↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვერც დავიწყება ვისწავლე,
ვერც ფიქრის დაბმა ბეჩავმა,
მზე ვერ ამოვა უშენოდ,
მთვარე უშენოდ ვერ ჩავა.

ამ მთების იქით შენა ხარ,
შენა და შავი არაგვი,
ამ მთების აქეთ ჩემი მზე,
ქართაგან დაუფარავი.

ეს სიყვარული შემინდე,
თუმცა კი არი არამი,
სიტყვას სუყველა შეგიქებს,
ფიქრს დაგიძრახავს არავინ.

ღრუბლის ჩრდილი წევს ღრუბელზე,
წყალნი ფიქრებსა მპარავენ,
თოვლჩამოძენძილ ქედებზე
შემეშინდა და არ ავედ.

ნურც გეხსომება ჩემი ხმა
შავი სამარის კარამდე,
ნურც შემიცოდებ, გინდ მნახო,
ცრემლით მიწასა ვღარავდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და დაფნარი ტოკავს, ტოკავს...
და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი მძაფრი ღრენით სალ კლდეს ლოკავს...
ჰორიზონტი ალისფერი, ჰორიზონტი ცის ფერადის
ზღვიდან ცამდის, ციდან ზღვამდის მზის ალმურში ჩადის... ჩადის!

ვდგევარ მთაზე, ვდგევარ მარტო, ვდგევარ ერთი, ვდგევარ ობლად...
შორეული არვინა სჩანს, არვინაა არც მახლობლად.
მხოლოდ ერთი იალქანი, ვით ღამის ფრთა გარხეული,
დაქანაობს ქარისაგან დაფლეთილი, დახეული.

ჩუ, ძახილიც ისმის ზღვიდან: “ვიღუპები, ჰაუ-უუ...ნავი!”
ალბათ, ვინმე იღუპება...ზღვაა კუბო და საფლავი.
და ზღვა ხარობს...ზღვის უფსკრული თავგანწირულ მებრძოლს ელის.
მაგრამ აქ თავს ვინ გასწირავს? ან მენავეს ვინ უშველის?

ვინ გაიგებს მომაკვდავის განუსაზღვრელ ბოღმა-ნაღველს?
ვინ რას ეძებს გედის ჰანგებს, სხვა ოცნების გამომსახველს?
სად არიან მეგობრები, ნუთუ ყველა ზღვამ დაჰფარა?
ზღვაზე კაცი იღუპება, შველა უნდა, ნავი, ჩქარა!

მაგრამ კმარა, აღარ ისმის არც ქვითინი, არც გოდება,
დაიღუპა! სივრცემ შთანთქა ის ამაო მოწოდება...
ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და ნაძვნარი ტოკავს, ტოკავს,
და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი, სალ კლდეს ებრძვის, ღრღნის დალოკავს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს.
შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს.
და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,
რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ.
და თავში შავი აზრი ბოლავს, როგორც ბულული,
თვალთ გეჩხირება, როგორც შუბლზე ცელქი კულული.
აღარაფერი გესიზმრება, რომ ცოტა გახდე
დროის ნაგავი აღარ გახდე და ნაკლებ ახდე.
სარკმელში მოჩანს მათხოვრული, რუხი უბანი
და მისთა მდგმურთა დაჯენჯილი კაბა-ჯუბანი,
გსურს დაიხსომო ვინმეს სახე ამ კედელს იქით,
არა პირუკუ, რომ მან შენი, ვით ცდილობს იგი.
შუა ოთახში დავჯადოქრობ, როგორც მისანი,
სიცარიელის გორგალს ვიხვევ წილკერძი მიწის.
და ამოძრავებს ჩემს სულს ერთი წმინდა მიზანი,
თუნდაც რაიმე რომ გაიგოს, რაც ღმერთმა იცის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია?!
ათასს ცოცხლასა ბევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
შენის დანახვით, ტიალო,
გულს დარდი მაწევს ცხარია,
რაკი გხედავ, რო ბეჩავად
და უპატრონოდ ხარია, -
თითქო დაჰკრესო განგაში,
სამგლოვიარო ზარია.
მინდა, რომ დიდხანს ნახარში
და გულში ნადუღარია
გაგიზიარო ვარამი,
მდიოდეს ცრემლის ღვარია.
რისთვის მოსულხარ, ბეჩავო,
არ იგლოვები მკვდარია?!
შენთვის არც წაწყმედა არი,
არსად ცხონება არია!
ვინ არ შეგიკრავს კუბოსა,
ვინ არ აგინთოს სანთელი?..
ვაჰ, რა ძნელია, კვდებოდეს,
იკარგებოდეს სახელი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჭაბუკს უყვარს ქალიშვილი,
ქალი სხვას თვლის გულის სწორად,
იმ სხვას კიდევ სულ სხვა უყვარს
და ითხოვა კიდეც ცოლად.
...ეს ხომ ძველი ამბავია,
მაგრამ მარად ახლად თქმული;
ვისაც თავზე დასტეხია_
გასტეხია ყველას გული.

ჰაინრიხ ჰაინე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.
ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.
სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!
ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი… სევდა
მხოლოდ პოეტის გულში.
წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
— საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს…

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სამშობლოსაკენ ბრუნდები და
ცოტა დაფიქრდი, ვიღას სჭირდები,
მეგობრის ხელს ვინ გამოგიწვდის?
გზად წაიხემსე, ნუ აღელდები

ტკბილი ღვინით ყელი ჩაიტკბე
სივრცეს გახედე, ცოტა ჩაფიქრდი და მიხვდები, რომ
შენი ბრალია. მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია.
და ეს კარგია. მადლობა ღმერთს! ეს ხომ კარგია?!

ოჰ, რა კარგია, რომ ვერავის ვერ დააბრალებ
ოჰ, რა კარგია, რომ ყარიბად შენ მეგულები
ოჰ, რა კარგია, რომ არავის ამ ქვეყანაზე
შენ სამუდამო სიყვარულით არ ეუღლები.

ოჰ, რა კარგია, რომ წყვდიადის ლაბირინთებში
შენ არასოდეს სათნო ხელი არ გიფარავდა,
ოჰ, რა კარგია, ხმაურიან სადგურის მიღმა
ეულად სივრცის უსასრულო გზებზედ დამდგარხარ.

ოჰ, რა კარგია, სამშობლოსკენ სწრაფვით მავალმა
ამხილო თავი არაგულწრფელ სიტყვათ თამაშში
და უცებ ჩასწვდე შენი სულის ნელსა სამზადისს
გზა გაუკვალოს ახალ დასაწყისს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
Medi wrote:
ციტატა:
ცუდოოო
რა ლამაზი ლექსებიააა
შენია თუ სხვისია?

თუ შენია მალადეც ძმაო.ზალიან გულიანი და ლამაზად თქმულია.=sher=
ხო მედი ყველა ჩემი ლექსია, გმადლობტ დადებითი შეფაებისთვის.. =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
გული მტკივა და ოცნებას მივსდევ

გული მტკივა და ოცნებას მივსდევ,
როდის იყო ცა ასეთი მუქი.
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.
და გადიან ეს დღეები წმინდა,
დაბერება ხომ მოელის მზესაც.
ახლა წადით, სიმარტოვე მინდა,
ახლა ვუმზერ დამშვიდებულ ზეცას.
ვიცი, მე შენ გამიწიე მტრობა,
მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი.
ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას,
სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი.
გული მტკივა და ოცნებას მივსდევ,
როდის იყო ცა ასეთი მუქი.
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რა ეშველება ჩვენს სიყვსრულს,
როცა ყველა გზას მოუჭრიან,
როცა ყველა ბაღის კიდესთან
ჩაუსაფრდება დაცინვა და შურისძ|Iება,
როცა უყველა ფოთლის შრიალი
ჩაესმება ტანჯვის მუსიკად.
რა ეშველება ჩვენს სიყვარულს,
სიმარტოვეზე მეოცნებეს,
ქალაქის ბრძენ ბუჩქებსა და
კედლებს შორის თავამოყრილს.
ვინ უშველის, ვინ შეიფარებს
ორიოდ ლუკმა ბედნიერებას ვინ გაიმეტებს.
თითქოს ღამემაც დაივიწყა
ძველისძველი მოვალეობა
რომ საგნები და სხეულები ბინდით შებუროს,
დააწყვილოს, გაამთლიანოს...
რა ეშველბა ჩვენს სიყვარულს-
ხალხმრავალი ოთახების ბურუსში მსუნთქავს,
ვინ გაიხმობს მწვანე, მწვანე ნაპირებისაკენ,
ვინ შეაგებებს აკრძალული ქარების სურნელს,
მდევრებიც და დევნილებიც ჩვენა ვართ უკვე,
და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს,
საფრთხე ხვეწავს იმ ნაკვალევს,
საფრთხე ანიჭებს სრულქმნილებას...
რა ეშველება ჩვენს სიყვარულს
როცა ყველა გზას მოუჭრიან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნოსტალგია

მენატრებიან საქართველოს ჭაღარა მთები,
ზამთარში თეთრად შევერცხლილი ჩემი მთაწმინდა,
მეც მითეთრდება შენზე ფიქრში სამშობლოვ თმები,
რადგან შენს გარდა სხვა მიყვარდეს ქვეყნად არ მინდა.

დღისით დავდივარ, დავაბიჯებ უცხო ქუჩებში,
ღამით მშობლიურ ქვაფენილებს ვიხსენებ სიზმრად,
და დატოვებულ შეყვარებულს ვკოცნი ტუჩებში,
კვლავ დაბრუნება შენს უბეში, ერთი მაქვს ფიქრად.

მელანდებიან სახეები მონატრებული,
მაგონდებიან ხუმრობანი მეგობრებისა,
და მეტანება უჯიათოდ ფიქრთა კრებული,
აღარ დაგტოვებთ, დაბრუნება თუ კი მეღირსა.

და ოცნებებში კვლავ შემესხა თითქოსდა ფრთები,
გადავიფრინე რუსთაველი, ვერა, მთაწმინდა,
და მითეთრდება შენზე ფიქრში სამშობლოვ თმები,
რადგან შენს გარდა სხვა მიყვარდეს ქვეყნად არ მინდა!

პაატა შუბლაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შენ შემამშრალე ნაწვიმი სევდა

და წიწვებგაშლილ ნაძვს დამამსგავსე

რა გვიანია ახლა სიმშვიდე,

ხელახლა ვიშვი შენი შინიდან.

შენ დამიგუბე სხეულში ზმნები,

რომლებიც ახლა უჩემოდ ქმნიან

(ვერაფერს ამჩნევს გარშემო ხალხი).

შენ აიკარი გუდა-ნაბადი

და დაიარე ჩემი სხეული,

ჩემი ძარღვები, არტერიები, გამხდარი ძვლები. . .

როგორც სამყაროს, შემომიარე.

მე - გამიათკეცდა ფიქრების წყება,

მთელს ჩემს ყავისფერ მყუდროებას მოეღო ბოლო.

და გაცილებით ცხელი ვარ ახლა,

ვიდრე ათასი დამსკდარი მზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აღსარებაზე მოვალ,
სულით მოვიტან მორევს.
სულის მოძღვარო ჩემო,
მამაო თეოდორე!

მიშველე, ჯვარის მადლით
ეშმაკი განმაშორე!
სანთელს შევმატებ შანდლებს,
მამაო თეოდორე.

მოვინანიებ ცოდვებს,
ხატს დავუჩოქებ, თორემ
დავმძიმდი, ჩამოვბნელდი,
მამაო თეოდორე!

ლოცვად დავდგები მერე
(შენს ლოცვებს ვიმეორებ)
და მაზიარე ჯერეთ,
მამაო თეოდორე!

აღსარებაზე მოვალ,
ფიქრი ტრიალებს მდორედ,
წმინდაო ჩემო მწყემსო,
მამაო თეოდორე!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი