↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეხსიერებაში ჩაგვრჩა ჩოღრუთში (ჩუღურეთში) ერთი უსინათლო კაცი ალი თავაზიანი (თავაზაშვილი), რომელიც ქართული ლექსების, გადმოცემებისა თუ სახუმარო ამბების სკივრი აღმოჩნდა. იგი სოფლის შესასვლელში, ალიზით ნაგები სახლის კედელთან იჯდა და მზეს მიფიცხებოდა. რომ გაიგო, საიდანაც ვიყავით, უსინათლო თვალები ცრემლით აუკიაფდა, წამიყვანეთ დიდ საქართველოში-ო, რამდენჯერმე გაგვიმეორა.
ამ მდგომარეობაში ვნახეთ ვაშლოვანშიც ერთი მოხუცი, მასზე უფრო ხანდაზმული და საკმაოდ სმენადაქვეითებული, რომელსაც ძლივს გააგონეს, თუ საიდან ვიყავით. სიტყვა საქართველოს გაგონებაზე სიცოცხლის ნიშან-წყალი დაეტყო და ძლივს ამომარცვლა: ”სა-ქართ-ვე-ლო-დან? ჰო,ჰო, სა-ქართ-ვე-ლო-დან!” ასევე დამარცვლით უპასუხეს მას შინაურებმა. მოხუცმა კიდევ ერთხელ აცადა ამოემარცვლა მეხსიერების კუნჭულში სამარის კარამდე გადამალული სალოცავი სიტყვა – საქართველო, მაგრამ ძალა არ ეყო.
ანდა, რა დაგვავიწყებს ხუნგაში ჰაჯი უსუფ ასლანთან (ონიკაშვილთან) ოჯახში სტუმრობას, რამდენიმე წუთში რომ აივსო იქაურობა ონიკაშვილებით, მოლიაშვილებით, ხუციშვილებით, ბათუაშვილებით, გუგუჩაშვილებით, ქარბალიშვილებით...
როგორც მათ გვიამბეს, ნაჯაფაბადიდან ფერეიდანში 19 გვარის კაცი დასახლებულა; მათი ნაშიერნი არიან დღევანდელი ფერეიდნელები.
ასევე დაუვიწყარი იქნება, ქარბალის სახლში ქართული გუთნის, ქართული კავ-უღლის ნახვა, ქართული ხალიჩის ფერებში ბორიალი... მუხთარ ზამუნაშვილის ეზო-კარში სამეურნეო ნაგებობათა ქართული სახე და თანამიმდევრობა – შიდა ქართლის რომელიმე სოფლის ეზოში რომ იგრძნობდი თავს.
დაუვიწყარი იქნება, ფერეიდნიდან გამობრუნებისას, ნაჯაფაბადში, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელთაც ძალიან დაწყდათ გული, უდროობის გამო რომ მათთან ვერ დავრჩით.
ნაჯაფაბადში, როგორც გვითხრეს, სამი ათასამდე ქართველი ცხოვრობს, ფერეიდანისგან განსხვავებით, ისინი მიმოფანტულნი არიან ქალაქში, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ქართველობას, განიცდიან ქართული ენის სახელმძღვანელოთა უქონლობას.

ნომადი ბართაია
წერილიდან: ”ოთხი საუკუნე, ოთხი
წამი”. ”ომეგა”. №2, 2003. გვ. 91

* * *

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ირანში იძულებით გადასახლებულთა მოწამებრივი ღვაწლი და დაადგინა წმიდანთა დასში შეირაცხოს XVII – XVIII საუკუნეებში სპარსეთში ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან მოწყვეტილი ყოველი ქართველი და ეწოდოს მათ ”წმიდა მოწამენი ქართველნი სპარსეთში მოწყვეტილნი.” გადაწყდა, რომ მათ სახელზე დაიწეროს ხატი და შედგეს ტროპარ-კონდაკი ირანში ქრისტესთვის მოწყვეტილ ქართველთა ერთ-ერთი წამების ადგილის სახელწოდების მიხედვით. მათი ხსენების დღედ დადგინდა მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საიტს.
www.fereidani.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახოოოო კარგი ხარ გაიხარეეე=ko= =ko= =ko= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი =sher= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
პატარებისთვის!
ეძღვნება „დესპანის ფერეიდნელების“ შვილებს და შვილიშვილებს გერმანიაში მცხოვრები ნანა ფიცხელაურის თამადობით! (8 წლის ნანუცელაზეა ლაპარაკი და არა დედამისზე) პირველ ფოტოზე ჩემი სიამაყე – ჩემი ირაკლია! ეს ფოტო მისი დამუშავებულია... ვინმეს შემთხვევით ჩემი შემოქმედება არ გეგონოთ!
www.fereidani.ge
ქვეთავი 75 – „გოლე ლაალე ვააჟეგუნ“ – „ეფექტები“.

დიდი ქართული გამარჯობა ბატონო ორჰან! საოცარი პიროვნება ბრძანდებით! რაც გოგებაშვილის „თოხმა“ ვერ გააკეთა, თქვენმა „თოხმა“ გააკეთა ის – შესძარით მსოფლიო ქართველობა, ყველა კუთხეში მიმობნეული ქართული მარგალიტები. საიქიო და სააქაო. ალბათ ცხონებული მამათქვენი და ბაბუათქვენი სიამაყით ღმერთის ტოლად გრძნობენ თავს. თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ საოცარი ბურთი ყელში გაიჩხირა, ტკივილად გულში ჩაიარა და ცრემლისთვის რომ არ მიმეცა გზა, ალბათ გასკდებოდა. გმადლობთ, რომ ქართველი ხართ, გმადლობთ რომ ასე შეგიძლიათ შეაზანზაროთ ჩვენს გულებში ისედაც მშფოთვარე პატრიოტიზმის გრძნობა. ვენაცვალე თქვენს გამჩენს, თქვენი კაცობის მასწავლებელს, თქვენს ჯიშს და თქვენს შთამომავალს. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი. მომიკითხეთ მეუღლე და ბავშვები დიდი სიყვარულით! ნანა ფიცხელაური. გერმანია.
www.fereidani.ge
ქვეთავი 102 – „ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი“ – ჩანაწერი 7.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით ყველას! ყველას! ყველას!
დათიკო!
კაი გამარჯობა შენი, კეთილი ყოფილოყოს შენი ფეხი ჩვენს დიდ ოჯახში!
ციცის!
ჩემი საიტი არაფერ შუაშია, ათასი რაღაცეები მეხსნება ხოლმე მეც... ერთხელ ლატარიაში უზარმაზარი თანხაც "მოვიგე" ჩემები სიცილით დაიხოცნენ, მე კი ავვარდი.. უფულო კაცის ამბავი ხომ იცით?
მახოს!
ძმავ და მეგობარო! რა უნდა მეწყონოს, პირიქით! შენ ხომ ჩემი ოფიციალური სტალკერი ხარ, ხომ არ დაგავიწყდა? რაც უფრო მეტ კაი ხალხს შემომიყვან და გააცნობ ფერეიდანს, მით უფრო მადლობელი დაგრჩები! გაიხარე ძმაო!
თქვენი გიორგი ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ჩემო ერთგულო ქართველებო!

გუგუა სიურპრიზი უნდა გერქვას შენ!

ნანუჩის დაქალები ყავდა როდესაც ირაკლის შემოქმედება წარვუდგინე.

შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, კომბის წინიდან ჩემი სავარძელიანად
მიმაცურეს და ერთმანეთს არ აცდიდნენ კომენტარის გაკეთებას...
სიმართლე უნმა ითქვას ირაკლის პორტრეტს , გოგოებში, ერთსულოვნად პირველი ადგილი ხვდა წილად.

ერთმა ისიც ისურვა, თავიანთი მასწავლებლის სურათი ჰქონოდა ასე გაკეთაბული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
რამდენჯერ შევდივარ ფერეიდანის საიტზე,
გულდამძიმებული და ყელის ტკივილით გამოვდივარ(ყელში მაწვება ტკივილი და გულივით
მიფეთქავს) არ ვიცი რა ჰქვია ამას ...
ბატონო გუგუა !!ღმერთმა ყველა ჩვენს ფერეიდანელ ქართველს მისცეს თავის სამშობლოს
ჩახუტების ბედნიერება,სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ბევრ რამეში ვერ გეხმარებათ.
რა სულგრძელი და ჩვენი სამშობლოს მოყვარული ხალხი ხართ,400 წელი მოგაქვთ ენა დაუკარგავათ ...გაიხარეთ..ძლიერი რწმენის და სჯულის ხალხი ხართ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=R-ZC8tV4 ... r_embedded
წინა გვერდებიდან გადმოვიტანე ეს ლინკი..(ზ.გამსახურდია თურქ მესხებზე კითხულობს ლექსს)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო დესპანელო ფერეიდნელებო,
გეპატიჟებით გაშლილ სუფრასთან,200 კარმის
აღსანიშნავად,გთხოვთ მეწვიოთ. =dac=
სურათი აღარ არსებობს

=kool= =ait= =sher= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო
=sher=

მშვიდობა შენს გამოჩენას,
აი თურმე სად ყოფილხარ , რომ არ ჩანდი,
მე-200 კარმა აუპაირადმა მოგართვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო=ae=
ის თამადა,შენ ხარ?როგორ გგავს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუპარიადს დიდი მადლობა მახოსგან და
ასევე თქვენ გიხდით მადლობას,რომ
არ გავიწყდებით.თუ შეგხვდეს აუცილებლად
თან წამოიყვანე.=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არა ჩემო გოგო,თამადა გუგუა გახლავთ.
=zer= =ko= =ko= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო
რა მიირთვით?ზეთის ხილის და ვიჩინის გარდა
ვერაფერს ვხედავ.. ქართული მადლიანი სუფრა სადაა..
დაილოცოს ყველაფერი ქართული.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი
< /body>