთხილდით!

კაცებო,ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ.
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ქალებს შვლის ნუკრივით მოუარეთ
მარილი ხელისგულზე მოუყარეთ
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
მინდვრის ყვავილივით მოუარეთ.

თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათას დარდად გადაგაქცევს.
ქალი აგატირებს,დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და კაცად გაქცევს.

ჰოდა,ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
და გული ფიანდაზად გაუშალეთ.
შუბლზე გაჩენილი დარდის ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=DpiOcsJk ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნარგიზი და ვარდია გონება და ქონება, _
ერთად რომ არ ხარობენ, ალბათ გაგეგონება.
ის, ვინც გონიერია, მას ქონება ცოტა აქვს,
ხოლო ვინც მდიდარია, მას ცოტა აქვს ქონება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დარდს რომ ცეცხლივით კვამლი სდიოდეს,
ბნელს მიეცემა ქვეყანა მარად,
ვერ ნახავ ჭკვიანს, რომ დადიოდეს
და არ ჩიოდეს დარდსა და ვარამს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბაგე, ჩემს ბაგეში ღამე რომ ათია,
თვალი, ჩემს თვალს რომ დარაჯობდა,
ხელი _

და თვალები, მე რომ გამამათრახეს!
ბაგე, მსჯავრი რომ გამომიტანა,
ხელი, რომელმაც დამსაჯა მერე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაიზიარეთ ჩემი დუმილი, როგორც ზარებმა გაიზიარეს!

ძრწოლის მომყოლში
ბრბო დაეძებს ახალ საკბილოს.
წითელ პარასკევს ცის გუმბათზე გამოკრთება
სამთითა ხელი, რომელიც ვეღარ დაიფიცავს,
რომ არაფერი არ ყოფილა და
არც იქნება. მეწამულ ღრუბლებს მიეფარება,
ახალ მკვლელებს იცილებს გზიდან,
და მიიქცევა თავისუფალი.

შემოღამებულ დედამიწაზე
მივცვივდეთ ფანჯრებს, ტილოები ჩამოვაფლითოთ,
რომ ავადმყოფთა საიდუმლო უცებ გაცხადდეს:
წყლული, საზრდოთი ამოვსებული და უსასრულო ტკივილები
ყველასათვის, ვინც რას ინებებს.
უნდო ჯალათებს ჩაუცვიათ ხელთათმანები
და მხილებულთა სუნთქვას ახშობენ,
კარს მომდგარი იატაკზე ემხობა მთვარე,
შეატოვე, ნამსხვრევები, კარის სახელურს...

უკანასკნელი მირონცხებისთვის განკითხული იყო ყოველი
(ზიარებას კი აღსრულება არ უწერია).

2
რა ამაოა ყველაფერი.
ტალღასავით წამოგრაგნე სადმე ქალაქი,
ზე-აღსდექი ქალაქის თავს ავარდნილ მტვრიდან,
აღასრულე მსახურება
და ითვალთმაქცე,
რომ გაარიდო თავი მხილებას.

აუსრულე, რაც შეუთქვი,
დაბრმავებულ სარკეს ჰაერში,
დახშულ კარს ქარში.

მიუვალია გზები ზეცის ციცაბო კედლის.

3
ჰოი, თვალებო, ამოშანთულნო მზით გაჯერებულ დედამიწაზე,
უამრავ თვალის ნაწვიმარით ჩამობინდულნო,
ამობლანდულნო, ამოქსელილნო
აწმყოს მწუხარე
ობობათაგან...

4
ჩემი დუმილის ღრმა ტაფობში
ჩამარხე სიტყვა
და შეუკარი პირი უდაბურ ტყეთა ნაპირებს,
რომ ბაგე ჩემი
ჩრდილმა დაფაროს.

ციკლიდან: «აძახილი დიდი დათვისადმი»
რეკლამა

საით წავიდეთ
უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ი ი ყ ა ვ უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ი
როცა წყვდიადი ჩამოწვება და აცივდება
ი ყ ა ვ უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ი
მაგრამ
მ უ ს ი კ ი თ
რას ვიზამთ
მ ხ ი ა რ უ ლ ნ ი დ ა მ უ ს ი კ ი თ
რას ვიფიქრებთ
მ ხ ი ა რ უ ლ ნ ი
დასასრულის პირისპირ მდგარნი
მ უ ს ი კ ი თ
სად წავიღებთ
უ მ ჯ ო ბ ე ს ი ა
დარჩენილ კითხვებს და წლების ძრწოლას
ო ც ნ ე ბ ა თ ა ს ა მ რ ე ც ხ ა ო შ ი უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ი ი ყ ა ვ უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ი

რა მოხდება
უ მ ჯ ო ბ ე ს ი ა
საუკუნო მდუმარების
ჟამს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მ.ბ.-სადმი

ის ვიყავ, რასაც ხელისგულებს ახებდი ფრთხილად
და სათნოებად გარდაქმნიდი შლეგთა, მუდრეგთა...
ღამე მაგ ხელებს მოწიწებით ქედს დაუდრეკდა.
იდგა წყვდიადი და მოსვლას არ ჩქარობდა დილა.

ის ვიყავ, რასაც სააქაო რუხი ზმანებით
ქვევით დარჩენილ წყალს და ხმელეთს ნისლებში ახვევს.
თავდაპირველად შენ შენიშნავ ბუნდოვან სახეს,
ხოლო ნაკვთებს კი აღმოაჩენ მოგვიანებით.

გაქრა უკუნი. გამოჩნდი და გამოიდარა.
წყალი მიიქცა. ხმელმა კვირტი აღმოაცენა.
რაღაც მითხარი. ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა _
ცხელი ჩურჩულით შექმენ ჩემი ყურის ნიჟარა.

შენ ჩამოგლიჯე კრეტსაბმელი, ცერად დახრილი,
ხმა მიანიჭე ამ ნესტიან პირის საუფლოს,
რათა უფალი თავის ადამს გაესაუბროს _
მარადიულად რომ გესმოდეს ჩემი ძახილი.

მე ბრმა ვიყავი, არ ვიცოდი, რა იყო თვალი.
უცებ გამქრალმა უეცრადვე გამოაშუქე,
სულს უსინათლოს თვალის ჩინი როცა აჩუქე,
შენ ჩემში დარჩი. ასე რჩება მიწაზე კვალი.

და ეს სამყაროც ასე შექმნა ბრძენმა განგებამ.
მაგრამ ერთხელაც დარჩენილი მარტო ქმნილება
მარადი ბრუნვა-ტრიალისთვის გაიწირება.
კეთილი ძღვენი ასე ქრება და იფლანგება.

მიტოვებულებს ხან ხანძარი აგვაბრიალებს,
ყინვა დაგვაზრობს, თუ წყვდიადის შეგვსვლეპს წყლულები,
ამ სამყაროში სამუდამოდ დაკარგულები,
ვით დედამიწა, კვლავ ვიბრუნებთ და ვიტრიალებთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!
გამიარა ჟრუანტელის ალმა,
სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე.
გული მიდის, არ ვიქნები ალბათ,
მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.
ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.
ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან.
სამარისკენ აცილებენ ცხედარს
და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.
ო, ეს გული, ისევ გული მტკივა,
სიჩუმეა უსიცოცხლო ველების.
რანაირი ნაწამები მივალ,
მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.
წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ბარათი

მე დავდიოდი შენთან ყოველთვის
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
მე დავდიოდი, ახლაც მოვედი
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.

მე დავდიოდი შენთან მარადის
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
შენთან მომქონდა წმინდა ბარათი
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
და იყო მეტი გამოცოცხლება
და ყველაფერი გრიგალს დანებდა.
და იყო სივრცე, სადაც ოცნება
მეწამულ ფრთებით მიმაქანებდა.

მე დავისვენებ დღეს საღამომდე
ნელა ცვივიან თოვლის ფიფქები.
რა ვქნა, არ ვიცი, ტირილი მომდის
როცა ჩემ ბედზე მე დავფიქრდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=fE5RlZY1Zf8

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი