↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts39
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი სიყვარული ამაყია
დაჭრილ მგელივით
და შეწყალებას არა თხოულობს.
ყველა სიზმარი, რომელშიც კი შენ გაგროვებდი
გამეფანტა და ქარებმა ხეზე გაჰკიდეს.
მე შემიძლია, აგარიდო ათასჯერ მზერა,
მაგრამ მახსოვდე.
მე ვიმახსოვრებ შენს ღიმილს
და თიხისფერ მუხლებს, როგორც ხიდს,
რომელზედაც ვერ გადიან აუღელვებლად.
ამაყია ჩემი სიყვარული,
როგორც მდინარე წყალუხვობით გულმოცემული.
ნუ მოუყვები მას ტკივილზე და განსაცდელზე.
იქნებ გგონია, გააკვირვებ ღამისთევებით?
დიდი ხანია შეეჩვია ყველაფერ ამას,
როგორც ტყე ფრინველს
და მინდვრები პურის თავთავებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
სიმარტოვე

ახლა ჩემი გრძნობა ისე ხალასია,
როგორც ჩემი სულის სიმარტოვე,
ალბათ მარტოობაც ლამაზია,
როცა ღმერთის ტოლი მიგატოვებს.

ამ დღეს უსასრულო სევდა მოაქვს,
განცდილს ხელმეორედ ვინღა ჰპოვებს,
ალბათ სიყვარულზე სპეტაკია
ასეთი საოცნებო სიმარტოვე.

ჰეი, ჩემი გულის სალოცავო,
რამე გასაოცრად წმინდა მთხოვე,
მოდი, ერთხელ კიდევ გამომცადე,
კიდევ გამწირე და მიმატოვე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ვიღაცის ხმა საკანივით მლეწავს,
თითქოს სიკვდილს ვუჯერებდე ჭოტს,
ნურასოდეს ნუ დასცინებ მეძავს,
ზიზღიანად ნუ შეხედავ ლოთს!
ჟამის ძალა რამდენ დროშას ძენძავს,
გაგახსენებს სარდაფების შფოთს,
წარსულზე არ შეეკითხო მეძავს,
მომავალზე - წყალწაყებულ ლოთს.
ყველა გვყოფნის დალოცვილი ზეცა,
განერიდეთ მტრობასა და შფოთს,
ყველა ქალში სძინავს ციცქნა მეძავს,
ყველა კაცში - პოეტსა და ლოთს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცუდო კი არა კარგი ხარ..

ძალიან მომეწონა ორივე ლექსი=sher=
(მგონია ,რომ შენი საკუთარი ლექსებია)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ARIADNIT wrote:
ციტატა:
ცუდო კი არა კარგი ხარ..

ძალიან მომეწონა ორივე ლექსი=sher=
(მგონია ,რომ შენი საკუთარი ლექსებია)
ესენი არაა ჩემი,მაგრამ ჩემი საყვარელი ლექსებია..

მწვანე ქარაფზე დგას კამელია,
ცოტა ადესა არ დაგველია?!-
თუ კი გაქვს ხოში...
ჰა ქარმა მტვერი დააბზღრიალა და
ანგელოზმაც ჩამოიარა ცისფერი ქოშით...
აჰა, თვალები თვალებს მიესო.
განა ამ ღვინოს სვამდა იესო?!..
ანდა პილატე,
შენი ალერსი მიჯდება ძვირად,-
მაგრამ არ ვიცი რა ჩემდა ჭირად
ამეკვიატე.

აი ესაა ჩემი.. =sher= და გმადლობთ ლამაზი კომენნტარისთვის =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ღმერთო, მაპატიე აპათია, რაც კი მაბადია - მაპატიე... ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს, ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს. თორემ უშენობა უმზეოა, არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ... ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები მე მივატოვე მზის შენობა, ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა. იქნებ გამახსენო? გამახსენე ყველაფერი თავიდან ამიხსენი. შენი სამი ცალი სამოსელი, ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი. იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცუდო
რომანტიული ადამიანები წერენ ლექსებს..
მე ყველა შენი საკუთარი თუ არა საკუთარი
ყველა მომწონს.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ
გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!
თუ
თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე
ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს
თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ
გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ
იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ
გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია????
არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ
მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის
სიკვდილი კარზე არ მოვა?
თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ
დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და......
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ
გიცხოვრია!!!!
=kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვიცი...

ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...
შენს სამყაროში მაწვიმს და მათოვს,
ნაღალატარი მყინავს მაისი.

ვიცი, რომ ღამე იქნება თეთრი
და დავიძინეთ გათენებისას,
ვიცი, რომ ლექსში იელვებს მეხი
და უმსუბუქებს სტრიქონს მომიკლავს.

ვიცი, რომ ვიღაც გადამკრავს მათრახს,
უბირი ხელით მომიკლავს იებს,
და ალუბლების სევდიან ბაღში
სევდიან ლექსებს დამაწერინებს.

ვიცი, რომ ვიღაც ეული მგზავრი
მომიკაკუნებს სარკმელზე ფრთხილად,
ჩამომიქროლებს მსუბუქი ქარი
და მზე იისფერ კაბას მომიტანს.

ვიცი, რომ ისევ მიშველის ღმერთი,
ვიღაც მომძებნის დაბურულ ტყეში.
ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ARIADNIT YOცAრ KAI LEQშEBIA.. KAღMAჩHEMGAN! =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა
რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის

ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო

სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის

მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა
მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია
გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა
და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია

მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა
გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის
დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა
გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის

მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად
დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად
ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად
და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.

....ps-madloba ცუდო,გაიხარე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიტყვა თამუნიას
შენ თუ
სხვის თვალებში დაინახე
მწარე ნაღველი და მწუხარება,
რწმენით გაუნათე
სათნო სახე
იმედდაკარგულსა და უკარებას.
შენ თუ
დაინანებ უპატრონოდ
სამდე მიტოვებულ
ეზო-ყურეს,
თუ ძაღლს ხმას არ გასცემ
უბატონოდ,
ხელში მშიერი რომ
შემოგყურებს.
და თუ
ტკივილებმა გაგახელოს,
შეძლე უბოროტო გაცინება,
შენს მტერს,
წამოჩოქილს სანახევროდ,
შენ ნუ გაუბედავ
დამცირებას,
რაგინდ ფეხქვეშ იგრძნო
დიდი რწევა,
მაინც არ დაკარგო
მიწის რწმენა,
მოყვასს გაუნათე
გზა და ფონი,
სიტყვა ტკვილების
მოსაფონი.
შენ არ გაიხადო
სასაცილოდ
სხვისი ჭირ-ვარამი,
გაჭირვება,
თუ გსურს, მწუხარება
ამაცილო,
შევძლო
სიხარულით ატირება!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი