↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.

მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი,
ზოგს დანანებით და ზოგს წამებით.
ძნელია ზიდვა საქართველოსი,
ამ ტვირთს ზიდავდნენ ჩვენი მამები.

:) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
გავიდა კვირა

გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.
ცას აბარია
სულის ობლობა.
ხომ ზღაპარია
დღეს მეგობრობა.
გულია - ღერძი,
რა ქნას ხელებმა?!
და დღესაც ვებრძვი
საშინელებას.
მე, როგორც ვატყობ,
წავიდა მთვარე.
სადღაც ავადმყოფს
ახველებს მწარედ.
გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს გრძნობა უფრო აგიზგიზდება,
(და შენ შორიდან გედივით სჩანდი).
სადღაც ლამაზი ბავშვი იზრდება
და სადღაც ხევში მდინარე ჩადის.
საიდან მოდის ეს გარინდება,
საიდან მოდის ასეთი ღამე.
და გრძნობის ცეცხლი უფრო ინთება,
ოდეს მიწიდან ამოდის მთვარე.
უკვე გათენდა, ელავს ცის არე,
შესდექით! ყველა ჯურის მგოსნებო,
მე ახლა წავალ ქალაქის გარეთ,
წავალ იმისთვის, რომ ვიოცნებო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო
მომენატრეეეეეე=ko= =ko=

ლექსი არ არის,მაგრამ აქ ვდებ..

=ყოველი დღე -პატარა ცხოვრებაა,
=ყოველი გამოფხიზლება-პატარა დაბადება,

შოპენჰაუერი.
=ყოველი დილა-პატარა სიჭაბუკეა
და ყოველი ძილი -პატარა სიკვდილია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
არასწორად ჩაჯდა,ავტორი ბოლოში უნდა ეწეროს=lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მივხვდი საყვარელო,მეც გეძებდი
გაფაციცებული.=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეგ სტრიქონი დაიწყება ასე,
ჩაივლიან ამინდები ცივი.
წამი გადის, მე ვოცნებობ ზღვაზე
და ქვეყანას ვუზიარებ ტკივილს.
ახლა ირგვლივ სიბნელეა და მე,
და მე რა ვქნა, რომ ასეთი დროა.
ისევ მოვა იდუმალი ღამე,
ისევ მოვა იმედების გროვა.
ყვავილივით ჩანს ღრუბელი სადა
და ზეცისკენ ნელა მიდის ბოლი.
შუადღეა, იქ დავწექი, სადაც
ხავერდივით გაშლილია მოლი.
მოვა ღამე, დახურავენ თვალებს,
როგორც ვატყობ, მიღალატე შენაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო ფოსტა ნახე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვნახე ჩემო სიცოცხლე.
კაროჩე გავარია,X-ის სახით
მტერი მყავს,არა და მთელი ცხოვრება
ვტრაბახობდი,მტერი არა მყავს მეთქი.
არასოდეს არ ვიფიქრებდი მაგ ადამიანისგან
ასეთ საქციელს,არა უშავს,ღმერთია მაღლა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
ეგ სტრიქონი დაიწყება ასე,
ჩაივლიან ამინდები ცივი.
წამი გადის, მე ვოცნებობ ზღვაზე
და ქვეყანას ვუზიარებ ტკივილს.
ახლა ირგვლივ სიბნელეა და მე,
და მე რა ვქნა, რომ ასეთი დროა.
ისევ მოვა იდუმალი ღამე,
ისევ მოვა იმედების გროვა.
ყვავილივით ჩანს ღრუბელი სადა
და ზეცისკენ ნელა მიდის ბოლი.
შუადღეა, იქ დავწექი, სადაც
ხავერდივით გაშლილია მოლი.
მოვა ღამე, დახურავენ თვალებს,
როგორც ვატყობ, მიღალატე შენაც.

ამ ლექსს ნამდვილად ეკუთვნის კარმა 2 ცალი თანაც :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
-მახო
-ცუდ კაცსა მტერი რათ უნდა,
კარგია მუდამ მტრიანი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტიკოტიკო
აეიადნი
ორივეს მადლობა და კოცნა მახოსგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
გულის დამასთან
ეჩქარებოდა
აგურის ვალეტტს..
მაგრამ ექვსიანს ზედ
დაეცა პიკის საათი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
გულის დამასთან
ეჩქარებოდა
აგურის ვალეტტს..
მაგრამ ექვსიანს ზედ
დაეცა პიკის საათი!

ფრიად ღრმად შინაარსიანი სტროფია.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი