↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ,
პირიმზე, ჩრდილი რაზე გფენია?
მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ,
შენ მაინც რაზე მოგიწყენია?

ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი გული
ეხლა სავსეა მწამვლელ გრძნობებით?
რომ ვერასდროს კვლავ ვეღარ გიხილავთ,
და სამუდამოდ გემშვიდობებით?

დამშვიდდით! მუდამ თქვენთან იქნება
ჩემი სიმღერა და წრფელი ნანა,
შემოგწირავდით ერთად ყველაფერს,
მაგრამ სხვა რაა სიმღერისთანა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
ცხოვრება რაა?
ხან ნატვრაა ხან გაოცება,
ერთმანეთისთვის ვეღარ ვიცლით ფიქრის მონები.
გუშინდელი დღე დღევანდელზე იყო ოცნება
ხვალ კი ვიცხოვრებთ დღევანდელი დღის მოგონებით...


/მიხეილ ქვლივიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიმღერა გარდახვეწილისა

ვზივარ მარტო, მოწყენილი,
მსურს ფიქრით ვივსებოდე,
ამ ჩემს ოთახს, მარტოხელს,
მუდამ არ ვშორდებოდე, -

ჩემს სამშობლოს ვიგონებ,
ნახვას ვეღირსებოდე....
ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,
მალმალ გავფრინდებოდე!

იქაურსა მწვანეზე
ნეტამც როსმე ვჯდებოდე,
ნორჩ ყვავილსა, ბუჩქებზე
ბავშვურადა ვცელქობდე,

დას ძმურად ხელს ვართმევდე,
ძმებს ყელზე ვეხვევოდე...
ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,
ნეტამც გავფრინდებოდე!

ჩემს ტოლს, მოძმეს, ამხანაგს
ნუთუ ვაგონდებოდე
იმ დროს, ოდეს მე მარტო
ჯავრით აქ ვხელდებოდე...

ღმერთო, ისე ნუ მომკლავ,
ძმას ძმურად არ ვრგებოდე...
ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,
მათკენ გავფრინდებოდე!

ოდეს მამულს, კეთილო,
მარად ვეკარგებოდე,
მომკალ, ნუ გეცოდები, -
არ მსურს გენაღვლებოდე!..

გამაცოცხლე, მანატრე,
თუნდ საფლავში ვდნებოდე,
აყვავებულ სამშობლოს
თუკი მოვესწრებოდე!

მოიფიქრე, კეთილო,
თუ ძნელად არ ვცხოვრობდე
მაშინ, ოდეს ტურფასა
აქედან ვეტრფობოდე, -

სამძიმოა, მერწმუნე,
თუნდ ეშხით ვივსებოდე...
მაშ, ფრთა მინდა, ფრთა მომეცით,
თქვენსკენ გავფრინდებოდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!

ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.

ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...

ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე
როდემდე...
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...

და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიან დღენი

არიან დღენი, ხანჯალივით ბასრი და მჭევრი,
ოდეს სისხლივით აღელდება ოცნება შენი.

შენ გელანდება მოკლულებით ფენილი ტევრი,
შენ გინდა იყო უსულგულო ცხოვრების მტევრი,

ელვარე ცეცხლით გადაბუგო მთანი და ტყენი,
არიან დღენი, საუკუნოდ უფრორე მძლენი.

ტყვია-წამლით და დინამიტით მსუნთქავი ქვევრი.
აფეთქებანი, შეკივლება, ძახილი, ბევრნი არიან დღენი.

არიან დღენი... ცეცხლისა და მახვილის კევრი,
ათასწლოვანი ადგილიდან სხლტებიან კლდენი:

იმ გულს ეკუთვნის თვითეული თემა, შედევრი.
არიან დღენი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!

ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.

ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...

ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე
როდემდე...
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...

და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!

ბუბუსუნა მადლობაააააააააააა ,მეტს ვერაფერს ვერ ვამბობ , უკომენტაროდ .........:) :) =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= ყოველ დღე ერთი კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Jan 2009
Posts217
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბჟა დია ჩქიმი
თუთა მუმა ჩქიმი
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხები
და დო ჯიმა ჩქიმი

მეტი მეგრული არ ვიცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზეცა სავსეა ფიფქთა ქაოსით

გზებმა ნისლები შესვეს ბოლომდე

და იმოსება თეთრი სამოსით

მიწა შავგული , მიწა ბოროტი .

სხვებმა რაც უნდა შენზე ისა თქვან

შენ იბობოქრე მაინც ამინდო

დათოვე ...

მიწა ცოდვებისაგან მაგ სისიპეტაკემ იქნებ გაწმინდოს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
datiko110

თუ გინდა შეგასწავლი მეგრულს=sher=
რავიცი პირველი ლედი სწავლობდა დიდი მონდომებით და=ko=

ისე, უნდა ვაღიარო, რომ "მურიცხები"-ს მნიშვნელობა ვერ გავიგე:( =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მადლობთ, თიკოთიკო:) =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა;
მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის-კარ თხოვნითა, შენა გწადს აწ რომელითა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Jan 2009
Posts217
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუპაირად- სკან გულ ვაფირო გრიგოლ აბაშიძეს მასე უწერია ცოტნეში
მე მართლა არ ვიცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.
ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული.
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.
ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.
ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან, სხვას არა წაუღია რა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიად გამსახურდია
მოგონება

სულო, გითხარი რომ არაო
იშალნენ წამწამთა ქოხები,
შენ ცისარტყელავ და მარაო,
ცად რომ დამიფინე ნოხები,

რად არ მოაპკურე ცვარები
გლოვიან უდაბნოს გველისას
სულში კვლავ რად მოიპარები,
არ სცნობ უარებას სთველისას,

მაცდურო სიცოცხლევ, გამეცა,
გველო, ანგელოსურ თვალებით,
დღითაც შენ გიგონებ, ღამეცა,
მძულხარ და თან მევალალები!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი