„მაინც ანთია სანთელი თეთრი. მუდამ ანთია სანთელი თეთრი, მისი ჩუმი წვა – ამაღლებაა“... თქვენ გენაცვალეთ ფერეიდნელო ქართველებო, თქვენი სიყვარული და თქვენი ცხოვრებაც ამაღლებაა... ძალიან გვაკლიხართ! ლევან გურული. საქართველო. თბილისი.
www.fereidani.ge„შთაბეჭდილებები, შენიშვნები, წინადადებები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 46.
მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს...
მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს,
კვლავ მოიხილავს,
კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება...
მრავალმოწამე გურჯთა დედოფალს
კალთა სავსე აქვს თეთრი ვარდებით
და დიდებული თვისი ნაბიჯით
ცით მიწისაკენ მიემართება...
ამობრწყინდება დიდი ნათელი
მარადიული მწუხრის წინაშე...
წითელი ვარდით გზა ეფინება:
ცოდვილიანი ნანობს შირაზი!
მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს,
კვლავ მოიხილავს,
კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება.
1959. ანა კალანდაძე
www.fereidani.geქვეთავი 70 – „ლექსები ფერეიდანზე“ – ჩანაწერი 7.
ვეხმარებით საქართველოს – GEORGIA AID
სოფელ წეროვანიდან მიღებული ფოტო-სურათები. კლინიკა მუშაობს ჩვეულებრივი ტემპით.
Několik fotografií z činnosti nemocnice v posledních

ech. Mirek - Mirian Dolanský.
www.fereidani.geქვეთავი 104 – ჯიმი დაბრუნდაშვილი – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში.“