|
ასე თუ შემიყვარებდი, სულ არ მეგონა, სულ, ასე თუ შემეჩვეოდი, სულ არ მეგონა, სულ, ასე თუ გაგახარებდი, სულ არ მეგონა, სულ, ასე თუ გაგაწვალებდი, სულ არ მეგონა, სულ... მაგრამ რა ვუთხრა ამ თვალებს, ამ გულს რა ვუთხრა, გულს, წამიც რომ არ დამაცადეს, არც დამაფიქრეს წუთს, შეგხედეს, შეგითვისტომეს, არც რაი მკითხეს მე, ასე თუ შემიყვარებდი, სულ არ მეგონა მე. თვალმა რა ქნას დ გულმა რა? პასუხს აგებენ ვით?! ასე თუ გაგაწვალებდით, თვით არ ვიცოდით, თვით. ვაი, რა ვუთხრა გულსა და ვაი, რა ვუთხრა თვალს, მათ აგირჩიეს, მათი ხარ, მე ნურას მკითხავ სხვას!
|